H
ლათინური ასო „H“ | |
---|---|
Hh | |
სახელწოდება | |
H: |
LATIN CAPITAL LETTER H |
h: |
LATIN SMALL LETTER H |
უნიკოდი | |
H: |
U+0048 |
h: |
U+0068 |
HTML-კოდი | |
H: |
H ანH |
h: |
h ან h |
ასო „H-ს“ სურათი | |
ვიკისაწყობი ასო „H“ |
H, h — ლათინური ანბანის მერვე ასო. სემიტური ასო ח (ḥêṯ) შესაძლოა წარმოადგენდა უხმო ფარინგულ (IPA /ħ/). ასოს ფორმა სავარაუდოდ ღობეს აღნიშნავდა. ადრეული ბერძნული H ნიშნავდა /h/, მაგრამ მოგვიანებით ეს ასო, ეტა (Η, η), გახდა გრძელი ხმოვანი /ɛː/. (თანამედროვე ბერძნულში ეს ფონემი შეერწყა /i/, მსგავსად ინგლისურისა, სადაც EA /ɛː/ და EE /eː/ ორივე გამოითქმის როგორც /i:/.)
ეტრუსკულს და ლათინურს ჰქონდა /h/ როგორც ბგერა, მაგრამ რომანულ ენებში ეს ხმა დაიკარგა — რუმინულმა მოგვიანებით ხელახლა ითხოვა ეს /h/ ბგერა მისი მეზობელი სლავური ენებისგან, ესპანურმა მეორეული /h/ განავითარა F-გან, შემდეგ ისევ დაკარგა, და კასტილიურმა /x/ განავითარა [h] ბგერა ზოგიერთ ესპანურენოვან ქვეყნებში. გერმანულში, h ტიპურად გამოიყენება როგორც ხმოვნის გამგრძელებელი, ისევე როგორც ბგერა /h/. ეს შესაძლოა განპირობებული იყოს იმით, რომ /h/ ხანხახან იკარგება ხმოვნებს შორის გერმანულში, თუმცა შესაძლოა დაკავშირებული იყოს რომანულის მიერ /h/ დაკარგვასთან. შესაბამისად, H გამოიყენება მრავალ გამოთქმის სისტემაში დიგრაფებში და ტრიგრაფებში, როგორიცაა ch ესპანურში და ინგლისურში /tʃ/, ფრანგულში /ʃ/ გამომდინარე /tʃ/-დან, იტალიურში /k/, გერმანულში /χ/.
ეგვიპტური იოროგლიფი ღობე |
პროტო-სემიტური ħ |
ფინიკიური ħ |
ეტრუსკული H |
ბერძნული (H)eta | ||
---|---|---|---|---|---|---|
|
კლავიატურა
კომპიუტერის კლავიატურაზე წარმოადგენს შემდეგი სიმბოლოების ერთობლიობას:
- H — Alt + 0 0 7 2
- h — Alt + 0 1 0 4