სიმეონ I (ბულგარეთი)

სიმეონ I დიდი (ბულგ. Симеон I Велики) — ბულგარეთის იმპერატორი. მართავდა ბულგარეთის იმპერიას 893-927 წლებში. ბიზანტიელების, უნგრელებისა და სერბების წინააღმდეგ სიმეონის წარმატებული კამპანიების გამო, ბულგარეთმა მიაღწია უდიდეს ტერიტორიულ ექსპანსიას თავის ისტორიაში და იქცა უძლიერეს სახელმწიფოდ თანამედროვე აღმოსავლეთ ევროპაში. მისი მმართველობა აგრეთვე იყო პერიოდი უბადლო კულტურული და საგანმანათლებლო აღორძინებისა, რომელიც მოგვიანებით ბულგარული კულტურის ოქროს ხანად შერაცხეს. სიმეონ I-ის მმართველობის ჟამს ბულგარეთს ეკავა უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც გადაჭიმული იყო ეგეოსის, ადრიატიკისა და შავ ზღვებს შორის. გადმოცემის თანახმად, ახალი ბულგარული დედაქალაქი პრესლავი თავისი ბრწყინვალებით კონსტანტინოპოლს უწევდა მეტოქეობას, იმჟამად დამოუკიდებელი ბულგარული მართლმადიდებელი ეკლესია კი გახდა პირველი ახალი საპატრიარქო პენტარქიის გარდა და ბულგარულ ენაზე დაწერილი ქრისტიანული ტექსტების თარგმანები მთელ იმდროინდელ სლავურ სამყაროში ვრცელდებოდა. სიმეონ I-მა თავისი მმართველობის შუა ხანებში მიიღო ტიტულად „იმპერატორი“ (ცარი), მანამდე კი ის იყენებდა წოდებას „პრინცი“ (კნიაზი).

სიმეონ I-ის ბეჭედი
სიმეონ I-ის იმპერია (893-927)

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება