იტალიური ენა
იტალიური ენა italiano, lingua italiana | |
გავრცელებულია | იტალია შვეიცარია სან-მარინო ვატიკანი აშშ გერმანია არგენტინა საფრანგეთი ბელგია ეთიოპია სომალი ლიბია მალტა როგორც რეგიონალური სლოვენია ხორვატია მონაკო |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 60 მლნ. |
ოფიციალური სტატუსი | ევროპის კავშირი იტალია შვეიცარია სან-მარინო ვატიკანი მალტა ხორვატია სლოვენია |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ენები
|
დამწერლობის სისტემა | ლათინური (იტალიური ვარიანტი) |
ენის კოდები | ISO1: it ISO2: ita ISO3: ita |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-it}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — იტალიური ენა |
იტალიური ენა (თვითსახელრქმევა lingua italiana, ან italiano) — იტალიელთა და შვეიცარიის სამხრეთში იტალო-შვეიცარიელთა ენა. გარდა ამისა, იტალიურს მშობლიურად ენად აცხადებს მოსახლეობის საკმაოდ არცთუ მცირე რიცხვი დალმაციასა (ყოფილი იუგოსლავია, დღევანდელი ხორვატიის ერთ-ერთი კუთხე) და კუნძულ კორსიკაზე.
ზოგადი ცნობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იტალიური ენა მიეკუთვნება რომანულ ენებს, რომელშიც აგრეთვე შედის ესპანური, ფრანგული, პორტუგალიური, რუმინული და ზოგი სხვა ნაკლებადგავრცელებული ენა.
რომანული ენები არის ერთ-ერთი შტო ინდოევროპული ენების ოჯახისა.
რომანულ ენებში იტალიური განეკუთვნება იტალურ-რომანულ ენების ჯგუფს.
რომანული ენების ჯგუფი თავის დასამაბს იღებს ხალხური ლათინურიდან, ანუ იმ ენიდან, რომელზედაც ლაპარაკობდნენ რომის იმპერიაში შემავალი ხალხები.
ენად ჩამოყალიბების გზა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იტალიური ენის ფორმირების პროცესი დაახლოებით XVIII საუკუნის შუა ხანებში დასრულდა. ისტორიულად იტალიურის ენად ჩამოყალიბების პროცესი იმ პერიოდში მიმდინარეობდა, როცა ქვეყნის კულტურული ცხოვრების ცენტრი ცენტრალური იტალია, კერძოდ კი უპირატესად ტოსკანის მთავარი ქალაქი, - ფლორენცია გახდა. ფლორენცია არის მშობლიური კუთხე დანტე ალიგიერის, ფრანჩესკო პეტრარკასა და ჯოვანი ბოკაჩოსი. სწორედ ამ მწერლების შემოქმედებამ ითამაშა გადამწყვეტი როლი იტალიის საერთო ლიტერატურული ენის ჩამოყალიბებაში, ანუ იტალიური სალიტერატურო ენა ჩამოყალიბდა ტოსკანური დიალექტის, კერძოდ ფლორენციის კილო-კავის საფუძველზე.
დიალექტები, თუ ენები ?
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იტალიაში არსებობს ბევრი ადგილობრივი დიალექტი, რომლებიც ისე ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ იტალიურის, როგორც საერთოსახელმწიფოებრივი ენის არარსებობის შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა იტალიის რესპუბლიკის ერთიანი და გამართული ფუნქციონირება. ადგილობრივ დიალექტებზე საუბრობენ გლეხები, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ნაკლებად მობილურნი არიან. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ დიალექტების გავლენა იგრძნობა განათლებული იტალიელების მეტყველებაში, უმთავრესად კი წარმოთქმაში.
რიგი დიალექტებისა, როგორებიცაა რომის, ვენეციის, ნეაპოლის დიალექტები უკვე კარგა ხანია ჩამოყალიბდნენ ლიტერატურულ დიალექტებად, ან ენებად. მათზე წერენ რომანებს, ლექსებს, გამოდის პერიოდიკა. ასე მაგალითად XVIII საუკუნის იტალიელი მწერლის, დრამატურგისა და ლიბრეტისტის კარლო გოლდონის პიესები დაწერილია ვენეციის დიალექტზე, ხოლო ნეაპოლიტანურ დიალექტზე წერს თანამედროვე დრამატურგი, რეჟისორი, იტალიის საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწე ედუარდო დი ფილიპო.
იტალიური ენის გარდა ლიტერატურა გამოდის მის ცალკეულ დიალექტებზეც, რაც არანაირად არ უშლის ხელს იტალიურ ენას იტალიის საერთო სახელმწიფოებრივ ენად ფუნქციონირებაში.
სტატუსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოფიციალური ენა:
- ევროპის კავშირი
- ვატიკანი
- იტალია
- სან-მარინო
- შვეიცარია - ფრანგულთან, გერმანულთან და რეტო-რომანულთან ერთად.
- ტიჩინო
- გრაუბუნდენი - გერმანულთან და რეტო-რომანულთან ერთად.
გავრცელების არეალი:
იტალია, შვეიცარია, სან-მარინო, ვატიკანი, აშშ, გერმანია, არგენტინა, საფრანგეთი, ბელგია, ეთიოპია, სომალი, ლიბია, მალტა .
ფონეტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბილაბიალი წყვილტუჩისმიერები |
ლაბიოდენტალი ტუჩკბილისმიერები |
ალვეოლარი | პოსტალვეოლარი | პალატალი შუაენისმიერები |
ველარი უკანაენისმიერები | |
---|---|---|---|---|---|---|
ნაზალი ცხვირისმიერები |
m | n | ɲ | |||
პლოზივი | p, b | t̪, d̪ | k, ɡ | |||
აფრიკატი | t̪s̪, d̪z̪ | tʃ, dʒ | ||||
ფრიკატი | f, v | s, z | ʃ | |||
ტრელი | r | |||||
ლატერალი | l | ʎ | ||||
აპროქსიმანტი | j | w |
მორფოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არტიკლი (Articolo)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იტალიურ ენაში არსებითი სახელის წინ ყოველთვის დგას ერთგვარი დამხმარე სიტყვა, რომელიც ამ არსებითისავე ნაწილს წარმოადგენს, და მიუთითებს მის გრამატიკულ სქესსა და რიცხვზე.
არტიკლის გარეშე მდგარი არსებითის სახელი ხშირ შემთხვევაში გაუგებარს ხდის წინადადების აზრს, და პირიქით უარსებითოდ არტიკლს არანაირი ფუნქცია არ ექნებოდა.
განსაზღვრული არტიკლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მხოლობითი რიცხვი singolare |
მრავლობითი რიცხვი plurale | |
---|---|---|
მამრობითი სქესი maschile |
il | i |
მდედრობითი სქესი femminile |
la | le |
განუსაზღვრელი არტიკლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მხოლობითი რიცხვი singolare |
მრავლობითი რიცხვი plurale | |
---|---|---|
მამრობითი სქესი maschile |
un | (déi) |
მდედრობითი სქესი femminile |
una | (délle) |
არსებითი სახელი (Sostantivo)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არსებითი სახელის სქესი და რიცხვი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზედსართავი სახელი (Aggettivo)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზედსართავი სახელის სქესი და რიცხვი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზედსართავი სახელის მრავლობითი რიცხვი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზედსართავი სახელი ადგილი განსაზღვრების ფუნქციით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-co, -go, -ca, -ga -ზე დამთავრებული არსებითი და ზედსართავი სახელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზმნა (Verbo)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლექსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრაზები და სიტყვები
- გამარჯობა - Buon giorno; Salve
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Benvenuto; Benvenuti
- გმადლობთ - Grazie
- კი / არა - Si / No
- გეთაყვა - Per favore; Per piacere; Prego
- ნახვამდის - Arrivederci; Ciao
რიცხვები
- 1 - uno, 2 - due, 3 - tre, 4 - quattro, 5 - cinque, 6 - sei, 7 - sette, 8 - otto, 9 - nove, 10 - dieci
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Berloco, Fabrizio (2018). The Big Book of Italian Verbs: 900 Fully Conjugated Verbs in All Tenses. With IPA Transcription, 2nd Edition. Lengu. ISBN 978-8894034813.
- Leoni, Federico Albano; Maturi, Pietro (2002) Manuale di fonetica. Rome: Carocci.
- Canepari, Luciano (1999) Il MªPI - Manuale di pronuncia italiana, 2, Bologna: Zanichelli.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 266.