ფილიპინების პროვინციები

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 1 სექტემბერი 2024. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ფილიპინების პროვინციები (ფილ: mga lalawigan/probinsya ng Pilipinas) პირველი დონის ძირითადი პოლიტიკური და ადმინისტრაციული ერთეულებია. დღეისთვის ფილიპინებში 82 პროვინციაა, რომლებიც შემადგენელ ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად იყოფა. ეროვნული დედაქალაქის რეგიონის ადგილობრივი მმართველობის ერთეული და დამოუკიდებელი ქალაქები პროვინციებისგან დამოუკიდებლად იმართება. ყოველ პროვინციას არჩეული გუბერნატორი და პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) მართავს. ყველა პროვინცია ფილიპინების პროვინციების ლიგის წევრია.[1]

ფილიპინების პროვინციათა რუკა

გეოგრაფიულ, კულტურულ და ეთნოგრაფიულ მახასიათებლებზე დაყრდნობით პროვინციებს 17 რეგიონად აჯგუფებენ. 13 რეგიონი გეოგრაფიული მდებაროების შესაბამისად (ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ) ნომრებით მოიხსენიება, ხოლო ოთხი მათგანი დანომრილი არ არის: კორდილიერის ადმინისტრაციული რეგიონი, ეროვნული დედაქალაქის რეგიონი, სამხრეთ-დასავლეთ ტაგალოგის რეგიონი და მუსლიმურ მინდანაოში ბანგსამოროს ავტონომიური რეგიონი.

მმართველობა

რედაქტირება
 
ფილიპინების პროვინციათა კლასიფიკაცია შემოსავლების მიხედვით

პროვინციული მთავრობა ფილიპინების სხვა პროვინციებისგან ავტონომიის უფლებით სარგებლობს. ყოველ პროვინციას საკუთარი სახელისუფლებო ორგანოები აქვს: აღმასრულებელი და საკანონმდებლო. იურიდიული საქმეები პროვინციების მთავრობისგან განცალკევებულია და ფილიპინების უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში შედის. ყოველ პროვინციაში რეგიონული სასამართლოს სულ ცოტა ერთი ფილიალი მაინც მოქმედებს.

აღმასრულებელი ხელისუფლება

რედაქტირება

პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და პროვინციიც მეთაური გუბერნატორია. იგი პროვინციის მოსახლეობის მიერ სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნეს არჩეული. პროვინციის გუბერნატორი თავად ნიშნავს პროვინციის დეპარტამენტების თავმჯდომარეებს, რომელიც ადმინისტრაციის, საინჟინრო, საინფორმაციო, იურიდიულ და სახაზინო ოფისებს მოიცავს.

საკანონმდებლო ხელისუფლება

რედაქტირება

პროვინციის საკანონმდებლო ორგანო პროვინციული საბჭოა (Sangguniang Panlalawigan), რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-გუბერნატორი ასრულებს. მუნიციპალური საბჭო პროვინციის მოსახლეობის მიერ არჩეული წევრებითაა დაკომპლექტებული. პროვინციული საბჭოების წევრთა რაოდენობა შემოსავლების მიხედვით განისაზღვრება. პირველი და მეორე კლასის პროვინციებში პროვინციული საბჭო 10 წევრისგან შედგება, მესამე და მეოთხე კლასის პროვინციებში — რვა წევრისგან, მეხუთე და მეექვსე კლასის პროვინციებში კი — ექვსი წევრისგან. გამონაკლისებია ხუთზე მეტი საკონგრესო რაიონის მქონე პროვინციები: კავიტე, რომლის პროვინციული საბჭო 16 წევრისგან შედგება, სებუ, დასავლეთი ნეგროსი და პანგასინანი, რომელთა პროვინციულ საბჭოშიც 12–12 წევრია.

