ატლანტი (მითოლოგია)
იერსახე
ატლანტი (ბერძ. ατλας) — ბერძნულ მითოლოგიაში — ტიტანი, იაპეტეს ძე, პრომეთეს ბრძენი ძმა. ჰომეროსთან — „ვერაგი, ზღვის სიღრმეთა მცოდნე, ცისა და დედამიწის გამყოფი სვეტების მზიდავი“. ატლანტის სამყოფელი უკიდურესი დასავლეთია. გადმოცემით იგი მიემხრო ღმერთებთან მებრძოლ ტიტანებს, ამიტომ ზევსმა დასაჯა: უბრძანა თავითა და ხელებით შეეკავებინა ცის თაღი. გვიანდელი ვერსიით, ატლანტი აფრიკის მეფეა, რომელმაც სტუმრად არ მიიღო პერსევსი, განრისხებულმა პერსევსმა მედუზას თავის დახმარებით იგი გადააქცია ატლასის მთად.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 667.