მინის დინასტიაჩინეთის იმპერატორთა დინასტია (1368-1644 წწ.). დააარსა ჭუ იუანჭანმა მონღოლური დინასტიის იუანის დამხობის შემდეგ. XV საუკუნის დასაწყისში ატარებდა ექსპანსიონისტურ საგარეო პოლიტიკას. 1407 წელს ჩინეთის ჯარებმა მიიტაცეს ვიეტნამი. პორტუგალიელები ცდილობდნენ ჩინეთში ფეხის მოკიდებას, ამის გამო ამ დინასტიის იმპერატორმა უ-ძუნმა 1521 წელს ევროპელებს აუკრძალა ჩინეთში შემოსვლა და დაუხურა ყველა ნავსადგური აომინის (მაკაო) გარდა. 1644 წელს გლეხთა ომის შედეგად, რომელსაც ლი ძიჩენი მეთაურობდა, მინის დინასტია დაემხო. ჩინელი ფეოდალების ნაწილი მიემხრო მანჯურიელებს, რომლებიც შეიჭრნენ ჩინეთში, ჩაახშეს გლეხთა ომი და ქვეყანაში დაამკვიდრეს მანჯურიული დინასტია ცინი.

მინის დიდი იმპერია
大明

იმპერია

13681644 (1662)
 


მინის იმპერია XV საუკუნეში
დედაქალაქი ნანკინი
(1368—1421)
პეკინი
(1421—1644)
ენა ჩინური
რელიგია ბუდიზმი, დაოსიზმი, კონფუციანელობა
მმართველობის ფორმა მონარქია
დინასტია მინი
მინის იმპერია
ჩინეთის ისტორია
ჩინეთის ისტორია
ჩინეთის ისტორია
ძველი
3 მონარქი და 5 იმპერატორი
სიას დინასტია ძვ. წ. 2100–1600
შანგის დინასტია ძვ. წ.1600–1046
ჭოუს დინასტია ძვ. წ.1045–256
 დასავლეთი ჭოუ
 აღმოსავლეთი ჭოუ
   გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი
   მებრძოლი სამეფოების პერიოდი

(ცი, ცინი, ჩუ, ვეი, ხანი, ჯაო, იანი, იუე, სუნი, შუ, ბა)

იმპერიები
ცინი ძვ. წ. 221 –206
ხანის დინასტია ძვ. წ. 206 – ახ. წ. 220
  დასავლეთი ხანი
  სინის დინასტია
  აღმოსავლეთი ხანი
სამმეფობა 220–280
  ვეი, შუ და
ძინის დინასტია 265–420
  დასავლეთი ძინი 16 სამეფო
304–439
  აღმოსავლეთი ძინი
სამხრეთისა და ჩრდილოეთის
დინასტიები

420–589
სუის დინასტია 581–618
ტანის დინასტია 618–907
  (მეორე ჭოუ 690–705)
5 დინასტია და
10 სამეფო

907–960
ლიაო
907–1125
სუნის დინასტია
960–1279
  ჩრდილოეთი სუნი დ. სია
  სამხრეთი სუნი ძინი
იუანის დინასტია 1271–1368
მინის დინასტია 1368–1644
ცინგის დინასტია 1644–1911
თანამედროვე ერა
ჩინეთის რესპუბლიკა 1912–1949
ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკა

1949–დღემდე
ჩინეთის რესპ.
(ტაივანი)

1949–დღემდე

ჭუ იუანჭანი ითვლება ერთ–ერთ ყველაზე ძლიერ იმპერატორად ჩინეთის ისტორიაში. მის ძალაუფლებას არაერთი ისტორიული ფაქტი უსვამს ხაზს, თუნდაც იმის მაგალითი, რომ მისმა რეფორმებმა განაპირობა ჩინეთის მომავალი განვითარება მინის დინასტიის განმავლობაში. ჭუ იუანჭანი 1363 წელს იკავებს ნანკინს და დააარსებს პირველ მმართველობის ორგანოს, რომელსაც დააკომპლექტებს ჩინელი კონფუციანელი კადრებისაგან, ვინც უკმაყოფილოა მონღოლური მმართველობით. 1368 წელს, მაშინ როცა ის იღებს მონღოლთა დინასტიის დედაქალაქ პეკინს. უკანასკნელი ჩინგიზხანის მემკვიდრე მონღოლი, რომელიც ჩინეთში იჯდა იძულებული ხდება გაიქცეს ჩრდილოეთით (ჩინეთიდან ჩრდილოეთით იგულისხმება) და დაუთმოს დედაქალაქი ჭუ იუანჭანს. თავისი იმპერიის ქვაკუთხედად მან გამოაცხადა მოძღვრება იმპერატორისა და ხალხის ჰარმონიული ერთიანობის შესახებ (民本), რაც გულისხმობდა, რომ იმპერატორი მუდამ იზიარებდა ხალხის ინტერესებს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში, თუმცა ხალხის ნება სრულიად მაინც არ განაპირობებდა მის ქმედებას.

მისი შვილის, იუან ლეს (永樂) მმართველობის დროს (1403–1424 წლები) ჩინეთის სახელმწიფო გადადის ხანგრძლივი აყვავების პერიოდში. სწორედ გატარებული რეფორმის შედეგი იყო სახელმწიფო ხაზინის გამდიდრება, რაც იუან ლემ გონივრულად გამოიყენა და კონკრეტული თანხებით, პირველ რიგში, მომავალი საზღვაო ექსპედიციები დააფინანსა.

ჩინეთი ამ დროიდან გადადის თავდაცვით პოლიტიკაზე მონღოლების შეტევების აღკვეთის მხრივ, რადგან მართალია ჭუ იუანჭანმა განდევნა მონღოლები ჩინეთიდან, მაგრამ მათ ჩრდილოეთით გადაინაცვლეს, საიდანაც ახორციელებდნენ მუდმივ დამარბეველ ლაშქრობებს არა მარტო ჩინეთის მშვიდობიან მოსახლეობაზე, არამედ იქ გამავალ ვაჭრებზეც.

ხდება საზღვაო ტექნიკის წარმოება-განვითარება და იწყება სავაჭრო კონტაქტების დამყარება ევროპასთან. ჭუ იუანჭანის მმართველობის პერიოდიდან დაახლოებით XV საუკუნემდე ჩინეთი ორიენტირებულია საზღვაო სფეროს გაფართოვებასა და ტერიტორიების შემოერთებაზე. მინის ჩინეთი, ჩინური „მსოფლიო წესრიგის“ შესაბამისად, საზღვაო მოგზაურობებით ახდენს საკუთარი უპირატესი ძალისა და ცივილიზაციის დემონსტრირებას და ჩვეულებრივ მოითხოვს სხვა სახელმწიფოების მიერ მის პატივისცემას.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება