ვახტანგ ფალიაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
|||
ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
ადრევე დაიწყო ვ. ფალიაშვილმა ნაყოფიერი, შემოქმედებითი მოღვაწეობა საქართველოს სიმფონიურ ორკესტრთან, რომლის გასტროლებს დიდი წარმატება ხვდა წილად მოსკოვში, ლელნინგრადში, კიევში და სსრ კავშირის სხვა ქალაქებში. განსაკუთრებით მოწოენება დაიმსახურა ვ. ფალიაშვილმა, როგორც შესანიშნავმა დირიჟორმა, ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებულმა ხელოვანმა, მსოფლიო მუსიკალური კლასიკის ორიგინალურმა ინტერპრეტატორმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, საფრანგეთში, უნგრეთში, პოლონეთში, ეგვიპტეში გასტროლების დროს. გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე იგი იაპონიაში ახლდა დიდი თეატრის კოლექტივს, რომლის წარმატება სამართლიანად გაიზიარა ქართველმა ხელოვანმაც. |
ადრევე დაიწყო ვ. ფალიაშვილმა ნაყოფიერი, შემოქმედებითი მოღვაწეობა საქართველოს სიმფონიურ ორკესტრთან, რომლის გასტროლებს დიდი წარმატება ხვდა წილად მოსკოვში, ლელნინგრადში, კიევში და სსრ კავშირის სხვა ქალაქებში. განსაკუთრებით მოწოენება დაიმსახურა ვ. ფალიაშვილმა, როგორც შესანიშნავმა დირიჟორმა, ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებულმა ხელოვანმა, მსოფლიო მუსიკალური კლასიკის ორიგინალურმა ინტერპრეტატორმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, საფრანგეთში, უნგრეთში, პოლონეთში, ეგვიპტეში გასტროლების დროს. გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე იგი იაპონიაში ახლდა დიდი თეატრის კოლექტივს, რომლის წარმატება სამართლიანად გაიზიარა ქართველმა ხელოვანმაც. |
||
ვ. ფალიაშვილი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც, მისი აღზრდილები არიან ცნობილი დირიჟორები: თენგიზ სანაია, გივი მუნჯიშვილი, ავთანდილ მამაცაშვილი. ერთხანს იყო [[თბილისის პირველი მუსიკალური სკოლა|თბილისის პირველი მუსიკალური სკოლის]] პედაგოგი, შემდეგ, [[1944]] წლიდან თბილისის კონსერვატორიის დოცენტი, პროფესორი და ბოლოს საგუნდო-სადირიჟორო კათედრის გამგე. ფასდაუდებელია მისი ამ დარგში მოღვაწეობდა ჩვენი მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და ახალგაზრდა კადრების მომზადებაში. ამ საქმეს მან უშურველად შეალია თავისი ცოდნა, ნიჭი და ენერგია. ვახტანგ ფალიაშვილის აღზრდილები არიან ცნობილი დირიჟორები: გივი მუნჯიშვილი და ჯანსუღ კახიძე და სხვ. |
ვ. ფალიაშვილი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც, მისი აღზრდილები არიან ცნობილი დირიჟორები: თენგიზ სანაია, [[გივი მუნჯიშვილი]], ავთანდილ მამაცაშვილი. ერთხანს იყო [[თბილისის პირველი მუსიკალური სკოლა|თბილისის პირველი მუსიკალური სკოლის]] პედაგოგი, შემდეგ, [[1944]] წლიდან თბილისის კონსერვატორიის დოცენტი, პროფესორი და ბოლოს საგუნდო-სადირიჟორო კათედრის გამგე. ფასდაუდებელია მისი ამ დარგში მოღვაწეობდა ჩვენი მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და ახალგაზრდა კადრების მომზადებაში. ამ საქმეს მან უშურველად შეალია თავისი ცოდნა, ნიჭი და ენერგია. ვახტანგ ფალიაშვილის აღზრდილები არიან ცნობილი დირიჟორები: გივი მუნჯიშვილი და ჯანსუღ კახიძე და სხვ. |
||
გარდაიცვალა კონსტერვატორიაში, საქართველოს საგუნდო მუსიკის საიუბილეო ზეიმზე. როცა დირიჟორმა დაასრულა „აბიო მეფის“ ბოლო აკორდები, თავისი თაყვანისმცემლებისა და კოლეგების თვალწინ შეწყდა მისი ლამაზი სიცოცხლე. |
გარდაიცვალა კონსტერვატორიაში, საქართველოს საგუნდო მუსიკის საიუბილეო ზეიმზე. როცა დირიჟორმა დაასრულა „აბიო მეფის“ ბოლო აკორდები, თავისი თაყვანისმცემლებისა და კოლეგების თვალწინ შეწყდა მისი ლამაზი სიცოცხლე. |
18:54, 9 ნოემბერი 2020-ის ვერსია
ვახტანგ ლევანის ძე ფალიაშვილი (დ. 2 ივლისი, 1919, თბილისი — გ. 7 დეკემბერი, 1980, იქვე) — ქართველი დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი, პროფესორი.
ბიოგრაფია
დაიბადა მუსიკოსების ოჯახში. მამა — ლევან ფალიაშვილი იყო კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე, კონსერვატორიის პროფესორი, ბიძები: ზაქარია ფალიაშვილი — ქართული საოპერო ხელოვნების ფუძემდებელი, ივანე ფალიაშვილი — გამოჩენილი დირიჟორი, პიანისტი და ორღანისტი.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1939 წელს შევიდა მოსკოვის კონსერვატორიაში. აქ იგი ოსტატობას იმაღლებდა გამოჩენილი დირიჟორის ალექსანდრე გაუკის ხელმძღვანელობით. დაბრუნდა თბილისში და 1943 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელიობის კონსერვატორია. ამის შემდეგ ახალგაზრდა ხელოვანი მიიწვიეს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, სადაც ერთხანს მთავარი დირიჟორიც იყო. მის რეპერტუარში შედიოდა ქართველ რუს და უცხოელ კომპოზიტორთა 70-ზე მეტი ოპერა და ბალეტი. ვახტანგ ფალიაშვილის მუსიკალური ხელმძღვანელობით დაიდგა ზ. ფალიაშვილის ოპერები „დაისი“ და „აბესალომ და ეთერი“, პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, პუჩინის „ტოსკა“, ბიზეს „კარმენი“, ბალეტი „შოპენიანა“ და სხვა. მისივე დირიჟორობით გრამფირფიტაზე ჩაწერეს ზ. ფალიაშვილის ოპერა „დაისი“, ვ. გოკიელის „წითელქუდა“, ს. ცინცაძის ბალეტი „ცისფერი მთის საუნჯე“. გამოჩენილმა მუსიკოსმა უდირიჟორა 50-ზე მეტ ოპერასა და ბალეტს. მისი შესრულება გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული კულტურით.
ადრევე დაიწყო ვ. ფალიაშვილმა ნაყოფიერი, შემოქმედებითი მოღვაწეობა საქართველოს სიმფონიურ ორკესტრთან, რომლის გასტროლებს დიდი წარმატება ხვდა წილად მოსკოვში, ლელნინგრადში, კიევში და სსრ კავშირის სხვა ქალაქებში. განსაკუთრებით მოწოენება დაიმსახურა ვ. ფალიაშვილმა, როგორც შესანიშნავმა დირიჟორმა, ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებულმა ხელოვანმა, მსოფლიო მუსიკალური კლასიკის ორიგინალურმა ინტერპრეტატორმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, საფრანგეთში, უნგრეთში, პოლონეთში, ეგვიპტეში გასტროლების დროს. გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე იგი იაპონიაში ახლდა დიდი თეატრის კოლექტივს, რომლის წარმატება სამართლიანად გაიზიარა ქართველმა ხელოვანმაც.
ვ. ფალიაშვილი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც, მისი აღზრდილები არიან ცნობილი დირიჟორები: თენგიზ სანაია, გივი მუნჯიშვილი, ავთანდილ მამაცაშვილი. ერთხანს იყო თბილისის პირველი მუსიკალური სკოლის პედაგოგი, შემდეგ, 1944 წლიდან თბილისის კონსერვატორიის დოცენტი, პროფესორი და ბოლოს საგუნდო-სადირიჟორო კათედრის გამგე. ფასდაუდებელია მისი ამ დარგში მოღვაწეობდა ჩვენი მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და ახალგაზრდა კადრების მომზადებაში. ამ საქმეს მან უშურველად შეალია თავისი ცოდნა, ნიჭი და ენერგია. ვახტანგ ფალიაშვილის აღზრდილები არიან ცნობილი დირიჟორები: გივი მუნჯიშვილი და ჯანსუღ კახიძე და სხვ.
გარდაიცვალა კონსტერვატორიაში, საქართველოს საგუნდო მუსიკის საიუბილეო ზეიმზე. როცა დირიჟორმა დაასრულა „აბიო მეფის“ ბოლო აკორდები, თავისი თაყვანისმცემლებისა და კოლეგების თვალწინ შეწყდა მისი ლამაზი სიცოცხლე.
დაჯილდოვებული იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიით, „საპატიო ნიშნის“ ორდენის და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
- ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994. — გვ. 334.
- ტორაძე გ., ქართული მუსიკის ისტორია, თბ., 1990.
- მუნჯიშვილი გ., შტრიხები პორტრეტისათვის, 1-ლი გამოც., თბ., 2010. — 207 გვ.