რომან შტეინბერგი
იერსახე
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
ეროვნება | ესტონელი |
დაბ. თარიღი | 5 აპრილი, 1900[1] |
დაბ. ადგილი | ტალინი, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 16 აპრილი, 1928 (28 წლის) |
გარდ. ადგილი | ტალინი, ესტონეთი |
სპორტი | |
ქვეყანა | ესტონეთი |
სპორტი | ბერძნულ-რომაული ჭიდაობა |
რომან შტეინბერგი (ესტ. Roman Steinberg; დ. 5 აპრილი, 1900, ტალინი — გ. 16 აპრილი, 1928, იქვე) — ესტონელი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. მისი მწვრთნელი იყო რობერტ ოკსა. 1924 წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი პარიზის ოლიმპიადაზე, ნახევარფინალში დამარცხდა ედვარდ ვესტერლუნდთან, ხოლო ბრინჯაოს მედლისათვის დაამარცხა არტურ ლინდფორსი. 1921-1923 წლებში სამჯერ გახდა ესტონეთის ჩემპიონი. გარდაიცვალა 28 წლის ასაკში, ავადმყოფობის გამო, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში.
მედლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1924
- 1924 წლის ოლიმპიური თამაშები
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ესტონეთის ოლიმპიური კომიტეტის ვებ-გვერდზე დაარქივებული 2007-06-11 საიტზე Wayback Machine.