ლეზგიური ენა
ლეზგიური ენა (თვითდასახელება: лезги чӏал) — ნახურ-დაღესტნური ენათა ოჯახის ლეზგიურ ენათა ჯგუფის ერთ-ერთი ენა.
ლეზგიური ენა лезги чӏал | |
გავრცელებულია | რუსეთი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ნახურ-დაღესტნური ენები
|
დამწერლობის სისტემა | კირილური დამწერლობა |
ენის კოდები | lez |
რუკა | |
მოლაპარაკეთა არეალი | |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-lez}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — ლეზგიური ენა |
გავრცელებულია დაღესტნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში — კასუმქენთის, მაჰარამქენთის, ქურახისა და ნაწილობრივ ხივისა და რუთულის რაიონებში, აგრეთვე ჩრდილოეთ აზერბაიჯანის გუსარის, ყუბისა და ხუდათის რაიონების ზოგიერთ სოფელში.
ლეზგიურ ენაზე ლაპარაკობს 783 720 კაცი.[1]
აქვს 3 ძირითადი დიალექტი — კიურიული, ახტისა და ყუბის (დიალექტებში გამოიყოფა კილოკავები). სალიტერატურო ლეზგიურ ენას საფუძვლად უდევს კიურიული დიალექტი.
ლეზგიურ ენაში ხმოვანთა სისტემა მარტივია — i, y, u, e, æ, a. o გვხვდება მხოლოდ რუსულიდან ნასესხებ სიტყვებში. თანხმოვნებში გამოიყოფა სონორებისა და ჩქამიერების კლასები. ჩქამიერებში დასტურდება ოთხეულთა სისტემა — მჟღერი, ფშვნვიერი, მკვეთრი და პრეპუპტივი (არაფშვინვიერი ყრუ). აფრიკატების რიგში აკლია ძ, ჯ (გვხვდება მხოლოდ ზოგიერთ თქმაში). მახვილი მოუდის მეორე მარცვალს სიტყვის დასაწყისიდან.
გრამატიკული კლასების სისტემა დაკარგულია, დაცულია მხოლოდ ცალკეული ექსპონატები გადმონაშთების სახით როგორც სახელებში, ისე ზმნებში. ბრუნების სისტემა განვითარებულია. ძირითად ბრუნვებთან (სახელობითი, ერგატიული, ნათესაობითიი, მიცემითი) ერთად არის ადგილობითი ბრუნვების რამდენიმე სერია (14 ბრუნვა). ბრუნებისას გატარებულია ორფუძიანობის პრინციპი — ბრუნება ემყარება ერგატივის ფორმას. თვლის სისტემა ოცობითია. მიუხედავად მისა, რომ ზმნას გრამატიკული კლასისა და პირის კატეგორიები არ აქვს, იგი მდიდარია როგორ ორგანული, ისე აღწერითი წარმოების ფორმებით. ზმნას აქვს დრო-კილოს, მიმღეობისა და კაუზატივის კატეგორიები, ბრძანებითი, პირიბოთი, კითხვითი და უარყოფითი ფორმები. გვარი არაა დიფერენცირებული. გარჩეულია გარდამავალი და გარდაუვალი ზმნები (ლექსიკურად და სემანტიკურად). გარდამავალი ზმნისათვის დამახასიათებელია ერგატიული კონსტრუქცია.
დამწერლობა შეიქმნა 1928 წელს.
ანბანი
რედაქტირებაА а | Б б | В в | Г г | Гъ гъ | Гь гь | Д д | Е е |
Ё ё | Ж ж | З з | И и | Й й | К к | Къ къ | Кь кь |
КI кI | Л л | М м | Н н | О о | П п | ПI пI | Р р |
С с | Т т | ТI тI | У у | Уь уь | Ф ф | Х х | Хъ хъ |
Хь хь | Ц ц | ЦI цI | Ч ч | ЧI чI | Ш ш | Щ щ | Ъ ъ |
Ы ы | Ь ь | Э э | Ю ю | Я я |
შეფერადებული ასოები გვხვდება მხოლოდ რუსულიდან ნასესხებ სიტყვებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- თოფურია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 161.
- Haspelmath, Martin. 1993. A grammar of Lezgian (Mouton grammar library 9). Berlin & New York: Mouton de Gruyter. ISBN 3-11-013735-6
- Талибов, Букар В., Магомед М. Гаджиев. 1966. Лезгинско-русский словарь. Москва: Советская Энциклопедия.