შინაარსზე გადასვლა

ლორან-დეზირე კაბილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
ლორან–დეზირე კაბილა
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 მაისი, 1997 – 16 იანვარი, 2001
წინამორბედიმობუტუ სესე სეკო
მემკვიდრეჟოზეფ კაბილა

დაბადებული27 ნოემბერი, 1939
ლიკასი, ბელგიის კონგო
გარდაცვლილი16 იანვარი, 2001
კინშასა, კდრ
შვილებიჟოზეფ კაბილა

ლორან–დეზირე კაბილა (ფრანგ. Laurent-Désiré Kabila; დ. 27 ნოემბერი, 1939, ქალაქი ლიკასი, ბელგიის კონგო — გ. 16 იანვარი, 2001, კინშასა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) — კონგოელი პოლიტიკური მოღვაწე. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი 1997-2001 წწ. ამბოხების მეთაური, რომელსაც შედეგად მოჰყვა მობუტუს რეჟიმის დამხობა. განათლება მიიღო საფრანგეთში. იყო პატრის ლუმუმბას კომაპანიონი და პირადად იცნობდა ერნესტო ჩე გევარას (რომელიც ლათინოამერიკელ თანამებრძოლებთან ერთად ხელმძღვანელობდა კონგოელების რევოლუციურ მოძრაობას ადგილზე).

1996 წელს რუანდელი ტუტსის ტომის დახმარებით დაიწყო ამბოხება მობუტუ სესე სეკოს დიქტატურის წინააღმდეგ.

გარდაიცვალა 2001 წლის 16 იანვარს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს მიღებული ჭრილობით. შემდეგი პრეზიდენტი გახდა მისი 29 წლის შვილი ჟოზეფ კაბილა, რომლის მმართველობის დროსაც შეინიშნება სტაბილიზაცია.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში