შინაარსზე გადასვლა

მომხმარებელი:Arkaitz1974/სავარჯიშო3: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 34: ხაზი 34:


==მონაწილე გუნდების განაცხადი==
==მონაწილე გუნდების განაცხადი==
{| class=nowrap style="width:100%; border-collapse:collapse; font-size:95%; text-align:center"
|style="padding:0"|
{| width=100%
| width=50% valign=top |
{| border=0 cellspacing=0 cellpadding=1 width=99%
| colspan=2 bgcolor=#90C0FF |
| bgcolor=#D3D3D3 |'''„იბერია“ თბილისი'''
| colspan=2 bgcolor=#90C0FF |
|-
!width=12% |
!width=10% |
!width=56% |
!width=10% |
!width=12% |
|-
| bgcolor=#E0F0FF rowspan=8 | [[ფაილი:FC IberiaTbilisi Logo.png|80პქ|1990]] || || მთავარი მწვრთნელი დ. ყიფიანი || || rowspan=4 bgcolor=#E0F0FF | [[ფაილი:FC IberiaTbilisi Logo.png|80პქ|1990]]
|- bgcolor=#F5F5F5
| || მწვრთნელები: რ. ძოძუაშვილი, ი. გორგოშიძე, ნ. აკობია. ||
|-
| || გუნდის უფროსი ვ. გუცაევი ||
|- bgcolor=#F5F5F5
| || მოთამაშეები: ზ. ხაპოვი, ა. დევაძე, გ. კეტაშვილი, კ. ცხადაძე, ს. ჭედია, მ. არზიანი, გ. ჩიქოვანი, გ. ჯიშკარიანი, მ. მაჭავარიანი, კ. გოგიჩაიშვილი, გ. ნემსაძე, ზ. რევიშვილი, კ. კაჭარავა, თ. ქეცბაია, გ. გურული, გ. ჯამარაული, დ. ყიზილაშვილი, რ. კერძევაძე, გ. ცაავა, მ. ყაველაშვილი, თ. ყიფიანი, დ. ჯანელიძე. ||
|}

'''„იბერია“ თბილისი:''' მთავარი მწვრთნელი დ. ყიფიანი, მწვრთნელები: რ. ძოძუაშვილი, ი. გორგოშიძე, ნ. აკობია, გუნდის უფროსი ვ. გუცაევი. მოთამაშეები: ზ. ხაპოვი, ა. დევაძე, გ. კეტაშვილი, კ. ცხადაძე, ს. ჭედია, მ. არზიანი, გ. ჩიქოვანი, გ. ჯიშკარიანი, მ. მაჭავარიანი, კ. გოგიჩაიშვილი, გ. ნემსაძე, ზ. რევიშვილი, კ. კაჭარავა, თ. ქეცბაია, გ. გურული, გ. ჯამარაული, დ. ყიზილაშვილი, რ. კერძევაძე, გ. ცაავა, მ. ყაველაშვილი, თ. ყიფიანი, დ. ჯანელიძე.
'''„იბერია“ თბილისი:''' მთავარი მწვრთნელი დ. ყიფიანი, მწვრთნელები: რ. ძოძუაშვილი, ი. გორგოშიძე, ნ. აკობია, გუნდის უფროსი ვ. გუცაევი. მოთამაშეები: ზ. ხაპოვი, ა. დევაძე, გ. კეტაშვილი, კ. ცხადაძე, ს. ჭედია, მ. არზიანი, გ. ჩიქოვანი, გ. ჯიშკარიანი, მ. მაჭავარიანი, კ. გოგიჩაიშვილი, გ. ნემსაძე, ზ. რევიშვილი, კ. კაჭარავა, თ. ქეცბაია, გ. გურული, გ. ჯამარაული, დ. ყიზილაშვილი, რ. კერძევაძე, გ. ცაავა, მ. ყაველაშვილი, თ. ყიფიანი, დ. ჯანელიძე.



19:44, 12 ნოემბერი 2024-ის ვერსია

უმაღლესი ლიგა 1990
სეზონი 1990

ტურნირის ვადები
(30 მარტი — 12 ნოემბერი)
ჩემპიონი „იბერია“ თბილისი (პირველი ტიტული)
დაქვეითდა „ლიახვი“ ცხინვალი
...
ჩატ. შეხვედრა 304
გატანილი გოლი 811 
საშუალო გოლი/თამაშში 2,67
ბომბარდირი გია გურული (23 გოლი), „იბერია“ თბილისი,
მამუკა ფანცულაია (23), „გორდა“ რუსთავი
უდიდესი საშინაო მოგება „იბერია“ 8–1 „მერცხალი“
„გორდა“ 8–1 „შევარდენი“
„იბერია“ 7–0 „ლიახვი“
„დილა“ 7–0 „ამირანი“
უდიდესი საგარეო მოგება „შევარდენი“ 1–8 „გურია“
„ლიახვი“ 1–8 „კოლხეთი“
უხვგოლიანი შეხვედრა „ქუთაისი“ 8–3 „დილა“

უმაღლესი ლიგა 1990 — საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველობის რიგით პირველი გათამაშება. დაიწყო 30 მარტს და დასრულდა 12 ნოემბერს. გამარჯვებული გახდა თბილისის „იბერია“. მეორე ადგილზე გავიდა ლანჩხუთის „გურია“, მესამეზე — რუსთავის „გორდა“. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდება 23-23 გატანილი ბურთით გია გურულმა და მამუკა ფანცულაიამ გაინაწილეს.

ისტორია

1990 წლის 15 თებერვალს შეიქმნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომლის პირველ პრეზიდენტადაც ნოდარ ახალკაცი აირჩიეს. დამოუკიდებელი ფედერაციის პირველმა ყრილობამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება — ყველა ქართულ საფეხბურთო გუნდს დაეტოვებინა საბჭოური შეჯიბრებები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ისტორიული არჩევნების შემდეგ თვენახევარი მიდიოდა კამათი იმის თაობაზე, თუ რამდენ გუნდს უნდა ეასპარეზა პირველი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი: ნაწილს მიაჩნდა, რომ გუნდები მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა შეერჩიათ, საკმაო რაოდენობის მომხრე ჰყავდათ მათაც, ვინც თვლიდნენ, რომ პირველ ეროვნულ ჩემპიონატში უმთავრესი აქცენტი გეოგრაფიულ პრინციპზე უნდა გაკეთებულიყო და უმაღლესი ლიგა რეგიონული პრინციპით უნდა დაკომპლექტებულიყო. საბოლოოდ გადაწყდა, რომ პირველ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებდნენ საკავშირო პირველობის უმაღლესი ლიგიდან — თბილისის „დინამო“ და ლანჩხუთის „გურია“; საკავშირო პირველობის პირველი ლიგიდან — ქუთაისის „ტორპედო“, ბათუმის „დინამო“ და სოხუმის „დინამო“; საკავშირო პირველობის მეორე ლიგიდან — ფოთის „კოლხეთი“, სამტრედიის „ლოკომოტივი“, ოზურგეთის „მერცხალი“, რუსთავის „მეტალურგი“, გორის „დილა“, ხობის „კოლხეთი“, და თბილისის „შევარდენი“. ამ თორმეტ გუნდს დაემატა 1989 წლის საქართველოს პირველობის ექვსი საუკეთესო გუნდი: წყალტუბოს „შადრევანი“, ზუგდიდის „დინამო“, ოჩამჩირის „ამირანი“, გალის „მზიური“, ხაშურის „ივერია“ და ცხინვალის „სპარტაკი“. შესაბამისად, ძირითადი პრიორიტეტი სპორტულ პრინციპებს მიენიჭა, რასაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაციც იზიარებდა.

პირველი ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე, გათამაშების მონაწილე თვრამეტი გუნდიდან ცხრა გუნდს სახელწოდება შეეცვალა. მანამდე არსებული წესისგან განსხვავებით, ამჯერად მატჩის მოგების შემთხვევაში გუნდებს ორის ნაცვლად სამი ქულა დაერიცხებოდათ. რაც შეეხება ჩემპიონატის დებულებას, ბოლო ადგილზე გასული გუნდი პირველ ჯგუფში ქვეითდებოდა, საიდანაც ორ უძლიერეს გუნდს ეძლეოდა უმაღლეს ლიგაში აღზევების უფლება. გარკვეული მიზეზების გამო, ჩემპიონატს პირველი წრის მერე ცხინვალის „ლიახვი“ (ყოფილი „სპარტაკი“) გამოეთიშა და პირველი სეზონი ჩვიდმეტმა გუნდმა ჩაამთავრა. დებულების შესაბამისად, სატურნირო ცხრილის ბოლო, მეჩვიდმეტე ადგილზე გასული გუნდი (ამ შემთხვევაში ოჩამჩირის „ამირანი“) პირველი ლიგაში უნდა დაქვეითებულიყო, თუმცა დებულების ეს მოთხოვნა არ შესრულდა და უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში არავინ დაქვეითებულა. ამავე დროს, პირველი ლიგის სამი საუკეთესო გუნდი — ვანის „სულორი“, ზესტაფონის „მარგვეთი“ და გურჯაანის „ალაზანი“, უმაღლეს ლიგაში აღზევდა[1] და ამრიგად, საქართველოს მეორე ეროვნულ ჩემპიონატში უკვე ოცმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

მონაწილე გუნდების განაცხადი

„იბერია“ თბილისი
1990 მთავარი მწვრთნელი დ. ყიფიანი 1990
მწვრთნელები: რ. ძოძუაშვილი, ი. გორგოშიძე, ნ. აკობია.
გუნდის უფროსი ვ. გუცაევი
მოთამაშეები: ზ. ხაპოვი, ა. დევაძე, გ. კეტაშვილი, კ. ცხადაძე, ს. ჭედია, მ. არზიანი, გ. ჩიქოვანი, გ. ჯიშკარიანი, მ. მაჭავარიანი, კ. გოგიჩაიშვილი, გ. ნემსაძე, ზ. რევიშვილი, კ. კაჭარავა, თ. ქეცბაია, გ. გურული, გ. ჯამარაული, დ. ყიზილაშვილი, რ. კერძევაძე, გ. ცაავა, მ. ყაველაშვილი, თ. ყიფიანი, დ. ჯანელიძე.

„იბერია“ თბილისი: მთავარი მწვრთნელი დ. ყიფიანი, მწვრთნელები: რ. ძოძუაშვილი, ი. გორგოშიძე, ნ. აკობია, გუნდის უფროსი ვ. გუცაევი. მოთამაშეები: ზ. ხაპოვი, ა. დევაძე, გ. კეტაშვილი, კ. ცხადაძე, ს. ჭედია, მ. არზიანი, გ. ჩიქოვანი, გ. ჯიშკარიანი, მ. მაჭავარიანი, კ. გოგიჩაიშვილი, გ. ნემსაძე, ზ. რევიშვილი, კ. კაჭარავა, თ. ქეცბაია, გ. გურული, გ. ჯამარაული, დ. ყიზილაშვილი, რ. კერძევაძე, გ. ცაავა, მ. ყაველაშვილი, თ. ყიფიანი, დ. ჯანელიძე.

„გურია“ ლანჩხუთი: მთავარი მწვრთნელი: მ. ხურცილავა, მწვრთნელები: გ. იმნაძე, გ. დუნდუა, გუნდის უფროსი თ. ჩხაიძე. შემადგენლობა: ა. ქანთარია, მ. აბუსერიძე, ბ. დანელია, გ. ტყებუჩავა, დ. ცომაია, ნ. მიქაბერიძე, თ. კაბისაშვილი, გ. ჩხაიძე, ო. კორღალიძე, ბ. ფრიდონაშვილი, დ. უგრელიძე, კ. კვინტრაძე, თ. ლორია, ზ. ბაკურაძე, ლ. ბარათაშვილი.

„შევარდენი“ თბილისი: მთავარი მწვრთნელი გ. ხუციშვილი, მწვრთნელები: ი. შევარდნაძე, ა. ნებიერიძე. შემადგენლობა: გ. დოლიძე, თ. შალამბერიძე, ნ. ტარტარაშვილი, პ. ჩხეიძე, ნ. კაკილაშვილი, მ. ჟორდანია, მ. მინაშვილი, ლ. ყიფიანი, ლ. ზეიკიძე, ვ. ჟვანია, ე. ყულიაშვილი, თ. სამხარაძე, ზ. სხირტლაძე, გ. ჯოხაძე, კ. კოპალეიშვილი, დ. ობოლაძე, მ. მურმანიშვილი, გ. ლიპარტელიანი.

„ცხუმი“ სოხუმი: მთავარი მწვრთნელი ე. ქოიავა, მწვრთნელი ნ. ბოჯგუა, გუნდის უფროსი ა. პაპავა. შემადგენლობა: გ. ჟორჟოლიანი, გ. ბენიძე, ზ. ფარულავა, გ. დოჩია, ს. მალანია, გ. ინალიშვილი, გ. ჩიხრაძე, გ. გოგრიჭიანი, მ. მორგოშია, ი. გელენავა, ზ. ჯელაძე, ზ. გეგენავა, თ. გადელია, თ. სიჭინავა, ვ. პაპასკირი.

„ქუთაისი“ ქუთაისი: მთავარი მწვრთნელი რ. ბურკაძე, მწვრთნელი ჯ. ხერხაძე, გუნდის უფროსი ა. გიორგობიანი. მოთამაშეები: ნ. ჩხეიძე, ი. ბზიკაძე, გ. თევზაძე, ბ. შავგულიძე, რ. თორღაშვილი, ა. დვალიშვილი, დ. პაიკიძე, დ. მეშკოვი, ვ. შენგელია, თ. ფაიქიძე, გ. სუხიაშვილი, დ. ჯანაშია, მ. მანაგაძე, დ. მახარაძე, დ. შავდათუაშვილი, გ. დარასელია, გაბისკირია, გ. ნადირაძე, დ. პაპავა, მ. ქორიძე.

„კოლხეთი-1913“ ფოთი: მთავარი მწვრთნელი ჯ. ჯანელიძე, მწვრთნელი თ. ტყებუჩავა, გუნდის უფროსი ჯ. კუჭუხიძე. მოთამაშეები: მ. გვასალია, ო. თიბილაშვილი, მ. ბაჯალაძე, გ. გიორგაძე, გ. გიგატაძე, დ. მახარაძე, ბ. კაკაჩია, ზ. ინიაშვილი, რ. ქაჯაია, ა. ავრამიდისი, მ. შამათავა, ნ. თვარაძე, ზ. თოფურია, ი. ჯუღელი.

„ოდიში“ ზუგდიდი: მთავარი მწვრთნელი ო. გაბელია, გუნდის უფროსი ჯ. გოგია. მოთამაშეები: ლ. ნადარეიშვილი, რ. გელენავა, გ. კვიტაციანი, დ. ჯავაშვილი, ო. თუთბერიძე, კ. სართანია, რევ. მაქაცარია, როლ. მაქაცარია, მ. შეროზია, ზ. აფაქიძე, მ. მალანია, გ. ჯაყონია, ა. ჯიქია, გ. ჭანტურია, მ. ბიგვავა.

„გორდა“ რუსთავი: მთავარი მწვრთნელი გ. ნოდია, მწვრთნელი ი. ალადაშვილი, გუნდის უფროსი დ. შუბითიძე. მოთამაშეები: ნ. ტოგონიძე, თ. მეტრეველი, ე. ავაქიანი, ა. მეშკოვი, გ. ფირცხალავა, ჯ. წიკლაური, გ. კილასონია, ნ. ლობჟანიძე, მ. ფანცულაია, ვ. მიქაშავიძე, თ. დიმიტრიშვილი, ა. კულუმბეგოვი, ტ. კაპანაძე, ხ. ქასრაშვილი, თ. კაპანაძე, დ. კუდინოვი.

„ბათუმი“ ბათუმი: მთავარი მწვრთნელი შ. ჭეიშვილი მწვრთნელი გ. ქორიძე, გუნდის უფროსი თ. ცინარიძე. მოთამაშეები: ა. ბალაძე, ი. მამინაშვილი, ა. გოგიტიძე, ტ. დურდიაძე, მ. მაისურაძე, გ. მჭედლიშვილი, თ. კიკლიაშვილი, მ. მახარაძე, გ. ზედანია, ი. მახარაძე, ვ. შანიძე, თ. ტუღუში, პ. მაჭუტაძე, მ. ჯიჯვაძე, დ. უჯმაჯურიძე, გ. შეყილაძე, გ. კედელაძე, ა. ხიბაია.

„მზიური“ გალი: მთავარი მწვრთნელი: ა. გრძელიძე, მწვრთნელები: ი. ბიბლაია, ზ. კვეკვესკირი, გუნდის უფროსი ვ. ბიბლაია. მოთამაშეები: ა. ჩხეტია, თ. ღურწკაია, გ. ფარფალია, ა. კვეკვესკირი, მ. ხურცილავა, თ. ყოლბაია, ზ. კაკავა, კ. ხარჩილავა, დ. ჩხეტია, კ. კვეკვესკირი, ა. ქანთარია, მ. აბშილავა, ხ. ეთერია, დ. ღურწკაია, ზ. კვეკვესკირი, ი. ყოლბაია, გ. მაკასარაშვილი, ვ. კილასონია, მ. ჯღარკავა.

„სამგურალი“ წყალტუბო: მთავარი მწვრთნელი გ. სორდია, მწვრთნელები: ა. ჯანელიძე და გ. გაბიჩვაძე, გუნდის უფროსი თ. სვანიძე. მოთამაშეები: გ. მიქაძე, ზ. ჭოლაძე, გ. წიქარიშვილი, ბ. ბერაძე, ზ. იონანიძე, ა. ჩხაბერიძე, ვ. მუშკუდიანი, ვ. ფესტვენიძე, დ. ონიანი, მ. ხუნდაძე, გ. ხარაბაძე, გ. ჩიხლაძე, რ. იობიძე, ჭ. იობიძე, გ. მოსეშვილი, ა. კერესელიძე, თ. ცნობილაძე, ლ. ფესტვენიძე, გ. ჯანელიძე.

„ლიახვი“ ცხინვალი: მთავარი მწვრთნელი ვ. ქოზაევი, გუნდის უფროსი ა. გაგლოევი. მოთამაშეები: ზ. რომელაშვილი, გ. ხუბეჟაშვილი, ვ. ჯიოევი, ვ. ხაჩიროვი, ვ. მარგიევი, ა. ჯიოევი, მ. სანაკოევი, ა. დოგუზოვი, გ. კახნიაშვილი, ვ. გასიევი, ვ. მიხაილოვი, ი. გობოზოვი, ვ. ძაგოევი, ვ. გობოზოვი, გ. ზვიაგანცევი, ა. ქოქოევი, თ. სანაკოევი, ზ. ნასუაშვილი.

„ივერია“ ხაშური: მთავარი მწვრთნელი თ. კობერიძე, მწვრთნელი ვ. ხაჩიძე. მოთამაშეები: ზ. მურადაშვილი, ვ. ჯანგერიძე, ლ. ცხოვრებაშვილი, მ. ლაცაბიძე, ბ. აბაზაძე, ი. ხარაზიშვილი, ს. პოზოიანი, ბ. რობაქიძე, ბ. თევზაძე, ვ. ჯაკობია, ო. ტიტვინიძე, რ. ნოზაძე, ო. მაღრაძე, პ. ნოზაძე, გ. ქიმერიძე, ვ. ჭყონია, თ. ამბიძე.

„ამირანი“ ოჩამჩირე: მთავარი მწვრთნელი ბ. კაკუბავა, მწვრთნელი თ. ბჟანია, გუნდის უფროსი ჯ. ჭითანავა. მოთამაშეები: ბ. ახვლედიანი, თ. შამუგია, ო. ძალამიძე, ი. აფინდოპულო, დ. კაკუბავა, ზ. ღურწკაია, მ. ჩხვირკია, მ. შამათავა, გ. ვართანოვი, მ. ქობალია, ე. როსტობაია, მ. კაკუბავა, მ. გოგოხია, ა. ურთმელიძე, კ. შამუგია, ბ. ჩხვირკია, ნ. მესხია.

„კოლხეთი“ ხობი: მთავარი მწვრთნელი თ. გრძელიშვილი, მწვრთნელი ფ. გოცირიძე, გუნდის უფროსი პ. თათარიშვილი. მოთამაშეები: მ. ხურცილავა, ზ. ლატარია, ე. გვასალია, მ. ქვილითაია, ზ. ბაკურაძე, თ. ჭიჭინაძე, ი. კალუჟა, ვ. კვირტია, ი. ბერაძე, ე. მამფორია, გ. ჭიჭელავა, ე. თევზაძე, ი. სიჭინავა, გ. ფარფალია, გ. დოლბაია, გ. ბაბუაძე.

„დილა“ გორი: მთავარი მწვრთნელი გ. გაბუნია, მწვრთნელი ი. თაყაძე, გუნდის უფროსი რ. ნასყიდაშვილი. მოთამაშეები: ზ. ჩოჩიევი, ა. კონდრატიევი, რ. მარღიშვილი, ბ. ქობესოვი, მ. გაზაშვილი, ზ. ანიაშვილი, ჯ. მარეხაშვილი, გ. ჭინჭარაული, ზ. ხორგუაშვილი, დ. ნეფარიძე, ა. მიხანაშვილი, შ. ტაბატაძე, კ. მელქაძე, ხ. გაგნიძე, ბ. ჩადუნელი.

„მერცხალი“ ოზურგეთი: * მთავარი მწვრთნელი ნ. ამირეჯიბი, მწვრთნელი ხ. ჩხარტიშვილი, გუნდის უფროსი ბ. გიორგაძე. მოთამაშეები: ვ. დუმბაძე, ი. ზოიძე, მ. მჟავანაძე, ს. ბარამიძე, ზ. ხამაშურიძე, გ. როყვა, მ. კალატოზიშვილი, ო. თეთრაძე, შ. კაშია, ვ. ჩხაიძე, ბ. ამაშუკელი, ი. ნასუაშვილი, გ. ჩიგოგიძე, ა. ათუაშვილი, ა. ცერცვაძე, კ. ნადარეიშვილი, ვ. ბერიშვილი.

„სანავარდო“ სამტრედია: * მთავარი მწვრთნელი ჯ. ჯალაღანია, მწვრთნელი ა. სტურუა, გუნდის უფროსი ლ. გეგეშიძე. მოთამაშეები: ი. თოდაძე, დ. კოხრეიძე, ნ. ჭელიძე, გ. ვაშაკიძე, დ. თვალაბეიშვილი, კ. რუხაძე, პ. ლეკვეიშვილი, ი. შეპტიცკი, ვ. თამაზაშვილი, გ. ბაბუნიძე, ზ. დადუნაშვილი, ბ. ამბიძე, მ. ჯიშკარიანი, დ. ხუჭუა, ი. გოგაძე.

შენიშვნა: * 1990 წლის 29 მარტის „ლელოში“ (№ 59, გვ. 3.) მოყვანილ გუნდების განაცხადში „მერცხალი“ ოზურგეთის ნაცვლად მითითებულია „ოზურგეთი“ ოზურგეთი, ხოლო „სანავარდო“ სამტრედია წარმოდგენილია, როგორც „იმერეთი“ სამტრედია.

გუნდების ადგილმდებარეობა

ჩატარებული მატჩები

კლუბი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18
„იბერია“ თბ. 1:0 1:1 2:0 2:1 3:1 1:1 4:2 8:1 5:0 5:0 4:0 3:1 7:1 3:0 2:0 6:0 7:0
„გურია“ 1:1 1:0 2:2 2:0 1:0 3:0 5:0 2:0 1:0 3:0 2:0 6:1 2:0 4:0 8:1 2:0 6:0
„გორდა“ 1:0 0:0 2:1 2:0 3:0 3:0 2:1 2:0 3:0 1:0 6:4 4:2 2:0 3:1 8:1 1:0 3:0
4 „ქუთაისი“ 0:2 2:1 3:0 0:1 1:0 2:1 2:1 1:0 8:3 1:0 1:0 3:0 3:1 2:2 3:1 3:0* 6:0
5 „კოლხეთი-1913“ 1:0 0:1 0:1 2:1 1:0 1:0 0:0 4:1 1:0 0:0 5:0 4:0 1:0 2:0 2:0 3:2 8:1
6 „ბათუმი“ 2:0 0:0 1:0 1:1 1:0 3:1 1:0 0:0 4:2 4:0 2:1 2:1 2:0 6:1 3:0 1:0 6:0
7 „ცხუმი“ 1:1 1:3 2:0 1:1 4:0 2:1 1:1 0:0 5:0 1:0 2:0 3:1 2:1 3:0 1:1 1:0 5:0
8 „ოდიში“ 1:1 0:1 1:2 0:0 1:1 2:1 2:1 2:2 3:1 3:2 1:1 4:0 3:1 3:1 5:0 1:0 2:0
9 „მერცხალი“ 1:4 5:2 3:1 0:1 2:0 0:0 1:2 0:0 1:1 2:2 4:0 4:1 2:1 4:0 2:0 1:0 4:0
10 „დილა“ 0:3 1:0 0:2 3:1 0:1 0:0 3:2 2:1 4:2 1:0 3:0 5:1 0:0 3:1 0:0 7:0 7:1
11 „კოლხეთი“ 1:2 1:0 3:1 0:1 2:0 0:3 1:0 1:0 1:1 3:0 0:0 1:1 3:1 5:0 2:0 2:2 4:0
12 „სანავარდო“ 0:1 1:0 1:1 1:0 0:1 0:1 0:0 2:0 1:0 3:1 2:2 3:2 0:0 2:0 3:2 1:0 3:0
13 „მზიური“ გალი 3:2 0:0 3:2 0:1 1:4 2:2 1:0 0:0 2:1 1:1 0:0 1:0 4:2 3:1 1:1 4:2 4:0
14 „სამგურალი“ 0:0 1:2 0:1 2:4 1:1 1:0 1:1 2:1 3:1 2:0 2:1 2:1 5:3 2:1 1:1 1:0 3:0*
15 „ივერია“ 0:1 1:3 0:2 1:0 0:2 4:3 0:0 1:0 0:0 2:1 1:0 2:1 0:1 1:0 2:0 2:0 5:0
16 „შევარდენი“ 1:3 0:4 3:0 1:3 2:1 1:1 1:1 0:3 0:0 1:0 3:1 2:1 2:0 3:0 0:0 3:1 5:1
17 „ამირანი“ 0:2 0:0 1:0 2:1 2:2 0:1 3:2 0:0 2:1 0:0 2:1 1:1 1:0 3:2 2:2 1:0 6:1
18 „ლიახვი“ 1:4 1:5 0:3* 0:3* 2:3 0:3 0:3* 0:3* 0:3* 0:3* 0:3* 1:2 0:2 1:3 1:2 0:3* 0:3*

შენიშვნა: *ტექნიკური წაგება.

საბოლოო ცხრილი

კლუბი ბურთები
„იბერია“ თბილისი 34 24 6 4 91–23 78
„გურია“ ლანჩხუთი 34 22 6 6 73–20 72
„გორდა“ რუსთავი 34 22 3 9 63–33 69
4 „ქუთაისი“ ქუთაისი 34 20 5 9 62–33 65
5 „კოლხეთი-1913“ ფოთი 34 19 5 10 53–31 62
6 „ბათუმი“ ბათუმი 34 18 7 9 56–28 61
7 „ცხუმი“ სოხუმი 34 13 10 11 50–36 49
8 „ოდიში“ ზუგდიდი 34 12 10 12 47–38 46
9 „მერცხალი“ ოზურგეთი 34 11 10 13 49–47 43
10 „დილა“ გორი 34 12 6 16 52–58 42
11 „კოლხეთი“ ხობი 34 11 8 15 42–43 41
12 „სანავარდო“ სამტრედია 34 11 7 16 35–50 40
13 „მზიური“ გალი 34 11 7 16 47–69 40
14 „სამგურალი“ წყალტუბო 34 11 6 17 42–57 39
15 „ივერია“ ხაშური 34 11 5 18 34–62 38
16 „შევარდენი“ თბილისი 34 10 8 16 39–64 38
17 „ამირანი“ ოჩამჩირე 34 10 7 17 36–55 37
18 „ლიახვი“ ცხინვალი* 34 0 0 34 11–135 0

შენიშვნა: *„ლიახვი“ ტურნირს ჩემპიონატს პირველი წრის მერე გამოეთიშა.

საუკეთესო ბომბარდირები

ბომბარდირი გუნდი გოლები
1 საქართველოს დროშა გია გურული „იბერია“ თბილისი 23
საქართველოს დროშა მამუკა ფანცულაია „გორდა“ რუსთავი 23
3 საქართველოს დროშა ოთარ კორღალიძე „გურია“ ლანჩხუთი 21

საქართველოს ჩემპიონის შემადგენლობა

ზაზა რევიშვილი (34/16), თემურ ქეცბაია (33/11), კახი გოგიჩაიშვილი (32/4), გოჩა ჩიქოვანი (32/2), კახა ცხადაძე (32/1), გია ჯიშკარიანი (31/6), ზაურ ხაპოვი (29), კახა კაჭარავა (28/14), სოსო ჭედია (26), გია გურული (25/23), მამუკა მაჭავარიანი (24), გოჩა ჯამარაული (19), მალხაზ არზიანი (18), გიორგი ნემსაძე (14/2), მიხეილ ყაველაშვილი (13/5), გივი ქველაძე (13), დავით ყიზილაშვილი (10/2), გელა კეტაშვილი (9), გრიგოლ ცაავა (8/3), როინ კერძევაძე (8/1), აკაკი დევაძე (8), ემზარ შონია (5), თემურ ყიფიანი (3). მთავარი მწვრთნელი — დავით ყიფიანი.[2]

ჩემპიონი

1990 წლის
საქართველოს ჩემპიონი
1990
„იბერია“ თბილისი
პირველი ტიტული

ფაქტები

თბილისის „იბერიამ“ ფეხბურთში საქართველოს პირველი დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვა უძლიერესის სახელი. 1990 წლის 3 ნოემბერს, წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში, „სამგურალთან“ მოპოვებული ერთი ქულით „იბერიამ“ ჩემპიონობა გაინაღდა და მიუღწეველი აღმოჩნდა დანარჩენ მეტოქეთათვის, კერძოდ, „გორდასთვის“, რომელიც ოზურგეთში, „მერცხალთან“ დამარცხდა. დინამოელთათვის ჩემპიონის პირველი წოდების მომტანი ეს შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო, ზედმეტ რისკს ორივე გუნდი ერიდებოდა. მცველთა უშეცდომო თამაშის წყალობით შეტევები საჯარიმო მოედნის მისადგომებთან მთავრდებოდა და მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში მხოლოდ ერთი მომენტი იყო დასამახსოვრებელი, როცა ზურაბ იონანიძის ძლიერად დარტყმული ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს. მეორე ნახევარში უფრო აქტიურობდნენ მეტოქენი და როგორც წყალტუბოელებს (გოჩა ხარაბაძე), ასევე თბილისელებს (ზაზა რევიშვილი) შეეძლოთ ბურთის გატანა, მაგრამ კვლავ მცველებმა იმარჯვეს. მატჩის 66-ე წუთზე რეალური საფრთხის წინაშე იდგნენ მასპინძლები, როცა თემურ ქეცბაიას მიერ დარტყმული ბურთი ძელმა „მოიგერია“. მალე კახი გოგიჩაიშვილს მიეცა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ გოჩა მიქაძის თავგანწირულმა თამაშმა ამჯერადაც იხსნა „სამგურალი“. თბილისის „იბერიას“ წარმატება პირველად „სამგურალის“ ფეხბურთელებმა მიულოცეს და სტადიონზე მოსულმა მრავალრიცხოვანმა მაყურებელმა გულთბილი ტაშითა და ოვაციებით გააცილა ორივე გუნდი. გუნდებმა ეს შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: „სამგურალი“. მიქაძე, ჯანელიძე, წიქარიშვილი, ბერაძე, იონანიძე (მუშკუდიანი), ხვიტია, ცნობილაძე, კერესელიძე, ლ. ფესტვენიძე (ჩიხლაძე), ხუნდაძე, ხარაბაძე. „იბერია“: ხაპოვი, არზიანი, ცხადაძე, ჭედია, ჯიშკარიანი (კერძევაძე), რევიშვილი, ქეცბაია, ჩიქოვანი (მაჭავარიანი), კაჭარავა (გოგიჩაიშვილი), ნემსაძე, ჯამარაული.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 1990 წლის ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე საუკეთესო ფეხბურთელებს და მწვრთნელებს მიენიჭათ პრიზები, რომლებიც დაწესებული იყო წარმოება-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ. ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს თბილისის „იბერიის“ თავდამსხმელი თემურ ქეცბაია. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებად მიიჩნიეს თბილისის „იბერიის“ ნახევარმცველი გიორგი ნემსაძე და სოხუმის „ცხუმის“ თავდამსხმელი მიხეილ ჯიშკარიანი. სიჯანსაღისა და სპორტის საქართველოს რესპუბლიკური საქველმოქმედო ფონდისგან ოჩამჩირის „ამირანის“ ფეხბურთელს ჯუმბერ ჭითანავას გადაეცა პრიზი (1000 მანეთი) — როგორც „უმაღლესი ჯგუფის ფეხბურთელთა შორის ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახის მამას“.[3] „სეზონის აღმოჩენა“ — ასეთი პრიზი მიენიჭა ლანჩხუთის „გურიის“ ფეხბურთელს გოჩა გუჯაბიძეს. „ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი“ — მამუკა ფანცულაია (რუსთავის „გორდა“). საუკეთესო ბომბარდირის პრიზის მფლობელი გახდა ორი ფეხბურთელი: გია გურული („იბერია“) და მამუკა ფანცულაია („გორდა“) — 23-23 გოლით. „საუკეთესო დებიუტანტი და მისი მწვრთნელი“ — გიორგი კილასონია და გივი ნოდია („გორდა“). „საუკეთესო მეკარე“ — ნიკოლოზ ჩხეიძე („ქუთაისი“). „საუკეთესო მცველი“ — კახი ცხადაძე („იბერია“). ყველაზე შედეგიან კლუბად და საქართველოს დედაქალაქის საუკეთესო გუნდად მიიჩნიეს 1990 წლის ჩემპიონი თბილისის „იბერია“, ხოლო მის თავდამსხმელს — გია გურულს გადაეცა ამ გუნდის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი. „ყველაზე ლამაზი გოლის“ პრიზი გადაეცა ლევან ყიფიანს. სეზონის საუკეთესო მსაჯებად აღიარეს: სერგო კვარაცხელია (ზუგდიდი), მერაბ მალაღურაძე (თბილისი), ანატოლი მილჩენკო (სოხუმი), ელგუჯა სილაგავა, ლევან ჩიტაია, მერაბ ჭელიძე (სამივე — თბილისი).[4]

იხილეთ აგრეთვე

პერიოდიკა

რესურსები ინტერნეტში

თემატური საიტები
FootballFacts.ru · RSSSF · WildStat.com
„ლელო“
15.03 · 01.04 · 14.04

სქოლიო