შინაარსზე გადასვლა

აზორკი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ინფოდაფა მმართველი
{{ინფოდაფა მმართველი
|ქვეყანა=
|ქვეყანა= არმაზის [[იბერია|იბერიის]]
|თანამდებობა= არმაზის იბერიის მეფე
|თანამდებობა= მეფე
|სახელი= აზორკი, არსოკი
|სახელი= აზორკი, არსოკი
|ორიგინალური სახელი= მითრიდატე II, მიჰრდატ II, ხსეფარნუგი
|ორიგინალური სახელი= მითრიდატე II, მიჰრდატ II, ხსეფარნუგი
ხაზი 77: ხაზი 77:


{{დაიწყე ყუთი}}
{{დაიწყე ყუთი}}
{{მემკვიდრეობის ყუთი| წინამორბედი= [[ფარსმან I]]| ტიტული= [[იბერიის მეფეთა სია|საქართველოს მეფე]] | წლები= [[87]]–[[103]]<ref name=autogenerated1>[http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/68532 ვახუშტის ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“]. გვერდი დ.</ref>| შემდეგი = [[დეროკი]]}}
{{მემკვიდრეობის ყუთი| წინამორბედი= [[ფარსმან I]]| ტიტული= [[იბერიის მეფეთა სია|იბერიის მეფე]]| წლები= [[87]]–[[103]]<ref name=autogenerated1>[http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/68532 ვახუშტის ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“]. გვერდი დ.</ref>| შემდეგი = [[დეროკი]]}}
{{დაასრულე ყუთი}}
{{დაასრულე ყუთი}}



08:02, 26 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

აზორკი, არსოკი
მითრიდატე II, მიჰრდატ II, ხსეფარნუგი
არმაზის იბერიის მეფე
მმართ. წლები: 87–103[1]
87–119[2]
შვილები: დეროკი
დინასტია: არშაკუნიანი
მამა: ფარსმან I
დედა: იამაზიდი
ფაილი:შედარება მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს მეფეთა სიისა ლეონტი მროველის თხზულების მეფეთა სიასთან.pdf
შედარება "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს მეფეთა სიისა ლეონტი მროველის თხზულების მეფეთა სიასთან (პავლე ინგოროყვას «ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია».).

აზორკი, არსოკი, ხსეფარნუგი — ქართლის (იბერიის ) მეფე ძვ. წ. II-I სს.-ის მიჯნაზე. ლეონტი მროველის მიხედვით არსოკ/ აზორკი არის ქართლში ორმეფობის (იხ. ორმეფობა) მესამე წყვილის წარმომადგენელი. მისი თანა-მეფე იყო არმაზელი.

პ. ინგოროყვას მიაჩნდა, რომ აზორკი/ არსოკი უნდა იყოს არმაზის ბილინგვაში მოხსენიებული ქართლის მეფე ხსეფარნუგი და მის სახელს ასე კითხულობდა: [ფ]არ[ნ]უკ. რაც შეეხება არმაზელს, პ. ინგოროყვას აზრით, მარტო ეს სახელი კმარა იმის დასამტკიცებლად, რომ თანამეფეები აზმაზის პიტიახშები იყვნენ. სწორედ ამ სახელიდან იყო ნაწარმოები, მისი აზრით, [ფ]არ[ნ]უკის თანამეფის სახელი არმაზელი.

სახელი XVII-ა მეფისა [ფ][არ][ნ]უკ. მოღწეულ ხელნაწერებში ეს სახელი დაზიანებულად არის დაცული. არსებული დაწერილობანი ამ სახელისა მომდინარეობენ ფორმისაგან: არნუკ (ႠႰႬႭჃႩ).

„მოქცევაჲ ქართლისაჲ“: ႠႰႬႭჃႩ → ႠႰႱႭჃႩ || ႠႰႱႭჃႩ.

ლეონტი მროველი: ႠႰႬႭჃႩ → ႠႰႪႭჃႩ || ႠႰႻႭჃႩ || ႠႪႭႻႩ.

ძველ-ქართულ ონომასტიკონში დამოწმებულია სახელი: ბარნუკი (=ფარნუკი), ხსე-ფარნუგი, ნა-ბარნუგი[3].

ქართული ხელნაწერების არ[ნ]უკი, როგორც ირკვევა, წარმოადგენს დაზიანებულს დამწერლობას ამ სახელისა: „ფარნუკი“. (მაშასადამე, აქაც დაზიანებულია სახელის დასაწყისი, როგორც ამას სხვა შემთხვევაშიაც ვხედავთ „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს ხელნაწერში: ადეროკ — დეროკ — როკ).

რომ ეს დაზიანებული დამწერლობა სახელისა „არნუკი“ არის „[ფ]არნუკი“, ეს დასტურდება შემდეგის მიხედვით:

ა) იმ ხანაში, როდესაც ქართული მატიანეები უჩვენებენ არნუკის=[ფ]არნუკის მეფობას, ახლად აღმოჩენილი სერაფიტის ძეგლის წარწერა ასახელებს იბერიის მეფეს იმავე სახელით: ხსე-ფარნუგი (=ფარნუკი).

ბ) ქართული მატიანეების თანახმად მეფე [ფ]არნუკი არის მემკვიდრე ფარსმანისა. ხოლო სერაფიტის ძეგლის წარწერის თანახმადაც მეფე ხსე-ფარნუგი არის მემკვიდრე ფარსმანისა.[4]

მცხეთა-არმაზში აღმოჩენილი სერაფიტის სტელის წარწერაში, როგორც აღნიშნული გვქონდა, მოიხსენება იბერიის ორი მეფე, რომლებიც მეფობდნენ შემდეგი თანმიმდევრობით: 1. ფარსმანი და 2. ხსე-ფარნუგი. წარწერიდან ირკვევა აგრეთვე, რომ მეფე ფარსმანის დროს არმაზელ პიტიახშად ყოფილა პუბლიკი-აგრიპა (ხსე-ფარნუგის დროინდელი პიტიახში მოხსენიებული არაა). შევადაროთ ეს ნუსხა ქართულ მატიანეთა მეფეთა სიის სათანადო ნაწილს:

სერაფიტის ძეგლი:
სრულიად იბერიის მეფენი: არმაზელი პიტიახშები:
ფარსმანი
ხსეფარნუგი
პუბლიკი-აგრიპა
(მოხსენებული არაა)
ქართული მატიანეები:
„იმიერი“ მეფენი: „ამიერი“ მეფენი:
XVI ფარსმანი
XVII ფარნუკი
XVI-ა. კაოსი
XVII-ა. არმაზაერი

როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაშიაც „იმიერი“ მეფეები — არიან სრულიად იბერიის მეფეები: მატიანეში მოხსენებული XVI მეფე ფარსმანი — ეს არის იგივე წარწერაში მოხსენებული მეფე ფარსმანი; ხოლო XVII მეფე [ფ]არ[ნ]უკი — არის იგივე ხსე-ფარნუგი.[5]

სერგი გორგაძის მიხედვით: „აზორკი“ არის ფარსმან I-ის მეორე შვილი ანუ, როგორც მცხეთის ქვის ბერძნული წარწერაში უწოდებს, მითრიდატ II (მიჰრდატ II).[6]

იბერიის მეფის ფარსმან I-ელის გარდაცვალების შემდეგ, 79 წლიდან 96 წლამდე, რომის ტახტი ზედი-ზედ შემდეგს სამს იმპერატორს ეჭირა: ვესპასიანეს (70–79), ტიტეს (79–81) და დომიციანეს (81–96 წ.). ამათ დროს იბერიაში მეფობდა ფარსმანის ძე მიჰრდატ მე-II, რომელსაც აღნიშნული იმპერატორები დიდის პატივისცემით ეპყრობოდნენ და მეგობრობის ნიშნათ მცხეთის მიდამოებში ციხეც კი აუშენეს. ამას მოწმობს იმ დროიდან დღემდე შენახული ქვა ბერძნულის წარწერით, რომელიც ქართულათ ასე ითარგმნება:

იმპერატორმა, კეისარმა ვესპასიანემ, ავგუსტოსმა, დიდმა მღვდელმთავარმა, ტრიბუნის უფლებით მეშვიდეჯერ შემოსილმა, მეთოთხმეტეჯერ ტრიუმფატორმა, ექვსჯერ კონსულმა და მეშვიდეჯერ არჩეულმა, სამშობლოს მამამ და ცენზორმა; და იმპერატორმა ტიტე კეისარმა, ძემ ავგუსტოსისამ, ტრიბუნის უფლებით მეხუთეჯერ შემოსილმა და ცენზორმა; და დომიციანე კეისარმა, ძემ ავგუსტოსისამ, მეოთხეჯერ კონსულად არჩეულმა – იბერთა მეფეს მითრიდატს, მეფის ფარსმანისა და იამაზიდის ძეს, კეისრისა და რომაელი ხალხის მეგობარს, აღუშენეს ციხე.[7]

წინამორბედი:
ფარსმან I
იბერიის მეფე
87–103[1]
შემდეგი:
დეროკი

სქოლიო

  1. 1.0 1.1 ვახუშტის ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“. გვერდი დ.
  2. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“. გვერდები: 214, 215.
  3. შეად. ხეთური სახელი: ტლა-ბარნა (ლა-ბარნა, ტა-ბარნა).
  4. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“. 1. საკუთარი სახელების დაზიანებული დაწერილობანი. გვერდი 512. § 7.
  5. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“. გვერდი 551.
  6. სერგი გორგაძე „საქართველოს ისტორია“. გვ. 51.
  7. სერგი გორგაძე „საქართველოს ისტორია“. გვ. 52, 53.