ხახვი
ხახვი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Allium | |||||||||||||||
|
ხახვი (ლათ. Állium) — ორწლოვან და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი, მიეკუთვნება სატაცურისნაირთა (ლათ. Asparagales) რიგის ამარილისისებრთა (ლათ. Amaryllidaceae) ოჯახის ხახვისებრთა (ლათ. Alliaceae) ქვეოჯახს (ადრე მიეკუთვნებოდა შროშანისებრთა ოჯახს).
მეცნიერული ლათინური სახელი მისცა კარლ ლინეიმ, — ლათ. allium — წარმოშობილია ლათინული სიტყვა ნიორისაგან, რომელიც თავის მხრივ, ალბათ დაკავშირებულია, კელტურ სიტყვასთან all — მშუშხავი; მეორე ვერსიით — წარმოშობილია ლათ. halare — სურნელება.
არსებობს რამდენიმე ასეული სახეობა, რომლებიც ჩვეულებრივ იზრდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. ხახვის სამშობლოდ ითვლება — სამხრეთ-დასავლეთი აზია.
ამ გვარის სხვადასხვა სახეობები იზრდებიან მინდვრებზე, სტეპებში, ტყეებში.
ბოტანიკური აღწერა
გვარის წარმომადგენლებს აქვთ დიდი, ცოტათი დაპრესილი სფეროსმაგვარი ხახვი, რომელიც დაფარულია მოწითალო, თეთრი ან იისფერი საფარველით.
ფოთლები ხაზოვანია ან სარტყელისმაგვარი, ძირისმიერი, მილისებური, ღერო 1 მ-მდე აღწევს. ყვავილები წვრილია, უსახური, განლაგდება გრძელ ღეროზე. ყვავილედის დიამეტრი ზოგ სახეობებში 40 სმ-ს აღწევს.
ყვავილობს ივნის-აგვისტოში. ნაყოფს იძლევა აგვისტო-სექტემბერში.
მცენარის ყველა ნაწილს აქვს იოლად ცნობადი მკვეთრი «ხახვისებური» ან «ნიორის» სუნი.
ქიმიური შემადგენლობა
ბოლქვები შეიცავენ აზოტის შემცველ ნივთიერებებს ( 2,5 %-მდე), სხვა და სხვა შაქრებს (10—11 %) (გლუკოზას, ფრუქტოზას, სახაროზას, მალტოზას), ინულინის პოლისახარიდს, ფიტინს, ფლავონოიდ კვერცეტინი და მისი გლუკოზიდები, ცხიმები, სხვა და სხვა ფერმენტები, კალციუმის, ფოსფორის მარილები, ფიტონციდები, ლიმონისა და ვაშლის მჟავები, ვიტამინები A (3,75 მგ %), B1 (60 მგ %), B2 (50 მგ %), PP (0,20 მგ %), C (10,5—33 მგ%), ასევე ეთერზეთები მკვეთრი განსაკუთრებული სუნით, ცხვირისა და თვალის ლორწოვანი გარსის გამაღიზიანებლებით. ეთერზეთების მთავარ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს დისულფიდები და სულფიდები.
ხახვის სახეობები
ხახვისებრთა ოჯახში ასობით სახეობებია. ხახვები პირობითად შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად: დეკორატიულად და საჭმელად, თუმცა ზოგი მათგანი ორივე კატეგორიას მიეკუთვნება.
საჭმელი ხახვების ყველაზე ცნობილ სახეებს წარმოადგენენ:
- Allium cepa L. ხახვი ჩვეულებრივი
- Allium fistulosum L. თათარკა
- Allium hierochuntinum Boiss.
- Allium ascalonicum L. ხახვი შალოტი
- Allium nutans L. მჭკნარი ხახვი
- Allium moly L. ხახვი მოლი
- Allium porrum L. პრასა
- Allium ramosum L. ტოტებიანი ხახვი, ჯუსაი, ჩინური ხახვი, ტყიური ხახვი
- Allium odorum L. სურნელოვანი ხახვი
- Allium schoenoprasum L. ტაფე ხახვი, ხახვი-შნიტი
- Allium sibiricum L. ციმბირული ხახვი
- Allium ursinum L. ჩერემშა, დათვის ხახვი, ტყიური ნიორი
- Allium sativum L. ნიორი
დეკორატიული ხახვებია (ალიუმი):
- Allium aflatunense აფლატუნერული ხახვი
- Allium cernuu დახრილი ხახვი
- Allium cristophii ქრისტოფის ხახვი
- Allium flavum ყვითელი ხახვი
- Allium giganteum გიგანტური ხახვი
- Allium karataviense კარატავური ხახვი
- Allium macleanii მაკლეანის ხახვი
- Allium oreophilum მთამოყვარული ხახვი
- Allium sphaerocephalon მრგვალთავიანი ხახვი
- Allium siculum სიცილიური ხახვი
- Allium shubertii შებერტის ხახვი
ლიტერატურა
- სოროკოლეტოვა ე., სოროკოპუდოვა ო. „დეკორატიული ხახვები“ ჟურნალი „მეყვავილეობა“ N3, მაისი—ივნისი, გვ. 12—14, 2009
რესურსები ინტერნეტში
- ხახვი — სამკურნალო საშუალება დაარქივებული 2010-09-25 საიტზე Wayback Machine.
- ხახვის ზოგიერთი სახეობები დაარქივებული 2009-05-12 საიტზე Wayback Machine.
- დეკორატიული ხახვების სახეები (რუსული)