სეფი I
სეფი I | |
---|---|
ირანის შაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 28 იანვარი, 1629 |
მმართ. დასასრული: | 12 მაისი, 1642 |
წინამორბედი: | აბას I |
მემკვიდრე: | აბას II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1611 |
გარდ. თარიღი: | 12 მაისი, 1642 |
შვილები: | აბას II |
დინასტია: | სეფიანები |
მამა: | მუჰამად ბაქერ მირზა |
დედა: | დილარამ ხანუმი |
რელიგია: | ისლამი |
შაჰ სეფი ან სეფი I (სპარს. شاه صفی; დ. 1611 — გ. 1642) — სეფიანთა დინასტიის მეექვსე წარმომადგენელი, მუჰამედ ბაქერ მირზასა და დილარამ ხათუნის ვაჟი. აბას I-ის შვილიშვილი. ირანის შაჰი 1629-1642 წლებში.
მისი ტახტზე ასვლა ქართლის მეფე როსტომმა, იგივე ხოსრო მირზამ უზრუნველყო. შაჰ სეფიმ შაჰის ტიტულის მიღებისთანავე მოიშორა ყველა, ვისაც კი შეეძლო მისთვის ძალაუფლება წაერთმია, ირანის ყველა უფლისწული და ასევე, გენერლებიც. ის ნაკლებ ყურადღებას აქცევდა მთავრობასა და ბიზნესს. არ ჰქონდა ინტელექტუალური ინტერესები. არ იცოდა წერა-კითხა სწორად. იგი საკუთარ დროს ძირითადად ღვინის სმაში ხარჯავდა და გახდა დამოკიდებული თამბაქოზე (როგორც მისი ბაბუა). მისი მმართველობის პერიოდში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ფიგურა იყო დიდი ვეზირი მირზა მუჰამად თაქი, რომელიც ამ თანამდებობაზე სეფიმ 1634 წელს დანიშნა.
ირანის მტრებმა მალევე ისარგებლეს სეფის სისუსტით. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალეთმა იწვნია დამამცირებელი მარცხი ირან-ოსმალეთის 1623-1639 წლებში მიმდინარე ომის დასაწყისში, შაჰ აბასის დროს, შაჰ სეფის ტახტზე ასვლიდან ერთი წლის შემდეგ, მათ განაახლეს ომი ირანთან და 1634 წელს, მათ უკვე ეკავათ ერევანი, ჰამადანი და თავრიზი. 1638 წელს ოსმალეთის არმიამ მურად IV-ის მეთაურობით აიღო ბაღდადი. ბაღდადის აღებამ ირანი აიძულა ეთხოვა ზავი და 1639 წელს დაიდო ზუჰაბის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აბას I-ის მიერ დაკავებული ტერიტორიები კვლავ ოსმალეთის იმპერიის ხელში გადავიდა.
შაჰ სეფი გარდაიცვალა 1642 წლის 12 მაისს. მის შემდეგ ტახტზე ადის მისი ვაჟი აბას II.
შვილები
1632-1667 სეფიანთა ირანის მე-6 შაჰი 1642-1667 წლებში.
- თამაზ მირზა
1634-1645 (მამის გარდაცვალების შემდეგ თვალები დათხარეს და ჰარამხანაში გამოკეტეს )
- მაჰმუდ მირზა
1635-1648 (მამის გარდაცვალების შემდეგ თვალები დათხარეს და ჰარამხანაში გამოკეტეს )
- ჰუსეინ მირზა
1637-1652 (მამის გარდაცვალების შემდეგ თვალები დათხარეს და ჰარამხანაში გამოკეტეს )
- ჰამზა მირზა
1639-1644 (მამის გარდაცვალების შემდეგ თვალები დათხარეს და ჰარამხანაში გამოკეტეს )
ლიტერატურა
- Newman, Andrew J. (2008). Safavid Iran: Rebirth of a Persian Empire. I.B.Tauris, გვ. 1–281. ISBN 9780857716613.
- Babaie, Sussan (2004). Slaves of the Shah: New Elites of Safavid Iran. I.B.Tauris, გვ. 1–218. ISBN 9781860647215.
- Roemer, H.R. (1986). „The Safavid period“, The Cambridge History of Iran, Volume 5: The Timurid and Safavid periods. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 189–351. ISBN 9780521200943.
- Granlund, Lis (2004). „Queen Hedwig Eleonora of Sweden: Dowager, Builder, and Collector“. In Campbell Orr, Clarissa (ed.). Queenship in Europe 1660-1815: The Role of the Consort. Cambridge University Press. pp. 56–76. ISBN 0-521-81422-7.