კავშირი მმართველობის სხვა დონეებთან

რედაქტირება

ეროვნული მთავრობა

რედაქტირება

ფილიპინების კონსტიტუციის მიხედვით პროვინციული მთავრობის საქმიანობაში ეროვნული მთავრობის ჩარევა შეზღუდულია. ფილიპინების პრეზიდენტი პროვინციების ხელისუფლებასთან შიდა და ადგილობრივი მმართველობის დეპარტამენტის მეშვეობით კოორიდინირებს. ეროვნული წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით პროვინციები საკონგრესო (საკანონმდებლო) რაიონებს მოიცავს. თითო რაიონს ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავს. ფილიპინების სენატის წევრები ტერიტორიულ საფუძველზე შექმნილი რაიონების მიხედვით არ აირჩევიან: სენატორები ქვეყნის ერთიან ოლქში მრავალჯერადი არაგადაცემადი ხმის მეთოდით აირჩევიან.

ქალაქები და მუნიციპალიტეტები

რედაქტირება

1991 წელს მიღებული ადგილობრივი მმართველობის კოდექსის მიხედვით მაღალურბანიზებული და დამოუკიდებელი შემადგენელი ქალაქები პროვინციებისგან დამოუკიდებელი არიან.[2] მართალია ქალაქები ადგილობრივი მმართველობის მეორე დონის ერთეულებია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში (სტატისტიკური და სხვ. მიზნით) მათ იმ პროვინციების შემადგენლად მიიჩნევენ, სადაც გეოგრაფიულად მდებარეობენ.

ადგილობრივი მმართველობის ისეთი ერთეულები, როგორებიცაა შემადგენელი ქალაქები და მუნიციპალიტეტები, პროვინციული მთავრობის იურისდიქციის ქვეშაა. ადგილობრივი მმართველობის კოდექსის თანახმად, იმის უზუნველსაყოფად, რომ შემადგენელი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მთავრობები თავიანთ უფლებამოსილების ფარგლებს არ სცდებიან, პროვინციის გუბერნატორს მერების აღმასრულებელი ბრძანებების გადახედვის, ხოლო პროვინციულ საბჭოს საქალაქო საბჭოებისა და მუნიციპალური საბჭოების საკანონმდებლო დადგენილებათა გადახედვის უფლება აქვთ.[2]

ბარანგაები

რედაქტირება

პროვინციულ მთავრობას ბარანგაებთან პირდაპირი ურთიერთობები არ აქვს. ბარანგაებზე ზედამხედველობას შემადგენელი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მერები და საბჭოები ახორციელებენ.[2]

ყოფილი პროვინციები

რედაქტირება

1901 წელს მანილის პროვინცია რისალის პროვინციის შემადგენლობაში შევიდა. შემდეგში მანილის შემოგარენი ეროვნული დედაქალაქის რეგიონში გაერტიანდა. 1902-1908 წლებში არსებული ლეპანტო-ბონტოკის პროვინცია შემდეგსი მთიანი პროვინციის შემადგენლობაში შევიდა.

ჩრდილოეთი ნეგროსი (1985–1986) 1985 წლის 23 დეკემბერს შეიქმნა, დასავლეთი ნეგროსის ჩრდილოეთ ნაწილში. მომდევნო წლის 3 იანვარს გამართული პლებისციტით კანონიც რატიფიცირებულ იქნა.[3] პროვინცია შედგებოდა დღევანდელ ქალქებს: კადისს (რომელიც დედაქალაქის ფუნქციას ასრულებდა), ესკალანტეს, საგაის, სან-კარლოსის, სილაისა და ვიქტორიასს და კალატრავის, ენრიკე-მაგალონის, მანაპლის, სალვადორ-ბენედიქტოსს და ტობოსოს მუნიციპალიტეტებს. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობამ პროვინციის შექმნას დაუჭირა მხარი, 1986 წლის 11 ივლისს უზენაესი სასამართლომ კანონი გააუქმა.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „About the League of Provinces“. League of Provinces of the Philippines. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 5, 2009. ციტირების თარიღი: January 12, 2008. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  2. 2.0 2.1 2.2 Republic Act No. 7160 – Local Government Code of 1991 დაარქივებული May 3, 2016, საიტზე Wayback Machine.
  3. Firm, Ronald Echalas Diaz, Chan Robles & Associates Law. PHILIPPINE LAWS, STATUTES AND CODES – CHAN ROBLES VIRTUAL LAW LIBRARY.
  4. G.R. No. 73155 – Tan v. COMELEC and the Provincial Treasurer of Negros Occidental.