ალპური მსროლელები
იერსახე
ალპური მსროლელები — იტალიისა და საფრანგეთის არმიებში მთებში ბრძოლისათვის განკუთვნილი სპეციალური ნაწილები (შენაერთები). დაკომპლექტებულია უმთავრესად მთიელებით. მეორე მსოფლიო ომის დროს სსრკ-გერმანიის ფრონტზე მოქმედებდა იტალიის 3 ალპური დივიზია, რომელიც საბჭოთა ჯარებმა გაანადგურეს. 1968 წელს იტალიის სახმელეთო ჯარის შემადგენლობაში შედიოდა 2 სამთო-ქვეითი დივიზია, 5 ცალკე ალპური ბრიგადა და რამდენიმე ალპური ბატალიონი (ჯგუფი), საფრანგეთის სახმელეთო ჯარებში — რამდენიმე ცალკე ალპური ნაწილი.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 326.