შინაარსზე გადასვლა

ოტ-64

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
SKOT 2 AP

OT-64 SKOT (ჩეხურად განმ. Střední Kolový Obrněný Transportér პოლონურად განმ. Średni Kołowy Opancerzony Transporter)ამფიბიური შეჯავშნული სატრანსპორტო მანქანა,განავითარა პოლონეთმა და ჩეხოსლოვაკიამ ერთად 1960-იან წლებში.

ისტორია

პირველი პროტოტიპი სახელად SKOT შეიქმნა 1959 წელს,რომელსაც უნდა ჩაენაცვლებინა OT-810, რომელიც მსგავსი იყო გერმანული მეორე მსოფლიო ომის დროინდელ SdKfz 251.1961 წელს პირველი სანიმუშო მანქანები იქნა დამზადებული ხოლო სერიული წარმოება 1963 წლიდან დაიწყო ქალაქ ლუბლინში პოლონეთში ქარხანა Fabryka Samochodów Ciężarowych-ში. ჩეხოსლოვაკია აწვდიდა ძალურის დანადგარის კომპონენტებს,მაგ.ძრავი,ტრანსმისია,ღერძი. პირველი წარმოებული საბრძოლო მანქანები ჩაბარდა 1964 წელს პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის არმიებს,უმეტესი ნაწილი ამ ტექნიკისა დღემდე შეიარაღებაშია,თუმცა ჩეხეთის არმიაში იგეგმება OT-64ების ჩანაცვლება უფრო თანამედროვე საბრძოლო მანქანებით 2007-2012 წლებში.

SKOT ამფიბიურ დავალებაზე

ტექნოლოგია

OT-64-ის ძრავი,ტრანსმისია,საკიდრები და ღერძები წარმოებდა ჩეხოსლოვაკიაში.ძრავას აწარმოებდა Tatra ხოლო ტრანსმისიას Praga Hostivař,შეჯავშნულ კორპუსს და შეიარაღებას აწარმოებდა პოლონეთი. OT-64 იყო პასუხი საბჭოთა BTR-60 ისთვის,მის საპასუხოდ OT-64 იყენებდა დიზელის ძრავას განსხვავებით საბჭოთა BTR-60 ის ბენზინზე მომუშავე ძრავისგან,დიზელის ძრავიან OT-64-ში მნიშვნელოვნად შემცირდა ხანძრის საშიშროება და ამავდროულად გაიზარდა სვლის მარაგი,რუსული ანალოგისგან განსხვავებით შეჯავშნული მანქანას ჰქონდა სრულად შეჯავშნული ინტერიერი,შეჯავშნული სატრანსპორტო მანქანაში შესვლა ხდებოდა უკანა ტყუპი კარებებიდან.OT-64 იყო ჰაერ-ტრანსპორტირებადი და ამფიბიური.ამფიბიური მოქმედებისთვის იყენებდა უკან განთავსებულ სანავე ხრახნს.OT-64-ს ჰქონდა ბირთვული ნივთიერებებისგან თავდაცვის საშუალება და ღამის ხედვის ხელსაწყოები.

OT-64 SKOT-2A

შექმნილია რამოდენიმე ვარიანტი.ზოგიერთი OT-64 ახლიდან აღიჭურვა საჰაერო თავდაცვისთვის ან ტანკების გამანდგურებლად.მოგვიანებით კი იყენებდნენ AT-3 Sagger ის რაკეტებს როგორც იარაღს.

პროდუქციის ისტორია

OT-64 SKOT შევიდა პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის არმიებში 1963 წელს.მისი წარმოება მიმდინარეობდა 1970იან წლებამდე.OT-64 დღემდე პოლონეთის,ჩეხეთის და სლოვაკეთის არმიების შეიარაღებაშია.OT-64 SKOT ასევე გავიდა ექსპორტზე 11 უცხოურ ქვეყანაში(ალჟირი,კამბოჯა,ინდოეთი,ერაყი,ლიბია,მაროკო,პაკისტანი,სიერა ლეონე,სუდანი,სირია,უგანდა და ურუგვაი).საერთო ჯამში დამზადდა 3500 შეჯავშნული სატრანსპორტო მანქანა.


ბმულები