შინაარსზე გადასვლა

ბლანკა ნამიურელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მმართველი|სახელი=ბლანკა ნამიურელი|წინამორბედი2=ე...
 
No edit summary
 
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ინფოდაფა მმართველი
{{ინფოდაფა მმართველი|სახელი=ბლანკა ნამიურელი|წინამორბედი2=ეფემია რიუგენელი|დედა=მარი არტუელი|მამა=ჟან I, ნამიურის მარკიზი|დინასტია=დამპიერები|შვილები=[[ჰოკონ VI|ჰოკონ VI, ნორვეგიის მეფე]]<br/>[[ერიკ XII (შვედეთი)|ერიკ XII, შვედეთის მეფე]]|ქორწინება=[[მაგნუს II ერიქსონი|მაგნუს IV, შვედეთისა და ნორვეგიის მეფე]]|გარდაცვალების თარიღი=[[1363]], (42-43 წლის)|დაბადების თარიღი=[[1320]]|მემკვიდრე2=[[მარგარიტა დანიელი]]|მმართველობის დასასრული2=[[1343]]|სურათი=Blanka drottning av Sverige grevinna av Namur - Nationalmuseum - 15061.tif|მმართველობის დასაწყისი2=[[1335]]|ქვეყანა2=[[ნორვეგიის კონსორტების სია|ნორვეგიის დედოფალი]]|მემკვიდრე=[[მარგარიტა დანიელი]]|წინამორბედი=[[მართა დანიელი]]|კორონაცია=[[22 ივლისი]], [[1336]]|მმართველობის დასასრული=[[1363]]|მმართველობის დასაწყისი=[[1335]]|ქვეყანა=[[შვედეთის კონსორტების სია|შვედეთის დედოფალი]]|რელიგია=[[კათოლიციზმი]]}}
|სახელი = ბლანკა ნამიურელი

|წინამორბედი2 = ეფემია რიუგენელი
|დედა = მარი არტუელი
|მამა = ჟან I, ნამიურის მარკიზი
|დინასტია = დამპიერები
|შვილები = [[ჰოკონ VI|ჰოკონ VI, ნორვეგიის მეფე]]<br/>[[ერიკ XII (შვედეთი)|ერიკ XII, შვედეთის მეფე]]
|ქორწინება = [[მაგნუს II ერიქსონი|მაგნუს IV, შვედეთისა და ნორვეგიის მეფე]]
|გარდაცვალების თარიღი = [[1363]], (42-43 წლის)
|დაბადების თარიღი = [[1320]]
|მემკვიდრე2 = [[მარგარიტა დანიელი]]
|მმართველობის დასასრული2 = [[1343]]
|სურათი = Blanka drottning av Sverige grevinna av Namur - Nationalmuseum - 15061.tif
|მმართველობის დასაწყისი2 = [[1335]]
|ქვეყანა2 = [[ნორვეგიის კონსორტების სია|ნორვეგიის დედოფალი]]
|მემკვიდრე = [[მარგარიტა დანიელი]]
|წინამორბედი = [[მართა დანიელი]]
|კორონაცია = [[22 ივლისი]], [[1336]]
|მმართველობის დასასრული = [[1363]]
|მმართველობის დასაწყისი = [[1335]]
|ქვეყანა = [[შვედეთის კონსორტების სია|შვედეთის დედოფალი]]
|რელიგია = [[კათოლიციზმი]]
}}
'''ბლანკა ნამიურელი''' ({{Lang-sv|Blanka av Namur}}; დ. [[1320]] — გ. [[1363]]) — დამპიერების დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის დედოფალი 1335-1363 წლებში და ნორვეგიის დედოფალი 1335-1343 წლებში როგორც [[მაგნუს II ერიქსონი|მაგნუს IV]]-ის მეუღლე. ნორვეგიის მეფე [[ჰოკონ VI]]-ისა და შვედეთის მეფე [[ერიკ XII (შვედეთი)|ერიკ XII]]-ის დედა.
'''ბლანკა ნამიურელი''' ({{Lang-sv|Blanka av Namur}}; დ. [[1320]] — გ. [[1363]]) — დამპიერების დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის დედოფალი 1335-1363 წლებში და ნორვეგიის დედოფალი 1335-1343 წლებში როგორც [[მაგნუს II ერიქსონი|მაგნუს IV]]-ის მეუღლე. ნორვეგიის მეფე [[ჰოკონ VI]]-ისა და შვედეთის მეფე [[ერიკ XII (შვედეთი)|ერიკ XII]]-ის დედა.


ხაზი 23: ხაზი 44:


== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==
* Nils Petter Tuesen: Norsk historie i årstall Oslo 2004, ISBN 82-458-0713-3, S. 94.
* Nach dem Diplomatarium Norvegicum Bd. 2 Nr. 372 hat Blanche am 1. Juli 1363 in Tønsberg ein Dokument des Königs gesiegelt. Siehe auch Norsk biografisk leksikon.
* S. Tunberg: Blanka. In: Svensk biografisk leksikon; abgerufen am 20. Juli 2012.
* Werner Paravicini: Von der Heidenfahrt zur Kavalierstur. Wissensliteratur im Mittelalter und der frühen Neuzeit Bd. 13. Wiesbaden 1993,ISBN 3-88226-555-8, S. 91–130, 97.

{{შვედეთის დედოფლები}}{{ნორვეგიის დედოფლები}}
{{შვედეთის დედოფლები}}{{ნორვეგიის დედოფლები}}
[[კატეგორია:დაბადებული 1320]]
[[კატეგორია:დაბადებული 1320]]

უკანასკნელი რედაქცია 19:16, 8 თებერვალი 2020-ის მდგომარეობით

ბლანკა ნამიურელი
შვედეთის დედოფალი
კორონაცია: 22 ივლისი, 1336
მმართ. დასაწყისი: 1335
მმართ. დასასრული: 1363
წინამორბედი: მართა დანიელი
მემკვიდრე: მარგარიტა დანიელი
ნორვეგიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1335
მმართ. დასასრული: 1343
წინამორბედი: ეფემია რიუგენელი
მემკვიდრე: მარგარიტა დანიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1320
გარდ. თარიღი: 1363, (42-43 წლის)
მეუღლე: მაგნუს IV, შვედეთისა და ნორვეგიის მეფე
შვილები: ჰოკონ VI, ნორვეგიის მეფე
ერიკ XII, შვედეთის მეფე
დინასტია: დამპიერები
მამა: ჟან I, ნამიურის მარკიზი
დედა: მარი არტუელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბლანკა ნამიურელი (შვედ. Blanka av Namur; დ. 1320 — გ. 1363) — დამპიერების დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის დედოფალი 1335-1363 წლებში და ნორვეგიის დედოფალი 1335-1343 წლებში როგორც მაგნუს IV-ის მეუღლე. ნორვეგიის მეფე ჰოკონ VI-ისა და შვედეთის მეფე ერიკ XII-ის დედა.

ბლანკა დაიბადა 1320 წელს. იგი იყო ნამიურის მარკიზ ჟან I-ისა და მისი ცოლის, საფრანგეთის მეფე ლუი VIII-ის შვილთაშვილ მარი არტუელის ქალიშვილი. მისი ბავშვობის შესახებ ცნობები ფაქტობრივად არ არსებობს.

1334 წელს ნამიურში შვედეთისა და ნორვეგიის მეფე მაგნუსის ელჩობა ჩავიდა, რომელიც საცოლეს მთელ ევროპაში ეძებდა. ამავე წლის ივნისში მაგნუსს ელჩებმა ბლანკაზე ქორწინება ურჩიეს, რის გამოც იგი თავად ჩავიდა ნამიურში და შემოდგომაზე მისი ხელიც ითხოვა. 1335 წელს ის და ბლანკა ერთად ჩავიდნენ შვედეთში, სადაც ამავე წლის ოქტომბერში ან ნოემბერში შედგა მათი ქორწინება. ამის შემდეგ იგი შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალი გახდა. საქორწინო საჩუქრად ბლანკამ ნორვეგიაში ტონსბერგის, ხოლო შვედეთში ლოდოზის პროვინცია გადაეცა. 1336 წლის 22 ივლისს ბლანკა ორივე ქვეყნის დედოფლად ოფიციალურად ეკურთხა სტოკჰოლმში.

დედოფალი ბლანკა თავის უმცროს ვაჟთან, ჰოკონთან ერთად.

