შინაარსზე გადასვლა

შოთა ხაჟალია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
შოთა ხაჟალია
დაბადების თარიღი 5 აპრილი, 1917
ქუთაისი
გარდაცვალების თარიღი 1991
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები საქართველოს სახალხო არტისტი (1965)

შოთა ხაჟალია (ხაჯალია) (დ. 5 აპრილი, 1917, ქუთაისი — გ. 1991) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1965)[1].

1939 წელს დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1939-1952 წლებში იყო გორის თეატრის მსახიობი, 1952-1968 წლებში ქუთაისის თეატრის, 1969-1979 წლებში თბილისის მუსკომედიის, ხოლო 1979 წლიდან თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. მისი საუკეთესო როლებია: შმაგა (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), გრუმიო (შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“), კოტე (გ. ქელბაქიანის „ახალგაზრდა მასწავლებელი“), მუნჯი ბაჩუა („ტარიელ გოლუა“, ლ. ქიაჩელის მიხედვით), ხრინწა (ვ. ვიშნევსკის „ოპტიმისტური ტრაგედია“), ისიდორე („საბრალდებო დასკვნა“ ნ. დუმბაძის მიხედვით), დულიტლი (ბ. შოუს „ჩემი მშვენიერი ლედი“), ბოღმა ვანო (ცაბაძის „კურკას ქორწილი“), იეთიმ გურჯი (ცაბაძის „სიყვარულის მგოსანი ვარ“), შვეიკი (ს. ცინცაძის „შვეიკი“) და სხვა.

იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი 1956 წლიდან.

ჯილდოები და აღიარება

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო