შინაარსზე გადასვლა

ღმერთი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის Gialo1977 ცვლილებების გაუქმება (№2632357)
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება|ღმერთი}}
{{მრავალმნიშვნელოვნება|ღმერთი}}
'''ღმერთი''' — [[სიყვარული]]ს, [[რწმენა|რწმენისა]] და თაყვანისცემის ზებუნებრივი, ყოველთა არსთა მაარსებელი“, რომელიც დამახასიათბელია ყველა [[რელიგია|რელიგიისთვის]], გარდა პირველყოფილი რელიგიის ადრეული ფორმებისა. იგი არის აღმატებულთა შორის უაღმატებულესი, უზენაესი სახელი, სიყვარულისა და [[რწმენა|რწმენის]] განსახიერება.

იხილეთ ფრაგმენტი ღვთისავარ ჩაბრავას ეზოთერული ნაშრომიდან "მსოფლიოს მოძღვრებები":

მსოფლიოში ოდითგანვე არსებობდა ხუთი სახის მოძღვრება: აბრაამული, დჰარმული, ეკუმენო–სინკრეტული, ანიმისტურ–შამანისტური და ათეისტურ–მატერიალისტური.
აბრაამულ მოძღვრებებს განეკუთვნება ორთოდოქსალური ისლამი, იუდაიზმი და იუდეო–ქრისტიანობა (ამ ორიგინალური ტერმინით რუსი რელიგიათმცოდნე დმიტრი ალექსეევი მოიხსენიებს შემდეგ დენომინაციებს: მართლმადიდებლობას, კათოლიციზმს, პროტესტანტიზმს, ლუთერანიზმს და ა.შ., რომლებშიც ხელოვნურადაა შეერთებული ისეთი ანტაგონისტური დოქტრინები, როგორებიცაა: იუდაისტურ–იაჰვისტური და ქრისტიანული), რომელთათვის დამახასიათებელია როგორც მკაცრი მონოთეიზმი, ასევე ღმერთის, სამყაროსა და ადამიანის ერთმანეთისაგან განსხვავება. ამ სწავლებათათვის აგრეთვე დამახასიათებელია ღვთაებრივი ბუნების და სრულყოფილების მხოლოდ ერთი კონკრეტული არსებისათვის მიწერა, ღრმა ან მსუბუქი ფატალიზმი და მონოგენეზისის დოგმატი ანუ სწავლება იმის შესახებ, რომ ადამიანი და ნებისმიერი სხვა ცოცხალი არსება სამყაროში ერთადერთხელ იბადება. ამ სწავლებებში აგრეთვე გამოირიცხება ადამიანის გარდა სხვა ცოცხალ არსებათა (რაღა თქმა უნდა, ანგელოზთა და დემონთა გამოკლებით) სულიერი უკვდავება და ადამიანის სული მიიჩნევა პიროვნული და ანთროპომორფული ექსტრაკოსმიური ღმერთის ქმნილებად, რომელსაც აქვს დასაბამი, მაგრამ არ გააჩნია დასასრული. აბრაამულ რელიგიებში უარიყოფა არა თუ ყველა ცოცხალ არსებაში, არამედ თვით ადამიანშიც კი ღვთაებრივი ბუნების არსებობა. სულიერ ხსნად კი ითვლება ე.წ. სამოთხეში მოხვედრა, რომელიც პიროვნული ღმერთის სამკვიდროდ მიიჩნევა და სადაც მოხვედრა ფუნდამენტალისტური და ფანატიკური რელიგიური ადათ–წესების მკაცრი შესრულებით არის შესაძლებელი. აბრაამულ რელიგიებში არ არსებობს კოსმოლოგია, ბუნდოვანია კოსმოგონია და ანთროპოგონია, აბსურდულია თეოლოგია, ანთროპოლოგია. აბრაამული სწავლებებისათვის, ყოველ შემთხვევაში, მათ მიმდევართათვის არაა დამახასიათებელი ტოლერანტობა, სამაგიეროდ მათთვის დამახასიათებელია ფუნდამენტალიზმი, ფანატიზმი და ამპარტავნება.
აბრაამულ რელიგიებში ზოგან არის ტრიქოტომიის იდეა ანუ იდეა იმის შესახებ, რომ ადამიანი შედგება სამი ნაწილისაგან: სული, საფშვინველი და სხეული. ზოგან კი არის დიქოტომიის იდეა ანუ ის, რომ ადამიანი შედგება ორი ნაწილისაგან, მხოლოდ საფშვინველისა და სხეულისაგან. აბრაამულ რელიგიებში ცხოველებს არ აქვთ უკვდავი სული, ხოლო მათი საფშვინველი მოკვდავია. ასევე არის ღმერთის მოწინააღმდეგის ე.წ. სატანის ან შაიტანის იდეა, რომელიც კარგად არცაა ახსნილი.
აბრაამულ რელიგიებში უარყოფილია ან საერთოდაც არაა ნახსენები სამყაროთა სიმრავლე, თუმცა არის ზოგიერთი გამონაკლისი, მაგ., ებრაელთა გვიანდელ რელიგიურ წიგნში „თალმუდში“ აღიარებულია 18 000 სამყაროს არსებობა (ეს იდეა შედარებით გვიანდელია). აბრაამულ რელიგიებში საერთოდ უარყოფილია დედამიწის გარდა სხვა პლანეტების დასახლებულობა და ყველა უცხოპლანეტელი მიიჩნევა სამოთხიდან გადმოგდებულ ეშმაკად ანუ დემონად (ბოროტ სულად).
აბრაამულ რელიგიებში აღიარებულია ჩვენი სამყაროს ერთჯერადი ქმნადობის იდეა ან საერთოდ არაფერია ამის თაობაზე ნათქვამი. ასევე მკაცრად იკრძალება ე.წ. „ღმერთის საიდუმლოებათა“ შემეცნება.
ისლამში, რომელიც წარმოადგენს მკაცრ მონოთეიზმს, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად მიჩნეულია ე.წ. ალაჰი, ალაჰი განთქმულია თავისი სისასტიკითა და მრისხანე ბუნებით. ალაჰმა შექმნა ანგელოზები, რომლებზედაც მეუფებს საუკუნოდ, ანგელოზები ალაჰის ნებას აღასრულებენ. ისლამის თანახმად ადამიანი ბედისწერის მონაა, ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული და ვერავინ ვერაფერს ვერ შეცვლის. ისლამის თანახმად ალაჰმა სამყარო თავისი ნებით არაფრისაგან შექმნა. ისლამისტებს გააჩნიათ თავიანთი წმინდა წიგნი, რომელსაც ეწოდება ყურანი, იგი გადმოცემის თანახმად თავად „წინასწარმეტყველმა“ მუჰამედმა ჩაიწერა მთავარანგელოზი ჯაბრაილისაგან.
იუდაიზმში, რომელიც არის მკაცრი მონოთეიზმი, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად მიჩნეულია ე.წ. იაჰვე ანუ იეღოვა, იაჰვემ შექმნა ანგელოზები და სამყარო საკუთარი ნებით არაფრისგან. იუდაისტური მოძღვრების თანახმად ე.წ. უფალი არაერთხელ გამოეცხადა “რჩეულ“ ადამიანებს ე.წ. წინასწარმეტყველებს და თავისი „ღვთაებრივი ნება ამცნო, წინასწარმეტყველებმა „ღვთის“ გამოცხადების საფუძველზე გააკეთეს ჩანაწერები და შეადგინეს წმინდა წიგნი – თორა (ხუთწიგნეული).
მართლმადიდებლობაში, კათოლიციზმში, პროტესტანტიზმში, კალვინიზმსა და ლუთერანიზმში ღმერთი ითვლება სამებად, ღმერთი შედგება სამი იპოსტასისაგან, ესაა: მამაღმერთი, ძეღმერთი და სულიწმინდა, სამი პიროვნება, სამი ინდივიდუალობა, სამი იპოსტასი, მაგრამ ერთი არსი, ერთი სული, ერთი არსი აერთიანებს სამ პირს, სამ იპოსტასს. მამაღმერთი არის ღვთაებრივი შემოქმედი, ყველაფრის დასაბამი, უმაღლესი მეუფე, ღვთაებრივი გონი, ძე ღმერთი ანუ ქრისტე მამის სიდიადის ბრწყინვალებაა, ძე მამის დიდებაა, გამმომდინარე მამიდან, სულიწმინდა კი სიყვარულია მამასა და ძეს შორის, გამომდინარე მამიდან, მართლმადიდებლურ სწავლებასა და კათოლიკურ სწავლებას შორის არის ერთი პატარა განსხვავება (თუმცაღა აღსანიშნავია, რომ არის სხვა სხვაობებიც), მართლმადიდებლობაში სულიწმინდა გამოდის მხოლოდ მამაღმერთიდან, ხოლო კათოლიციზმში ძეღმერთიდანაც. მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმში მიღებულია წმინდანთა და მარიამ ღვთისმშობლის კულტი, ხოლო დანარჩენ დენომინაციებში უარყოფილია.
ორთოდოქსული აბრაამული იუდეოქრისტიანული სწავლებებით ღმერთის მხოლოდ ერთი იპოსტასი, ძე ღმერთი და ისიც ერთადერთხელ ჩამოვიდა დედამიწაზე, რათა კაცობრიობას სულიერ ხსნაში დახმარებოდა. ძე ღმერთი დედამიწაზე დაიბადა ქალის მუცლიდან, იგი ჩაისახა უბიწოდ, მამაკაცის გარეშე, სულიწმინდის მადლით. კათოლიკური სწავლებით მარიამ ღვთისმშობელი ჯერ კიდევ დაბადებამდე წმინდა იყო, ხოლო მართლმადიდებლური სწავლებით ღვთისმშობელი წმინდა გახდა, მხოლოდ ძეღმერთის მასში ჩასახვის შემდეგ, მას მერე რაც სულიწმინდა მიიღო საკუთარ თავში.
ორთოდოქსული აბრაამული იუდეოქრისტიანობის თანახმად ღმერთმა ე.წ. რჩეული ადამიანები, წინასწარმეტყველები და მოციქულები შთააგონა. რათა მათ დაეწერათ წმინდა წიგნი – ბიბლია. ბიბლია დაწერილია სულიწმინდის ჩაგონებით, ბიბლია იყოფა ორ ძირითად ნაწილად, ძველ აღთქმად და ახალ აღთქმად, ახალ აღთქმაში შედის მხოლოდ ოთხი ე.წ. სახარება და რამოდენიმე ეპისტოლე. ძველ აღთქმაში კი შედის 40 წიგნი.
იუდეოქრისტიანული სწავლებების უმეტესობა მიიჩნევს რომ იესო ქრისტემ ჯვარზე ვნების შემდეგ გამოისყიდა მთელი კაცობრიობის ცოდვები.
marTlmadidebeli (da samwuxarod ara marto marTlmadidebeli) dogmatikosebi daJinebiT da dabejiTebiT amtkiceben, rom e.w. “RmerTma” samyaro arafrisagan Seqmna, magram maT mxedvelobidan rCebaT ramodenime metad mniSvnelovani ontologiuri problema, isini amboben “RmerTma arafrisgan Seqmnasamyaro”, magram aq Cndeba mniSvnelvani xarvezi, ra xarvezi? Ra da is xarvezi rom isini ar akonkreteben am arafris raobasa da arafers! ras warmoadgens es araferi? sad mdebareobs es araferi? gaaCnia Tu ara dasabami da dasasruli am arafers Tu igi maradiulia? Tu ki ratom? Da Tu ara agreTve ratom? ra gziT, ra Zalis meoxebiT “Seqmna” e.w. “RmerTma” samyaro? შეიცავს თუ არა რამეს ეს არაფერი? თუ კი, როგორ რატომ და რისთვის? და თუ არა, აგრეთვე როგორ რატომ და რისთვის? დიფერენცირებული, დეტერმინირებული, დისკრეტული და მატერიალურია ეს არაფერი? თუ პირიქით არადიფერენცირებული, არადეტერმინირებული, არადისკრეტული და არამატერიალური? რა სახის სუბსტანციას წარმოადგენს ეს „არაფერი“? და ყველაზე მთავარი კითხვა; თუ ე.წ. „ღმერთმა“ სამყარო მისგან „შექმნა“, თავად „ღმერთი“ სად იყო ანუ სად იმყოფებოდა იქამდე, სანამ მისგან სამყაროს „შექმნიდა“ და მას მერე, მით უმეტეს, როდესაც ქმნიდა (ე.ი. პროცესში იყო)? რა სახის კონტაქტში იყო იგი ამ არაფერთან და როგორ შეიძლებოდა მისგან რაღაცის შექმნა თუ მასში თავიდანვე არ იყო ან ჩანასახი ან პროტოფორმა ან რაღაც მატრიცის, ინფორმაციული ან ენერგეტიკული მატრიცის მსგავსი? როგორ და რა ძალის ან ძალების მეშვეობით აიძულა „ღმერთმა“ სამყაროს წარმოქმნა? როგორ მართავდა ამათი „ღმერთი“, არაფერს და მისგან ქმნიდა 6 დღის განმავლობაში მთელ ხილულ და უხილავ სამყაროს, მათ შორის სამოთხესაც? აგრეთვე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის თუ საიდან გაჩნდნენ ანგელოზები და დემონები ანუ სინათლის სულები და წყვდიადის სულები? ამ კითხვას იმიტომ ვსვამ რომ ბიბლიაში ამის შესახებ, დაბადების წიგნში სადაც სამყაროს შექმნაზეა საუბარი (თუ შეიძლება საერთოდ ამ უაზრო დუდღუნს ასე ვუწოდოთ), სიტყვაც კი არაა ნათქვამი ანგელოზებისა და დემონების წარმოშობის შესახებ, ხოლო ე.წ. ლევიათანებზე კი, პირველყოფილ ურჩხულებზე, საერთოდაც მით უმეტეს სიტყვაც არაა ნათქვამი!! არადა აპოკრიფულ ებრაულ და გნოსტიკურ ქრისტიანულ წიგნებში ამის შესახებ უზარმაზარი ინფორმაცია არის! ებრაული აპორკრიფების მიხედვით ლევიათანები ესენია კოსმიური ურჩხულები, რომლებიც ელოჰიმმა იაჰვემ და დანარჩენმა 71 ელოჰიმმა მეხუთე დღეს შექმნეს(!?...). მოდით დავუბრუნდეთ არაფერს, მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში: დგას თუ არა ეს „არაფერი“ თავად ამ „შემოქმედ ღმერთზე“ მაღლა? დგას თუ არა ეს არაფერი ამ „ღმერთზე“ მაღლა თუ ღმერთმა ეს არაფერი კიდევ სხვა არაფრისგან შექმნა რათა ამ არაფრისგან შეექმნა რაღაცა ანუ სამყარო? ხვდებით მაინც რა აბსურდი და აბდაუბდა გამოდის?! ა?! დაბადების პირველ სტრიფში წერია: ץדאה חאו םימשה חאמיהלא אדבחישאדב, ინგლისურად ასეა: «B’rashith bara Elohim eth hashamayim v’eth h’areths, რუსულად ასეა: «из вечносуществующей Сущности Боги сформировали двойные небеса», „მარადიულად არსებული არსიდან (სუბსტანციიდან) ღმერთებმა (ელოჰიმებმა) წარმოქმნეს ორმაგი ცა“(„ბარაშიტ ბარა ელოხიმ ეთ ხაშამაიმ ვეთ ხარეთს“), სწორედაც რომ! ახლა კი მოდით დავაზუსტოთ, პლატონის ფილოსოფიაში უმაღლეს პირვალსაწყის არაფერს ანუ არარაობას ეწოდება - ნეონი რომელიც იგივეა რაც აგაფონი (უმაღლესი ღვთაებრივი სუბსტანცია), მაგრამ ეს არარაობა და არაფერი უბრალოდ არაფერი კი არ არის, არამედ ყოფიერების გარკვეულ ფორმას წარმოადგენს, ესაა არა უბრალოდ არაფერი, არამედ არაფერი როგორც უმაღლესი ღვთაებრივი სუბსტანცია, ყოფიერების უმაღლესი განზომილება, თუმცაღა არსებობს არაფრის კიდევ ერთი განსაზღვრება - უკონი, რაც ნიშნავს საერთოდ აბსოლუტურ არაფერსა და არარაობას, ამ ცნებას აბსოლუტურად შეესაბამება შუნიავადინი ბუდისტების - შუნიატა - აბსოლუტური არარაობა, არაფერი და სიცარიელე, ეს სიცარიელე არც არსებობს და არც არ არსებობს, არც არ არსებობს და არც არ არ არსებობს, არც ერთდროულად და არც ცალცალკე, არც ერთი, არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე განსაზღვრებები მას არ შეესაბამება, შუნიატა ესაა დადებითი ანუ პოზიტიური დასაბამი, არაფრის პოზიტიური განსაზღვრება. შუნია ესაა მუდმივი დასაბამი, ესაა აბსოლუტი - როგორც არაფერი, რამეთუ მის მიმართ ყოვლად გამოუსადეგარია ფენომენური, მიწიერი სამყაროს ყველა კატეგორია. ის არაფერი რომელსაც ადიდებენ შუნიავადინი მადხიამიკელი ბუდისტები და რომელზედაც საუბრობენ მართლმადიდებლები (და რომელზედაც სასხვათაშორისოდ, ბიბლიაში სიტყვაც არაა ნათქვამი!) იგივეა რაც სპინოზას სუბსტანცია, ჰერბერტ სპენსერის შეუცნობადი ძალა, ჰამილტონის უპირობო, შელინგის - ნეიტრუმი და კაბალისტების - ეინ სოფი, ეინ სოფი ნიშნავს - არაფერს, არარაობასა და სიცარიელეს, ისაა უზენაესი სუბსტანცია.

დჰარმული მოძღვრებებია: ინდუიზმი, ბუდიზმი, ჯაინიზმი, სიქჰიზმი, ლამაიზმი, დაოსიზმი, ტანტრიზმი, სინტოიზმი და ზოროასტრიზმი. დჰარმულ სწავლებებში ყველაფერი პირიქითაა. დჰარმულ მოძღვრებებში საერთოდ არანაირი მონოთეიზმი არ არსებობს. მათ ახასიათებთ მხოლოდ პანთეიზმი და გენოთეიზმი. პანთეიზმი – ესაა სწავლება იმის შესახებ, რომ მთელი ხილული მატერიალური სამყარო სულიერია. მის წიაღში არსებობს უხილავი და იმანენტური იმპერსონალური სულიერი სუბსტანცია, რომელიც წარმოადგენს ყოველგვარი მატერიალური ფენომენის, ნებისმიერი მატერიალური ელემენტის დედამატრიცას და პირველდასაბამს. უნივერსალური სული ითვლება ყოვლისმომცველად და ყოვლისგამჭოლად, უსაწყისოდ და უსასრულოდ, უქმნელად და მარადიულად. აღიარებულია სხვადასხვა ღვთაებრივი, ნახევრადღვთაებრივი, დემონური, ნახევრადდემონური და ადამიანური არსებების არსებობა, რომლებიც უნივერსალური სულის ემანაციებად, რადიაციებად ითვლებიან. ისინი წარმოადგენენ აგრეთვე მის ცოცხალ, ინდივიდუალურ, ავტონომიურ იპოსტასებს ანუ მოდუსებს, რომელთა რაოდენობა უსასრულოა. თავად მატერიალური კოსმოსი ითვლება ამ უზენაესი სულის საბოლოო ემანაციად და რადიაციად. გენოთეიზმი – ესაა მოძღვრება იმის შესახებ, რომ სამყაროში არსებული ყველა ღვთაება, უკლებლივ ყველა ღვთაებრივი არსება, რომელთა რაოდენობა განუსაზღვრელია და უსასრულო, კრებითი სახით, ჯამში, წარმოადგენს ერთ მთლიან, უსასრულო ღმერთს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჭეშმარიტი უსასრულო ღმერთი, ესაა სამყაროს ყველა მცირე ღვთაების, ყველა იპოსტასის უსასრულო და განუსაზღვრელი ერთობლიობა. ამ სწავლებით ნამდვილი ღმერთი, ესაა ღმერთების კოსმიური მირიადების კრებითი სახე და მათი კოლექტიური ცნობიერება, ინტელექტი და გონი. ამ სწავლებაში თითოეული ღვთაება, უმდაბლესით დაწყებული, უმაღლესით დამთავრებული, ეს არის ერთგვარი ასო-ფრაგმენტი ერთიანი და უსასრულო კოსმოსური ღმერთისა. ეს ორი იდეოლოგია არის დამახასიათებელი დჰარმული მოძღვრებებისათვის.

ზოგიერთ დჰარმულ სწავლებაში (მაგალითად ვიშნუიზმში, შივაიზმში, შაკტიზმში, ადვაიტავედანტაში, სარიშვარა იოგაში, ტანტრიზმსა და ზოროასტრიზმში) მიღებულია ერთი ან მრავალი ყოვლისშემძლე უფალი ღმერთის იდეა, ზოგიერთში კი (მაგალითისათვის ბუდიზმში, ლამაიზმში, დაოსიზმში და სინტოიზმში) – ეს უარყოფილია. ამაში იგულისხმება ის, რომ ზოგიერთი აღიარებს კონკრეტული ღვთაების ან ღვთაებათა სრულ მბრძანებლობას კარმაზე, ზოგი კი – არა და მიიჩნევს, რომ გარკვეულ არსებათა, ე.წ. გასხივოსნებულთა გარდა, ყველა, თვით ღმერთებიც კი კარმული ენერგიიის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან და რომ ხსნის მოპოვება მხოლოდ ადამიანის ფორმაში დაბადებით და ამ ფორმაში გასხივოსნების მდგომარეობამდე მისვლით შეიძლება.

დჰარმულ მოძღვრებებში უარყოფილია სამყაროს ერთჯერადი ქმნადობის აბრაამული იდეა და მიჩნეულია, რომ ჩვენს კოსმიურ რეალობამდე უზენაესი სულიდან ემანაციის გზით არაერთგზის წარმოქმნილან სხვადასხვა სამყაროები და ჩვენი მატერიალური კოსმოსის განადგურების შემდეგაც, მისი ენერგეტიკული ნამსხვრევებისაგან და აგრეთვე უზენაესი სულიდან გამოსხივებული ენერგიით კვლავ წარმოიქმნება განზომილებათა ახალი სისტემა და ასე გაგრძელდება უსასრულოდ. დჰარმულ რელიგიებში კოსმიური ყოფიერება შედგება დიდი და მცირე კოსმიური ციკლებისაგან. სხვადასხვა დჰარმულ სწავლებებში ყოფიერების ციკლების ანუ ერებისა და ეპოქების რაოდენობა ვარირებს. მაგ., ინდუიზმში ყოფიერება შედგება ორი ერისაგან, ესენია: კალპა – კოსმიური დღე, როდესაც არსებობს კოსმიური მატერია და პრალაია – კოსმიური ღამე, სრული სიცარიელის ერა, როდესაც არაფერი არსებობს გარდა იმპერსონალური უსასრულო სულისა – ბრაჰმანისა. თითოეული კალპა (ისევე როგორც პრალაია) შედგება ათასი მაჰა იუგასაგან ანუ „დიდი ეპოქისგან“, რომელთაგან თითოეული გრძელდება 17 280 000 წელიწადი. ხოლო თითოეული მაჰა იუგა შედგება 4 იუგასაგან ანუ ეპოქისაგან, რომელთაგან თითოეული გრძელდება 4 320 000 წელიწადი, ეს ოთხი ეპოქაა: სატია იუგა – სიკეთის ეპოქა, ტრეტა იუგა – სიკეთე დომინირებს, მაგრამ ბოროტება უკვე შემოპარულია, დვაპარა იუგა – სიკეთე და ბოროტება გათანაბრებულნი არიან და კალი იუგა – ბოროტების ეპოქა, როცა ბოროტება დომინირებს, სიკეთე კი უმცირესობაშია. თითოეული კალპა აგრეთვე იყოფა 14 მანვანტარად, თოთხმეტივე მანვანტარაში კაცობრიობას ჰყავს თავისი სულიერი წინამძღოლი – მანუ. თითოეულ მანვანტარაში შედის 71 მაჰა იუგა. ბუდიზმში კოსმიური ყოფიერება შედგება ოთხი ერისაგან, ესენია: ვივარტაკალპა – ემანაციისა და რადიაციის ანუ მატერიალურ განზომილებათა ვირტუალური პროექციის ერა, ვივარტასტხაიკალპა – მატერიალური კოსმოსის არსებობისა და ევოლუციის ერა, სამვარტაკალპა – ანიჰილაციისა და დეზინტეგრაციის ანუ კოსმიური მატერიისა და ენერგიის, დროისა და სივრცის სრული რღვევისა და გარდასახვის ერა და სამვარტასტხაიკალპა – სრული არარაობისა და სიცარიელის ერა, ერა, როდესაც მთელი მატერიალური კოსმოსი ადიბუდას, უზენაესი აბსოლუტის წიაღშია შთანთქმული.
დჰარმულ მოძღვრებებში ხაზგასმულია ის, რომ არსებობს უამრავი მულტისამყარო, ხოლო თითოეულ მათგანში სიცოცხლის მრავალი ფორმაა. მაგ. ვედურ-ინდუისტური მოძღვრების თანახმად, თითოეულ მულტისამყაროს გააჩნია(აქვს) სიცოცხლის 8 400 000 ფორმა და აქედან 400 000 – ანთროპომორფული ანუ ადამიანურია.

ინდუისტურ სწავლებაში არსებობს მრავალი დენომინაცია, ესენია: შაკტიზმი, შივაიზმი, ვიშნუიზმი, ადვაიტა ვედანტა, დვაიტა ვედანტა, ვიშიშტა ადვაიტა ვედანტა, შუდხა ადვაიტა ვედანტა, დვაიტ ადვაიტა ვედანტა, გაუდია–ვაიშნავიზმი, ნიაია, ვაიშიშეკა, სანკხია, მიმანსა და იოგა.
შაკტიზმი ეს არის ფილოსოფია, რომელიც უზენაეს ღვთაებად მიიჩნევს, დედაქალღმერთ შაკტის, რომელსაც უსასრულოდ მრავალი იპოსტასები, ემანაციები და გამოვლინებები გააჩნია, მას აქვს უამრავი ფორმა და ვლინდება სხვადასხვა სახით. შივაიზმი ეს არის ფილოსოფია, რომელიც უზენაეს ღვთაებად მიიჩნევს, მამაღმერთ – შივას, შივას აქვს უამრავი ემანაცია და იპოსტასი, ვლინდება მრავალი ფორმით და გააჩნია ათასობით სახელი. ვიშნუიზმი არის ფილოსოფია, რომლის თანახმადაც, უზენაესი ღვთაება არის ვიშნუ, ვიშნუს გააჩნია უამრავი ემანაცია და იპოსტასი, ვლინდება მრავალი ფორმითა და სახელით. ადვაიტა ესაა არადუალისტური ფილოსოფია, პანთეისტური იდეალისტური და გენოთეისტური მონიზმი. დვაიტა ესაა დუალისტური დიალექტიკური თეისტური იდეალიზმი. ვიშიშტა ადვაიტა წარმოადგენს შეზღუდულ პანთეისტურ და გენოთეისტურ იდეალისტურ მონისტურ თეიზმს. შუდხა ადვაიტა წარმოადგენს აბსოლუტურ სუფთა მონიზმს. დვაიტ ადვაიტა ესაა დიალექტიკური იდეალისტური დუალისტურ–არადუალისტური გენოთეიზმი. გაუდია–ვაიშნავიზმი წარმოადგენს სუპერპერსონალისტურ იდეალისტურ თეიზმს. ნიაია ფილოსოფია ესაა ლოგიკური რეალიზმი, ხოლო ვაიშეშიკას სწავლება ესაა ატომისტური იდეალისტური პლურალიზმი. სანკხიას მოძღვრება ეს არის ათეისტური დიალექტიკური იდეალისტური რეალიზმი. მიმანსა წარმოადგენს მისტიკურ პოლითეიზმს. იოგას სწავლება წარმოადგენს გენოთეისტურ სუპერპერსონალისტურ იდეალიზმს.
ინდუისტური მოძღვრების დენომინაციების უმეტესობაში ერთადერთ ჭეშმარიტ რეალობად ითვლება სული ანუ ატმანი, ხოლო მატერია სხვა არაფერია თუ არა ვირტუალური ილუზორული პროექცია. „ატმანი არის უზნაესი სინათლე, ხოლო მაია - დიადი წყვდიადი“ წერია პაშუპატა ბრაჰმა უპანიშადაში, ინდუისტურ წმინდა ტრაქტატში, რას ნიშნავს ეს“? იმას, რომ სინათლე ესაა სულიერი ღვთაება, აბსოლუტი თავისი იპოსტასებით, ხოლო სიბნელე არის ილუზია ატმანის იპოსტასების წარმოსახვაში გაჩენილი. ჭეშმარიტი რეალობა არის მხოლოდ ღმერთი, სხვა არაფერი, ესე იგი არ არსებობს არაფერი ღმერთის გარდა. არის სამყაროული ღვთაების ორი მხარე, ორი პლანი - სუბიექტური და ობიექტური, გამოუვლენელი და გამოვლენილი, გამოვლენილი ღვთაება არის - ნირგუნა ბრაჰმანი, ხოლო გამოვლენილი ღვთაება - სარგუნა ბრაჰმანი, სარგუნა ბრაჰმანი ეს არის ღვთაებრივი იპოსტასების უსასრულო მირიადების უსასრულო ერთობლიობა, განსხვავებით მართლმადიდებელთაგან, რომლებიც ამტკიცებენ რომ ღმერთი შედგება მხოლოდ სამი იპოსტასისაგან, ეზოთერიკული სწავლებით ღმერთი, გამოვლენილი ღვთაება არის ცოცხალი იპოსტასების უსასრულო მირიადების უსასრულო ერთობლიობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ გამოვლენილ ღმერთში (უფალში) იპოსტასების რაოდენობა უსასრულოა, შეუზღუდავი. თითოეული კოსმიური სხეული, თითოეული ადამიანი, თითოეული ცოცხალი არსება, თითოეული ატომი თუ სუბატომი ესაა ცოცხალი მოაზროვნე სულიერი არსება-იპოსტასი. სამყაროში ყველაფერი სულიერია, ყოველივე. ღვთაებრივი ბუნება არის ყველაფერში, ისაა აბსოლუტური რეალობა, თითოეულ ცოცხალ არსებაში არის ღვთიური ძალის პოტენციალი.
არსება რომელსაც გააჩნია მხოლოდ კაუზიური სხეული, არსებობს კაუზიურ პლანში და გააჩნია მარტო კაუზიური ცნობიერება - სუშუპტი, სუშუპტების ერთობლიობა არის იშვარა - კოლექტიური კაუზიური ცნობიერება, არსება რომელსაც აქვს ორი; კაუზიური (პრაჯნია)და ასტრალური (ტაიჯასა) სხეულები, არსებობს ერთდროულად ორ, კაუზიურ და ასტრალურ პლანში და აქვს ორნაირი ცნობიერება - კაუზიური და ასტრალური, ხოლო არსება რომელსაც გააჩნია სამი სხეული - კაუზიური, ასტრალური და ფიზიკური, არსებობს ერთდროულად სამ რეალობაში, კაუზიურში, ასტრალურსა და ფიზიკურში და ფლობს სამ ცნობიერებას - კაუზიურს (სუშუპტი), ასტრალურს (სვაპნა) და ფიზიკურს (ჯაგრატა). უნდა აღინიშნოს რომ „ყოფნა“ ეს არის არა უბრალოდ დროისა და სივრცის ერთ კონკრეტულ წერტილში მატერიალისტური გაგებით ყოფნა, არამედ რეალობის გაცნობიერება, უფრო ზუსტად საკუთარი თავის, საკუთარი არსების, საკუთარი გონებისა და ინტელექტის გაცნობიერება კონკრეტულ პლანში, კონკრეტულ განზომილებაში, თუ არსება საკუთარ თავს ვერ აცნობიერებს კონკრეტულ სამყაროში, მაგ. კაუზიურ სამყაროში, თუნდაც მისი კაუზიური სხეული იმყოფებოდეს კაუზიური სამყაროს წიაღში, მაინც არ ნიშნავს იმას რომ ეს არსება იქ იმყოფება, „მყოფობა“ ანუ „ყოფნა“ ნიშნავს საკუთარი არსების აღქმას კონკრეტულ რეალობაში, ამის გარეშე ვერ ითქმის, რომ არსება არის იმ კონკრეტულ სამყაროში, რომელშიც ის საკუთარ თავს ვერ აცნობიერებს და რომელსაც ვერც ხედავს.
ინდუისტური მოძღვრების თანახმად, უნივერსალურ ღვთაებას გააჩნია ორი მთავარი ასპექტი, გამოუვლენელი (პოტენციური, ლატენტური) ასპექტი და გამოვლენილი (კინეტიკური) ასპექტი. კოსმიური ღმერთის გამოუვლენელი ასპექტი, ეს არის ნირგუნა ბრაჰმანი – ლატენტური აბსოლუტური სული, მარადიული ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო კოსმიური ოკეანე. ნირგუნა ბრაჰმანი არის, უქმნელი და უსაწყისო, არადიფერენცირებული, არადეტერმინირებული და არადისკრეტული ცნობიერების თავდაპირველი მატრიცა – ნირ ვიშეშა ჩიტ მატრა. ნირგუნა ბრაჰმანი ესაა, ღვთაება თვისებებისა და ატრიბუტების გარეშე. უნივერსალური ღმერთის გამოუვლენელი ასპექტი წარმოადგენს სუფთა ცნობიერებას, შემზღუდავი მატერიალური დანამატების გარეშე (ჩაიტანია, ნირ უპადხიკა ბრაჰმანი). უმაღლეს აბსოლუტურ სულს გააჩნია სამი სულიერი მახასიათებელი, სატ – მარადისობა, ჩიტ – ცნობიერება და ანანდა – ნეტარება. გამოვლენილი ასპექტი ეს არის სარგუნა ბრაჰმანი – ღვთაება რომელიც ფლობს თვისებებსა და ატრიბუტებს, სხვა გაგებით იგია ღვთაებრივი არსებების უსასრულო მირიადების უსასრულო ერთობლიობა და კრებითი სახე. სარგუნა ბრაჰმანი არის იშვარა ანუ მატერიალური კოსმოსის უფალი, მას აგრეთვე ეწოდება სა ვიშეშა ჩიტ მატრა, რაც ნიშნავს ცნობიერების დიფერენცირებულ მატრიცას, ცნობიერებას შინაგანი განსხვავებებით, გამოვლენილ ცნობიერებას, კინეტიკურ ცნობიერებას. თუ სა ვიშეშა ჩიტ მატრა ესაა გამოვლენილი ცნობიერების დიფერენცირებულ მატრიცას, მაშინ კოსმიური ღმერთის ლატენტური ანუ გამოუვლენელი, მთვლემარე ასპექტი არის ნირ ვიშეშა ჩიტ მატრა ანუ არადიფერენცირებული ცნობიერების მატრიცა, არადიფერენცირებული აბსოლუტური ცნობიერება დროისა და სივრცის მიღმა.
ინდუისტური მოძღვრების მრავალ დენომინაციაში (მაგ. სანკხია, შაკტიზმი და ა.შ.) არსებობს ე.წ. პრაკრიტის იდეა, პრაკრიტი ანუ იგივე პარამაშაკტი ესაა აბსოლუტური ენერგია, აბსოლუტური ძალა, მატერიალური ყოფიერების, მატერიალური კოსმოსის პროტოუნივერსალური დედამატრიცა. პრაკრიტის ანუ პარამაშაკტის გააჩნია სამი იპოსტასი, სამი მოდუსი: რაჯასი – ემანაცია და რადიაცია, სატვა – ევოლუცია და ტამასი – ანიჰილაცია და დეზინტეგრაცია. მატერიალური კოსმოსის განზომილებათა წარმოშობამდე ეს მოდუსები სრულ წონასწორობაში იმყოფებიან, მაგრამ რაღაც მომენტში პრაკრიტისა და ბრაჰმანის ანუ პურუშას – აბსოლუტურ სულიერ ცნობიერებას შორის მძლავრი კონვერგენციის და სინერგიის შედეგად წონასწორობა ირღვევა და პრაკრიტის წიაღიდან ხდება ე.წ. ტატვების – ყოფიერების ელემენტების ემანაცია (გამოყოფა) და რადიაცია (გამოსხივება), საბოლოოდ ასე წარმოიშობა ფიზიკური კოსმოსი, უმდაბლესი მატერიალური განზომილება და ღვთაებათა და ცოცხალ არსებათა (ჯივების) უსასრულო მირიადები.
როგორც უკვე გახდა ცნობილი, სარგუნა ბრაჰმანი ესაა უნივერსალური ღვთაების კინეტიკური და დინამიური, გამოვლენილი ასპექტი, რომელსაც აგრეთვე ეწოდება სა ვიშეშა ჩიტ მატრა ანუ ცნობიერების გამოვლენილი, დიფერენცირებული მატრიცა. თავად სარგუნა ბრაჰმანი შედგება ექვსი უმაღლესი იპოსტასისაგან ანუ მოდუსისაგან, სარგუნა ბრაჰმანი წარმოადგენს სამი მამრობით–მდედრობითი დიადის ერთობლიობას, ამაზე შაკტისტურ და შივაიტურ სწავლებებში ხაზია გასმული, თუმცაღა სხვა მიმდინარეობებშიც არის ამაზე საუბარი, მაგრამ შივაიზმსა და შაკტიზმში ამ იდეას ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მათ თანახმად ყოფიერებას გააჩნია ორი უნივერსალური პირველდასაბამი, პარამაშივა – ლატენტური აბსოლუტური სული, მარადიული ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო კოსმიური ოკეანე, არადიფერენცირებული ცნობიერების მატრიცა, არადიფერენცირებული აბსოლუტური ცნობიერება დროისა და სივრცის მიღმა, სამყაროს პირველმამა და პარამაშაკტი ანუ პრაკრიტი – აბსოლუტური ენერგია, აბსოლუტური ძალა, მატერიალური ყოფიერების, მატერიალური კოსმოსის პროტოუნივერსალური დედამატრიცა, ღვთაებრივი ენერგიის უსასრულო ოკეანე, ზემოთხსენებული ექვსი უმაღლესი იპოსტასი, სინამდვილეში წარმოადგენენ, ამ ორი უზენაესი საწყისის ემანაციურ და რადიაციურ იპოსტასებს ანუ მოდუსებს, რომელთაგან თითოეული მამრობითი იპოსტასი და თითოეული მდედრობითი იპოსტასი განასახიერებს სამი მოდუსიდან ანუ გუნადან; რაჯასიდან, სატვადან და ტამასიდან ერთერთს. შივაიტური და შაკტისტური სწავლებების თანახმად არსებობს შაკტის 64 და შივას 76 ძირითადი იპოსტასი, თუმცაღა მათი საერთო რაოდენობა უსასრულოა და განუსაზღვრელი. უზენაესი შაკტის სამი უმაღლესი ემანაციური გამოვლინება ესენია: მაჰასარასვატი იგივე ჯნანაშაკტი – ემანაციისა და რადიაციის ქალღმერთი, მეცნიერებისა და ხელოვნების ქალღმერთი, ცოდნისა და ხელოვნების შაკტი, რომელიც განასახიერებს რაჯასის იპოსტასს, მაჰალაკშმი იგივე იჩხაშაკტი – ევოლუციის ქალღმერთი, სიყვარულისა და ჰარმონიის ქალღმერთი, ნებისყოფის შაკტი, სატვას მოდუსის განსახიერება და ბოლოს მაჰაკალი იგივე კრიაშაკტი – ანიჰილაციისა და დეზინტეგრაციის ანუ განადგურების ქალღმერთი, სივდილისა და კვლავაღორძიების ქალღმერთი, აზრის შაკტი, განმასახიერებელი ტამასის მოდუსისა. უზენაეს შივას გააჩნია აგრეთვე სამი ემანაციური გამოვლინება, ესენია: იშვარა ბრაჰმა – რადიაციისა და ემანაციის ღმერთი, მეცნიერებისა და ხელოვნების ღმერთი, განმასახიერებელი რაჯასის მოდუსისა, იშვარა ვიშნუ ნარაიანა – ევოლუციის ღმერთი, სიყვარულისა და ჰარმონიის უფალი, რომელიც განასახიერებს სატვას მოდუსს და ბოლოს მაჰეშვარა შივა–რუდრა – ანიჰილაციისა და დეზინტეგრაციის ღმერთი, სიკვდილისა და კვლავდაბადების ღმერთი, სულიერი ხსნისა და ნეტარების – ნირვანას მომნიჭებელი, ტამასის მოდუსის განსახიერება. ბრაჰმა და სარასვატი, ვიშნუ და ლაკშმი, შივა და კალი, ადგენენ სამ დიადას.

სარვაშაკტის ანუ პარავაკს გააჩნია მარად ქალური ღვთაებრივი იპოსტასების უსასრულო რაოდენობა, ესენია; - მაჰასარასვატი, მაჰალაკშმი, მაჰაკალი, მაჰეშვარი, მაჰაშაკტი, კუმარიკა, ტრიმურტი, კალიანი, როხინი (აღმავლობა), კალიკა, ჩანდიკა (მრისხანე დედა), დურგა, სუბჰადრა და ა.შ. ზემოხსენებული მაჰაკალი არის ერთერთი კალის ათი ღვთაებრივი ფორმიდან, ეს იპოსტასებია: - ადიკალი(ანუ დაკშინაკალი), მაჰაკალი, ნიტიაკალი, რაკშაკალი, სმასანაკალი, შიამაკალი, დჰანაკალი, კალაკალი, კამაკალაკალი და ბჰადრაკალი . თითოეული მათგანი ესაა ერთი და იგივე სულიერი ცნობიერების, ერთი და იგივე არადიფერენცირებული სულიერი ინდივიდუალობის ათი სხვადასხვა (თუმცაღა თითქმის იდენტური ამავდროულად) ასპექტი, იპოსტასი, მოდუსი, მოდიფიკაცია, ფორმა, განსხეულება კაუზიურ, ასტრალურ და ფიზიკურ დონეებზე, კოსმიური ენერგიის ათი ღვთაებრივი ფორმა. ადიკალი ანუ დაკშინაკალი საკუთარ ღვთაებრივ არსებაში შეიცავს ათ მაჰავიდიას ანუ ღვთაებრივი ცოდნის ათ მეტაფიზიკურ სუპრაინდივიდუალურ იპოსტასს, ესენია: - ტრიპურასუნდარი, ბჰუვანიშვარი, ტრიპურაბჰაირავი, ჩინამასტა, დჰუმავატი, ბაგალამუკხი, ბალა, მატანგი, კამალა და ტარა. არსებობენ ერთიანი პარაშაკტის, სარვადევის უსასრულო ფორმები და იპოსტასები, არსებობს შაკტის სამოცდაოთხი ფორმა, კალის ათი ფორმა, დურგას ცხრა ფორმა, პარვატის აგრეთვე ცხრა ფორმა, ლაკშმის რვა ფორმა, სარასვატის ცხრა ფორმა და ასე შემდეგ. თითოეულ სტიქიას გააჩნია საკუთარი შაკტი, საკუთარი ქალღმერთი. ლაკშმის რვა ფორმა ანუ ენერგეტიკული ტრანსპერსონალური იპოსტასებია: დჰანა ლაკშმი, ვეერა ლაკშმი, გაჯა ლაკშმი, სანტჰანა ლაკშმი, დჰანია ლაკშმი, ვიჯაია ლაკშმი, აიშვარია ლაკშმი და ადხი ლაკშმი. დურგას ცხრა ტრანსპერსონალური ენერგეტიკული იპოსტასებია: კატიიანი, კუშმანდა, სიდხიდატრი, ჩანდიკა-კალი, ჩანდრაგხანტა, ვინდხეშვარი, ჩამუნდა, სანტოში-მა და მარიამანი.

„ღმერთის წიაღიდან მაიას ძალით სამყაროს ევოლუციის სამი სტადია:

განვიხილეთ რა სამყაროს შექმნის პროცესი, ჩვენ დავინახეთ რომ ადვაიტას მიმდევრები ბრაჰმანის წიაღიდან სამყაროს ილუზორულ ევოლუციას მაიას ძალით განიხილავენ როგორც ნატიფის საგნობრივად ხილვადი გარდასახვის პროცესს. ევოლუციის ამ პროცესში თესლიდან მცენარის აღმოცენების მსგავსად განიხილავენ სამ სტადიას: არადიფერენცირებული - თესლი, ჩანასახი (კაუზალური სტადია); სუსტად დიფერენცირებული (ასტრალური) - თესლის აღმოცენება; მთლიანად დიფერენცირებული (ფიზიკური) - მცენარე. ბრაჰმანზე როგორც უცვლელ რეალობაზე რაღათქმაუნდა არ შეიძლება ითქვას რომ ის ევოლუციას განიცდის. ყოველგვარი ევოლუცია და შესაბამისად ცვლილება განეკუთვნება მაიას (ილუზიას). მაია - ესაა შემოქმედებითი ძალა (შემოქმედებითი ილუზია), რომელიც დასაწყისში არის გამოუვლენელი (ავიაკტა), შემდეგ დიფერენცირდება ნატიფ ობიექტებში და საბოლოოდ საგნობრივ ნივთიერ ობიექტებად. ბრაჰმანი როგორც არადიფერენცირებული მაიას მფლობელი, იწოდება - იშვარად (ანუ იშად) და ითვლება ყოვლისმცოდნედ და ყოვლისშემძლედ. ესაა სწავლება, რეალურ შემოქმედებამდე არსებული ღმერთის შესახებ, რომელიც ფლობს შემოქმედებით ძალას . ბრაჰმანი რომელსაც გააჩნია სუსტად ნატიფად დიფერენცირებული მაია, ეწოდება - ხირანიაგარბჰა (აგრეთვე სუტრატმა ან პრანა). ამ შემთხვევაში ღმერთი იქნებოდა ყველა ნატიფი ობიექტის ერთობლიობა. ბრაჰმანი რომელიც ფლობს კიდევ უფრო ძლიერად დიფერენცირებულ მაიას, ნივთიერ შეგრძნობად ფიზიკურ საგნებში - ეწოდება ვაიშვანარა ანუ ვირაჯი იგივე ვაირატი. ამ გაგებით ღმერთი არის ყველა ფიზიკური ობიექტის ერთობლიობა, მთელი გარემომცველი სამყაროსი, ყველა ინდივიდის (ჯივების) ჩათვლით. ზოგჯერ ევოლუციის ამ თანდათანობით პროცესს ადარებენ ინდივიდის ცხოვრების სამ სტადიას: ღრმა ძილს, ჩვეულებრივ ძილს და სიფხიზლეს. იშვარა - ესაა ღმერთი ღრმა ძილში, ხირანიაგარბჰა - ჩვეულებრივ ძილში, ხოლო ვაიშვანარა - ღმერთი სრული ფიზიკური სიფხიზლის მდგომარეობაში. უნდა აღინიშნოს რომ სიტყვა იშვარა ამ კონტექსტში გამოიყენება ვიწრო გაგებით, მიეწერება რა ის მარტო პირველ სტადიას, მაშინ როდესაც ამ სიტყვით აღნიშნავენ ღმერთის ანუ ბრაჰმანის იმანენტურ ასპექტს მთლიანობაში ანუ ბრაჰმანისა რომელიც დაკავშირებულია თავის უპადხებთან ყველა სტადიაზე. ღმერთის ეს სამი იმანენტური ასპექტი სამყაროს შემოქმედებასთან მიმართებაში, მის ტრანსცენდენტურ ასპექტთან ერთად, რომელიც ყოველგვარ მსგავს კავშირთა მიღმა იმყოფება, შეადგენენ ბრაჰმანის ოთხ შესაძლო ასპექტს: სუფთა ცნობიერება-ყოფიერება (პარაბრაჰმან), იშვარა, ხირანიაგარბჰა და ვაიშვანარა. თუმცაღა ისინი როგორც წესი აღმოჩინებისა და გამოვლინების თანმიმდევრულ სტადიებად ითვლებიან, თუმცაღა ამასთან მათი განხილვა შეიძლება როგორც ერთდროულად არსებულთა. რამეთუ სუფთა ცნობიერება (ჩაიტანია) არსებობს მარადიულად, მაშინაც კი, როდესაც ის ევოლუციონირებადად გვეჩვენება; ზუსტად ასევე და ამგვარად მისი ნატიფი გამოვლინებები (მაგ. ინტელეტი, მანასი, ნატიფი გრძნობები, გრძნობათა ორგანოები და მოტორული ორგანოები) განაგრძობენ არსებობას ნივთიერი გამოვლინებების გაჩენასთან ერთად. შანკარა არ ანიჭებს რაიმე სერიოზულ მნიშვნელობას შემოქმედების სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო სურათებს და მეტაფორებს მათი გამყარებისათვის, თუმცა ის მაინც ცდილობს ახსნას ისინი ისე როგორც ისინი გვხვდებიან სხვადასხვა წმინდა ტექსტებში, ცდილობს რა ერთნი გაამართლოს, ხოლო სხვანი უარყოს.

სამყაროსთან მიმართებასი ადამიანის წინაშე დგას ორი პრობლემა. ერთი მდგომარეობს შემდეგში: როგორია პირველყოფილი ფუძე-დასაბამი, სუბსტანცია თუ რეალობა, მსოფლიოს მიერ ლოგიკურად შემოთავაზებული? სხვა პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: რატომ და როგორ ჩნდება მსოფლიო იმისგან რაც პირველადად ითვლება? პირველი პრობლემის გადაჭრა აშკარად ფილოსოფიის პირველი მნიშვნელობის საქმეა. შანკარა, სპინოზა, შოპენჰაუერი, ბრედლი და მსოფლიოს ფილოსფოსთა უმრავლესობამ სწორედ ამ პრობლემას მიუძღვნეს ცხოვრება. ისინი იწყებდნენ ფაქტების სამყაროდან, მიღებულებს გამოდცილებით, კრიტიკულად აანალიზებდნენ და ცდილობდნენ აღმოეჩინათ ის, რაც მათ მიერ ლოგიკურად უკვე იყო ნავარაუდევი. აქ მთავარი ინსტრუმენტის როლს თამაშობდა აზროვნება, ლოგიკა. ჩვენ უკვე ვნახეთ, თუ როგორ აღმოაჩინა შანკარამ სუფთა ყოფიერება და ცნობიერება როგორც ერთადერთი და პირველყოფილი რეალობა. მეორე პრობლემის გადაჭრა - მითოლოგიისა, რომელიც ღმერთის (ან რომელიმე სხვა პირველსაწყისის) წიაღიდან გამომდინარეობს და გვაწვდის ფანტასტიკურ აღწერას, რატომ და რა გზით იქნა შექმნილი სამყარო. აქ მთაბარ მეთოდს წარმოადგენს წარმოსახვა და მითოლოგიისაგან არავინ არ უნდა ელოდოს ლოგიკურ სიზუსტეს. როგორც წმინდა ტექსტები და მთელი მსოფლიოს ლეგენდები გვაჩვენებენ, სამყაროს მითოლოგიური ახსნა განმარტება ადამიანური გონებისათვის ყოველთვის გართობა მთელი მსოფლიოს ქვეყნებში. ზოგჯერ მითოლოგია გადაჯვარედინდება ფილოსოფიურ თვალსაზრისთან. მაგრამ ყველა დიდი ფილოსოფოსი გაურბოდა მითოლოგიურ ახსნა განმარტებებს.

სპინოზას ფილოსოფიის ბანალური კრიტიკა, რომლის მიხედვითაც სუბსტანციის მისეული გაგება წარმოადგენს ლომის ბუნაგს, სადაც შესვლა შესაძლოა, ხოლო გამოსვლა არა, ეყრდნობა სწორედ ამ ფაქტს, თუმცაღა მისი მომხრენი ხედავენ ფილოსოფიის პირველივე საკითხის არასწორ გაგებას. გრინი და ბრედლი გულახდილად აღიარებენ რომ ფილოსოფიას არ შეუძლია სამყაროს შექმნის ახსნა. ასევე უდგება შანკარა მონათხრობებს სამყაროს შექმნის შესახებ, რომელნიც ასახულნი არიან სხვადასხვა წმინდა ტექსტებში, არა იმ სერიოზულობით, რომლითაც ის ცდილობდა ბრაჰმანის რეალურობის დამტკიცებასა და დადგენას, როგორც მსოფლიოს პირველყოფილი დასაბამისა და ფესვისა ან გამოეხატა წინააღმდეგობრივი ცვალებადი და ნაწილაკობრივი სასრული სახეობები არსებობისა. შანკარასათვის სამყაროს შემოქმედების აღწერა ჭეშმარიტია მხოლოდ და მხოლოდ შედარებით უფრო დაბალი თვალსაზრისით (ვიავახარიკა-დრიშტი).

შანკარას სწავლება მე-ს, დამოკიდებულების და განთავისუფლების შესახებ.

მე (self) აბსოლუტურად იდენტურია ბრაჰმანისა:

ჩვენ უკვე დავინახეთ რომ შანკარა მიყვება აბსოლუტურ მონიზმს, ადვაიტას. ყობელგვარი განსხვავება თავად ობიექტებს შორის, სუბიექტსა და ობიექტს შორის და აგრეთვე ადამიანურ მე-სა და ღმერთს (აბსოლუტს) შორის წარმოადგენენ მაიას ილუზორულ ქმნილებებს. შანკარა დაჟინებით ამტკიცებს ყველასა და ყველაფრის აბსოლუტურ იდენტურობას, ყოველგვარი „რეალური“ განსხვავებების ე.ი. დიფერენციაციების გარეშე და ცდილობს ლოგიკურად მიყვეს ამ კონცეფციას ყველა საკითხში. ამიტომაც ის უდავოდ აღიარებს ადამიანური სულისა და ღმერთის იდენტურობას როგორც აზრს, რომელიც არაერთხელ და არაერთგზის გამოთქმულა უპანიშადებში. შანკარა, თავის ერთერთ კომენტარში წერს: „ბრაჰმანის შემეცნება ანუ მატერიალური სამყაროსაგან სრული თვითგანდგომის ფსიქიკური მდგომარეობა, სულიერი აბსოლუტის, ბრაჰმანის, ღმერთის, უტამა პურუშას, სამყაროს პირველყოფილი პრინციპის სიღრმეში გასხივოსნებულ შეჭრასთან ერთად, არის უცილობელი და კატეგორიული წინაპირობა ადამიანის სულიერი არსების, სანსარიკული არსებობის ციხიდან განთავისუფლებისა. ამისათვის ინდივიდუუმმა (ჯივატმანმა) საღად და ჯანსაღად უნდა გააცნობიეროს, მთელი უვარგისობა და უსაფუძვლობა უხეში სხეულებრივ გარსში, უღიმღამო და ბნელი „ჭის“ როგორც ციხის წიაღში, ტანჯული არსებობისა და გამოავლინოს ჭეშმარიტი და გულახდილი, დაჟინებითი, ბეჯითი მიზანსწრაფულობა სულიერი გასხივოსნების მოპოვებისა, ღმერთის, უმაღლესი რეალობის შემეცნებისა. ღვთის, ბრაჰმანის შემეცნების წყურვილი, უნდა იყოს ტოტალური, რომელიც არ აღიარებს არანაირ ბარიერებს და წინაღობებს. მაგრამ ტოტალური სურვილი ღვთაებრიობის ნექტარში ჩაძირვისა ადამიანში არ აგიზგიზდება იქამდე სანამ, მისი გონება (მანას-ბუდჰი) არ იქნება განწმენდილი მატერიალური კარმული კავშირებისაგან, ანუ უხეში და ნატიფი ანაბეჭდებისაგან (სამსკარებისა და ვასანებისგან) ბოროტი, ცუდი, ცოდვილი აზრებისაგან, სიტყვებისა და საქმეებისგან. სანამ ადამიანი იმყოფება და იმართება მრისხანების, ვნების, შურის და ა.შ. მიერ, რომლებიც გონებაში ჩნდებიან გონებაში დაგროვილი ნეგატიური ტენდენციების არსებობის რეზულტატში, სანამ ის არ გამოიჩენს მისწრაფებას პარაბრაჰმანის ჭეშმარიტების შეცნობისა და უმაღლესი არაკონცეპტუალური ცოდნა (პრაჯნია) არ გაბრწყინდება მის გონებაში. ამიტომაც ასკეტური პრაქტიკა (იამა და ნიამა), იოგინური ვარჯიში და კარმაიოგის აღსრულება წარმოადგენენ აუცილებელ წინაპირობებს სანსარიკულ ჭაობში მძინარე ადამიანური გონების გამოღვიძებისათვის. მიაღწევს რა გასხივოსნებას, ნირვანას და ბრაჰმანში საბოლოო განმტკიცებას, ადამიანი თავად ღმერთი ხდება, რომელიც ფლობსთავისუფალ ნებას აკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება. მაგრამ იმდენად რამდენადაც გასხივოსნებულს, ბრაჰმანის შემცნობს არ გააჩნია რაიმე ნაირი ეგოისტური, ანგარებიანი სურვილი, ყველა უმდაბლესი ცხოველური ინსტინქტებისგან განთავისუფლების გამო, მაშინ ის ცდილობს დაეხმაროს სხვა ადამიანებს, რათა ისინიც განთავისუფლდნენ სანსარიკული მონობისაგან. ის მოწყალების გამო, გადასცემს მათ ადვაიტას ცოდნას და ასე და ამგვარად იღწვის საყოველთაო კეთილდღეობისათვის. კონტრარგუმენტი: მაგრამ სამსარა ხომ შეიძლენა იქნეს განადგურებული ჭეშმარიტი ცოდნით (ჯნანათი) მარტო იმ შემთხვევაში, თუ ეს სამსარა (სანსარა) - მარტო ილუზიაა, ცრუ ხილვადობა, დროებითი ჰალუცინაცია, - და მხოლოდ ამ შემთხვევაში გასხივოსნება შეიძლება გახდეს უკვდავების მიზეზი. მაგრამ ეს ასე არაა, რამეთუ სანსარა უშუალოდ აღიქმება და იგრძნობა და ჩანს რომ მას არ გააჩნია არც საწყისი და არც სასრული. როგორ უნდა შეწყდეს იგი თუ თავად აღიარებთ რომ კარმა (სანსარიკული განპირობებულობა ინდივიდისა) უსაწყისოა და შესაბამისად უსასრულო; ალოგიკურია მას მიეწეროს დასრულებადობა, იმას რაც უსაწყისოა? და არაა არანაერი შესაძლებლობა დამტკიცებისა, რომ ჯივატმას დამოკიდებულობა სხეულზე - ადხიასას, ჩანაცვლების (სუპერიმპოზიციის), იმდენად რამდენადაც ატმან-ბრაჰმან-პურუშას ბუნება სრულებით აბსოლუტურად განსხვავებულია ყველაფერი დანარჩენისაგან (მატერიისაგან, პრაკრიტისგან) იმის გამო რომ ატმანი - ესაა სუფთა (დაუბინძურებელი და უმინარევო) სუბიექტი, შემეცნებადი როგორც „მე ვარ მე“. მისი მსგავსი არ არსებობს. ვედანტისტის პასუხი: თქვენ მართალი ხართ, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომლის სიღრმისეული გაანალიზებაც აუცილებელია, - მარტივი გადაჭრა საკითხისა აქ არ არის. ეს სინამდვილეში გადაუდებელი და მდიდარი საკითხია, რომელიც სასწრაფო განხილვას საჭიროებს, რამეთუ „სიკვდილი არგკითხავს მოვიდეს თუ არა შენთან“. მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ვერავინ დაიწყებს იმის მტკიცებას რომსამსარა რეალურია მარტო იმიტომ, რომ ის გრძნობათა ორგანოიბის მიერ შეიგრძნობა; და ჭეშმარიტება და ტყუილი სრულებითაც შეიძლება იყვნენ შეგრძნებადნი (ინდრიების - გრძნობათა ორგანოების) მეშვეობით. არარსებული გველი, მაგ. ვადებთ რა შეშინებულ ფანტაზიას თოკზე, გარკვეულ დრომდე სწორედ ასეთ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე, როგორც ნამდვილი და ჩვენ ვხედავთ, რომ შეშფოთებული წარმოსახვის ილუზორულ პროდუქტსაც კი შეუძლია ადამიანის მიყვანა სასიკვდილო შოკამდე, თუ ეს ილუზია არ იქნება რეალობის ცოდნით გაფანტული. ამიტომაც მატერიალური სამყარო და ადამიანის უხეში მკვეთრად დიფერენცირებული სხეული წარმოადგენენ ფიქტიურ პროდუქტებს არარსებული ილუზია-მაიისა, შესაძლოა ოგვეცვენოს რეალურებად (სატ) ცნობიერებისათვის, რომელიც უმეცრებითაა გარემოცული, უფრო ზუსტად ცრუ ცოდნით (მიტხია ჯნანათი). შემდეგ, სანსარა, არ შეიძლება იყოს რეალური მისი ლიკვიდაცია-შეწყვეტის შეუძლებლობის გამო, რამეთუ შრუტის და სმრიტის (წმინდა წერილის, შასტრების) თვალსაზრისით სანსარა შეიძლება გადალახულ იქნეს, ბრაჰმანის გაცნობიერებით და ადამიანის უმაღლეს სავანეში - ნირვანაში გადანაცვლებით. ასევე მიზეზობრიობის (კაუზალურობის) სანსარას ბორბალის შეწყვეტა, გუნების ვიბრაციული მოძრაობის შეჩერება სრულებით შესაძლებელია; თუ სამყაროს შემოქმედებითი საწყისი - ესაა სპონტანური იმპულსი (სპანდა) მიზეზობრივ სუბსტანციაში (პრანაში), მაშინ ამ იმპულსის ჩაქრობა შესაძლებელია, უკიდურეს შემთხვევაში, იმდენად რამდენადაც მისი ახალი აქტივობა. ჩვენ კი, მაგალითისათვისა, მონიყვანთ ციტატას შრუტიდან, რომლებიც აჩვენებენ რომ მატერიალური სამყარო არარეალურია, რომ ის მხოლოდ ავიდია მაიათი არის წარმოშობილი:

„მარტო ერთიანი ბრაჰმანია რეალური, ხოლო ყველაფერი სხვა ცრუა“, „მასში არაა რაიმენაირი დიფერენცირებულობა, დაყოფადობა“, „ის შეიძლება იქნეს შემეცნებული ერთიანი მთლიანის ერთგვაროვან არადუალისტურ ფორმაში“(ბრიხადარანიაკა უპანიშადა).“ იქ - აბსოლუტური ერთობაა“ (იშა უპანიშადა). „ყოველგვარი დუალიზმი ილუზორულია“ (მანდუკია კარიკა). „არ არსებობს არაფერი სხვა, განცალკევებული მისგან (ბრაჰმანისგან)“ (ბრიხადარანიაკა უპანიშადა). ასე როგორ? რამეთუ თუ ის შეცნობილია, აღარ რჩება არაფერი რისი შეცნობაც აუცილებელი იქნებოდა!“ (შვეტშვატარა უპანიშადა). „ ბრაჰმანი მარტო ერთია მეორის გარეშე“, „ ყველა ცვლილებისა და ტრანსფორმაციის დასაბამში ძევს ხმა, მეტყველება და ყველა ცვლილება მარტო სიტყვაა, რომელსაც არ გააჩნია რეალური შემცველობა“ (ჩხანდოგია უპანიშადა). „იცოდე რომ ეს მატერიალური სამყარო მაიაა“, „მაიას მეუფე იგონებს და ქმნის ამ სამყაროს“ (შვეტაშვატარა უპანიშადა). „მაიას ზეგავლენის გამო ერთიანი მეუფე, გვეჩვენება მრავლად“ (ბრიხადარანიაკა უპანიშადა).

სხეული არარეალურია:

ადამიანი შედგება სულისა და სხეულისაგან. მაგრამ ჩვენს მიერ აღქმადი სხეული და მატერიალური ობიექტები მარტო ილუზორულ მოჩვენებითობას წარმოადგენენ. როდესაც ჩვენ გავაცნობიერებთ ამას მაშინ ერთადერთ რეალობად დარჩება ცოცხალი სული, რომელიც სხვა არაფეია თუ არა ღმერთი. გამონათქვამი: „ესა ხარ - შენ; ტატ ტვამ ასი“ ნიშნავს ადამიანური სულისა და ღმერთის სრულ იდენტობას. მართალია თუმცაღა, თუ ჩვენ „შენ-ად“ემპირიულ ინდივიდს მივიჩნევთ, შეზღუდულს და განპირობებულს თავისი სხეულით (უპადხი) და სიტყვა „ეს-ად“, მიღმიერ სულიერ რეალობას, მაშინ „შენ“ და „ეს“ არიქნებიან იდენტურები. აი რატომაა საჭირო რომ „შენ-ში“ უნდა ვიგულისხმოთ ადამიანის სუფთა სულიერი ცნობიერება, ხოლო „ეს-ად“ ღმერთის არსის შემდგენელი სუფთა ცნობიერება. (ადვაიტა) ვედაბტისტები მიუთითებენ ცნობიერებათა ამ სახეობების სრულ იდენტურობაზე. ეს შეიძლება გარკვეული იქნეს იდენტურობის განხილვით, რომელსაც ჩვენ გამოვთქვამთ, ვხედავთ რა დევადატტას მეორეჯერ, მაგ. როგორც: „ ეს - ის დევადატტაა“. პირობები რომლებშიც ადამიანი იმყოფებოდა გუშინ, რაღათქმაუნდა ვერ იქნებიან იმ პირობათა სრულად იდენტურნი რომლეშიც ადამიანი იმყოფება დღეს. შესაბამისად, ვერ იქნება იდენტურობა ერთი ადამიანისა რომელიც ერთ პირობებში იმყოფება და მეორე ადამიანისა რომელიც სულ სხვა პირობებშია. ჩვენ ვამტკიცებთ რომ ადამიანი სხვადასხვა ქრონალური დროებითი პირობების გათვალისწინების გარეშე უნდა იყოს ერთი და იგივე. ასევეა საქმე მე-სა და ღმერთის იდენტობის შესახებ სწავლებასთან დაკავშირებით. მე, განვლადი პირობების გათვალისწინების გარეშე, პირობებისა რომლებიც მას სუფთა ცნობიერებისგან (შუდხაჩაიტანია) განასხვავებს, სუფთა ცნობიერებისგან რომელიც არის ღმერთი, რომელიც ყოველგვარი ატრიბუტებისაგან განძარცვულად განიხილება, ატრიბუტებისაგან რომლებიც მას სუფთა ცნობისგან განასხვავებს. ამგვარი აზროვნება არ უნდა ჩაითვალოს ტავტოლოგიურად და ზედაპირულად, რამეთუ ისინი ემსახურებიან ერთიან რეალობაზე მითითების მიზანს, რაცილუზორულად სიმრავლედ აღიქმება. ადამიანსა და ღმერთს შორის იდენტობა ესაა იდენტობა და ერთობა უნატიფეს არსებს შორის, რომლებიც განსხვავებულებად გვეჩვენებიან. არის რა ღმერთის იდენტური ადამიანის სული იგივეა რასაც რეალობაში წარმოადგენს ღმერთი. ესაა უზენაესი ბრაჰმანი - თვითმნათი, უსასრულო ცნობიერება. სული ადამიანისა (ატმანბრაჰმანი) გვეჩვენება შეზღუდულ სასრულ მე-დ, სხეულთან მისი კავშირის გამო, რომელიც არის ავიდია-კამა-კარმას პროდუქტი.

ნივთიერი და ნატიფი სხეულები წარმოადგენენ მაიას პროდუქტებს:

სხეული მარტო იმისაგან კი არ შედგება რასაც ჩვენი ფიზიკური გრძნობების მეშვეობით შევიგრძნობთ; ამ უხეში მკვრივი, შეგრძნებადი სხეულის (სტხულა შარირას) გარდა არის კიდევ ნატიფი სხეული (სუკშმა შარირა), რომელიც მეტაფიზიკური გრძნობა-ინდრიებისგან, მოტორული ორგანოებისგან, სასიცოცხლო ელემენტებისგან, და შემეცნების შინაგანი მექანიზმისაგან (ანტახკარანა) შედგება. მაშინ როდესაც უხეში სხეული გარდაცვალების მერე იშლება მიკროელემენტებად და იღუპება, ნატიფი სხეული არ იღუპება და სულთან ერთად სხვა უხეშ სხეულში გადადის. ორივე ეს სხეული ავიდია-მაიას პროდუქტებს წარმოადგენენ. უმეცრების შედეგად, რომლის დასაბამის დადგენა შეუძლებელია, სული შეცდომით უკავშირდება უხეშ და ნატიფ სხეულს. ეს კავშირი იწოდება ბანდხად ანუ დამოკიდებულებად. ასეთ დროს სული ივიწყებს რომ ის - ბრაჰმანია. სული იქცევა როგორც მოკვდავი, შეზღუდული, საცოდავი არსება, რომელიც ცდილობს წარმავალ სამყაროულ ობიექტებს დაეუფლოს, სიამოვნებით ისარგებლოს მათით და დამწუხრდეს მათი დაკარგვის შემთხვევაში. ის აიგივებს თავს მოკვდავ სხეულთან და გონებასთან (ანტახკარანა) და ფიქრობს „მე ძლიერი ვარ“, „მე ხეიბარი ვარ“, „მე უმეცარი ვარ“ ასე ჩნდება ცრუ გაგება მე-სი როგორც ცრუ ეგოსი (ახამკარა) ანუ „ჩემი მე-სი“. ესაა შეზღუდული ეგო (ახამკარა) უპირისპირობს საკუთარ თავს ყოფიერების მთელ დანარჩენ სფეროს, რომელსაც მისგან განსხვავებულად თვლის. ასე და ამგვარად ეგო - არის არა რეალური მე, არამედ მისი ხიული შეზღუდულობა, უპადხი; რათა მოპოვებულ იქნეს სულიერი ცნობიერება (ატმასვარუპა), საჭიროასხეულ-გონების ილუზორული გარსების განადგურება. ცნობიერების მე არის რა განპირობებული სხეულით, ასევე შეზღუდულია. გრძნონები და შეცნობისშინაგანი ორგანო (ანტახკარანა) ხდებიან ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობითაც ხდება შეზღუდული აღქმადობისა და და გრძნობითი ობიექტების შემეცნება (ინდრიაიარტხი). ამგვარი ემპირიული შეზღუდული შემეცნება არის უშუალო და პირდაპირი. უშუალო შეცნობა საგანთა მიისწარფვის ობიექტისაკენ და იღებს მის ფორმას. უშუალო შემეცნებასთან (პრატიაკშა) ერთად, ადვაიტა ვედანტისტები უშვებენ არაპირდაპირი შემეცნების ხუთ მეთოდს: დასკვნა (ანუმანა), ავტორიტეტული მოწმობა (შაბდა), შედარება (უპამანა), პოსტულირება (არტხაპატი) და არაღიარება-არარსებობა (ანუპალაბდხი-აბჰავა). შემეცნების ამ მეთოდებთან მიმართებაში ადვაიტა ვედანტისტები ზოგადად იზიარებენ ბჰატა-მიმანსიკების სწავლებას. როდესაც ადამიანი ფხიზლობს, ის საკუთარ თავს აიგივებს სხეულთან, აგრეთვე შინაგან და გარეგან ორგანოებს. როდესაც ადამიანი იძინებს და ხედავს სიზმრებს, ის ჯერ კიდევ შეიცნობს ობიექტებს, რომლებიც მეხსიერებაში არიან შემონახულნი და შესაბამისად მასში ჯერ კიდევ განაგრძობს არსებობას საკუთარი შეზღუდულობის გრძნობა, როგორც სუბიექტისა, რომელიც შეიცნობს ობიექტებს. როდესაც კი დგება ძილი სიზმრებს გარეშე (სუშუპტი), წარმოდგენები ობიექტებს შესახებ ქრებიან და ადამიანი აღარაა უკვე შემცნობი ადამიანი. სუბიექტისა და ობიექტის პოლარობა, შეცნობადსა და შემცნობს შორის დაპირისპირება ქრება. ადამიანი აღარ გრძნობს მეტი რომ ის სხეულზეა მიჯაჭვული და შეზღუდულია მისით. მაგრამ უსიზმრო ძილის დროს ცნობიერება მაინც არსებობს. სხვაგვარად გამოღვიძების შემდეგ როგორღა გაიხსენებდა ადამიანი თუ რა სჭირდა ძილის დროს და იტყოდა: „მე ისე მეძინა რომ სიზმრები არ მიხილავს“, თუ ცნობიერება მაშინ არ იყო?სიზმრების გარეშე ძილის შესწავლა (მაგ. მანდუკია კარიკაში) გვაძლევენ გარკვეულ წარმოდგენას თუ რას წარმოადგენს რეალურად ჩვენი მე, სხეულთან იგივეობის გრძნობას მოწყვეტილი. სული თავის ჭეშმარიტ მდგომარეობაში (როგორც ატმანი) არ არის სასრული, უბედური არსება. ის არ აცალკევებს თავის თავს კოსმიური ყოფიერების ერთიანი სფეროსაგან და არ ზღუდავს თავს სასრულობის ეგოიტური გრძნობით (ახამ ვრიტი) წინააღმდეგობებში „შენ“, „ამას“ ან „იმას“. სუფთა სული ატმანი თავისუფალია ყოველგვარი პრობლემებისა და ვნებათაღელვისაგან, რომელიც ჩნდება მეტერიალურ საგნებზე და გრძნობით სიამოვნებებზე დევნის შედეგად. სინამდვილეში სული ატმანი წარმოადგენს შეუზღუდავ ცნობიერებას და ნეტარებას (ანანდა)“ (ჩატერჯი, დატა და პრაკაშანანდა – „ადვაიტა ვედანტა ანუ შრი შანკარაჩარიას ფილოსოფია“).

ბუდისტურ მოძღვრებაშიც მსგავსად ინდუიზმისა არსებობს მრავალი დენომინაცია, ესენია ჰინაიანა – დიქლექტიკური მეტაფიზიკური მატერიალიზმი, მაჰაიანა – ნიჰილისტური და პანთეისტური იდეალიზმი და ვაჯრაიანა, მანტრაიანა, ტატრაიანა და პხალაიანა, პანთეისტური იდეალიზმის ტანტრისტული ფორმები.
მაჰაიანაში გამოიყოფა ორი სკოლა; შუნიავადა და ვიჯნანავადა, პირველი ამტკიცებს რომ არაფერი არსებობს გარდა უნივერსალური და აბსოლუტური სიცარიელისა და არარაობისა, ეს არის მათი უმაღლესი აბსოლუტი, შუნიავადინები უარყოფენ მატერიალური ფენომენების რეალურობას და მთელ მატერიალურ კოსმოსს ილუზიად მიიჩნევენ, მათ უმაღლეს აბსოლუტს ეწოდება შუნია, შუნიავადინები აღიარებენ სხვადასხვა ღვთაებების, ბუდების, ბოდჰისატვებისა და სხვა ცოცხალი არსებების უსასრულო მირიადების არსებობას. პანთეისტურ იდეალისტური ბუდისტური ფილოსოფიის თანახმად სიცარიელე ანუ შუნია, ესაა იგივე დჰარმადჰატუ ანუ დჰარმატა - დჰიანაბუდების, დჰიანაბოდჰისატვების, მანუშიბუდებისა და ზოგადად, ცოცხალ არსებათა უსასრულო მირიადების აბსოლუტური ზესულიერი არსი, აბსოლუტური ზესულიერი სუბსტანცია, მას ეწოდება აგრეთვე სარვასატვა - უზენაესი პირველადი რეალობა, ყოველთა ცოცხალთა, ყოველთა არსებათა და ყოველთა საგანთა ზეარსობრივი მარადიული სუპრაკოსმიური სული, მას ეწოდება აგრეთვე პარანიშპანა სვაბჰავატი - ზესრულყოფილი ზეკოსმიური იდეალური სულიერი თვითმყოფადი ბუნება, დასაბამიერი ბუნება, იგია აგრეთვე ორმაგი ადიბუდა, ანდროგენი ჰერმაფროდიტი ადიბუდა, მამრობით-მდედრობითი ზესულიერი აბსოლუტი - სამანტაბჰადრა-სამანტაბჰადრი - ზეცნობიერება და ზეძალა, იგია აგრეთვე ალაია-ვიჯნანა - აბსოლუტური ზესულიერი ცნობიერება, მარადიული გამოუვლენელი პოტენციური ზე-ცნობიერება მთლიანად სამყაროსი, „ცნობიერება-საცავი“, შუნია ანუ სიცარიელე არ არის განსაზღვრული უშინაარსო სივრცე, რამეთუ მასში საერთოდ არ არის არაფერი მატერიალური, მის წიაღში არ არსებობს, არც მატერია და არც ენერგია, არც დრო და არც სივრცე, იგი განუსაზღვფრელია, მისი განსაზღვრა შეუძლებელია, ბუდისტური ეზოთერიკის თანახმად უმაღლესი აბსოლუტი - შუნია ანუ ღვთაებრივი სიცარიელე ესაა უნივერსალური ზესუბსტაანციური პირველდასაბამი, ერთგვარი თავდაპირვეი ბუდა - ადიბუდა, ყველა ბუდას და საერთოდ ყველა ცოცხალი არსების დასაბამიერი სუბსტრატი, რომლის წიაღიდან ხდება სხვადასხვა კოსმიური არსებების, დჰიანაბუდების, დჰიანაბოდჰისატვების, მანუშიბუდების და სხვა არსებათა ეტაპობრივი ემანაცია და რადიაცია, ცოცხალი არსებები უზენაესი აბსოლუტის - შუნიას ანუ ადიბუდას ემანაციები, რადიაციები, გამოვლინებები, ფორმები და იპოსტასებია, მოაზროვნე ცოცხალი, ზეცნობიერი იპოსტასები, რაღათქმაუნდა შუნიას წიაღში არ არის ობიექტი, რადგან ობიექტი ეს არის მატერიალური ფორმა სულიერი არსებისა, ხოლო თავად სულიერი არსება არის სუბიექტი, შუნიას წიაღში არ არსებობს არაფერი მატერიალური, მატერიალური ხორციელი გულისთქმები და ვნებები, სურვილები, არც ტანჯვა, არც ტკივილი, არც წუხილი, არც შიმშილი, არც წყურვილი, არც უსამართლობა, არც ძალადობა, არც ანგარება, საერთოდ არავითარი ბოროტება და წყვდიადი არ არის შუნიას წიაღში, შუნიას წიაღში არის მხოლოდ და მხოლო სიკეთე, სინათლე, ნეტარება, სიყვარული, სიმშვიდე, უშფოთველობა, სამართალი, სიბრძნე, რწმენა, ცოდნა, ჰარმონია, მოწყალება, თანაგრძნობა... ადიბუდა შუნიას წიაღში არ არის არაფერი გარდა უსასრულო და უსაზღვრო სინათლისა და სიკეთისა, ადიბუდა შუნია არის სხვა არაფერი თუ არა წმინდა და სუფთა სულიერი არსი, სუფთა სულიერი სუბსტანცია, იდეალური უნივერსალური ინტრაკოსმიური ზე-სულიერი სუფთა სუბსტანცია, შუნია ანუ ადიბუდა (ღვთიური სიცარიელე) არის ცოცხალი სული, სიყვარულისა და ჰარმონიის, ნეტარებისა და სინათლის ცოცხალი ზე-კოსმიური სული.

ბუდისტების წმინდა წიგნებია: ტრიპიტაკა, რომელიც შედგება სამი ნაწილისაგან: სუტაპიტაკა, ვინაიაპიტაკა და აბჰიდჰარმაპიტაკა და აგრეთვე სხვა ბუდისტური სუტრები.
ლამაისტური მოძღვრება წარმოადგენს ბუდისტურ მაჰაიანურ ნიჰილიზმში დაფუძნებულ ნიჰილისტურ იდეალიზმს. ლამაიზმში აღიარებენ ღვთაებრივი, ადამიანური და დემონური არსებების არსებობას და მიიჩნევენ რომ არსებობს სამყაროთა უსასრულო სიმრავლე, ლამაიზმი ცოტათი თუ განსხვავდება ტრადიციული შუნიავადასაგან.
დაოსიზმი ესაა პანთეისტური იდეალიზმი, რომელიც ამტკიცებს რომ სამყაროთა საფუძველსა და დასაბამს წარმოადგენს უნივერსალური აბსოლუტური ზესული – დაო, რომელსაც გააჩნია ინდივიდუალური გამოვლინება – დე, თუ დაო პასიური აბსოლუტია, მაშინ დე გამოდის როგორც აქტიური ღვთაება და აგრეთვე როგორც შინაგანი ღვთაებრივი საწყისი და ზნეობა თითოეული ადამიანისა. დაოსიზმი აღიარებს მრავალი ღვთაებრივი არსების არსებობას. დაოსიზმში აღიარებულია დემონების არსებობაც. დაოსური სწავლებით არსებობს ღვთაებრივ, დემონურ და ადამიანთა სამყაროთა უსასრულო სიმრავლე. დაოსიზმის წმინდა წიგნია: დაო დე ძინი (დაოსა და დეს გზა).
სიქჰიზმი ესაა პანთეისტური სუპერპერსონალისტური იდეალიზმი, რომელშიც აღიარებულია ინდუისტური დოქტრინების გარკვეული ნაწილი, მაგ. ნირგუნა ბრაჰმანისა და სარგუნა ბრაჰმანის მეტაფიზიკური დოქტრინა. სიქჰიზმის თანახმად ჭეშმარიტ თაყვანისცემას იმსახურებს მხოლოდ ბრაჰმანი, ეგრეთწოდებული სულები, ღმერთები, ნახევარღმერთები და დემონები კი არა. სიქჰიზმის თანახმად ბრაჰმანი ანუ ჭეშმარიტი ღმერთი არის მამაც და დედაც, თუმცაღა უსქესოა ბუნებით. სიქჰიზმის მიხედვით ბრაჰმანი ანუ ღმერთი არის აბსოლუტური და უსასრულო სიყვარულის განსახიერება, ბრაჰმანი აღვსილია უზომო სიყვარულით ყველა ცოცხალი არსების მიმართ.
ქალდეური კაბალისტიკა და ებრაული ტრანსცენდენტური კაბალა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს წარმოადგენენ ინდუისტური ვედანტას და ბრაჰმავიდიას დასავლურ ანალოგიებს, ამ სწავლებებში არის იგივე ეზოთერული ცოდნა, რომლითაც აღსავსეა ვედანტა და ბრაჰმავიდია. ქალდეური კაბალისტიკა და ებრაული ტრანსცენდენტური კაბალა წარმოადგენენ დუალისტურ პანთეისტურ სუპერპერსონალისტურ იდეალიზმს, მათში მძლავრადაა განვითარებული ემანაციის დოქტრინა და აბსოლუტური სულის იდეა. ქალდეურ კაბალისტიკასა და ებრაულ ტრანსცენდენტურ კაბალაში ყოფიერების დასაბამში არის ორი უნივერსალური სული, ორი არსი: ეინ სოფი – უსასრულო არაფერი (მამრობითი საწყისი) და შეხინა – გასხივოსნება, ნათელი, სინათლე (მდედრობითი საწყისი). ეინ სოფისა და შეხინას სინერგიის შედეგად, მათი წიაღიდან გამომდინარეობს ათი ემანაციური თანრიგი, ათი სეფიროტი, ესენია: კეტერ – გვირგვინი, ჰოკმა – სიბრძნე, ბინახ – გაგება, რომლებიც განეკუთვნებიან სულიერ სამყაროს, შემდეგ: ჰეზედ – მოწყალება, გებურაჰ – სიმკაცრე, თიფერეთ – სილამაზე, ნეცაჰ – გამარჯვება, ჰოდ – დიდება, იესოდ – ფორმა, რომლებიც განეკუთვნებიან მშვინვიერ ანუ ასტრალურ სამყაროს და ბოლოს: მალქუთ – მეფობა, რომელიც განეკუთვნება ფიზიკურ სამყაროს. თითოეული სეფიროტი შედგება კიდევ უფრო მცირე სეფიროტებისაგან და ასე უსასრულოდ. კაბალაში არის აგრეთვე იდეა, ღვთაებრივი ზეციური ზეადამიანის, ზეციური ადამის ე.წ. ადამ კადმონის იდეა, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს ათივე სეფიროტს, მისი მისტიკური კოსმიური სხეული არის ათი სეფიროტის ერთობლიობა. მიწიერი ადამი, პირველი მიწიერი ადამიანი, არის ზეციური ადამ კადმონის გადაბრუნებული ანარეკლი და ეწოდება ადამ აფარი. კაბალა აღიარებს მრავალი სამყაროს არსებობას. კაბალას მიხედვით არსებობს აბსოლუტის უამრავი ენერგია.
სუფიზმი ესაა პანთეისტური იდეალიზმი, რომელიც აღიარებს რეინკარნაციას, მსოფლიო სულის იდეას და ადამიანის სულიერი ბუნების ღვთაებრიობას. სუფიზმი აღიარებს მრავალი ღვთაების და დემონურ არსებათა არსებობას, სუფიზმის თანახმად არსებობს როგორც სამოთხე, ისევე ჯოჯოხეთი.

ზოროასტრიზმის თანახმად არსებობს შვიდი სამყარო ანუ ზენდას ენაზე კარშვარა. ესენია: ხუხტ პარადიზ ანუ კეთილი აზრის სამოთხე, ხუმატ პარადიზ ანუ კეთილი სიტყვის სამოთხე, ხვარშტ პარადიზ ანუ კეთილი საქმის სამოთხე, დუშმატ ანუ ბოროტი აზრის ჯოჯოხეთი, დუჟახტ ანუ ბოროტი სიტყვის ჯოჯოხეთი, დუჟვარეშტ ანუ ბოროტი საქმის ჯოჯოხეთი და ბოლოს ადამიანთა სამყარო. ზოაროასტრიზმის წმინდა წიგნია – ზენდ ავესტა.
ზოროასტრული სწავლებით სამყაროში არსებობს ორი ურთიერთდაპირისპირებული ძალა: სიკეთე და ბოროტება, სინათლისა და სიკეთის განსახიერებაა უმაღლესი ღმერთი აჰურამაზდა, ხოლო სიბნელისა და ბოროტების განსახიერებას წარმოადგეს მისი ტყუპისცალი ძმა – არიმანი. აჰურამაზდასა და არიმანს შორის ბრძოლა უხსოვარი დროიდან მიდის, ხან აჰურამაზდა იმარჯვებს და ხანაც არიმანი. ზოროასტრიზმში სამოთხე და ადამიანთა სამყარო ითვლება აჰურამაზდას ქმნილებად, ხოლო ჯოჯოხეთი არიმანის ქმნილებად.
ზოროასტრიზმში აღიარებულია მრავალი ღმერთის არსებობა. ზოროასტრიზმის თანახმად, როგორც ერთერთ ზოროასტრულ თეოლოგიურ ნაშრომში – დესატირაში წერია, მსოფლიოს უკვე მოევლინა 14 ზოროასტრი ანუ ზარათუსტრა, უკანასკნელი ჩვენს ერამდე მე–6 საუკუნეში დაიბადა.
მაზდეანური ეზოთერიკული ანთროპოგონია, სრულებით იდენტური და ანალოგიური ვედური და ბრაჰმავიდიული ანთროპოგონიისა, შემდეგნაირია უხსოვარ დროში აჰურამაზდამ, უმაღლესმა ღმერთმა-შემოქმედმა სულიერი და ფშვინიერი სამყაროები და ცოცხალი არსებები გამოასხივა საკუთარი სულის წიაღიდან, ერთერთი უპირველესი ემანაცია იყო პირველი ადამიანი - გაიომარტი ანუ იიმა, მისი სიკვდილის შემდეგ მისი თესლიდან იშვა ორი არსება, მაშია და მაშიანე, კაცი და ქალი, რომლებიც ტყუპები იყვნენ, ისინი შეუღლდნენ, ერთად იცხოვრეს 50 წელი და შემდეგ დაამყარეს სქესობრივი კავშირი, აღეძრათ რა ვნება და შვეს ტყუპები, გოგონა და ვაჟი, მაგრამ ისინი იმდენად მიმზიდველნი იყვნენ რომ მშობლებმა ისინი შეჭამეს, მაგრამ აჰურამაზდამ მოაკლო სილამაზე მათ შვილებს და გამოიხსნა ისინი და გააცოცხლა, კიდევ ექვსი წყვილი შვეს მაშიამ და მაშიანემ, ჯამში 7 წყვილი, ამათგან ერთერთი წყვილისგან, რომლებიც იყვნენ კაცი -სახელად სიამაკი და ქალი სახელად ნასაკი, იშვა 15 წყვილი და თითოეულმა წყვილმა შვა 15 ახალი სუპერრასა ზეადამიანებისა, რამეთუ ძლიერნი და ღონიერნი, გონიერნი და დღეგრძელნი იყვნენ პირველი ადამიანები. 15 რასიდან 7 წავიდა სხვა სამყაროებში, საერთო ჯამში არსებობს 7 სამყარო ანუ კარშვარა, ერთია -ხვანირატხა - ადამიანთა სამყარო, დანარჩენი 6 კი ღვთაებრივი და დემონური სფეროები. 6 რასა დარჩა დედამიწაზე და მათგან წარმოიშვნენ დანარჩენი მიწიერი ადამიანები.
დჰარმულ რელიგიებში თითოეულ ცოცხალი ინდივიდის პერსონალური სხეული უფლის (კოსმიური გონის) მსოფლიო სხეულის ერთ–ერთია ასოა. მათში ძირითადად ადამიანი, სამყარო და ღმერთი განუყოფელია (თუმცა არის გამონაკლისებიც).

{{ესკიზი-რელიგია}}
{{ესკიზი-რელიგია}}

14:23, 19 თებერვალი 2014-ის ვერსია

ტერმინს „ღმერთი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ღმერთი (მრავალმნიშვნელოვანი).

ღმერთისიყვარულის, რწმენისა და თაყვანისცემის ზებუნებრივი, ყოველთა არსთა მაარსებელი“, რომელიც დამახასიათბელია ყველა რელიგიისთვის, გარდა პირველყოფილი რელიგიის ადრეული ფორმებისა. იგი არის აღმატებულთა შორის უაღმატებულესი, უზენაესი სახელი, სიყვარულისა და რწმენის განსახიერება.

იხილეთ ფრაგმენტი ღვთისავარ ჩაბრავას ეზოთერული ნაშრომიდან "მსოფლიოს მოძღვრებები":

მსოფლიოში ოდითგანვე არსებობდა ხუთი სახის მოძღვრება: აბრაამული, დჰარმული, ეკუმენო–სინკრეტული, ანიმისტურ–შამანისტური და ათეისტურ–მატერიალისტური. აბრაამულ მოძღვრებებს განეკუთვნება ორთოდოქსალური ისლამი, იუდაიზმი და იუდეო–ქრისტიანობა (ამ ორიგინალური ტერმინით რუსი რელიგიათმცოდნე დმიტრი ალექსეევი მოიხსენიებს შემდეგ დენომინაციებს: მართლმადიდებლობას, კათოლიციზმს, პროტესტანტიზმს, ლუთერანიზმს და ა.შ., რომლებშიც ხელოვნურადაა შეერთებული ისეთი ანტაგონისტური დოქტრინები, როგორებიცაა: იუდაისტურ–იაჰვისტური და ქრისტიანული), რომელთათვის დამახასიათებელია როგორც მკაცრი მონოთეიზმი, ასევე ღმერთის, სამყაროსა და ადამიანის ერთმანეთისაგან განსხვავება. ამ სწავლებათათვის აგრეთვე დამახასიათებელია ღვთაებრივი ბუნების და სრულყოფილების მხოლოდ ერთი კონკრეტული არსებისათვის მიწერა, ღრმა ან მსუბუქი ფატალიზმი და მონოგენეზისის დოგმატი ანუ სწავლება იმის შესახებ, რომ ადამიანი და ნებისმიერი სხვა ცოცხალი არსება სამყაროში ერთადერთხელ იბადება. ამ სწავლებებში აგრეთვე გამოირიცხება ადამიანის გარდა სხვა ცოცხალ არსებათა (რაღა თქმა უნდა, ანგელოზთა და დემონთა გამოკლებით) სულიერი უკვდავება და ადამიანის სული მიიჩნევა პიროვნული და ანთროპომორფული ექსტრაკოსმიური ღმერთის ქმნილებად, რომელსაც აქვს დასაბამი, მაგრამ არ გააჩნია დასასრული. აბრაამულ რელიგიებში უარიყოფა არა თუ ყველა ცოცხალ არსებაში, არამედ თვით ადამიანშიც კი ღვთაებრივი ბუნების არსებობა. სულიერ ხსნად კი ითვლება ე.წ. სამოთხეში მოხვედრა, რომელიც პიროვნული ღმერთის სამკვიდროდ მიიჩნევა და სადაც მოხვედრა ფუნდამენტალისტური და ფანატიკური რელიგიური ადათ–წესების მკაცრი შესრულებით არის შესაძლებელი. აბრაამულ რელიგიებში არ არსებობს კოსმოლოგია, ბუნდოვანია კოსმოგონია და ანთროპოგონია, აბსურდულია თეოლოგია, ანთროპოლოგია. აბრაამული სწავლებებისათვის, ყოველ შემთხვევაში, მათ მიმდევართათვის არაა დამახასიათებელი ტოლერანტობა, სამაგიეროდ მათთვის დამახასიათებელია ფუნდამენტალიზმი, ფანატიზმი და ამპარტავნება. აბრაამულ რელიგიებში ზოგან არის ტრიქოტომიის იდეა ანუ იდეა იმის შესახებ, რომ ადამიანი შედგება სამი ნაწილისაგან: სული, საფშვინველი და სხეული. ზოგან კი არის დიქოტომიის იდეა ანუ ის, რომ ადამიანი შედგება ორი ნაწილისაგან, მხოლოდ საფშვინველისა და სხეულისაგან. აბრაამულ რელიგიებში ცხოველებს არ აქვთ უკვდავი სული, ხოლო მათი საფშვინველი მოკვდავია. ასევე არის ღმერთის მოწინააღმდეგის ე.წ. სატანის ან შაიტანის იდეა, რომელიც კარგად არცაა ახსნილი. აბრაამულ რელიგიებში უარყოფილია ან საერთოდაც არაა ნახსენები სამყაროთა სიმრავლე, თუმცა არის ზოგიერთი გამონაკლისი, მაგ., ებრაელთა გვიანდელ რელიგიურ წიგნში „თალმუდში“ აღიარებულია 18 000 სამყაროს არსებობა (ეს იდეა შედარებით გვიანდელია). აბრაამულ რელიგიებში საერთოდ უარყოფილია დედამიწის გარდა სხვა პლანეტების დასახლებულობა და ყველა უცხოპლანეტელი მიიჩნევა სამოთხიდან გადმოგდებულ ეშმაკად ანუ დემონად (ბოროტ სულად). აბრაამულ რელიგიებში აღიარებულია ჩვენი სამყაროს ერთჯერადი ქმნადობის იდეა ან საერთოდ არაფერია ამის თაობაზე ნათქვამი. ასევე მკაცრად იკრძალება ე.წ. „ღმერთის საიდუმლოებათა“ შემეცნება. ისლამში, რომელიც წარმოადგენს მკაცრ მონოთეიზმს, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად მიჩნეულია ე.წ. ალაჰი, ალაჰი განთქმულია თავისი სისასტიკითა და მრისხანე ბუნებით. ალაჰმა შექმნა ანგელოზები, რომლებზედაც მეუფებს საუკუნოდ, ანგელოზები ალაჰის ნებას აღასრულებენ. ისლამის თანახმად ადამიანი ბედისწერის მონაა, ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული და ვერავინ ვერაფერს ვერ შეცვლის. ისლამის თანახმად ალაჰმა სამყარო თავისი ნებით არაფრისაგან შექმნა. ისლამისტებს გააჩნიათ თავიანთი წმინდა წიგნი, რომელსაც ეწოდება ყურანი, იგი გადმოცემის თანახმად თავად „წინასწარმეტყველმა“ მუჰამედმა ჩაიწერა მთავარანგელოზი ჯაბრაილისაგან. იუდაიზმში, რომელიც არის მკაცრი მონოთეიზმი, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად მიჩნეულია ე.წ. იაჰვე ანუ იეღოვა, იაჰვემ შექმნა ანგელოზები და სამყარო საკუთარი ნებით არაფრისგან. იუდაისტური მოძღვრების თანახმად ე.წ. უფალი არაერთხელ გამოეცხადა “რჩეულ“ ადამიანებს ე.წ. წინასწარმეტყველებს და თავისი „ღვთაებრივი ნება ამცნო, წინასწარმეტყველებმა „ღვთის“ გამოცხადების საფუძველზე გააკეთეს ჩანაწერები და შეადგინეს წმინდა წიგნი – თორა (ხუთწიგნეული). მართლმადიდებლობაში, კათოლიციზმში, პროტესტანტიზმში, კალვინიზმსა და ლუთერანიზმში ღმერთი ითვლება სამებად, ღმერთი შედგება სამი იპოსტასისაგან, ესაა: მამაღმერთი, ძეღმერთი და სულიწმინდა, სამი პიროვნება, სამი ინდივიდუალობა, სამი იპოსტასი, მაგრამ ერთი არსი, ერთი სული, ერთი არსი აერთიანებს სამ პირს, სამ იპოსტასს. მამაღმერთი არის ღვთაებრივი შემოქმედი, ყველაფრის დასაბამი, უმაღლესი მეუფე, ღვთაებრივი გონი, ძე ღმერთი ანუ ქრისტე მამის სიდიადის ბრწყინვალებაა, ძე მამის დიდებაა, გამმომდინარე მამიდან, სულიწმინდა კი სიყვარულია მამასა და ძეს შორის, გამომდინარე მამიდან, მართლმადიდებლურ სწავლებასა და კათოლიკურ სწავლებას შორის არის ერთი პატარა განსხვავება (თუმცაღა აღსანიშნავია, რომ არის სხვა სხვაობებიც), მართლმადიდებლობაში სულიწმინდა გამოდის მხოლოდ მამაღმერთიდან, ხოლო კათოლიციზმში ძეღმერთიდანაც. მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმში მიღებულია წმინდანთა და მარიამ ღვთისმშობლის კულტი, ხოლო დანარჩენ დენომინაციებში უარყოფილია. ორთოდოქსული აბრაამული იუდეოქრისტიანული სწავლებებით ღმერთის მხოლოდ ერთი იპოსტასი, ძე ღმერთი და ისიც ერთადერთხელ ჩამოვიდა დედამიწაზე, რათა კაცობრიობას სულიერ ხსნაში დახმარებოდა. ძე ღმერთი დედამიწაზე დაიბადა ქალის მუცლიდან, იგი ჩაისახა უბიწოდ, მამაკაცის გარეშე, სულიწმინდის მადლით. კათოლიკური სწავლებით მარიამ ღვთისმშობელი ჯერ კიდევ დაბადებამდე წმინდა იყო, ხოლო მართლმადიდებლური სწავლებით ღვთისმშობელი წმინდა გახდა, მხოლოდ ძეღმერთის მასში ჩასახვის შემდეგ, მას მერე რაც სულიწმინდა მიიღო საკუთარ თავში. ორთოდოქსული აბრაამული იუდეოქრისტიანობის თანახმად ღმერთმა ე.წ. რჩეული ადამიანები, წინასწარმეტყველები და მოციქულები შთააგონა. რათა მათ დაეწერათ წმინდა წიგნი – ბიბლია. ბიბლია დაწერილია სულიწმინდის ჩაგონებით, ბიბლია იყოფა ორ ძირითად ნაწილად, ძველ აღთქმად და ახალ აღთქმად, ახალ აღთქმაში შედის მხოლოდ ოთხი ე.წ. სახარება და რამოდენიმე ეპისტოლე. ძველ აღთქმაში კი შედის 40 წიგნი. იუდეოქრისტიანული სწავლებების უმეტესობა მიიჩნევს რომ იესო ქრისტემ ჯვარზე ვნების შემდეგ გამოისყიდა მთელი კაცობრიობის ცოდვები. marTlmadidebeli (da samwuxarod ara marto marTlmadidebeli) dogmatikosebi daJinebiT da dabejiTebiT amtkiceben, rom e.w. “RmerTma” samyaro arafrisagan Seqmna, magram maT mxedvelobidan rCebaT ramodenime metad mniSvnelovani ontologiuri problema, isini amboben “RmerTma arafrisgan Seqmnasamyaro”, magram aq Cndeba mniSvnelvani xarvezi, ra xarvezi? Ra da is xarvezi rom isini ar akonkreteben am arafris raobasa da arafers! ras warmoadgens es araferi? sad mdebareobs es araferi? gaaCnia Tu ara dasabami da dasasruli am arafers Tu igi maradiulia? Tu ki ratom? Da Tu ara agreTve ratom? ra gziT, ra Zalis meoxebiT “Seqmna” e.w. “RmerTma” samyaro? შეიცავს თუ არა რამეს ეს არაფერი? თუ კი, როგორ რატომ და რისთვის? და თუ არა, აგრეთვე როგორ რატომ და რისთვის? დიფერენცირებული, დეტერმინირებული, დისკრეტული და მატერიალურია ეს არაფერი? თუ პირიქით არადიფერენცირებული, არადეტერმინირებული, არადისკრეტული და არამატერიალური? რა სახის სუბსტანციას წარმოადგენს ეს „არაფერი“? და ყველაზე მთავარი კითხვა; თუ ე.წ. „ღმერთმა“ სამყარო მისგან „შექმნა“, თავად „ღმერთი“ სად იყო ანუ სად იმყოფებოდა იქამდე, სანამ მისგან სამყაროს „შექმნიდა“ და მას მერე, მით უმეტეს, როდესაც ქმნიდა (ე.ი. პროცესში იყო)? რა სახის კონტაქტში იყო იგი ამ არაფერთან და როგორ შეიძლებოდა მისგან რაღაცის შექმნა თუ მასში თავიდანვე არ იყო ან ჩანასახი ან პროტოფორმა ან რაღაც მატრიცის, ინფორმაციული ან ენერგეტიკული მატრიცის მსგავსი? როგორ და რა ძალის ან ძალების მეშვეობით აიძულა „ღმერთმა“ სამყაროს წარმოქმნა? როგორ მართავდა ამათი „ღმერთი“, არაფერს და მისგან ქმნიდა 6 დღის განმავლობაში მთელ ხილულ და უხილავ სამყაროს, მათ შორის სამოთხესაც? აგრეთვე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის თუ საიდან გაჩნდნენ ანგელოზები და დემონები ანუ სინათლის სულები და წყვდიადის სულები? ამ კითხვას იმიტომ ვსვამ რომ ბიბლიაში ამის შესახებ, დაბადების წიგნში სადაც სამყაროს შექმნაზეა საუბარი (თუ შეიძლება საერთოდ ამ უაზრო დუდღუნს ასე ვუწოდოთ), სიტყვაც კი არაა ნათქვამი ანგელოზებისა და დემონების წარმოშობის შესახებ, ხოლო ე.წ. ლევიათანებზე კი, პირველყოფილ ურჩხულებზე, საერთოდაც მით უმეტეს სიტყვაც არაა ნათქვამი!! არადა აპოკრიფულ ებრაულ და გნოსტიკურ ქრისტიანულ წიგნებში ამის შესახებ უზარმაზარი ინფორმაცია არის! ებრაული აპორკრიფების მიხედვით ლევიათანები ესენია კოსმიური ურჩხულები, რომლებიც ელოჰიმმა იაჰვემ და დანარჩენმა 71 ელოჰიმმა მეხუთე დღეს შექმნეს(!?...). მოდით დავუბრუნდეთ არაფერს, მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში: დგას თუ არა ეს „არაფერი“ თავად ამ „შემოქმედ ღმერთზე“ მაღლა? დგას თუ არა ეს არაფერი ამ „ღმერთზე“ მაღლა თუ ღმერთმა ეს არაფერი კიდევ სხვა არაფრისგან შექმნა რათა ამ არაფრისგან შეექმნა რაღაცა ანუ სამყარო? ხვდებით მაინც რა აბსურდი და აბდაუბდა გამოდის?! ა?! დაბადების პირველ სტრიფში წერია: ץדאה חאו םימשה חאמיהלא אדבחישאדב, ინგლისურად ასეა: «B’rashith bara Elohim eth hashamayim v’eth h’areths, რუსულად ასეა: «из вечносуществующей Сущности Боги сформировали двойные небеса», „მარადიულად არსებული არსიდან (სუბსტანციიდან) ღმერთებმა (ელოჰიმებმა) წარმოქმნეს ორმაგი ცა“(„ბარაშიტ ბარა ელოხიმ ეთ ხაშამაიმ ვეთ ხარეთს“), სწორედაც რომ! ახლა კი მოდით დავაზუსტოთ, პლატონის ფილოსოფიაში უმაღლეს პირვალსაწყის არაფერს ანუ არარაობას ეწოდება - ნეონი რომელიც იგივეა რაც აგაფონი (უმაღლესი ღვთაებრივი სუბსტანცია), მაგრამ ეს არარაობა და არაფერი უბრალოდ არაფერი კი არ არის, არამედ ყოფიერების გარკვეულ ფორმას წარმოადგენს, ესაა არა უბრალოდ არაფერი, არამედ არაფერი როგორც უმაღლესი ღვთაებრივი სუბსტანცია, ყოფიერების უმაღლესი განზომილება, თუმცაღა არსებობს არაფრის კიდევ ერთი განსაზღვრება - უკონი, რაც ნიშნავს საერთოდ აბსოლუტურ არაფერსა და არარაობას, ამ ცნებას აბსოლუტურად შეესაბამება შუნიავადინი ბუდისტების - შუნიატა - აბსოლუტური არარაობა, არაფერი და სიცარიელე, ეს სიცარიელე არც არსებობს და არც არ არსებობს, არც არ არსებობს და არც არ არ არსებობს, არც ერთდროულად და არც ცალცალკე, არც ერთი, არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე განსაზღვრებები მას არ შეესაბამება, შუნიატა ესაა დადებითი ანუ პოზიტიური დასაბამი, არაფრის პოზიტიური განსაზღვრება. შუნია ესაა მუდმივი დასაბამი, ესაა აბსოლუტი - როგორც არაფერი, რამეთუ მის მიმართ ყოვლად გამოუსადეგარია ფენომენური, მიწიერი სამყაროს ყველა კატეგორია. ის არაფერი რომელსაც ადიდებენ შუნიავადინი მადხიამიკელი ბუდისტები და რომელზედაც საუბრობენ მართლმადიდებლები (და რომელზედაც სასხვათაშორისოდ, ბიბლიაში სიტყვაც არაა ნათქვამი!) იგივეა რაც სპინოზას სუბსტანცია, ჰერბერტ სპენსერის შეუცნობადი ძალა, ჰამილტონის უპირობო, შელინგის - ნეიტრუმი და კაბალისტების - ეინ სოფი, ეინ სოფი ნიშნავს - არაფერს, არარაობასა და სიცარიელეს, ისაა უზენაესი სუბსტანცია.

დჰარმული მოძღვრებებია: ინდუიზმი, ბუდიზმი, ჯაინიზმი, სიქჰიზმი, ლამაიზმი, დაოსიზმი, ტანტრიზმი, სინტოიზმი და ზოროასტრიზმი. დჰარმულ სწავლებებში ყველაფერი პირიქითაა. დჰარმულ მოძღვრებებში საერთოდ არანაირი მონოთეიზმი არ არსებობს. მათ ახასიათებთ მხოლოდ პანთეიზმი და გენოთეიზმი. პანთეიზმი – ესაა სწავლება იმის შესახებ, რომ მთელი ხილული მატერიალური სამყარო სულიერია. მის წიაღში არსებობს უხილავი და იმანენტური იმპერსონალური სულიერი სუბსტანცია, რომელიც წარმოადგენს ყოველგვარი მატერიალური ფენომენის, ნებისმიერი მატერიალური ელემენტის დედამატრიცას და პირველდასაბამს. უნივერსალური სული ითვლება ყოვლისმომცველად და ყოვლისგამჭოლად, უსაწყისოდ და უსასრულოდ, უქმნელად და მარადიულად. აღიარებულია სხვადასხვა ღვთაებრივი, ნახევრადღვთაებრივი, დემონური, ნახევრადდემონური და ადამიანური არსებების არსებობა, რომლებიც უნივერსალური სულის ემანაციებად, რადიაციებად ითვლებიან. ისინი წარმოადგენენ აგრეთვე მის ცოცხალ, ინდივიდუალურ, ავტონომიურ იპოსტასებს ანუ მოდუსებს, რომელთა რაოდენობა უსასრულოა. თავად მატერიალური კოსმოსი ითვლება ამ უზენაესი სულის საბოლოო ემანაციად და რადიაციად. გენოთეიზმი – ესაა მოძღვრება იმის შესახებ, რომ სამყაროში არსებული ყველა ღვთაება, უკლებლივ ყველა ღვთაებრივი არსება, რომელთა რაოდენობა განუსაზღვრელია და უსასრულო, კრებითი სახით, ჯამში, წარმოადგენს ერთ მთლიან, უსასრულო ღმერთს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჭეშმარიტი უსასრულო ღმერთი, ესაა სამყაროს ყველა მცირე ღვთაების, ყველა იპოსტასის უსასრულო და განუსაზღვრელი ერთობლიობა. ამ სწავლებით ნამდვილი ღმერთი, ესაა ღმერთების კოსმიური მირიადების კრებითი სახე და მათი კოლექტიური ცნობიერება, ინტელექტი და გონი. ამ სწავლებაში თითოეული ღვთაება, უმდაბლესით დაწყებული, უმაღლესით დამთავრებული, ეს არის ერთგვარი ასო-ფრაგმენტი ერთიანი და უსასრულო კოსმოსური ღმერთისა. ეს ორი იდეოლოგია არის დამახასიათებელი დჰარმული მოძღვრებებისათვის.

ზოგიერთ დჰარმულ სწავლებაში (მაგალითად ვიშნუიზმში, შივაიზმში, შაკტიზმში, ადვაიტავედანტაში, სარიშვარა იოგაში, ტანტრიზმსა და ზოროასტრიზმში) მიღებულია ერთი ან მრავალი ყოვლისშემძლე უფალი ღმერთის იდეა, ზოგიერთში კი (მაგალითისათვის ბუდიზმში, ლამაიზმში, დაოსიზმში და სინტოიზმში) – ეს უარყოფილია. ამაში იგულისხმება ის, რომ ზოგიერთი აღიარებს კონკრეტული ღვთაების ან ღვთაებათა სრულ მბრძანებლობას კარმაზე, ზოგი კი – არა და მიიჩნევს, რომ გარკვეულ არსებათა, ე.წ. გასხივოსნებულთა გარდა, ყველა, თვით ღმერთებიც კი კარმული ენერგიიის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან და რომ ხსნის მოპოვება მხოლოდ ადამიანის ფორმაში დაბადებით და ამ ფორმაში გასხივოსნების მდგომარეობამდე მისვლით შეიძლება.

დჰარმულ მოძღვრებებში უარყოფილია სამყაროს ერთჯერადი ქმნადობის აბრაამული იდეა და მიჩნეულია, რომ ჩვენს კოსმიურ რეალობამდე უზენაესი სულიდან ემანაციის გზით არაერთგზის წარმოქმნილან სხვადასხვა სამყაროები და ჩვენი მატერიალური კოსმოსის განადგურების შემდეგაც, მისი ენერგეტიკული ნამსხვრევებისაგან და აგრეთვე უზენაესი სულიდან გამოსხივებული ენერგიით კვლავ წარმოიქმნება განზომილებათა ახალი სისტემა და ასე გაგრძელდება უსასრულოდ. დჰარმულ რელიგიებში კოსმიური ყოფიერება შედგება დიდი და მცირე კოსმიური ციკლებისაგან. სხვადასხვა დჰარმულ სწავლებებში ყოფიერების ციკლების ანუ ერებისა და ეპოქების რაოდენობა ვარირებს. მაგ., ინდუიზმში ყოფიერება შედგება ორი ერისაგან, ესენია: კალპა – კოსმიური დღე, როდესაც არსებობს კოსმიური მატერია და პრალაია – კოსმიური ღამე, სრული სიცარიელის ერა, როდესაც არაფერი არსებობს გარდა იმპერსონალური უსასრულო სულისა – ბრაჰმანისა. თითოეული კალპა (ისევე როგორც პრალაია) შედგება ათასი მაჰა იუგასაგან ანუ „დიდი ეპოქისგან“, რომელთაგან თითოეული გრძელდება 17 280 000 წელიწადი. ხოლო თითოეული მაჰა იუგა შედგება 4 იუგასაგან ანუ ეპოქისაგან, რომელთაგან თითოეული გრძელდება 4 320 000 წელიწადი, ეს ოთხი ეპოქაა: სატია იუგა – სიკეთის ეპოქა, ტრეტა იუგა – სიკეთე დომინირებს, მაგრამ ბოროტება უკვე შემოპარულია, დვაპარა იუგა – სიკეთე და ბოროტება გათანაბრებულნი არიან და კალი იუგა – ბოროტების ეპოქა, როცა ბოროტება დომინირებს, სიკეთე კი უმცირესობაშია. თითოეული კალპა აგრეთვე იყოფა 14 მანვანტარად, თოთხმეტივე მანვანტარაში კაცობრიობას ჰყავს თავისი სულიერი წინამძღოლი – მანუ. თითოეულ მანვანტარაში შედის 71 მაჰა იუგა. ბუდიზმში კოსმიური ყოფიერება შედგება ოთხი ერისაგან, ესენია: ვივარტაკალპა – ემანაციისა და რადიაციის ანუ მატერიალურ განზომილებათა ვირტუალური პროექციის ერა, ვივარტასტხაიკალპა – მატერიალური კოსმოსის არსებობისა და ევოლუციის ერა, სამვარტაკალპა – ანიჰილაციისა და დეზინტეგრაციის ანუ კოსმიური მატერიისა და ენერგიის, დროისა და სივრცის სრული რღვევისა და გარდასახვის ერა და სამვარტასტხაიკალპა – სრული არარაობისა და სიცარიელის ერა, ერა, როდესაც მთელი მატერიალური კოსმოსი ადიბუდას, უზენაესი აბსოლუტის წიაღშია შთანთქმული. დჰარმულ მოძღვრებებში ხაზგასმულია ის, რომ არსებობს უამრავი მულტისამყარო, ხოლო თითოეულ მათგანში სიცოცხლის მრავალი ფორმაა. მაგ. ვედურ-ინდუისტური მოძღვრების თანახმად, თითოეულ მულტისამყაროს გააჩნია(აქვს) სიცოცხლის 8 400 000 ფორმა და აქედან 400 000 – ანთროპომორფული ანუ ადამიანურია.

ინდუისტურ სწავლებაში არსებობს მრავალი დენომინაცია, ესენია: შაკტიზმი, შივაიზმი, ვიშნუიზმი, ადვაიტა ვედანტა, დვაიტა ვედანტა, ვიშიშტა ადვაიტა ვედანტა, შუდხა ადვაიტა ვედანტა, დვაიტ ადვაიტა ვედანტა, გაუდია–ვაიშნავიზმი, ნიაია, ვაიშიშეკა, სანკხია, მიმანსა და იოგა. შაკტიზმი ეს არის ფილოსოფია, რომელიც უზენაეს ღვთაებად მიიჩნევს, დედაქალღმერთ შაკტის, რომელსაც უსასრულოდ მრავალი იპოსტასები, ემანაციები და გამოვლინებები გააჩნია, მას აქვს უამრავი ფორმა და ვლინდება სხვადასხვა სახით. შივაიზმი ეს არის ფილოსოფია, რომელიც უზენაეს ღვთაებად მიიჩნევს, მამაღმერთ – შივას, შივას აქვს უამრავი ემანაცია და იპოსტასი, ვლინდება მრავალი ფორმით და გააჩნია ათასობით სახელი. ვიშნუიზმი არის ფილოსოფია, რომლის თანახმადაც, უზენაესი ღვთაება არის ვიშნუ, ვიშნუს გააჩნია უამრავი ემანაცია და იპოსტასი, ვლინდება მრავალი ფორმითა და სახელით. ადვაიტა ესაა არადუალისტური ფილოსოფია, პანთეისტური იდეალისტური და გენოთეისტური მონიზმი. დვაიტა ესაა დუალისტური დიალექტიკური თეისტური იდეალიზმი. ვიშიშტა ადვაიტა წარმოადგენს შეზღუდულ პანთეისტურ და გენოთეისტურ იდეალისტურ მონისტურ თეიზმს. შუდხა ადვაიტა წარმოადგენს აბსოლუტურ სუფთა მონიზმს. დვაიტ ადვაიტა ესაა დიალექტიკური იდეალისტური დუალისტურ–არადუალისტური გენოთეიზმი. გაუდია–ვაიშნავიზმი წარმოადგენს სუპერპერსონალისტურ იდეალისტურ თეიზმს. ნიაია ფილოსოფია ესაა ლოგიკური რეალიზმი, ხოლო ვაიშეშიკას სწავლება ესაა ატომისტური იდეალისტური პლურალიზმი. სანკხიას მოძღვრება ეს არის ათეისტური დიალექტიკური იდეალისტური რეალიზმი. მიმანსა წარმოადგენს მისტიკურ პოლითეიზმს. იოგას სწავლება წარმოადგენს გენოთეისტურ სუპერპერსონალისტურ იდეალიზმს. ინდუისტური მოძღვრების დენომინაციების უმეტესობაში ერთადერთ ჭეშმარიტ რეალობად ითვლება სული ანუ ატმანი, ხოლო მატერია სხვა არაფერია თუ არა ვირტუალური ილუზორული პროექცია. „ატმანი არის უზნაესი სინათლე, ხოლო მაია - დიადი წყვდიადი“ წერია პაშუპატა ბრაჰმა უპანიშადაში, ინდუისტურ წმინდა ტრაქტატში, რას ნიშნავს ეს“? იმას, რომ სინათლე ესაა სულიერი ღვთაება, აბსოლუტი თავისი იპოსტასებით, ხოლო სიბნელე არის ილუზია ატმანის იპოსტასების წარმოსახვაში გაჩენილი. ჭეშმარიტი რეალობა არის მხოლოდ ღმერთი, სხვა არაფერი, ესე იგი არ არსებობს არაფერი ღმერთის გარდა. არის სამყაროული ღვთაების ორი მხარე, ორი პლანი - სუბიექტური და ობიექტური, გამოუვლენელი და გამოვლენილი, გამოვლენილი ღვთაება არის - ნირგუნა ბრაჰმანი, ხოლო გამოვლენილი ღვთაება - სარგუნა ბრაჰმანი, სარგუნა ბრაჰმანი ეს არის ღვთაებრივი იპოსტასების უსასრულო მირიადების უსასრულო ერთობლიობა, განსხვავებით მართლმადიდებელთაგან, რომლებიც ამტკიცებენ რომ ღმერთი შედგება მხოლოდ სამი იპოსტასისაგან, ეზოთერიკული სწავლებით ღმერთი, გამოვლენილი ღვთაება არის ცოცხალი იპოსტასების უსასრულო მირიადების უსასრულო ერთობლიობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ გამოვლენილ ღმერთში (უფალში) იპოსტასების რაოდენობა უსასრულოა, შეუზღუდავი. თითოეული კოსმიური სხეული, თითოეული ადამიანი, თითოეული ცოცხალი არსება, თითოეული ატომი თუ სუბატომი ესაა ცოცხალი მოაზროვნე სულიერი არსება-იპოსტასი. სამყაროში ყველაფერი სულიერია, ყოველივე. ღვთაებრივი ბუნება არის ყველაფერში, ისაა აბსოლუტური რეალობა, თითოეულ ცოცხალ არსებაში არის ღვთიური ძალის პოტენციალი. არსება რომელსაც გააჩნია მხოლოდ კაუზიური სხეული, არსებობს კაუზიურ პლანში და გააჩნია მარტო კაუზიური ცნობიერება - სუშუპტი, სუშუპტების ერთობლიობა არის იშვარა - კოლექტიური კაუზიური ცნობიერება, არსება რომელსაც აქვს ორი; კაუზიური (პრაჯნია)და ასტრალური (ტაიჯასა) სხეულები, არსებობს ერთდროულად ორ, კაუზიურ და ასტრალურ პლანში და აქვს ორნაირი ცნობიერება - კაუზიური და ასტრალური, ხოლო არსება რომელსაც გააჩნია სამი სხეული - კაუზიური, ასტრალური და ფიზიკური, არსებობს ერთდროულად სამ რეალობაში, კაუზიურში, ასტრალურსა და ფიზიკურში და ფლობს სამ ცნობიერებას - კაუზიურს (სუშუპტი), ასტრალურს (სვაპნა) და ფიზიკურს (ჯაგრატა). უნდა აღინიშნოს რომ „ყოფნა“ ეს არის არა უბრალოდ დროისა და სივრცის ერთ კონკრეტულ წერტილში მატერიალისტური გაგებით ყოფნა, არამედ რეალობის გაცნობიერება, უფრო ზუსტად საკუთარი თავის, საკუთარი არსების, საკუთარი გონებისა და ინტელექტის გაცნობიერება კონკრეტულ პლანში, კონკრეტულ განზომილებაში, თუ არსება საკუთარ თავს ვერ აცნობიერებს კონკრეტულ სამყაროში, მაგ. კაუზიურ სამყაროში, თუნდაც მისი კაუზიური სხეული იმყოფებოდეს კაუზიური სამყაროს წიაღში, მაინც არ ნიშნავს იმას რომ ეს არსება იქ იმყოფება, „მყოფობა“ ანუ „ყოფნა“ ნიშნავს საკუთარი არსების აღქმას კონკრეტულ რეალობაში, ამის გარეშე ვერ ითქმის, რომ არსება არის იმ კონკრეტულ სამყაროში, რომელშიც ის საკუთარ თავს ვერ აცნობიერებს და რომელსაც ვერც ხედავს. ინდუისტური მოძღვრების თანახმად, უნივერსალურ ღვთაებას გააჩნია ორი მთავარი ასპექტი, გამოუვლენელი (პოტენციური, ლატენტური) ასპექტი და გამოვლენილი (კინეტიკური) ასპექტი. კოსმიური ღმერთის გამოუვლენელი ასპექტი, ეს არის ნირგუნა ბრაჰმანი – ლატენტური აბსოლუტური სული, მარადიული ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო კოსმიური ოკეანე. ნირგუნა ბრაჰმანი არის, უქმნელი და უსაწყისო, არადიფერენცირებული, არადეტერმინირებული და არადისკრეტული ცნობიერების თავდაპირველი მატრიცა – ნირ ვიშეშა ჩიტ მატრა. ნირგუნა ბრაჰმანი ესაა, ღვთაება თვისებებისა და ატრიბუტების გარეშე. უნივერსალური ღმერთის გამოუვლენელი ასპექტი წარმოადგენს სუფთა ცნობიერებას, შემზღუდავი მატერიალური დანამატების გარეშე (ჩაიტანია, ნირ უპადხიკა ბრაჰმანი). უმაღლეს აბსოლუტურ სულს გააჩნია სამი სულიერი მახასიათებელი, სატ – მარადისობა, ჩიტ – ცნობიერება და ანანდა – ნეტარება. გამოვლენილი ასპექტი ეს არის სარგუნა ბრაჰმანი – ღვთაება რომელიც ფლობს თვისებებსა და ატრიბუტებს, სხვა გაგებით იგია ღვთაებრივი არსებების უსასრულო მირიადების უსასრულო ერთობლიობა და კრებითი სახე. სარგუნა ბრაჰმანი არის იშვარა ანუ მატერიალური კოსმოსის უფალი, მას აგრეთვე ეწოდება სა ვიშეშა ჩიტ მატრა, რაც ნიშნავს ცნობიერების დიფერენცირებულ მატრიცას, ცნობიერებას შინაგანი განსხვავებებით, გამოვლენილ ცნობიერებას, კინეტიკურ ცნობიერებას. თუ სა ვიშეშა ჩიტ მატრა ესაა გამოვლენილი ცნობიერების დიფერენცირებულ მატრიცას, მაშინ კოსმიური ღმერთის ლატენტური ანუ გამოუვლენელი, მთვლემარე ასპექტი არის ნირ ვიშეშა ჩიტ მატრა ანუ არადიფერენცირებული ცნობიერების მატრიცა, არადიფერენცირებული აბსოლუტური ცნობიერება დროისა და სივრცის მიღმა. ინდუისტური მოძღვრების მრავალ დენომინაციაში (მაგ. სანკხია, შაკტიზმი და ა.შ.) არსებობს ე.წ. პრაკრიტის იდეა, პრაკრიტი ანუ იგივე პარამაშაკტი ესაა აბსოლუტური ენერგია, აბსოლუტური ძალა, მატერიალური ყოფიერების, მატერიალური კოსმოსის პროტოუნივერსალური დედამატრიცა. პრაკრიტის ანუ პარამაშაკტის გააჩნია სამი იპოსტასი, სამი მოდუსი: რაჯასი – ემანაცია და რადიაცია, სატვა – ევოლუცია და ტამასი – ანიჰილაცია და დეზინტეგრაცია. მატერიალური კოსმოსის განზომილებათა წარმოშობამდე ეს მოდუსები სრულ წონასწორობაში იმყოფებიან, მაგრამ რაღაც მომენტში პრაკრიტისა და ბრაჰმანის ანუ პურუშას – აბსოლუტურ სულიერ ცნობიერებას შორის მძლავრი კონვერგენციის და სინერგიის შედეგად წონასწორობა ირღვევა და პრაკრიტის წიაღიდან ხდება ე.წ. ტატვების – ყოფიერების ელემენტების ემანაცია (გამოყოფა) და რადიაცია (გამოსხივება), საბოლოოდ ასე წარმოიშობა ფიზიკური კოსმოსი, უმდაბლესი მატერიალური განზომილება და ღვთაებათა და ცოცხალ არსებათა (ჯივების) უსასრულო მირიადები. როგორც უკვე გახდა ცნობილი, სარგუნა ბრაჰმანი ესაა უნივერსალური ღვთაების კინეტიკური და დინამიური, გამოვლენილი ასპექტი, რომელსაც აგრეთვე ეწოდება სა ვიშეშა ჩიტ მატრა ანუ ცნობიერების გამოვლენილი, დიფერენცირებული მატრიცა. თავად სარგუნა ბრაჰმანი შედგება ექვსი უმაღლესი იპოსტასისაგან ანუ მოდუსისაგან, სარგუნა ბრაჰმანი წარმოადგენს სამი მამრობით–მდედრობითი დიადის ერთობლიობას, ამაზე შაკტისტურ და შივაიტურ სწავლებებში ხაზია გასმული, თუმცაღა სხვა მიმდინარეობებშიც არის ამაზე საუბარი, მაგრამ შივაიზმსა და შაკტიზმში ამ იდეას ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მათ თანახმად ყოფიერებას გააჩნია ორი უნივერსალური პირველდასაბამი, პარამაშივა – ლატენტური აბსოლუტური სული, მარადიული ღვთაებრივი ცნობიერების უსასრულო კოსმიური ოკეანე, არადიფერენცირებული ცნობიერების მატრიცა, არადიფერენცირებული აბსოლუტური ცნობიერება დროისა და სივრცის მიღმა, სამყაროს პირველმამა და პარამაშაკტი ანუ პრაკრიტი – აბსოლუტური ენერგია, აბსოლუტური ძალა, მატერიალური ყოფიერების, მატერიალური კოსმოსის პროტოუნივერსალური დედამატრიცა, ღვთაებრივი ენერგიის უსასრულო ოკეანე, ზემოთხსენებული ექვსი უმაღლესი იპოსტასი, სინამდვილეში წარმოადგენენ, ამ ორი უზენაესი საწყისის ემანაციურ და რადიაციურ იპოსტასებს ანუ მოდუსებს, რომელთაგან თითოეული მამრობითი იპოსტასი და თითოეული მდედრობითი იპოსტასი განასახიერებს სამი მოდუსიდან ანუ გუნადან; რაჯასიდან, სატვადან და ტამასიდან ერთერთს. შივაიტური და შაკტისტური სწავლებების თანახმად არსებობს შაკტის 64 და შივას 76 ძირითადი იპოსტასი, თუმცაღა მათი საერთო რაოდენობა უსასრულოა და განუსაზღვრელი. უზენაესი შაკტის სამი უმაღლესი ემანაციური გამოვლინება ესენია: მაჰასარასვატი იგივე ჯნანაშაკტი – ემანაციისა და რადიაციის ქალღმერთი, მეცნიერებისა და ხელოვნების ქალღმერთი, ცოდნისა და ხელოვნების შაკტი, რომელიც განასახიერებს რაჯასის იპოსტასს, მაჰალაკშმი იგივე იჩხაშაკტი – ევოლუციის ქალღმერთი, სიყვარულისა და ჰარმონიის ქალღმერთი, ნებისყოფის შაკტი, სატვას მოდუსის განსახიერება და ბოლოს მაჰაკალი იგივე კრიაშაკტი – ანიჰილაციისა და დეზინტეგრაციის ანუ განადგურების ქალღმერთი, სივდილისა და კვლავაღორძიების ქალღმერთი, აზრის შაკტი, განმასახიერებელი ტამასის მოდუსისა. უზენაეს შივას გააჩნია აგრეთვე სამი ემანაციური გამოვლინება, ესენია: იშვარა ბრაჰმა – რადიაციისა და ემანაციის ღმერთი, მეცნიერებისა და ხელოვნების ღმერთი, განმასახიერებელი რაჯასის მოდუსისა, იშვარა ვიშნუ ნარაიანა – ევოლუციის ღმერთი, სიყვარულისა და ჰარმონიის უფალი, რომელიც განასახიერებს სატვას მოდუსს და ბოლოს მაჰეშვარა შივა–რუდრა – ანიჰილაციისა და დეზინტეგრაციის ღმერთი, სიკვდილისა და კვლავდაბადების ღმერთი, სულიერი ხსნისა და ნეტარების – ნირვანას მომნიჭებელი, ტამასის მოდუსის განსახიერება. ბრაჰმა და სარასვატი, ვიშნუ და ლაკშმი, შივა და კალი, ადგენენ სამ დიადას.

სარვაშაკტის ანუ პარავაკს გააჩნია მარად ქალური ღვთაებრივი იპოსტასების უსასრულო რაოდენობა, ესენია; - მაჰასარასვატი, მაჰალაკშმი, მაჰაკალი, მაჰეშვარი, მაჰაშაკტი, კუმარიკა, ტრიმურტი, კალიანი, როხინი (აღმავლობა), კალიკა, ჩანდიკა (მრისხანე დედა), დურგა, სუბჰადრა და ა.შ. ზემოხსენებული მაჰაკალი არის ერთერთი კალის ათი ღვთაებრივი ფორმიდან, ეს იპოსტასებია: - ადიკალი(ანუ დაკშინაკალი), მაჰაკალი, ნიტიაკალი, რაკშაკალი, სმასანაკალი, შიამაკალი, დჰანაკალი, კალაკალი, კამაკალაკალი და ბჰადრაკალი . თითოეული მათგანი ესაა ერთი და იგივე სულიერი ცნობიერების, ერთი და იგივე არადიფერენცირებული სულიერი ინდივიდუალობის ათი სხვადასხვა (თუმცაღა თითქმის იდენტური ამავდროულად) ასპექტი, იპოსტასი, მოდუსი, მოდიფიკაცია, ფორმა, განსხეულება კაუზიურ, ასტრალურ და ფიზიკურ დონეებზე, კოსმიური ენერგიის ათი ღვთაებრივი ფორმა. ადიკალი ანუ დაკშინაკალი საკუთარ ღვთაებრივ არსებაში შეიცავს ათ მაჰავიდიას ანუ ღვთაებრივი ცოდნის ათ მეტაფიზიკურ სუპრაინდივიდუალურ იპოსტასს, ესენია: - ტრიპურასუნდარი, ბჰუვანიშვარი, ტრიპურაბჰაირავი, ჩინამასტა, დჰუმავატი, ბაგალამუკხი, ბალა, მატანგი, კამალა და ტარა. არსებობენ ერთიანი პარაშაკტის, სარვადევის უსასრულო ფორმები და იპოსტასები, არსებობს შაკტის სამოცდაოთხი ფორმა, კალის ათი ფორმა, დურგას ცხრა ფორმა, პარვატის აგრეთვე ცხრა ფორმა, ლაკშმის რვა ფორმა, სარასვატის ცხრა ფორმა და ასე შემდეგ. თითოეულ სტიქიას გააჩნია საკუთარი შაკტი, საკუთარი ქალღმერთი. ლაკშმის რვა ფორმა ანუ ენერგეტიკული ტრანსპერსონალური იპოსტასებია: დჰანა ლაკშმი, ვეერა ლაკშმი, გაჯა ლაკშმი, სანტჰანა ლაკშმი, დჰანია ლაკშმი, ვიჯაია ლაკშმი, აიშვარია ლაკშმი და ადხი ლაკშმი. დურგას ცხრა ტრანსპერსონალური ენერგეტიკული იპოსტასებია: კატიიანი, კუშმანდა, სიდხიდატრი, ჩანდიკა-კალი, ჩანდრაგხანტა, ვინდხეშვარი, ჩამუნდა, სანტოში-მა და მარიამანი.

„ღმერთის წიაღიდან მაიას ძალით სამყაროს ევოლუციის სამი სტადია:

განვიხილეთ რა სამყაროს შექმნის პროცესი, ჩვენ დავინახეთ რომ ადვაიტას მიმდევრები ბრაჰმანის წიაღიდან სამყაროს ილუზორულ ევოლუციას მაიას ძალით განიხილავენ როგორც ნატიფის საგნობრივად ხილვადი გარდასახვის პროცესს. ევოლუციის ამ პროცესში თესლიდან მცენარის აღმოცენების მსგავსად განიხილავენ სამ სტადიას: არადიფერენცირებული - თესლი, ჩანასახი (კაუზალური სტადია); სუსტად დიფერენცირებული (ასტრალური) - თესლის აღმოცენება; მთლიანად დიფერენცირებული (ფიზიკური) - მცენარე. ბრაჰმანზე როგორც უცვლელ რეალობაზე რაღათქმაუნდა არ შეიძლება ითქვას რომ ის ევოლუციას განიცდის. ყოველგვარი ევოლუცია და შესაბამისად ცვლილება განეკუთვნება მაიას (ილუზიას). მაია - ესაა შემოქმედებითი ძალა (შემოქმედებითი ილუზია), რომელიც დასაწყისში არის გამოუვლენელი (ავიაკტა), შემდეგ დიფერენცირდება ნატიფ ობიექტებში და საბოლოოდ საგნობრივ ნივთიერ ობიექტებად. ბრაჰმანი როგორც არადიფერენცირებული მაიას მფლობელი, იწოდება - იშვარად (ანუ იშად) და ითვლება ყოვლისმცოდნედ და ყოვლისშემძლედ. ესაა სწავლება, რეალურ შემოქმედებამდე არსებული ღმერთის შესახებ, რომელიც ფლობს შემოქმედებით ძალას . ბრაჰმანი რომელსაც გააჩნია სუსტად ნატიფად დიფერენცირებული მაია, ეწოდება - ხირანიაგარბჰა (აგრეთვე სუტრატმა ან პრანა). ამ შემთხვევაში ღმერთი იქნებოდა ყველა ნატიფი ობიექტის ერთობლიობა. ბრაჰმანი რომელიც ფლობს კიდევ უფრო ძლიერად დიფერენცირებულ მაიას, ნივთიერ შეგრძნობად ფიზიკურ საგნებში - ეწოდება ვაიშვანარა ანუ ვირაჯი იგივე ვაირატი. ამ გაგებით ღმერთი არის ყველა ფიზიკური ობიექტის ერთობლიობა, მთელი გარემომცველი სამყაროსი, ყველა ინდივიდის (ჯივების) ჩათვლით. ზოგჯერ ევოლუციის ამ თანდათანობით პროცესს ადარებენ ინდივიდის ცხოვრების სამ სტადიას: ღრმა ძილს, ჩვეულებრივ ძილს და სიფხიზლეს. იშვარა - ესაა ღმერთი ღრმა ძილში, ხირანიაგარბჰა - ჩვეულებრივ ძილში, ხოლო ვაიშვანარა - ღმერთი სრული ფიზიკური სიფხიზლის მდგომარეობაში. უნდა აღინიშნოს რომ სიტყვა იშვარა ამ კონტექსტში გამოიყენება ვიწრო გაგებით, მიეწერება რა ის მარტო პირველ სტადიას, მაშინ როდესაც ამ სიტყვით აღნიშნავენ ღმერთის ანუ ბრაჰმანის იმანენტურ ასპექტს მთლიანობაში ანუ ბრაჰმანისა რომელიც დაკავშირებულია თავის უპადხებთან ყველა სტადიაზე. ღმერთის ეს სამი იმანენტური ასპექტი სამყაროს შემოქმედებასთან მიმართებაში, მის ტრანსცენდენტურ ასპექტთან ერთად, რომელიც ყოველგვარ მსგავს კავშირთა მიღმა იმყოფება, შეადგენენ ბრაჰმანის ოთხ შესაძლო ასპექტს: სუფთა ცნობიერება-ყოფიერება (პარაბრაჰმან), იშვარა, ხირანიაგარბჰა და ვაიშვანარა. თუმცაღა ისინი როგორც წესი აღმოჩინებისა და გამოვლინების თანმიმდევრულ სტადიებად ითვლებიან, თუმცაღა ამასთან მათი განხილვა შეიძლება როგორც ერთდროულად არსებულთა. რამეთუ სუფთა ცნობიერება (ჩაიტანია) არსებობს მარადიულად, მაშინაც კი, როდესაც ის ევოლუციონირებადად გვეჩვენება; ზუსტად ასევე და ამგვარად მისი ნატიფი გამოვლინებები (მაგ. ინტელეტი, მანასი, ნატიფი გრძნობები, გრძნობათა ორგანოები და მოტორული ორგანოები) განაგრძობენ არსებობას ნივთიერი გამოვლინებების გაჩენასთან ერთად. შანკარა არ ანიჭებს რაიმე სერიოზულ მნიშვნელობას შემოქმედების სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო სურათებს და მეტაფორებს მათი გამყარებისათვის, თუმცა ის მაინც ცდილობს ახსნას ისინი ისე როგორც ისინი გვხვდებიან სხვადასხვა წმინდა ტექსტებში, ცდილობს რა ერთნი გაამართლოს, ხოლო სხვანი უარყოს.

სამყაროსთან მიმართებასი ადამიანის წინაშე დგას ორი პრობლემა. ერთი მდგომარეობს შემდეგში: როგორია პირველყოფილი ფუძე-დასაბამი, სუბსტანცია თუ რეალობა, მსოფლიოს მიერ ლოგიკურად შემოთავაზებული? სხვა პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: რატომ და როგორ ჩნდება მსოფლიო იმისგან რაც პირველადად ითვლება? პირველი პრობლემის გადაჭრა აშკარად ფილოსოფიის პირველი მნიშვნელობის საქმეა. შანკარა, სპინოზა, შოპენჰაუერი, ბრედლი და მსოფლიოს ფილოსფოსთა უმრავლესობამ სწორედ ამ პრობლემას მიუძღვნეს ცხოვრება. ისინი იწყებდნენ ფაქტების სამყაროდან, მიღებულებს გამოდცილებით, კრიტიკულად აანალიზებდნენ და ცდილობდნენ აღმოეჩინათ ის, რაც მათ მიერ ლოგიკურად უკვე იყო ნავარაუდევი. აქ მთავარი ინსტრუმენტის როლს თამაშობდა აზროვნება, ლოგიკა. ჩვენ უკვე ვნახეთ, თუ როგორ აღმოაჩინა შანკარამ სუფთა ყოფიერება და ცნობიერება როგორც ერთადერთი და პირველყოფილი რეალობა. მეორე პრობლემის გადაჭრა - მითოლოგიისა, რომელიც ღმერთის (ან რომელიმე სხვა პირველსაწყისის) წიაღიდან გამომდინარეობს და გვაწვდის ფანტასტიკურ აღწერას, რატომ და რა გზით იქნა შექმნილი სამყარო. აქ მთაბარ მეთოდს წარმოადგენს წარმოსახვა და მითოლოგიისაგან არავინ არ უნდა ელოდოს ლოგიკურ სიზუსტეს. როგორც წმინდა ტექსტები და მთელი მსოფლიოს ლეგენდები გვაჩვენებენ, სამყაროს მითოლოგიური ახსნა განმარტება ადამიანური გონებისათვის ყოველთვის გართობა მთელი მსოფლიოს ქვეყნებში. ზოგჯერ მითოლოგია გადაჯვარედინდება ფილოსოფიურ თვალსაზრისთან. მაგრამ ყველა დიდი ფილოსოფოსი გაურბოდა მითოლოგიურ ახსნა განმარტებებს.

სპინოზას ფილოსოფიის ბანალური კრიტიკა, რომლის მიხედვითაც სუბსტანციის მისეული გაგება წარმოადგენს ლომის ბუნაგს, სადაც შესვლა შესაძლოა, ხოლო გამოსვლა არა, ეყრდნობა სწორედ ამ ფაქტს, თუმცაღა მისი მომხრენი ხედავენ ფილოსოფიის პირველივე საკითხის არასწორ გაგებას. გრინი და ბრედლი გულახდილად აღიარებენ რომ ფილოსოფიას არ შეუძლია სამყაროს შექმნის ახსნა. ასევე უდგება შანკარა მონათხრობებს სამყაროს შექმნის შესახებ, რომელნიც ასახულნი არიან სხვადასხვა წმინდა ტექსტებში, არა იმ სერიოზულობით, რომლითაც ის ცდილობდა ბრაჰმანის რეალურობის დამტკიცებასა და დადგენას, როგორც მსოფლიოს პირველყოფილი დასაბამისა და ფესვისა ან გამოეხატა წინააღმდეგობრივი ცვალებადი და ნაწილაკობრივი სასრული სახეობები არსებობისა. შანკარასათვის სამყაროს შემოქმედების აღწერა ჭეშმარიტია მხოლოდ და მხოლოდ შედარებით უფრო დაბალი თვალსაზრისით (ვიავახარიკა-დრიშტი).

შანკარას სწავლება მე-ს, დამოკიდებულების და განთავისუფლების შესახებ.

მე (self) აბსოლუტურად იდენტურია ბრაჰმანისა:

ჩვენ უკვე დავინახეთ რომ შანკარა მიყვება აბსოლუტურ მონიზმს, ადვაიტას. ყობელგვარი განსხვავება თავად ობიექტებს შორის, სუბიექტსა და ობიექტს შორის და აგრეთვე ადამიანურ მე-სა და ღმერთს (აბსოლუტს) შორის წარმოადგენენ მაიას ილუზორულ ქმნილებებს. შანკარა დაჟინებით ამტკიცებს ყველასა და ყველაფრის აბსოლუტურ იდენტურობას, ყოველგვარი „რეალური“ განსხვავებების ე.ი. დიფერენციაციების გარეშე და ცდილობს ლოგიკურად მიყვეს ამ კონცეფციას ყველა საკითხში. ამიტომაც ის უდავოდ აღიარებს ადამიანური სულისა და ღმერთის იდენტურობას როგორც აზრს, რომელიც არაერთხელ და არაერთგზის გამოთქმულა უპანიშადებში. შანკარა, თავის ერთერთ კომენტარში წერს: „ბრაჰმანის შემეცნება ანუ მატერიალური სამყაროსაგან სრული თვითგანდგომის ფსიქიკური მდგომარეობა, სულიერი აბსოლუტის, ბრაჰმანის, ღმერთის, უტამა პურუშას, სამყაროს პირველყოფილი პრინციპის სიღრმეში გასხივოსნებულ შეჭრასთან ერთად, არის უცილობელი და კატეგორიული წინაპირობა ადამიანის სულიერი არსების, სანსარიკული არსებობის ციხიდან განთავისუფლებისა. ამისათვის ინდივიდუუმმა (ჯივატმანმა) საღად და ჯანსაღად უნდა გააცნობიეროს, მთელი უვარგისობა და უსაფუძვლობა უხეში სხეულებრივ გარსში, უღიმღამო და ბნელი „ჭის“ როგორც ციხის წიაღში, ტანჯული არსებობისა და გამოავლინოს ჭეშმარიტი და გულახდილი, დაჟინებითი, ბეჯითი მიზანსწრაფულობა სულიერი გასხივოსნების მოპოვებისა, ღმერთის, უმაღლესი რეალობის შემეცნებისა. ღვთის, ბრაჰმანის შემეცნების წყურვილი, უნდა იყოს ტოტალური, რომელიც არ აღიარებს არანაირ ბარიერებს და წინაღობებს. მაგრამ ტოტალური სურვილი ღვთაებრიობის ნექტარში ჩაძირვისა ადამიანში არ აგიზგიზდება იქამდე სანამ, მისი გონება (მანას-ბუდჰი) არ იქნება განწმენდილი მატერიალური კარმული კავშირებისაგან, ანუ უხეში და ნატიფი ანაბეჭდებისაგან (სამსკარებისა და ვასანებისგან) ბოროტი, ცუდი, ცოდვილი აზრებისაგან, სიტყვებისა და საქმეებისგან. სანამ ადამიანი იმყოფება და იმართება მრისხანების, ვნების, შურის და ა.შ. მიერ, რომლებიც გონებაში ჩნდებიან გონებაში დაგროვილი ნეგატიური ტენდენციების არსებობის რეზულტატში, სანამ ის არ გამოიჩენს მისწრაფებას პარაბრაჰმანის ჭეშმარიტების შეცნობისა და უმაღლესი არაკონცეპტუალური ცოდნა (პრაჯნია) არ გაბრწყინდება მის გონებაში. ამიტომაც ასკეტური პრაქტიკა (იამა და ნიამა), იოგინური ვარჯიში და კარმაიოგის აღსრულება წარმოადგენენ აუცილებელ წინაპირობებს სანსარიკულ ჭაობში მძინარე ადამიანური გონების გამოღვიძებისათვის. მიაღწევს რა გასხივოსნებას, ნირვანას და ბრაჰმანში საბოლოო განმტკიცებას, ადამიანი თავად ღმერთი ხდება, რომელიც ფლობსთავისუფალ ნებას აკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება. მაგრამ იმდენად რამდენადაც გასხივოსნებულს, ბრაჰმანის შემცნობს არ გააჩნია რაიმე ნაირი ეგოისტური, ანგარებიანი სურვილი, ყველა უმდაბლესი ცხოველური ინსტინქტებისგან განთავისუფლების გამო, მაშინ ის ცდილობს დაეხმაროს სხვა ადამიანებს, რათა ისინიც განთავისუფლდნენ სანსარიკული მონობისაგან. ის მოწყალების გამო, გადასცემს მათ ადვაიტას ცოდნას და ასე და ამგვარად იღწვის საყოველთაო კეთილდღეობისათვის. კონტრარგუმენტი: მაგრამ სამსარა ხომ შეიძლენა იქნეს განადგურებული ჭეშმარიტი ცოდნით (ჯნანათი) მარტო იმ შემთხვევაში, თუ ეს სამსარა (სანსარა) - მარტო ილუზიაა, ცრუ ხილვადობა, დროებითი ჰალუცინაცია, - და მხოლოდ ამ შემთხვევაში გასხივოსნება შეიძლება გახდეს უკვდავების მიზეზი. მაგრამ ეს ასე არაა, რამეთუ სანსარა უშუალოდ აღიქმება და იგრძნობა და ჩანს რომ მას არ გააჩნია არც საწყისი და არც სასრული. როგორ უნდა შეწყდეს იგი თუ თავად აღიარებთ რომ კარმა (სანსარიკული განპირობებულობა ინდივიდისა) უსაწყისოა და შესაბამისად უსასრულო; ალოგიკურია მას მიეწეროს დასრულებადობა, იმას რაც უსაწყისოა? და არაა არანაერი შესაძლებლობა დამტკიცებისა, რომ ჯივატმას დამოკიდებულობა სხეულზე - ადხიასას, ჩანაცვლების (სუპერიმპოზიციის), იმდენად რამდენადაც ატმან-ბრაჰმან-პურუშას ბუნება სრულებით აბსოლუტურად განსხვავებულია ყველაფერი დანარჩენისაგან (მატერიისაგან, პრაკრიტისგან) იმის გამო რომ ატმანი - ესაა სუფთა (დაუბინძურებელი და უმინარევო) სუბიექტი, შემეცნებადი როგორც „მე ვარ მე“. მისი მსგავსი არ არსებობს. ვედანტისტის პასუხი: თქვენ მართალი ხართ, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომლის სიღრმისეული გაანალიზებაც აუცილებელია, - მარტივი გადაჭრა საკითხისა აქ არ არის. ეს სინამდვილეში გადაუდებელი და მდიდარი საკითხია, რომელიც სასწრაფო განხილვას საჭიროებს, რამეთუ „სიკვდილი არგკითხავს მოვიდეს თუ არა შენთან“. მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ვერავინ დაიწყებს იმის მტკიცებას რომსამსარა რეალურია მარტო იმიტომ, რომ ის გრძნობათა ორგანოიბის მიერ შეიგრძნობა; და ჭეშმარიტება და ტყუილი სრულებითაც შეიძლება იყვნენ შეგრძნებადნი (ინდრიების - გრძნობათა ორგანოების) მეშვეობით. არარსებული გველი, მაგ. ვადებთ რა შეშინებულ ფანტაზიას თოკზე, გარკვეულ დრომდე სწორედ ასეთ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე, როგორც ნამდვილი და ჩვენ ვხედავთ, რომ შეშფოთებული წარმოსახვის ილუზორულ პროდუქტსაც კი შეუძლია ადამიანის მიყვანა სასიკვდილო შოკამდე, თუ ეს ილუზია არ იქნება რეალობის ცოდნით გაფანტული. ამიტომაც მატერიალური სამყარო და ადამიანის უხეში მკვეთრად დიფერენცირებული სხეული წარმოადგენენ ფიქტიურ პროდუქტებს არარსებული ილუზია-მაიისა, შესაძლოა ოგვეცვენოს რეალურებად (სატ) ცნობიერებისათვის, რომელიც უმეცრებითაა გარემოცული, უფრო ზუსტად ცრუ ცოდნით (მიტხია ჯნანათი). შემდეგ, სანსარა, არ შეიძლება იყოს რეალური მისი ლიკვიდაცია-შეწყვეტის შეუძლებლობის გამო, რამეთუ შრუტის და სმრიტის (წმინდა წერილის, შასტრების) თვალსაზრისით სანსარა შეიძლება გადალახულ იქნეს, ბრაჰმანის გაცნობიერებით და ადამიანის უმაღლეს სავანეში - ნირვანაში გადანაცვლებით. ასევე მიზეზობრიობის (კაუზალურობის) სანსარას ბორბალის შეწყვეტა, გუნების ვიბრაციული მოძრაობის შეჩერება სრულებით შესაძლებელია; თუ სამყაროს შემოქმედებითი საწყისი - ესაა სპონტანური იმპულსი (სპანდა) მიზეზობრივ სუბსტანციაში (პრანაში), მაშინ ამ იმპულსის ჩაქრობა შესაძლებელია, უკიდურეს შემთხვევაში, იმდენად რამდენადაც მისი ახალი აქტივობა. ჩვენ კი, მაგალითისათვისა, მონიყვანთ ციტატას შრუტიდან, რომლებიც აჩვენებენ რომ მატერიალური სამყარო არარეალურია, რომ ის მხოლოდ ავიდია მაიათი არის წარმოშობილი:

„მარტო ერთიანი ბრაჰმანია რეალური, ხოლო ყველაფერი სხვა ცრუა“, „მასში არაა რაიმენაირი დიფერენცირებულობა, დაყოფადობა“, „ის შეიძლება იქნეს შემეცნებული ერთიანი მთლიანის ერთგვაროვან არადუალისტურ ფორმაში“(ბრიხადარანიაკა უპანიშადა).“ იქ - აბსოლუტური ერთობაა“ (იშა უპანიშადა). „ყოველგვარი დუალიზმი ილუზორულია“ (მანდუკია კარიკა). „არ არსებობს არაფერი სხვა, განცალკევებული მისგან (ბრაჰმანისგან)“ (ბრიხადარანიაკა უპანიშადა). ასე როგორ? რამეთუ თუ ის შეცნობილია, აღარ რჩება არაფერი რისი შეცნობაც აუცილებელი იქნებოდა!“ (შვეტშვატარა უპანიშადა). „ ბრაჰმანი მარტო ერთია მეორის გარეშე“, „ ყველა ცვლილებისა და ტრანსფორმაციის დასაბამში ძევს ხმა, მეტყველება და ყველა ცვლილება მარტო სიტყვაა, რომელსაც არ გააჩნია რეალური შემცველობა“ (ჩხანდოგია უპანიშადა). „იცოდე რომ ეს მატერიალური სამყარო მაიაა“, „მაიას მეუფე იგონებს და ქმნის ამ სამყაროს“ (შვეტაშვატარა უპანიშადა). „მაიას ზეგავლენის გამო ერთიანი მეუფე, გვეჩვენება მრავლად“ (ბრიხადარანიაკა უპანიშადა).

სხეული არარეალურია:

ადამიანი შედგება სულისა და სხეულისაგან. მაგრამ ჩვენს მიერ აღქმადი სხეული და მატერიალური ობიექტები მარტო ილუზორულ მოჩვენებითობას წარმოადგენენ. როდესაც ჩვენ გავაცნობიერებთ ამას მაშინ ერთადერთ რეალობად დარჩება ცოცხალი სული, რომელიც სხვა არაფეია თუ არა ღმერთი. გამონათქვამი: „ესა ხარ - შენ; ტატ ტვამ ასი“ ნიშნავს ადამიანური სულისა და ღმერთის სრულ იდენტობას. მართალია თუმცაღა, თუ ჩვენ „შენ-ად“ემპირიულ ინდივიდს მივიჩნევთ, შეზღუდულს და განპირობებულს თავისი სხეულით (უპადხი) და სიტყვა „ეს-ად“, მიღმიერ სულიერ რეალობას, მაშინ „შენ“ და „ეს“ არიქნებიან იდენტურები. აი რატომაა საჭირო რომ „შენ-ში“ უნდა ვიგულისხმოთ ადამიანის სუფთა სულიერი ცნობიერება, ხოლო „ეს-ად“ ღმერთის არსის შემდგენელი სუფთა ცნობიერება. (ადვაიტა) ვედაბტისტები მიუთითებენ ცნობიერებათა ამ სახეობების სრულ იდენტურობაზე. ეს შეიძლება გარკვეული იქნეს იდენტურობის განხილვით, რომელსაც ჩვენ გამოვთქვამთ, ვხედავთ რა დევადატტას მეორეჯერ, მაგ. როგორც: „ ეს - ის დევადატტაა“. პირობები რომლებშიც ადამიანი იმყოფებოდა გუშინ, რაღათქმაუნდა ვერ იქნებიან იმ პირობათა სრულად იდენტურნი რომლეშიც ადამიანი იმყოფება დღეს. შესაბამისად, ვერ იქნება იდენტურობა ერთი ადამიანისა რომელიც ერთ პირობებში იმყოფება და მეორე ადამიანისა რომელიც სულ სხვა პირობებშია. ჩვენ ვამტკიცებთ რომ ადამიანი სხვადასხვა ქრონალური დროებითი პირობების გათვალისწინების გარეშე უნდა იყოს ერთი და იგივე. ასევეა საქმე მე-სა და ღმერთის იდენტობის შესახებ სწავლებასთან დაკავშირებით. მე, განვლადი პირობების გათვალისწინების გარეშე, პირობებისა რომლებიც მას სუფთა ცნობიერებისგან (შუდხაჩაიტანია) განასხვავებს, სუფთა ცნობიერებისგან რომელიც არის ღმერთი, რომელიც ყოველგვარი ატრიბუტებისაგან განძარცვულად განიხილება, ატრიბუტებისაგან რომლებიც მას სუფთა ცნობისგან განასხვავებს. ამგვარი აზროვნება არ უნდა ჩაითვალოს ტავტოლოგიურად და ზედაპირულად, რამეთუ ისინი ემსახურებიან ერთიან რეალობაზე მითითების მიზანს, რაცილუზორულად სიმრავლედ აღიქმება. ადამიანსა და ღმერთს შორის იდენტობა ესაა იდენტობა და ერთობა უნატიფეს არსებს შორის, რომლებიც განსხვავებულებად გვეჩვენებიან. არის რა ღმერთის იდენტური ადამიანის სული იგივეა რასაც რეალობაში წარმოადგენს ღმერთი. ესაა უზენაესი ბრაჰმანი - თვითმნათი, უსასრულო ცნობიერება. სული ადამიანისა (ატმანბრაჰმანი) გვეჩვენება შეზღუდულ სასრულ მე-დ, სხეულთან მისი კავშირის გამო, რომელიც არის ავიდია-კამა-კარმას პროდუქტი.

ნივთიერი და ნატიფი სხეულები წარმოადგენენ მაიას პროდუქტებს:

სხეული მარტო იმისაგან კი არ შედგება რასაც ჩვენი ფიზიკური გრძნობების მეშვეობით შევიგრძნობთ; ამ უხეში მკვრივი, შეგრძნებადი სხეულის (სტხულა შარირას) გარდა არის კიდევ ნატიფი სხეული (სუკშმა შარირა), რომელიც მეტაფიზიკური გრძნობა-ინდრიებისგან, მოტორული ორგანოებისგან, სასიცოცხლო ელემენტებისგან, და შემეცნების შინაგანი მექანიზმისაგან (ანტახკარანა) შედგება. მაშინ როდესაც უხეში სხეული გარდაცვალების მერე იშლება მიკროელემენტებად და იღუპება, ნატიფი სხეული არ იღუპება და სულთან ერთად სხვა უხეშ სხეულში გადადის. ორივე ეს სხეული ავიდია-მაიას პროდუქტებს წარმოადგენენ. უმეცრების შედეგად, რომლის დასაბამის დადგენა შეუძლებელია, სული შეცდომით უკავშირდება უხეშ და ნატიფ სხეულს. ეს კავშირი იწოდება ბანდხად ანუ დამოკიდებულებად. ასეთ დროს სული ივიწყებს რომ ის - ბრაჰმანია. სული იქცევა როგორც მოკვდავი, შეზღუდული, საცოდავი არსება, რომელიც ცდილობს წარმავალ სამყაროულ ობიექტებს დაეუფლოს, სიამოვნებით ისარგებლოს მათით და დამწუხრდეს მათი დაკარგვის შემთხვევაში. ის აიგივებს თავს მოკვდავ სხეულთან და გონებასთან (ანტახკარანა) და ფიქრობს „მე ძლიერი ვარ“, „მე ხეიბარი ვარ“, „მე უმეცარი ვარ“ ასე ჩნდება ცრუ გაგება მე-სი როგორც ცრუ ეგოსი (ახამკარა) ანუ „ჩემი მე-სი“. ესაა შეზღუდული ეგო (ახამკარა) უპირისპირობს საკუთარ თავს ყოფიერების მთელ დანარჩენ სფეროს, რომელსაც მისგან განსხვავებულად თვლის. ასე და ამგვარად ეგო - არის არა რეალური მე, არამედ მისი ხიული შეზღუდულობა, უპადხი; რათა მოპოვებულ იქნეს სულიერი ცნობიერება (ატმასვარუპა), საჭიროასხეულ-გონების ილუზორული გარსების განადგურება. ცნობიერების მე არის რა განპირობებული სხეულით, ასევე შეზღუდულია. გრძნონები და შეცნობისშინაგანი ორგანო (ანტახკარანა) ხდებიან ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობითაც ხდება შეზღუდული აღქმადობისა და და გრძნობითი ობიექტების შემეცნება (ინდრიაიარტხი). ამგვარი ემპირიული შეზღუდული შემეცნება არის უშუალო და პირდაპირი. უშუალო შეცნობა საგანთა მიისწარფვის ობიექტისაკენ და იღებს მის ფორმას. უშუალო შემეცნებასთან (პრატიაკშა) ერთად, ადვაიტა ვედანტისტები უშვებენ არაპირდაპირი შემეცნების ხუთ მეთოდს: დასკვნა (ანუმანა), ავტორიტეტული მოწმობა (შაბდა), შედარება (უპამანა), პოსტულირება (არტხაპატი) და არაღიარება-არარსებობა (ანუპალაბდხი-აბჰავა). შემეცნების ამ მეთოდებთან მიმართებაში ადვაიტა ვედანტისტები ზოგადად იზიარებენ ბჰატა-მიმანსიკების სწავლებას. როდესაც ადამიანი ფხიზლობს, ის საკუთარ თავს აიგივებს სხეულთან, აგრეთვე შინაგან და გარეგან ორგანოებს. როდესაც ადამიანი იძინებს და ხედავს სიზმრებს, ის ჯერ კიდევ შეიცნობს ობიექტებს, რომლებიც მეხსიერებაში არიან შემონახულნი და შესაბამისად მასში ჯერ კიდევ განაგრძობს არსებობას საკუთარი შეზღუდულობის გრძნობა, როგორც სუბიექტისა, რომელიც შეიცნობს ობიექტებს. როდესაც კი დგება ძილი სიზმრებს გარეშე (სუშუპტი), წარმოდგენები ობიექტებს შესახებ ქრებიან და ადამიანი აღარაა უკვე შემცნობი ადამიანი. სუბიექტისა და ობიექტის პოლარობა, შეცნობადსა და შემცნობს შორის დაპირისპირება ქრება. ადამიანი აღარ გრძნობს მეტი რომ ის სხეულზეა მიჯაჭვული და შეზღუდულია მისით. მაგრამ უსიზმრო ძილის დროს ცნობიერება მაინც არსებობს. სხვაგვარად გამოღვიძების შემდეგ როგორღა გაიხსენებდა ადამიანი თუ რა სჭირდა ძილის დროს და იტყოდა: „მე ისე მეძინა რომ სიზმრები არ მიხილავს“, თუ ცნობიერება მაშინ არ იყო?სიზმრების გარეშე ძილის შესწავლა (მაგ. მანდუკია კარიკაში) გვაძლევენ გარკვეულ წარმოდგენას თუ რას წარმოადგენს რეალურად ჩვენი მე, სხეულთან იგივეობის გრძნობას მოწყვეტილი. სული თავის ჭეშმარიტ მდგომარეობაში (როგორც ატმანი) არ არის სასრული, უბედური არსება. ის არ აცალკევებს თავის თავს კოსმიური ყოფიერების ერთიანი სფეროსაგან და არ ზღუდავს თავს სასრულობის ეგოიტური გრძნობით (ახამ ვრიტი) წინააღმდეგობებში „შენ“, „ამას“ ან „იმას“. სუფთა სული ატმანი თავისუფალია ყოველგვარი პრობლემებისა და ვნებათაღელვისაგან, რომელიც ჩნდება მეტერიალურ საგნებზე და გრძნობით სიამოვნებებზე დევნის შედეგად. სინამდვილეში სული ატმანი წარმოადგენს შეუზღუდავ ცნობიერებას და ნეტარებას (ანანდა)“ (ჩატერჯი, დატა და პრაკაშანანდა – „ადვაიტა ვედანტა ანუ შრი შანკარაჩარიას ფილოსოფია“).

ბუდისტურ მოძღვრებაშიც მსგავსად ინდუიზმისა არსებობს მრავალი დენომინაცია, ესენია ჰინაიანა – დიქლექტიკური მეტაფიზიკური მატერიალიზმი, მაჰაიანა – ნიჰილისტური და პანთეისტური იდეალიზმი და ვაჯრაიანა, მანტრაიანა, ტატრაიანა და პხალაიანა, პანთეისტური იდეალიზმის ტანტრისტული ფორმები. მაჰაიანაში გამოიყოფა ორი სკოლა; შუნიავადა და ვიჯნანავადა, პირველი ამტკიცებს რომ არაფერი არსებობს გარდა უნივერსალური და აბსოლუტური სიცარიელისა და არარაობისა, ეს არის მათი უმაღლესი აბსოლუტი, შუნიავადინები უარყოფენ მატერიალური ფენომენების რეალურობას და მთელ მატერიალურ კოსმოსს ილუზიად მიიჩნევენ, მათ უმაღლეს აბსოლუტს ეწოდება შუნია, შუნიავადინები აღიარებენ სხვადასხვა ღვთაებების, ბუდების, ბოდჰისატვებისა და სხვა ცოცხალი არსებების უსასრულო მირიადების არსებობას. პანთეისტურ იდეალისტური ბუდისტური ფილოსოფიის თანახმად სიცარიელე ანუ შუნია, ესაა იგივე დჰარმადჰატუ ანუ დჰარმატა - დჰიანაბუდების, დჰიანაბოდჰისატვების, მანუშიბუდებისა და ზოგადად, ცოცხალ არსებათა უსასრულო მირიადების აბსოლუტური ზესულიერი არსი, აბსოლუტური ზესულიერი სუბსტანცია, მას ეწოდება აგრეთვე სარვასატვა - უზენაესი პირველადი რეალობა, ყოველთა ცოცხალთა, ყოველთა არსებათა და ყოველთა საგანთა ზეარსობრივი მარადიული სუპრაკოსმიური სული, მას ეწოდება აგრეთვე პარანიშპანა სვაბჰავატი - ზესრულყოფილი ზეკოსმიური იდეალური სულიერი თვითმყოფადი ბუნება, დასაბამიერი ბუნება, იგია აგრეთვე ორმაგი ადიბუდა, ანდროგენი ჰერმაფროდიტი ადიბუდა, მამრობით-მდედრობითი ზესულიერი აბსოლუტი - სამანტაბჰადრა-სამანტაბჰადრი - ზეცნობიერება და ზეძალა, იგია აგრეთვე ალაია-ვიჯნანა - აბსოლუტური ზესულიერი ცნობიერება, მარადიული გამოუვლენელი პოტენციური ზე-ცნობიერება მთლიანად სამყაროსი, „ცნობიერება-საცავი“, შუნია ანუ სიცარიელე არ არის განსაზღვრული უშინაარსო სივრცე, რამეთუ მასში საერთოდ არ არის არაფერი მატერიალური, მის წიაღში არ არსებობს, არც მატერია და არც ენერგია, არც დრო და არც სივრცე, იგი განუსაზღვფრელია, მისი განსაზღვრა შეუძლებელია, ბუდისტური ეზოთერიკის თანახმად უმაღლესი აბსოლუტი - შუნია ანუ ღვთაებრივი სიცარიელე ესაა უნივერსალური ზესუბსტაანციური პირველდასაბამი, ერთგვარი თავდაპირვეი ბუდა - ადიბუდა, ყველა ბუდას და საერთოდ ყველა ცოცხალი არსების დასაბამიერი სუბსტრატი, რომლის წიაღიდან ხდება სხვადასხვა კოსმიური არსებების, დჰიანაბუდების, დჰიანაბოდჰისატვების, მანუშიბუდების და სხვა არსებათა ეტაპობრივი ემანაცია და რადიაცია, ცოცხალი არსებები უზენაესი აბსოლუტის - შუნიას ანუ ადიბუდას ემანაციები, რადიაციები, გამოვლინებები, ფორმები და იპოსტასებია, მოაზროვნე ცოცხალი, ზეცნობიერი იპოსტასები, რაღათქმაუნდა შუნიას წიაღში არ არის ობიექტი, რადგან ობიექტი ეს არის მატერიალური ფორმა სულიერი არსებისა, ხოლო თავად სულიერი არსება არის სუბიექტი, შუნიას წიაღში არ არსებობს არაფერი მატერიალური, მატერიალური ხორციელი გულისთქმები და ვნებები, სურვილები, არც ტანჯვა, არც ტკივილი, არც წუხილი, არც შიმშილი, არც წყურვილი, არც უსამართლობა, არც ძალადობა, არც ანგარება, საერთოდ არავითარი ბოროტება და წყვდიადი არ არის შუნიას წიაღში, შუნიას წიაღში არის მხოლოდ და მხოლო სიკეთე, სინათლე, ნეტარება, სიყვარული, სიმშვიდე, უშფოთველობა, სამართალი, სიბრძნე, რწმენა, ცოდნა, ჰარმონია, მოწყალება, თანაგრძნობა... ადიბუდა შუნიას წიაღში არ არის არაფერი გარდა უსასრულო და უსაზღვრო სინათლისა და სიკეთისა, ადიბუდა შუნია არის სხვა არაფერი თუ არა წმინდა და სუფთა სულიერი არსი, სუფთა სულიერი სუბსტანცია, იდეალური უნივერსალური ინტრაკოსმიური ზე-სულიერი სუფთა სუბსტანცია, შუნია ანუ ადიბუდა (ღვთიური სიცარიელე) არის ცოცხალი სული, სიყვარულისა და ჰარმონიის, ნეტარებისა და სინათლის ცოცხალი ზე-კოსმიური სული.

                    ბუდისტების წმინდა წიგნებია: ტრიპიტაკა, რომელიც შედგება სამი ნაწილისაგან: სუტაპიტაკა, ვინაიაპიტაკა და აბჰიდჰარმაპიტაკა და აგრეთვე სხვა ბუდისტური სუტრები.

ლამაისტური მოძღვრება წარმოადგენს ბუდისტურ მაჰაიანურ ნიჰილიზმში დაფუძნებულ ნიჰილისტურ იდეალიზმს. ლამაიზმში აღიარებენ ღვთაებრივი, ადამიანური და დემონური არსებების არსებობას და მიიჩნევენ რომ არსებობს სამყაროთა უსასრულო სიმრავლე, ლამაიზმი ცოტათი თუ განსხვავდება ტრადიციული შუნიავადასაგან. დაოსიზმი ესაა პანთეისტური იდეალიზმი, რომელიც ამტკიცებს რომ სამყაროთა საფუძველსა და დასაბამს წარმოადგენს უნივერსალური აბსოლუტური ზესული – დაო, რომელსაც გააჩნია ინდივიდუალური გამოვლინება – დე, თუ დაო პასიური აბსოლუტია, მაშინ დე გამოდის როგორც აქტიური ღვთაება და აგრეთვე როგორც შინაგანი ღვთაებრივი საწყისი და ზნეობა თითოეული ადამიანისა. დაოსიზმი აღიარებს მრავალი ღვთაებრივი არსების არსებობას. დაოსიზმში აღიარებულია დემონების არსებობაც. დაოსური სწავლებით არსებობს ღვთაებრივ, დემონურ და ადამიანთა სამყაროთა უსასრულო სიმრავლე. დაოსიზმის წმინდა წიგნია: დაო დე ძინი (დაოსა და დეს გზა). სიქჰიზმი ესაა პანთეისტური სუპერპერსონალისტური იდეალიზმი, რომელშიც აღიარებულია ინდუისტური დოქტრინების გარკვეული ნაწილი, მაგ. ნირგუნა ბრაჰმანისა და სარგუნა ბრაჰმანის მეტაფიზიკური დოქტრინა. სიქჰიზმის თანახმად ჭეშმარიტ თაყვანისცემას იმსახურებს მხოლოდ ბრაჰმანი, ეგრეთწოდებული სულები, ღმერთები, ნახევარღმერთები და დემონები კი არა. სიქჰიზმის თანახმად ბრაჰმანი ანუ ჭეშმარიტი ღმერთი არის მამაც და დედაც, თუმცაღა უსქესოა ბუნებით. სიქჰიზმის მიხედვით ბრაჰმანი ანუ ღმერთი არის აბსოლუტური და უსასრულო სიყვარულის განსახიერება, ბრაჰმანი აღვსილია უზომო სიყვარულით ყველა ცოცხალი არსების მიმართ. ქალდეური კაბალისტიკა და ებრაული ტრანსცენდენტური კაბალა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს წარმოადგენენ ინდუისტური ვედანტას და ბრაჰმავიდიას დასავლურ ანალოგიებს, ამ სწავლებებში არის იგივე ეზოთერული ცოდნა, რომლითაც აღსავსეა ვედანტა და ბრაჰმავიდია. ქალდეური კაბალისტიკა და ებრაული ტრანსცენდენტური კაბალა წარმოადგენენ დუალისტურ პანთეისტურ სუპერპერსონალისტურ იდეალიზმს, მათში მძლავრადაა განვითარებული ემანაციის დოქტრინა და აბსოლუტური სულის იდეა. ქალდეურ კაბალისტიკასა და ებრაულ ტრანსცენდენტურ კაბალაში ყოფიერების დასაბამში არის ორი უნივერსალური სული, ორი არსი: ეინ სოფი – უსასრულო არაფერი (მამრობითი საწყისი) და შეხინა – გასხივოსნება, ნათელი, სინათლე (მდედრობითი საწყისი). ეინ სოფისა და შეხინას სინერგიის შედეგად, მათი წიაღიდან გამომდინარეობს ათი ემანაციური თანრიგი, ათი სეფიროტი, ესენია: კეტერ – გვირგვინი, ჰოკმა – სიბრძნე, ბინახ – გაგება, რომლებიც განეკუთვნებიან სულიერ სამყაროს, შემდეგ: ჰეზედ – მოწყალება, გებურაჰ – სიმკაცრე, თიფერეთ – სილამაზე, ნეცაჰ – გამარჯვება, ჰოდ – დიდება, იესოდ – ფორმა, რომლებიც განეკუთვნებიან მშვინვიერ ანუ ასტრალურ სამყაროს და ბოლოს: მალქუთ – მეფობა, რომელიც განეკუთვნება ფიზიკურ სამყაროს. თითოეული სეფიროტი შედგება კიდევ უფრო მცირე სეფიროტებისაგან და ასე უსასრულოდ. კაბალაში არის აგრეთვე იდეა, ღვთაებრივი ზეციური ზეადამიანის, ზეციური ადამის ე.წ. ადამ კადმონის იდეა, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს ათივე სეფიროტს, მისი მისტიკური კოსმიური სხეული არის ათი სეფიროტის ერთობლიობა. მიწიერი ადამი, პირველი მიწიერი ადამიანი, არის ზეციური ადამ კადმონის გადაბრუნებული ანარეკლი და ეწოდება ადამ აფარი. კაბალა აღიარებს მრავალი სამყაროს არსებობას. კაბალას მიხედვით არსებობს აბსოლუტის უამრავი ენერგია. სუფიზმი ესაა პანთეისტური იდეალიზმი, რომელიც აღიარებს რეინკარნაციას, მსოფლიო სულის იდეას და ადამიანის სულიერი ბუნების ღვთაებრიობას. სუფიზმი აღიარებს მრავალი ღვთაების და დემონურ არსებათა არსებობას, სუფიზმის თანახმად არსებობს როგორც სამოთხე, ისევე ჯოჯოხეთი.

ზოროასტრიზმის თანახმად არსებობს შვიდი სამყარო ანუ ზენდას ენაზე კარშვარა. ესენია: ხუხტ პარადიზ ანუ კეთილი აზრის სამოთხე, ხუმატ პარადიზ ანუ კეთილი სიტყვის სამოთხე, ხვარშტ პარადიზ ანუ კეთილი საქმის სამოთხე, დუშმატ ანუ ბოროტი აზრის ჯოჯოხეთი, დუჟახტ ანუ ბოროტი სიტყვის ჯოჯოხეთი, დუჟვარეშტ ანუ ბოროტი საქმის ჯოჯოხეთი და ბოლოს ადამიანთა სამყარო. ზოაროასტრიზმის წმინდა წიგნია – ზენდ ავესტა. ზოროასტრული სწავლებით სამყაროში არსებობს ორი ურთიერთდაპირისპირებული ძალა: სიკეთე და ბოროტება, სინათლისა და სიკეთის განსახიერებაა უმაღლესი ღმერთი აჰურამაზდა, ხოლო სიბნელისა და ბოროტების განსახიერებას წარმოადგეს მისი ტყუპისცალი ძმა – არიმანი. აჰურამაზდასა და არიმანს შორის ბრძოლა უხსოვარი დროიდან მიდის, ხან აჰურამაზდა იმარჯვებს და ხანაც არიმანი. ზოროასტრიზმში სამოთხე და ადამიანთა სამყარო ითვლება აჰურამაზდას ქმნილებად, ხოლო ჯოჯოხეთი არიმანის ქმნილებად. ზოროასტრიზმში აღიარებულია მრავალი ღმერთის არსებობა. ზოროასტრიზმის თანახმად, როგორც ერთერთ ზოროასტრულ თეოლოგიურ ნაშრომში – დესატირაში წერია, მსოფლიოს უკვე მოევლინა 14 ზოროასტრი ანუ ზარათუსტრა, უკანასკნელი ჩვენს ერამდე მე–6 საუკუნეში დაიბადა. მაზდეანური ეზოთერიკული ანთროპოგონია, სრულებით იდენტური და ანალოგიური ვედური და ბრაჰმავიდიული ანთროპოგონიისა, შემდეგნაირია უხსოვარ დროში აჰურამაზდამ, უმაღლესმა ღმერთმა-შემოქმედმა სულიერი და ფშვინიერი სამყაროები და ცოცხალი არსებები გამოასხივა საკუთარი სულის წიაღიდან, ერთერთი უპირველესი ემანაცია იყო პირველი ადამიანი - გაიომარტი ანუ იიმა, მისი სიკვდილის შემდეგ მისი თესლიდან იშვა ორი არსება, მაშია და მაშიანე, კაცი და ქალი, რომლებიც ტყუპები იყვნენ, ისინი შეუღლდნენ, ერთად იცხოვრეს 50 წელი და შემდეგ დაამყარეს სქესობრივი კავშირი, აღეძრათ რა ვნება და შვეს ტყუპები, გოგონა და ვაჟი, მაგრამ ისინი იმდენად მიმზიდველნი იყვნენ რომ მშობლებმა ისინი შეჭამეს, მაგრამ აჰურამაზდამ მოაკლო სილამაზე მათ შვილებს და გამოიხსნა ისინი და გააცოცხლა, კიდევ ექვსი წყვილი შვეს მაშიამ და მაშიანემ, ჯამში 7 წყვილი, ამათგან ერთერთი წყვილისგან, რომლებიც იყვნენ კაცი -სახელად სიამაკი და ქალი სახელად ნასაკი, იშვა 15 წყვილი და თითოეულმა წყვილმა შვა 15 ახალი სუპერრასა ზეადამიანებისა, რამეთუ ძლიერნი და ღონიერნი, გონიერნი და დღეგრძელნი იყვნენ პირველი ადამიანები. 15 რასიდან 7 წავიდა სხვა სამყაროებში, საერთო ჯამში არსებობს 7 სამყარო ანუ კარშვარა, ერთია -ხვანირატხა - ადამიანთა სამყარო, დანარჩენი 6 კი ღვთაებრივი და დემონური სფეროები. 6 რასა დარჩა დედამიწაზე და მათგან წარმოიშვნენ დანარჩენი მიწიერი ადამიანები. დჰარმულ რელიგიებში თითოეულ ცოცხალი ინდივიდის პერსონალური სხეული უფლის (კოსმიური გონის) მსოფლიო სხეულის ერთ–ერთია ასოა. მათში ძირითადად ადამიანი, სამყარო და ღმერთი განუყოფელია (თუმცა არის გამონაკლისებიც).