იულიუს იანონისი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.9.4 |
დაარქივდა 1 წყარო და 0 წყარო მოინიშნა მკვდრად.) #IABot (v2.0.9.5 |
||
ხაზი 60: | ხაზი 60: | ||
* [[პუშკინი (ქალაქი)|პუშკინში]], ყაზანის სასაფლაოზე, სადაც პოეტია დაკრძალული, აშენდა მემორიალი - დამონტაჟდა ორი [[სტელა]] [[ბარელიეფი|ბარელიეფით]] და პირველი [[სტროფი|სტროფით]] ლექსიდან „პოეტი“<ref>[http://www.russianresources.lt/archive/Janonis/Janonis_1.html Стихотворение '''Поэт'''.] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20131007035902/http://www.russianresources.lt/archive/Janonis/Janonis_1.html |date=2013-10-07 }} Воронеж, 25.XII.1915. |
* [[პუშკინი (ქალაქი)|პუშკინში]], ყაზანის სასაფლაოზე, სადაც პოეტია დაკრძალული, აშენდა მემორიალი - დამონტაჟდა ორი [[სტელა]] [[ბარელიეფი|ბარელიეფით]] და პირველი [[სტროფი|სტროფით]] ლექსიდან „პოეტი“<ref>[http://www.russianresources.lt/archive/Janonis/Janonis_1.html Стихотворение '''Поэт'''.] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20131007035902/http://www.russianresources.lt/archive/Janonis/Janonis_1.html |date=2013-10-07 }} Воронеж, 25.XII.1915. |
||
Впервые опубликовано в журнале «Октябрь». 1927. № 6.</ref>, რომელიც გამოიყენება [[ეპიტაფია|ეპიტაფიად]], ლიტვურ და რუსულ ენებზე. |
Впервые опубликовано в журнале «Октябрь». 1927. № 6.</ref>, რომელიც გამოიყენება [[ეპიტაფია|ეპიტაფიად]], ლიტვურ და რუსულ ენებზე. |
||
* გადაღებულია მხატვრული ფილმი „იულიუს იანონისი“ (1959), რომელშიც იულიუსის როლი შეასრულა ჰენრიკას კურაუსკასმა.<ref> |
* გადაღებულია მხატვრული ფილმი „იულიუს იანონისი“ (1959), რომელშიც იულიუსის როლი შეასრულა ჰენრიკას კურაუსკასმა.<ref>{{Cite web |url=https://sovetkino.com/yu/0005.php |title=Энциклопедия советского кино — Юлюс Янонис |accessdate=2023-05-28 |archiveurl=https://web.archive.org/web/20230528071324/https://sovetkino.com/yu/0005.php |archivedate=2023-05-28 }}</ref> |
||
==ბიბლიოგრაფია== |
==ბიბლიოგრაფია== |
უკანასკნელი რედაქცია 03:30, 26 აპრილი 2024-ის მდგომარეობით
იულიუს იანონისი | |
---|---|
ლიეტ. Julius Janonis | |
დაბადების თარიღი | 5 აპრილი, 1896 |
დაბადების ადგილი | Beržiniai |
გარდაცვალების თარიღი | 30 მაისი, 1917 (21 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პუშკინი |
დასაფლავებულია | Kazanskoe cemetery (Pushkin) |
საქმიანობა | პოეტი |
ენა | ლიტვური ენა |
ეროვნება | |ლიტველი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
ალმა-მატერი | Šiauliai Gymnasium |
იულიუს იანონისი (ლიეტ. Julius Janonis; დ. 5 აპრილი, 1896, სოფ. ბერჟინიაი, ბირჟაის რაიონი, ლიტვა — გ. 30 მაისი, 1917, ცარსკოე სელო, ახლანდელი პუშკინი) — ლიტველი პოეტი და რევოლუციონერი, ლიტვური პროლეტარული რევოლუციური პოეზიის ფუძემდებელი.[1] [2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იულიუს იანონისი დაიბადა 1896 წლის 5 აპრილს სოფ. ბერჟინიაიში (ბირჟაის რაიონი, ლიტვა). 1906-1913 წლებში სწავლობდა ბირჟაის სკოლაში, შემდეგ შაველის ვაჟთა გიმნაზიაში. სკოლის წლებში წერდა ფოლკლორულ ტექსტებს, უგზავნიდა ჟურნალს „Aušrinė“ და ლიტვის სამეცნიერო საზოგადოებას. 1910 წელს მან გამოაქვეყნა თავისი პირველი ლექსები ჟურნალში „Jaunimas“ („ახალგაზრდობა“). იგი დაინტერესდა მუშათა მოძრაობით და 1913 წელს შეუერთდა მარქსისტულ წრეს. პირველი მსოფლიო ომის დროს ევაკუირებულ იქნა ვორონეჟში. 1915 წლის აგვისტოდან 1916 წლის იანვრამდე სწავლობდა ვორონეჟის გიმნაზიაში.
1916 წლის დასაწყისში გადავიდა პეტროგრადში და ბოლშევიკურ პარტიაში აქტიური ფიგურა გახდა. 1916 წლის დეკემბერში და 1917 წლის თებერვალში დააპატიმრეს. თებერვლის რევოლუციის შემდეგ გაათავისუფლეს, იგი გახდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (ბოლშევიკები) ლიტვის რეგიონალური კომიტეტის მდივანი, მუშაობდა ლიტვის ბოლშევიკური გაზეთის „Tesa“-ს („Правда“, „სიმართლე“) რედაქციაში კორექტორად. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (ბ) მე-7 (აპრილის) სრულიად რუსეთის კონფერენციის კორესპონდენტი.
იულიუს იანონისი მძიმედ იყო დაავადებული ტუბერკულოზით, მაგრამ ის ძალიან ბევრს მუშაობდა. სწავლობდა ფილოსოფოსების კლასიკურ მემკვიდრეობას, სამეცნიერო სოციალიზმის ფუძემდებლების ლეგალურ ნაშრომებს, შოულობდა არალეგალურ წიგნებს, სტატიებს, ბროშურებს და ხარბად კითხულობდა მათ. რეფერატებით გამოდიოდა ლიტვური გიმნაზიის წრეებში და უფრო ფართე აუდიტორიასთანაც — ქალაქის მოსწავლე-ახალგაზრობასთან. მოხსენებებით გამოდიოდა პოლიტიკური ეკონომიის საკითხებზე, მონაწილეობდა დისპუტებში ახალმოდური პოეტების წიგნებისა და ვორონეჟის სცენაზე დადგმული პიესების ესთეტიკური და საზოგადოებრივი ფასეულობების შესახებ. ღამეებს ათევდა პუბლიკაციების წერაში, ქმნიდა ღრმად ჩამწვდომი ლირიკით და დაუნდობელი სიმართლით გაჯერებულ ლექსებს. იატაკქვეშა რუსული მარქსისტული ორგანიზაციის ჟურნალისთვის რუსულ ენაზე დაწერა თავისი ლექსი „პოეტი“.
პროგრესირებადმა დაავადებამ პოეტს უბიძგა მატარებელს ჩავარდნოდა და თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე 1917 წლის 30 მაისს.
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1910-1913 წლების ლექსებს ახასიათებს როგორც ბუნების მოტივები, ასევე სოციალური უსამართლობა, კონფლიქტი ოცნებასა და რეალობას შორის. იგრძნობა მაირონისის პოეზიის გავლენა.
1914-1917 წლების ლექსებში იანონისი გახდა ლიტვური პროლეტარული პოეზიის ფუძემდებელი და პირველი ლიტველი ქალაქელი პოეტი. პროლეტარული ბრძოლის იდეები ყველაზე სრულყოფილად არის განსახიერებული ლექსებში „მჭედელი“, „შრომის არმია“, „დაკოჟრილი ხელები“, „მშრომელს“ და სხვა. კრებული „ლექსები“ გამოიცა 1918 წელს ვორონეჟში. წიგნმა ლიტვური რევოლუციური ლირიკის ჩამოყალიბებაზე მოახდინა გავლენა. უფრო მეტი დიდება იულიუს იანონისთან XX საუკუნის 60-იან წლებში მივიდა, როცა მისი სახელი ვორონეჟის დასავლეთ მიკრორაიონში ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა. ეს ადგილი მწერალ მარშაკის ქუჩიდან იწყება და მოკლე მონაკვეთზე დგას ორი სკოლა: №73 და №75. აქვეა №37 ბიბლიოთეკა. ქუჩის დანარჩენი ნაწილი მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს უჭირავს.
იულიუს იანონისი იყო პოემების, საბავშვო ლექსების, ფელეტონების, მოთხრობების, პუბლიკაციების ავტორი. მან რამდენიმე ლექსი რუსულად დაწერა. იყენებდა ფსევდონიმებს „Kukutis“, „Vaidilos Ainis“, „Julius Litvin“ და სხვას. მისი ლექსები ითარგმნა მრავალ ენაზე, მათ შორის რუსულ, ლატვიურ და თურქმენულ ენაზე. თავად პოეტმა ლიტვურ ენაზე თარგმნა ალექსანდრე პუშკინის და ალექსეი კალცოვის ლექსები.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვორონეჟში არის იულიუს იანონისის სახელობის ქუჩა, ასევე 73-ე სკოლაში მისი სახელობის ლიტვური კულტურის მუზეუმი. 1985 წელს ყოფილი გიმნაზიის შენობაზე, სადაც პოეტი სწავლობდა, დამონტაჟდა სამახსოვრო მემორიალური დაფა.
- შაულიაიში არის იანონისის მემორიალური მუზეუმი და მისი სახელობის გიმნაზია
- ბირჟაიში დგას პოეტის ძეგლი (მოქანდაკე კონსტანტინას ბოგდანასი).
- ლიტვის სსრ-ში იანონისის სახელობისაა ქაღალდის ქარხანა.
- პუშკინში, ყაზანის სასაფლაოზე, სადაც პოეტია დაკრძალული, აშენდა მემორიალი - დამონტაჟდა ორი სტელა ბარელიეფით და პირველი სტროფით ლექსიდან „პოეტი“[3], რომელიც გამოიყენება ეპიტაფიად, ლიტვურ და რუსულ ენებზე.
- გადაღებულია მხატვრული ფილმი „იულიუს იანონისი“ (1959), რომელშიც იულიუსის როლი შეასრულა ჰენრიკას კურაუსკასმა.[4]
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Janonio raštai. Kaunas, 1921.
- Raštai. T. 1—2. Vilnius, 1957.
- Избранное. Москва, 1955.
- Поэт (Стихотворения и 14 интерпретаций литовских художников). Вильнюс, 1966.
- Песня борцов / Переводы В. Гордейчева и Е. Новичихина. — Воронеж: Центр.-Чернозёмное книжн. изд-во, 1981. 2-е изд: там же, 1986
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ФАКЕЛЬНОЕ СЕРДЦЕ ЛИТОВСКОГО ГИМНАЗИСТА ЯНОНИСА
- Юлюс Янонис глазами современников
- Кем был Юлюс Янонис
- Janonis, Julius
- Янонис, Юлюс // Краткая литературная энциклопедия / Гл. ред. А. А. Сурков. — М. : Советская энциклопедия, 1962—1978.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Янонис, Юлюс // Краткая литературная энциклопедия / Гл. ред. А. А. Сурков. — М. : Советская энциклопедия, 1962—1978
- ↑ История литовской литературы. Вильнюс: Vaga, 1977.
- ↑ Стихотворение Поэт. დაარქივებული 2013-10-07 საიტზე Wayback Machine. Воронеж, 25.XII.1915. Впервые опубликовано в журнале «Октябрь». 1927. № 6.
- ↑ Энциклопедия советского кино — Юлюс Янонис. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-05-28. ციტირების თარიღი: 2023-05-28.