შინაარსზე გადასვლა

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ამოღებულია რეკლამა (მათ შორის - მანამდე არსებული ბმულები, სადაც მხოლოდ სერვისია, ანუ ტექნიკურად - სპამი)
დაემატა ინფორმაცია ლოკალური SEO-ს შესახებ
იარლიყი: გაუქმებულია
ხაზი 35: ხაზი 35:
== შავი ოპტიმიზაცია ==
== შავი ოპტიმიზაცია ==
შავ ოპტიმიზაციაში შედის მეთოდები, რომლებიც საძიებო სისტემას ეწინააღმდეგებიან. მათ შორის შემდეგის გამოყოფა შეიძლება: „Doorway“ - ს (გვერდები და რესურსები, სპეციალურად შექმნილი საძიებო სისტემების სამუშაოდ, ხშირად დიდი რაოდენობის საკვანძო სიტყვები საიტზე) გამოყენება, „Cloaking“ (მომხმარებელს მიეცემა ერთი გვერდი, საძიებო სისტემას – მეორე, ოპტიმიზირებული გარკვეული მოთხოვნით), საიტის დაფარული ტექსტის გამოყენება, „ერთ პიქსელიანი„ ლინკის გამოყენება.
შავ ოპტიმიზაციაში შედის მეთოდები, რომლებიც საძიებო სისტემას ეწინააღმდეგებიან. მათ შორის შემდეგის გამოყოფა შეიძლება: „Doorway“ - ს (გვერდები და რესურსები, სპეციალურად შექმნილი საძიებო სისტემების სამუშაოდ, ხშირად დიდი რაოდენობის საკვანძო სიტყვები საიტზე) გამოყენება, „Cloaking“ (მომხმარებელს მიეცემა ერთი გვერდი, საძიებო სისტემას – მეორე, ოპტიმიზირებული გარკვეული მოთხოვნით), საიტის დაფარული ტექსტის გამოყენება, „ერთ პიქსელიანი„ ლინკის გამოყენება.

== ლოკალური SEO ==
ლოკალური SEO წარმოადგენს ვებ-გვერდის ოპტიმიზაციის პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს მისი ხილვადობის გაუმჯობესებას ადგილობრივ საძიებო შედეგებში. ეს პროცესი მოიცავს Google My Business-ის პროფილის ოპტიმიზაციას, გეოგრაფიული საკვანძო სიტყვების გამოყენებას და მომხმარებელთა მიმოხილვებზე მუშაობას.<ref>{{Cite web|url=https://www.web-seo.ge/%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-seo/|title=ლოკალური SEO|website=web-seo.ge|access-date=2024-10-21}}</ref>.



== როგორც მარკეტინგული სტრატეგია ==
== როგორც მარკეტინგული სტრატეგია ==

07:33, 22 ოქტომბერი 2024-ის ვერსია

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO - search engine optimization) — საიტის ან გვერდის ხილვადობის გაზრდის ზემოქმედების პროცესი „საძიებო სისტემაზე„ „ბუნებრივი„ ანუ რაიმე მატერიალური ხარჯის გაწევის გარეშე მიღებული შედეგი. ზოგადად, მოწინავე (ან უფრო მაღალი რეიტინგის მქონე გვერდი საძიებო სისტემაში) და უფრო ხშირად – ხილვადი საიტი დაფიქსირებული ძიების შედეგის სიაში, უფრო ბევრ ვიზიტორს მიიღებს საძიებო სისტემის მომხმარებლებისგან. SEO შეიძლება მიზნად ისახავდეს სხვადასხვა სახის ძიებას, მოიცავს რა სურათის, ლოკალურ, ვიდეო, აკადემიურ, სიახლეების, ინდუსტრიულ – სპეციფიკურ ვერტიკალურ საძიებო სისტემებს.[1]

როგორც ინტერნეტ მარკეტინგის სტრატეგია, SEO განსაზღვრავს თუ როგორ მუშაობს საძიებო ძრავი, რას ეძებს ხალხი. ფაქტობრივი საძიებო ტერმინები და საკვანძო სიტყვები იბეჭდება საძიებო ძრავებში და უპირატესობა აქვთ მინიჭებული თავიანთი მიზნობრივი აუდიენციით. ვებ გვერდის ოპტიმიზაცია შეიძლება გულისხმობდეს გვერდის კორექტირებას, HTML – სა და ასოცირებული კოდების გაზრდას სპეციფიურ საკვანძო სიტყვებთან შესაბამისობაში და აუცილებლად ყველა ბარიერის წაშლას, რაც დაკავშირებულია საძიებო სისტემის საინდექსო საქმიანობასთან. საიტის „პრომოუშენი„ ბმულების ("Backlink") რიცხვის გაზრდით არის SEO – ს განსხვავებული ტაქტიკა.[2]

SEO – ს ("search engine optimizers") აბრევიატურის მრავლობითი რიცხვი აღნიშნავს ადამიანებს ან მათ ჯგუფს, ე.წ. „საძიებო სისტემის ოპტიმიზატორებს„, რომლებიც გვთავაზობენ SEO – ს მომსახურებებს.

ისტორია

ვებ მასტერებმა და საიტის ტექსტის პროვაიდერებმა საიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის 1990 – იანების შუა წლებში დაიწყეს, პირველი საძიებო სისტემები ახდენდნენ ვებ საიტების აღრიცხვას და მათ კატალოგებად აწყობას საკუთარ მონაცემთა ბაზებში. საწყის ეტაპზე, ყველა ვებ მასტერს ესაჭიროებოდა მიეთითებინა ვებ საიტის მისამართი ანუ URL სხვადასხვა საძიებო სისტემებისთვის, რომელიც გაუგზავნიდა ობობას (ბოტს) გვერდზე „შესაცოცებლად„. მას ობობა ეწოდა იქიდან გამომდინარე, რომ მისი თითოეული ფეხი საიტის სხვადასხვა ნაწილებში აღწევს.[3]

2004 წლისთვის, საძიებო სისტემებმა გააერთიანეს ალგორითმების ფარული ფაქტორების ფართო სპექტრი, რათა შეემცირებინათ ბმულების მანიპულაციის ზეგავლენა. 2007 წელს, „ნიუ იორკ თაიმსში„ საულ ჰენსელმა განაცხადა, რომ Google საიტების რეიტინგებს ადგენს 200 – ზე მეტი სხვადასხვა სიგნალების გამოყენებით. წამყვანი საძიებო სისტემები Google, Bing, და Yahoo არ ამჟღავნებენ ალგორითმებს, რომელთაც იყენებენ გვერდების რეიტინგების შედგენისათვის. რამდენიმე SEO – ზე მომუშავე ადამიანმა შეისწავლა სხვადასხვა მიდგომები საძიებო სისტემის ოპტიმიზაციისათვის და გააზიარეს თავიანთი ინდივიდუალური მოსაზრებები. პატენტები, რომლებიც დაკავშირებულია საძიებო სისტემებთან, შეიძლება უფრო კარგად გაგარკვიოთ საძიებო სისტემების შესწავლაში.

2005 წელს Google – მა დაიწყო ძიების შედეგის პერსონალიზაცია ყოველი მომხმარებლისათვის. დამოკიდებული მათ ყოფილ ძებნის ისტორიაზე, Google ცნობდა შედეგებს მხოლოდ დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის. 2008 წელს ბრიუს ქლეიმ განაცხადა, რომ „რეიტინგი მოკვდა„ სწორედ პერსონალიზირებული ძებნის გამო. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ყოველგვარი კამათი აზრს მოკლებული იქნება საიტის რეიტინგის თაობაზე, რადგანაც მისი რეიტინგი პოტენციურად სხვადასხვაა ყოველი მომხმარებლისათვისა და ყოველი ძებნისთვის.

2011 წლის თებერვალში, Google – მა გამოუშვა Panda Update[4], რომელიც რიცხავს საიტებს, რომელთაც თავის მხრივ მოახდინეს ტექსტისა და წყაროების დუბლირება სხვა საიტებიდან. ისტორიულად, საძიებო სისტემებში ისეთი საიტები წინაურდებოდნენ, რომლებიც ტექსტებს სხვა საიტებიდან იღებდნენ, თუმცა Google – მა ამ სისტემის მეშვეობით მოახდინა ამ საიტების გარიცხვა საძიებო სისტემიდან, საიტების, რომელთა ტექსტიც არ იყო და არის უნიკალური.

2012 წლის აპრილში Google – მა გამოუშვა Google Penguin Update[5], რომლის მიზანი იყო ისეთი საიტების დასჯა, რომლებიც სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით ცდილობდნენ საძებო სისტემაზე მანიპულირებას.

2013 წლის სექტემბერში Google – მა გამოუშვა Google – ის Hummingbird Update[6], შეცვლილი ალგორითმი, რომლის მიზანია გააუმჯობესოს Google – ის ბუნებრივი ენა და უკეთ გაიგოს საიტის აზრობრივი მნიშვნელობა.

ოპტიმიზაციის მეთოდები

ოპტიმიზაციის მეთოდების დაყოფა სამ კლასად შეიძლება, თუმცა მსოფლიოს საძიებო სისტემების უკანასკნელმა მოქმედებებმა მოგვცა იმის გაგების საშუალება, რომ ეს დაყოფა ძალზედ პირობითია – ნებისმიერი მანიპულაციები საიტის განსაზღვრული პარამეტრებით შეიძლება საძიებო სისტემების მიერ აღქმული იქნეს, როგორც არა სასურველი ზემოქმედება მის რეზულტატზე. ნებისმიერი მანიპულირება საძიებო შედეგებზე პირდაპირ აკრძალულია ლიცენზიით Yandex სისტემის გამოყენებით. „თეთრი„ ოპტიმიზატორები და მარკეტოლოგები იყენებენ Yandex – ის რეკომენდაციებს „კარგი„ საიტების შესაქმნელად. ამგვარად, საიტების „პრომოუშენი„ ხდება საძიებო სისტემების წესების დარღვევის გარეშე.[7]

თეთრი ოპტიმიზაცია

თეთრი ოპტიმიზაცია – ოპტიმიზირებული სამუშაო რესურსებთან, რომლებიც ოფიციალურად აკრძალულია ყოველი საძიებო სისტემის მიერ – საიტის ალგორითმებზე ზეგავლენის მოხდენის გარეშე. ეს მოიცავს საიტთან მუშაობას, მის შიგა ნავიგაციასთან და შინაარსთან, ასევე გარე სამუშაოებს, საიტის ოპტიმიზირება გამოკითხვების მეშვეობით, პრეს – რელიზების, სოციალურ ქსელებში რეგისტრირების, პარტნიორულ პროგრამებსა და ა.შ. მითითებული საიტის ბმულებით. უნდა აღინიშნოს, Яндекс გვაფრთხილებს, რომ თუ ოპტიმიზაციის რაიმე მეთოდი არ არის ოფიციალურად აკრძალული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის უნდა იქნეს გამოყენებული.[8]

ნაცრისფერი ოპტიმიზაცია

ნაცრისფერი საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია მოიცავს საკვანძო სიტყვების დიდი რაოდენობით ჩასმას საიტის ტექსტში, ხშირად ადამიანებისთვის ყველაზე გამოსაჩენ ადგილებში, მაგალითად: „რძე რძის ნაწარმის საუკეთესო საჩუქარია, რადგანაც მას რძის ცხიმი გააჩნია„. ამასთან, ხშირად გამოიყენება HTML – ის სათაურის ტეგში, h1, საკვანძო სიტყვების ატრიბუტი.

ნაცრისფერი ოპტიმიზაცია იმით განსხვავდება შავი ოპტიმიზაციისაგან, რომ ის ოფიციალურად არ არის აკრძალული, მაგრამ მისი გამოყენება შესაძლოა შეფასებულ იქნას, როგორც საიტის პოპულარობის არაბუნებრივ მცდელობად. ზოგიერთი საძებო სისტემებმა, მაგალითად Google – მა შესაძლოა დროებით ან სამუდამოდ დაბლოკოს ასეთი საიტი. საბოლოო გადაწყვეტა იმაში მდგომარეობს, რომ საიტის რეიტინგის წამოწევა კანონიერია თუ არა, ამას არა პროგრამა, არამედ საძიებო სისტემის მოდერატორი წყვეტს.

შავი ოპტიმიზაცია

შავ ოპტიმიზაციაში შედის მეთოდები, რომლებიც საძიებო სისტემას ეწინააღმდეგებიან. მათ შორის შემდეგის გამოყოფა შეიძლება: „Doorway“ - ს (გვერდები და რესურსები, სპეციალურად შექმნილი საძიებო სისტემების სამუშაოდ, ხშირად დიდი რაოდენობის საკვანძო სიტყვები საიტზე) გამოყენება, „Cloaking“ (მომხმარებელს მიეცემა ერთი გვერდი, საძიებო სისტემას – მეორე, ოპტიმიზირებული გარკვეული მოთხოვნით), საიტის დაფარული ტექსტის გამოყენება, „ერთ პიქსელიანი„ ლინკის გამოყენება.

ლოკალური SEO

ლოკალური SEO წარმოადგენს ვებ-გვერდის ოპტიმიზაციის პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს მისი ხილვადობის გაუმჯობესებას ადგილობრივ საძიებო შედეგებში. ეს პროცესი მოიცავს Google My Business-ის პროფილის ოპტიმიზაციას, გეოგრაფიული საკვანძო სიტყვების გამოყენებას და მომხმარებელთა მიმოხილვებზე მუშაობას.[9].


როგორც მარკეტინგული სტრატეგია

SEO არ არის ოპტიმალური ვარიანტი ყოველი საიტისთვის, სხვა ინტერნეტ მარკეტინგული სტრატეგიები შესაძლოა უფრო ეფექტიანი გამოდგეს, ისეთები, როგორიცაა ფასიანი რეკლამები „PPC„ კამპანიის, რაც დამოკიდებულია საიტის ოპერატორის მიზნებზე[10]. წარმატებული ინტერნეტ მარკეტინგული კამპანია შეიძლება დამოკიდებული იყოს მაღალი ხარისხის ვებ გვერდის მომზადებაზე, რათა მიიზიდოს და დაარწმუნოს, შექმნას ანალიტიკური პროგრამები, რომლების საიტის მფლობელებს შედეგების შემოწმების და საიტის კონვერციის განაკვეთი (ეფექტიანობა – კონვერციული მარკეტინგი) გაუმჯობესების საშუალებას მისცემს.[11]

SEO – ს შეუძლია ინვესტირების დაბრუნების ადეკვატური გენერირება. თუმცა, საძიებო სისტემების ორგანული ტრაფიკისთვის გადახდა არ ხდება, მათი ალგორითმები იცვლება და არ არის არანაირი გარანტია რეფერალების (ბმულების) გაგრძელებისა. ამ გარანტიისა და საიმედოობის ნაკლებობის გამო, ბიზნესი, რომელიც დიდ წილად დაყრდნობილია საძიებო სისტემის ტრაფიკზე შეიძლება განიცადოს დიდი დანაკარგები, თუ საძიებო სისტემა შეწყვეტს ვიზიტორების გაგზავნას. საძიებო სისტემებმა შეიძლება შეიცვალონ მათი ალგორითმები, გავლენა იქონიოს ვებ გვერდის ადგილსამყოფელსა და შესაძლო შედეგებზე ტრაფიკის სერიოზულ დანაკარგზე. 2010 წელს Google – ს მთავარი აღმასრულებელის ერიკ შმიდტის მიხედვით, Google – მა დღე ნახევარის განმავლობაში დაახლოებით 1 500 – მდე ალგორითმის ცვლილება განახორციელა. ვებ გვერდის ოპერატორისთვის ბრძნულ საქმიან პრაქტიკად ითვლება, რომ განთავისუფლდეს საძიებო სისტემის ტრაფიკებზე დამოკიდებულებისაგან.[12]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო