ალ-აზიზ ბილაჰი
ალ-აზიზ ბილაჰი (სრული სახელი — აბუ მანსურ ნიზარ ალ-აზიზ ბილაჰი, არაბ. أبومنصور نزار العزيز بالله დ. 9 მაისი, 955 — გ. 13 ოქტომბერი, 996) — ფატიმიდების სახალიფოს მე-5 ხალიფა 975–996 წლებში, ალ-მანსურ ბილაჰის ვაჟი.
აბუ მანსურ ნიზარ ალ-აზიზ ბილაჰი | |
---|---|
أبومنصور نزار العزيز بالله | |
ფატიმიდების სახალიფოს მე-5 ხალიფა | |
მმართ. დასაწყისი: | 975 |
მმართ. დასასრული: | 996 |
წინამორბედი: | ალ-მუიზი |
მემკვიდრე: | ალ-ჰაკიმი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 9 მაისი, 955 |
გარდ. თარიღი: | 13 ოქტომბერი, 996 |
შვილები: | ალ-ჰაკიმი |
დინასტია: | ფატიმიდები |
მამა: | ალ-მუიზი |
რელიგია: | შიიტური ისლამი |
975 წელს, მამამისი სირიაში ლაშქრობის დროს გარდაიცვალა და ხალიფობა მაშინვე გადაიბარა. ალ-აზიზს მემკვიდრეობით ერგო ძლიერი და ორგანიზებული სახელმწიფო. ალ-აზიზმა დაასრულა ალ-მუიზის მიერ დაწყებული სირია-პალესტინის დაპყრობის პროცესი. მანვე დააფუძნა თურქი მონებისგან ახალი არმია, რომლის წევრებს მოგვიანებით მამლუქები ეწოდათ.
ალ-აზიზის ზეობის დროს ფატიმიდების ავტორიტეტი დღითიდღე იზრდებოდა აფრიკასა და აზიაში. მუსლიმთა წმინდა ქალაქებმა, მექამ და მედინამ ხალიფის სიუზერენიტეტი აღიარეს. სახალიფოში განვითარდა ვაჭრობა, გაფართოვდა კულტურისა და გავლენის სფეროები. ალ-აზიზ ბილაჰი დიდ ყურადღებას აქცევდა რელიგიას და ხელს უწყობდა ისლამის განვითარებას. მისმა მსახურებმა დიდი წინსვლების შემდეგ ჩინეთშიც კი დაიწყეს ისლამური მოძღვრების გავრცელება.
ალ-აზიზი 996 წელს გარდაიცვალა. ის შეცვალა მისმა მცირეწლოვანმა ვაჟმა, ალ-ჰაკიმმა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Samy S. Swayd (2006). Historical dictionary of the Druzes. Volume 3 of Historical dictionaries of people and cultures (illustrated ed.). Scarecrow Press. p. xli. ISBN 0810853329. Retrieved April 4, 2012. The fifth caliph, al-'Aziz bi-Allah (r.975-996). . . In his time, the Fatimi "Call" or "Mission" (Da'wa) reached as far east as India and northern China.
სქოლიო
რედაქტირებაწინამორბედი: ალ-მუიზი |
ფატიმიდი ხალიფა 975-996 |
შემდეგი: ალ-ჰაკიმი |