მაგნუსსა და ბლანკას ორი ვაჟი და სამი გოგონა შეეძინათ, თუმცა მათი ყველა გოგონა ბავშვობაშივე დაიღუპა. მეფე-დედოფალი თავიდანვე შეთანხმდა, რომ მათი ორივე ვაჟი მემკვიდრეობით თითო სამეფოს მიიღებდა. მიუხედავად ამისა, 1355 წელს, როდესაც მაგნუსმა გამოაცხადა, რომ უმცროს ვაჟს, ანუ ჰოკონს უტოვებდა ნორვეგიას, უფროსმა ვაჟმა, პრინცმა ერიკმა ეს გააპროტესტა.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დედოფალ ბლანკას ქმარს ხშირად სდებდნენ ბრალს ჰომოსექსუალიზმში, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ მას ზედმეტად ახლო ურთიერთობა ჰქონდა ფინეთის ჰერცოგ ბენგ ალგოტსონთან. მიუხედავად ბრალდებებისა, მეფისა და ჰერცოგის სექსუალური ურთიერთობა არ დადასტურებულა. ეს ჭორი სავარაუდოდ მეფის მოწინააღმდეგეებმა გაავრცელეს, რომელთაც მისი ავტორიტეტის შერყევა სურდათ. ამას ისიც ერთვოდა, რომ მაგნუსმა ჰერცოგს გარკვეული პოლიტიკური თავისუფლება მიანიჭა.

დედოფალ ბლანკას თავიდანვე დიდი გავლენა ჰქონდა მეფეზე და მასთან ერთად პოლიტიკაზეც. დედოფლის პოლიტიკურმა გავლენებმა ხალხი გააღიზიანა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა კრიტიკისა და ცილისწამების ქარ-ცეცხლი ბლანკას მიმართ. 1359 წელს მას ბრალი დასდეს რძლის, ბეატრიქს ბავარიელისა და საკუთარი ვაჟის, თანარეგენტ ერიკის მოწამვლაში. ეს მხოლოდ სახალხო ჭორი იყო, თუმცა მემატიანეების გადმოცემითა და ისტორიკოსთა მოსაზრებით ბლანკას ვაჟი და რძალი შვედეთში გავრცელებულმა შავი ჭირის ეპიდემიამ შეიწირა.

ვაჟის გარდაცვალების შემდეგ მაგნუსსა და ბლანკას შესძულდათ შვედეთი, რის გამოც დარჩენილი ცხოვრება ნორვეგიაში, ტონსბერგის ციხესიმაგრეში გაატარეს და იქიდან მართავდნენ ქვეყანას. მატიანეთა გადმოცემით მათი მმართველობის ბოლო წლებში ორივე სამეფოში მძვინვარებდა ეკონომიკური კრიზისი. 1363 წელს მისმა ვაჟმა ჰოკონმა ცოლად დანიის მეფე ვალდემარ IV-ის მემკვიდრე და ქალიშვილი მარგარიტა დანიელი. ქორწინებიდან მალევე ბლანკა დაავადდა და იმავე წელს გარდაიცვალა დაახლოებით 42-43 წლის ასაკში. მისი გარდაცვალების მიზეზი და დაკრძალვის ადგილი დღემდე უცნობია.

  1. ერიკ XII (1339-1359), შვედეთის მეფე 1356-59 წლებში. ცოლად შეირთო ბეატრიქს ბავარიელი, მაგრამ უშვილოდ გარდაიცვალა;
  2. ჰოკონ VI (1340-1380), ნორვეგიის მეფე 1343-1380 წლებში და შვედეთის მეფე 1362-64 წლებში. ცოლად შეირთო დანიის დედოფალი მარგრეტე I, რომელთანაც შეეძინა კალმარის უნიის პირველი მეფე ულაფ II;
  3. მაგნუსთან მას კიდევ სამი ქალიშვილი შეეძინა, თუმცა მათი სახელები უცნობია, რადგან სამივე მათგანი მცირეწლოვანი გარდაიცვალა;
  • Nils Petter Tuesen: Norsk historie i årstall Oslo 2004, ISBN 82-458-0713-3, S. 94.
  • Nach dem Diplomatarium Norvegicum Bd. 2 Nr. 372 hat Blanche am 1. Juli 1363 in Tønsberg ein Dokument des Königs gesiegelt. Siehe auch Norsk biografisk leksikon.
  • S. Tunberg: Blanka. In: Svensk biografisk leksikon; abgerufen am 20. Juli 2012.
  • Werner Paravicini: Von der Heidenfahrt zur Kavalierstur. Wissensliteratur im Mittelalter und der frühen Neuzeit Bd. 13. Wiesbaden 1993,ISBN 3-88226-555-8, S. 91–130, 97.