შინაარსზე გადასვლა

ანდრე ასიმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
10:08, 13 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, InternetArchiveBot (განხილვა | წვლილი) (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.9.2)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ანდრე ასიმანი
დაბადების თარიღი 2 იანვარი, 1951(1951-01-02)[1] (73 წლის)
დაბადების ადგილი ალექსანდრია[2]
საქმიანობა მწერალი, უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ჟურნალისტი, რომანისტი, ავტორი, ლიტერატურის თეორიტიკოსი[3] და ლიტერატურის ისტორიკოსი[3]
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი, ლემანის კოლეჯი და Victoria College
პერიოდი 2020
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[4] და ლიტერატურული პრემია ლამბდა
ხელმოწერა

ანდრე ასიმანი (ფრანგ. André Aciman; დ. 2 იანვარი, 1951, ეგვიპტე) — ამერიკელი მწერალი. დაიბადა და გაიზარდა ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში. არის გამორჩეული პროფესორი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ცენტრში, სადაც ასწავლის ლიტერატურის თეორიის ისტორიასა და მარსელ პრუსტის შემოქმედებას[5].

ანდრე ასიმანი რამდენიმე რომანის ავტორია. მათ შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს: „შენი სახელით მომმართე“ (2007 წლის ლამბდას ლიტერატურული პრემიის ლაურეატი[6] გეი მხატვრული ლიტერატურის კატეგორიაში) და გამოცემული მემუარები, რომელიც 1995 წელს „უაითინგის პრემიის“ ლაურეატი გახდა.

ასიმანი ასწავლიდა შემოქმედებით წერას ნიუ-იორკის უნივერსიტეტსა და ფრანგულ ლიტერატურას პრინსტონსა და ბარდ კოლეჯში.

ანდრე ასიმანი დაქორწინებულია სუზან ვივიოტზე. ჰყავს სამი ვაჟი: ალექსანდერი და ტყუპები: ფილიპი და მაიკლი.[7]. მისი მეუღლე, სუზანი, არის ვისკონსინის უნივერსიტეტისა და ჰარვარდის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული და ამჟამად ნიუ-იორკში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის The Bridge აღმასრულებელი დირექტორია[8].

ასიმანი საკუთარ სექსუალობაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ არის უფრო მეტად სექსუალურად ფლუიდური[9], ვიდრე – ჰეტეროსექსუალი ან ჰომოსექსუალი.

  • 1995 უაიტინგის პრემია (Whiting Awards)[10]
  • 2007 ლიტერატურული პრემია ლამბდა[6]
  • 1995 — ეგვიპტის მიღმა (მემუარი) (Out of Egypt)
  • 2000 — ცრუ ქაღალდები: ესეები გადასახლებასა და მოგონებებზე (False papers: essays on exile and memory)
  • 2004 — პრუსტის პროექტი (The Proust Project)
  • 2007 — შენი სახელით მომმართე (რომანი) (Call Me by Your Name)
  • 2010 — რვა თეთრი ღამე (რომანი) (Eight White Nights)
  • 2011 — ალიბი: ესეები სხვაგვარობაზე (Alibis: Essays on Elsewhere)
  • 2013 — ჰარვარდის მოედანი (რომანი) (Harvard Square)
  • 2017 — ენიგმა ვარიაციები (რომანი) (Enigma Variations)
  • 2019 — მიპოვე მე (რომანი) (Find Me)

ესეები და მოკლე მოთხრობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 2007 — ბატონო კალაშნიკოვ[11] (Monsieur Kalashnikov)
  • 2013 — ებინგდონის სკვერი (Abingdon Square)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://pantheon.world/profile/person/André_Aciman
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #119374730 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. 3.0 3.1 Czech National Authority Database
  4. Guggenheim Fellows database
  5. "André Aciman" დაარქივებული 2008-08-28 საიტზე Wayback Machine. . City University of New York. Retrieved 18 August 2009.
  6. 6.0 6.1 20th Annual Lambda Literary Awards Winners and Finalists". Retrieved 1 January2017.
  7. https://www.out.com/out-exclusives/2017/12/07/call-me-your-name-author-film-they-all-deserve-oscars ნანახია 2018 წლის 27 აპრილს
  8. https://www.marketscreener.com/business-leaders/Susan-Wiviott-0D79Q6-E/biography/ ნანახია: 8.02.2019
  9. https://inews.co.uk/culture/andre-aciman-interview-call-me-by-your-name-enigma-variations/ ნანახია: 2.08.2019
  10. Whiting Awards პრემიის ლაურეატები
  11. „ბატონო კალაშნიკოვ“ The Paris Review, ნანახია: 2018 წლის 27 აპრილს