West End Girls
„West End Girls“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — Pet Shop Boys | ||||
გამოსვლის თარიღი | 9 აპრილი 1984 | |||
ჩაიწერა | Unique Studios, ნიუ-იორკი, 1984[1] | |||
ჟანრი | სინთპოპი | |||
ხანგრძლივობა |
4:14 3:55 (7" ვერსია) | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Bobcat Records | |||
ავტორ(ებ)ი | ნილ ტენანტი, კრის ლოუ | |||
პროდიუსერი | ბობი ორლანდო | |||
Pet Shop Boys — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
„West End Girls [1985 წლის ვერსია]“ | ||||
---|---|---|---|---|
7" სინგლის ვერსია | ||||
სინგლი — Pet Shop Boys | ||||
ალბომიდან Please | ||||
B-მხარე | „A Man Could Get Arrested“ | |||
გამოსვლის თარიღი | 28 ოქტომბერი 1985 | |||
ჩაიწერა | აგვისტო 1985[1] | |||
ჟანრი | სინთპოპი | |||
ხანგრძლივობა | 3:59 (7" ვერსია), 4:41 (ალბომის ვერსია) | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | EMI Music, Parlophone | |||
ავტორ(ებ)ი | ნილ ტენანტი, კრის ლოუ | |||
პროდიუსერი | სტივენ ჰეიგი | |||
Pet Shop Boys — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
„West End Girls“ — ინგლისური სინთპოპ-დუეტ Pet Shop Boys-ის სიმღერა და სინგლი. გამოვიდა 1984 წლის აპრილში.
სიმღერის პირველი ვერსიის პროდიუსერი არის ბობი ორლანდო. სინგლი გამოიცა Columbia Records-ის კუთვნილ Bobcat Records-ზე 1984 წელს და აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში იქცა ჰიტად. მას შემდეგ, რაც დუეტმა EMI-სთან კონტრაქტი გააფორმა, სიმღერა კვლავ იქნა ჩაწერილი სტივენ ჰეიგის თანაშემწეობით ჯგუფის პირველი ალბომისთვის Please. 1985 წლის ოქტომბერში სიმღერა კვლავ გამოიცა, 1986 წელს ბრიტანეთაა და აშშ-ში ჩარტების #1 პოზიციაზე მოხვედრით.
1987 წელს სიმღერამ მიიღო ჯილდო საუკეთესო სინგლისთვის Brit Awards-ზე და ჯილდო საუკეთესო საერთაშორისო სინგლისთვის აივორ ნოველოს დაჯილდოებაზე. 2005 წელს, ორიგინალური გამოცემიდან 20 წლის შემდეგ, კომპოზიტორებისა და სიმღერების ავტორების ბრიტანული აკადემიისგან მან მიიღო ათწლეულის სიმღერის წოდება, 1985-1994 წლების პერიოდის გათვალისწინებით.
Pet Shop Boys-მა სიმღერა შეასრულა 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე.[2] იგი აგრეთვე მოხვდა ვიდეო თამაშ Grand Theft Auto V-ს საუნდტრეკში.[3]
წარმოშობა
ჩაწერა
1983 წელს ნილ ტენანტმა გაიცნო პროდიუსერი ბობი ორლანდო, როდესაც უკანასკნელი ნიუ-იორკში იმყოფებოდა. დემოს მოსმენის შემდეგ ორლანდომ შესთავაზა პროდიუსერული მომსახურება.[4]
1983-1994 წელს დუეტმა ორლანდოსთან ერთად ნიუ-იორკში ჩაწერა სიმღერები „West End Girls“, „Opportunities (Let's Make Lots of Money)“, „One More Chance“, „I Want A Lover“, „A Man Could Get Arrested“, „I Get Excited“, „Two Divided by Zero“, „Rent“, „It's A Sin“, „Pet Shop Boys“ და „Later Tonite“. ორლანდომ „West End Girls“-ში დაუკრა თითქმის ყველა ინსტრუმენტზე, მათ შორის, ჯაზური სოლო, რომელიც დასასრულს ჟღერს. ლოუმ დაუკრა ერთი აკორდი და ბასის პარტია.[5] სიმღერაში გამოყენებული დასარტყმელი საკრავების სემპლი მაიკლ ჯექსონის „Billie Jean“-იდან და არანჟირება, რომელსაც ტენანტი უწოდებდა „ბარი უაიტის აკორდებს“.[6] ორლანდო აღფრთოვანებული იყო სიმღერის წარმოებით, მას სურდა რეპ-სიმღერის ჩაწერა, რომელიც ბრიტანული აქცენტით იქნებოდა შესრულებული.[7]
1984 წლის აპრილში გამოვიდა „West End Girls“ და იქცა კლუბურ ჰიტად ლოს-ანჯელესსა და სან-ფრანცისკოში, აგრეთვე საცეკვაო ჰიტად ბელგიასა და საფრანგეთში.[8] ბრიტანეთში იგი მხოლოდ 12" ფორმატში გამოიცა.[9] 1985 წლის მარტში, ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ, Pet Shop Boys-მა დაასრულა საკონტრაქტო თანამშრომლობა ორლანდოსთან და დაუკავშირდა მენეჯერ ტომ უოტკინსს, რომელმაც დუეტს EMI-სთან კონტრაქტი მოუპოვა.[10] „West End Girls“ ხელმეორედ იქნა ჩაწერილი პროდიუსერ სტივენ ჰეიგის თანაშემწეობით და მოგვიანებით, 1985 წლის ბოლოს კიდევ ერთხელ გამოვიდა და მოხვდა აშშ-სა და ბრიტანეთის ჩარტების სათავეებში.[11]
BBC4-ზე გასულ გადაცემა 'Synth Britannia-ში ტენანტმა ისაუბრა სემპლირების იმ პერიოდში ახალ ტექნოლოგიაზე და როგორ იქნა მიღებული ესა თუ ის ხმა ახალი სინთეზატორით E-mu Emulator.
სიმღერების სია
- 7" ბრიტანეთი (1984 წლის გამოცემა)
- West End Girls (Nouvelle ვერსია) – 4:10
- Pet Shop Boys – 5:10
- 12" ბრიტანეთი (1984 წლის გამოცემა)
- West End Girls (ვრცელი მიქსი) – 7:50
- Pet Shop Boys – 5:10
- 7" ბელგია (1984 წლის გამოცემა)
- West End Girls (Nouvelle ვერსია) – 4:10
- Pet Shop Boys – 5:10
- 7" გერმანია (1984 წლის გამოცემა)
- West End Girls (Nouvelle ვერსია) – 3:21
- Pet Shop Boys (შემოკლებული ვერსია) – 3:26
- 7" კანადა (1984 წლის გამოცემა)
- West End Girls (ორიგინალური 7" ვერსია) – 4:14
- West End Girls (ორიგინალური 7" ვერსია) – 4:14
- 7" ბრიტანეთი (1985 წლის გამოცემა)
- West End Girls – 3:55
- A Man Could Get Arrested (7" ვერსია) – 4:50
- 10" შეზღუდული გამოცემა – ბრიტანეთი (1985 წლის გამოცემა)
- West End Girls (10" მიქსი) – 7:05
- A Man Could Get Arrested (ბობი ორლანდოს ვერსია ვერსია) – 4:18
- 12" ბრიტანეთი (1985 წლის გამოცემა)
- West End Girls (საცეკვაო მიქსი) – 6:31
- A Man Could Get Arrested (12" ვერსია) – 4:09
- West End Girls – 3:55
- 12" The Shep Pettibone Mastermix – ბრიტანეთი (1985 წლის გამოცემა)
- West End Girls (The Shep Pettibone Mastermix) – 8:09
- West End Dub – 9:31
- A Man Could Get Arrested (12" ვერსია) – 4:09
East 17-ის ვერსია
„West End Girls“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — East 17 | ||||
ალბომიდან Walthamstow | ||||
გამოსვლის თარიღი | 21 ივნისი 1993 | |||
ჩაიწერა | 1992 | |||
ჟანრი | პოპი | |||
ხანგრძლივობა | 3:59 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | London Records | |||
ავტორ(ებ)ი | მიკაელ ს. რაილი, The Groove Corporation | |||
პროდიუსერი | ბობი ორლანდო | |||
East 17 — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
1993 წელს ჯგუფმა East 17 „West End Girls“ ჩაწერა ალბომისთვის Walthamstow და ჰქონდა მცირე წარმატება ჩარტში.
სიმღერების სია
7"
- West End Girls (Faces on Posters Mix)
- West End Girls (Kicking in Chairs)
რესურსები ინტერნეტში
- სინგლების დისკოგრაფია Pet Shop Boys-ის ოფიციალურ საიტზე დაარქივებული 2010-05-09 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Absolutely Pet Shop Boys Unofficial web site – Profile On boys. Petshopboys.net (27 May 1991). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 1 October 2011.
- ↑ Alexis Petridis. Olympics closing ceremony music: big acts, big hits, but no big gasps. The Guardian. ციტირების თარიღი: 30 March 2014.
- ↑ 'GTA 5' soundtrack released - listen - Music News. Digital Spy (17 September 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 30 March 2014.
- ↑ Barrow; Newby, 1994. p. 67.
- ↑ Cowton, 1991. p. 11.
- ↑ The 500 Greatest Songs Since You Were Born: 51–100. Blender. Alpha Media Group (October 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი 2010. ციტირების თარიღი: 19 February 2009.
- ↑ Cowton, 1991. p. 14.
- ↑ Cowton, 1991. p. 15.
- ↑ West End Girls – Pet Shop Boys. BBC Radio 2. BBC. ციტირების თარიღი: 19 February 2009.
- ↑ Cowton, 1991. p. 22.
- ↑ Raggett, Ned. West End Girls > Song Review. AllMusic. Macrovision Corporation. ციტირების თარიღი: 19 February 2009.