ტანზანია
ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა Jamhuri ya Muungano wa Tanzania United Republic of Tanzania ტანზანია |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
ჰიმნი: Mungu ibariki Afrika |
||||||
|
||||||
დედაქალაქი | დოდომა 5°55′ ს. გ. 34°32′ ა. გ. / 5.917° ს. გ. 34.533° ა. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | დარ-ეს-სალამი | |||||
ოფიციალური ენა | სუაჰილი, ინგლისური | |||||
მთავრობა | უნიტარული საპრეზიდენტო რესპუბლიკა[1][2] | |||||
- | პრეზიდენტი | ჯონ მაგუფული | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | კასიმ მაჯალივა | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 947 303[3] კმ2 (31-ე) | ||||
- | წყალი (%) | 6.4[3] | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2014 შეფასებით | 51 820 000 [4] (28-ე) | ||||
- | 2012 აღწერა | 44 928 923[5] | ||||
- | სიმჭიდროვე | 47,5 კაცი/კმ2 | ||||
მშპ (მუპ) | 2016 შეფასებით | |||||
- | სულ | $149.794 მილიარდი[6] | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $3080[6] | ||||
აგი (2014) | 0.521[7] (დაბალი) (151-ე) | |||||
ვალუტა | ტანზანიური შილინგი (TZS ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+03:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+03:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | TZA | |||||
Internet TLD | .tz | |||||
სატელეფონო კოდი | +255 |
ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა (სუაჰ. Jamhuri ya Muungano wa Tanzania [tanzaˈni.a][8], ინგლ. United Republic of Tanzania [ˌtænzəˈniːə] ან [tænˈzeɪniə]) — სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში. შედის ერთა თანამეგობრობაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება კენიას და უგანდას, დასავლეთით — რუანდას, ბურუნდის და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკას, ხოლო სამხრეთით — ზამბიას, მალავის და მოზამბიკს. აღმოსავლეთით საზღვარია ინდოეთის ოკეანე.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიტყვა «ტანზანია» — ყოფილი ორი კოლონიის დასახელების კომბინაციაა, რომლებიც შევიდნენ ამ ქვეყნის შემადგენლობაში: ქვეყნის მატერიკულ ნაწილს „ტანგანიკა“ ეწოდება, ხოლო მიმდებარე კუნძულს — „ზანზიბარი“. ტანზანიას აქვს ორი დედაქალაქი: ადმინისტრაციული ცენტრია ისტორიული დედაქალაქი დარ-ეს-სალამი, ხოლო საკანონმდებლო — დოდომა, სადაც მთავრობამ გადაიტანა ძირითადი ორგანოები 1970-იან წლებში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყანა აღმოსავლეთ აფრიკაში, მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. ქვეყნის დიდი ნაწილი მდებარეობს აღმოსავლეთ-აფრიკის ზეგანზე. ინდოეთის ოკეანის სანაპიროს გასწვრივ გადაჭიმულია სანაპირო დაბლობები.
ქვეყნის ტერიტორია მოიცავს აფრიკის დიდი ტბების ნაწილს: ჩრდილოეთით ვიქტორიის ტბა, დასავლეთით ტანგანიიკის ტბა (რომელსაც ხშირად ეძახიან ბაიკალის ტბის ორეულს), რომელზეც გადის საზღვარი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან სიგრძით 473 კმ და სამხრეთით ნიასას ტბა.
ტანზანიის ტერიტორიაზე მდებარეობს აფრიკის ყველაზე მაღალი მთა კილიმანჯარო (5895 მეტრი).
სახმელეთო საზღვრების საერთო სიგრძე შეადგენს 3402 კმ-ს, მათ შორის ბურუნდისთან — 451 კმ, კენიასთან — 769 კმ, მალავისთან — 475 კმ, მოზამბიკთან — 756 კმ, რუანდასთან — 217 კმ, უგანდასთან — 396 კმ და ზამბიასთან — 338 კმ.
ტანზანიის ფართობი: საერთო — 945 087 კმ². სანაპირო ზოლი: 1424 კმ. კუნძულოვანი ტერიტორიები შედგება ზანზიბარის არქიპელაგისგან (კუნძულები ზანზიბარი, პემბა, მაფია და სხვა).
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლიმატი ტანზანიაში სუბეკვატორულია. ჩრდილოეთით წვიმების ორი სეზონია (მარტი — მაისი და სექტემბერი — ნოემბერი), სამხრეთით — ერთი (ნოემბერი — აპრილი).
კუნძულებზე კლიმატი ნოტიოა, დღის საშუალო ტემპერატურაა: + 28-30 °C, ზღვის ბრიზები საკმაოდ სასიამოვნო ამინდს ქმნიან. ინდოეთის ოკეანეში წყლის ტემპერატურაა: + 24-26 °C. ცენტრალურ ნაწილში (1200 — 1700 მეტრი ზღვის დონიდან) საშუალო ტემპერატურაა: + 22-25 °C, ღამეები შესაძლებელია იყოს გრილი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოლონიამდელი პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული ხანიდან დღევანდელი ტანზანიის ტერიტორიაზე სახლობდა ხალხი, რომლებიც ენათესავებოდნენ ბუშმენებს და ჰოტენტოტებს და დაკავებულები იყვნენ ნადირობით და საკვების შეგროვებით. შემდეგ ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში ეთიოპიის მთიანეთიდან მოვიდნენ კუშიტური ტომები. ჩვენი ერის დასაწყისში მოვიდნენ ბანტუს ხალხის ტომები.
ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დაახლოებით შუა პერიოდში დღევანდელი ტანზანიის სანაპიროზე გამოჩნდნენ სპარსი, ხოლო შემდეგ არაბი მონებით ვაჭრები. ზუსტად მაშინ დაიწყო ჩამოყალიბება ახალმა ეთნიკურმა თემმა სუაჰილიმ. იგი შეადგინა ადგილობრივმა სანაპირო ტომებმა და ირანიდან, არაბეთიდან და ინდოეთიდან მოსულებმა.
სუაჰილის ხალხი ეწეოდა საერთაშორისო ვაჭრობას, აფრიკიდან გაჰყავდათ მონები, გაჰქონდათ სპილოს ძვალი, ოქრო, შემოჰქონდათ ხელნაკეთობები, ქსოვილები, საკვები პროდუქტები.
XVI საუკუნის დასაწყისში დღევანდელი ტანზანიის სანაპიროზე გამოჩნდნენ პორტუგალიელები. 1505 წლიდან მათ დაიკავეს პრაქტიკულად ყველა საპორტე ქალაქი, მაგრამ XVII საუკუნის მეორე ნახევარში არაბებმა და შავკანიანებმა შეძლეს გაერეკათ პორტუგალიელები.
პორტუგალიელების გარეკვის შემდეგ არაბებმა და ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რომლებიც პრეტენზიას აცხადებდნენ თავიანთ არაბულ წარმოშობაზე, აქტიურად ეწეოდნენ მონათვაჭრობას. შავკანიანი მონები მიჰყავდათ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ასევე ინდოეთში და ინდოეთის ოკეანის კუნძულებზე ევროპელი პლანტატორებისათვის. შედეგად დღევანდელი ტანზანიის შუაგულის ზოგიერთი რაიონები XVIII საუკუნეში ადამიანებისაგან შესამჩნევად დაიცალა.
მონათვაჭრობის მეშვეობით ტანზანიის ტერიტორიის სიღრმეში ჩაისახა სახელმწიფოებრიობის საფუძვლები. ისინი ჩამოუყალიბდათ შამბალას, ჯაგას, ჰეჰეს, ჰაიას, ნიამვეზის ხალხებს. მაგალითად, შამბალას ტომის უზენაესი ბელადის კიმვერის სახელმწიფო გადაჭიმული იყო კილიმანჯაროს ფერდოებიდან ინდოეთის ოკეანის სანაპირომდე. ასევე წარმოიშვა ჰეჰეს ტომის სახელმწიფო უზენაესი ბელადის მუიუგუმბას მეთაურობით.
XIX საუკუნის შუაში თანამედროვე ტანზანიის სანაპიროზე გამოჩნდა ბევრი ევროპელი: ვაჭრები და მისიონერები დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და აშშ-დან. განსაკუთრებით აქტიურად მოქმედებდნენ ინგლისელები, რომლებმაც აუკრძალეს ზანზიბარის სულთანს ეწარმოებინა მონათვაჭრობა.
კოლონიალური პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1885 წელს ტანზანიის სანაპიროზე გადავიდა 29 წლის გერმანელი კარლ პეტერსი. მან საკმაოდ მალე დადო ხელშეკრულებები 12 ტომის ბელადებთან პროტექტორატის შესახებ, ანუ მათი გერმანიის იმპერიის ხელისუფლების ქვეშ გადასვლის შესახებ, ხოლო 1888 წელს 50 წლის ვადით ზანზიბარის სულთნისაგან არენდით აიღო დღევანდელი ტანზანიის მთელი სანაპირო ნაწილი.
შეშფოთებულმა ბრიტანეთის იმპერიის წარმომადგენლებმა 1890 წლის ნოემბერში ზანზიბარის სულთანთან დადეს შეთანხმება სასულთნოს პროტექტორატის შესახებ, ხოლო 1891 წელს კარლ პეტერსმა გამოაცხადა იმპერიის კოლონიის — გერმანიის აღმოსავლეთი აფრიკის შექმნის შესახებ.
გერმანელებს უნდოდათ გადაექციათ გერმანიის აღმოსავლეთი აფრიკა საკუთარი დასახლების კოლონიად. ისინი იქ ქმნიდნენ პლანტაციებს და აწარმოებდნენ კაუჩუკოვან მცენარეებს, ყავას, ბამბას, აგავას. 1902 წლიდან დაიწყო რკინიგზების მშენებლობა, რომლებიც სანაპირო პორტებს აერთებს ქვეყნის სიღრმეებში არსებულ რაიონებთან. 1914 წლისთვის გერმანელ დასახლებულთა რიცხვმა მიაღწია 5,4 ათასს.
1905—1907 წლებში ტანზანიაში მოხდა მაჯი-მაჯის აჯანყება, რომელიც აღკვეთეს.
1914 წლის აგვისტოში დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, ტანზანია საბრძოლო მოქმედებების ასპარეზი გახდა. გერმანელების ჯარს, რომელშიც ასევე მობილიზებულები იყვნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, სათავეში ჩაუდგა პოლკოვნიკი პაულ ემილ ფონ ლეტოვ-ფორბეკი. ისინი იბრძოდნენ დიდი ბრიტანეთის, ბელგიისა და პორტუგალიის ჯარების წინააღმდეგ, ახდენდნენ რეიდებს ამ ქვეყნების კოლონიებში თვით 1918 წლის ნოემბრამდე, სანამ მას არ შეატყობინეს, რომ გერმანიამ დადო ზავი ანტანტასთან.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ტანზანია გადავიდა დიდი ბრიტანეთის მეურვეობის ქვეშ. ბრიტანელებმა გააგრძელეს პლანტაციური მეურნეობის განვითარება, უპირველეს ყოვლისა, აგავის, ასევე, ბამბისა და ყავის.
დამოუკიდებლობის პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1961 წლის 9 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა მიანიჭა დამოუკიდებლობა ტანგანიიკას, დღევანდელი ტანზანიის მატერიკულ ნაწილს, ხოლო 1963 წლის 10 დეკემბერს — ზანზიბარის სასულთნოს, რომელიც დამოუკიდებელი სასულთნო გახდა. მაგრამ უკვე 1964 წლის 12 იანვარს ზანზიბარში დაიწყო აჯანყება, სულთნის ხელისუფლება დაემხო, 1964 წლის 26 აპრილს ტანგანიიკის რესპუბლიკისა და ზანზიბარის და პემბას სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა ტანგანიიკისა და ზანზიბარის გაერთიანებული რესპუბლიკის შექმნის შესახებ. 1964 წლის 29 ოქტომბერს ქვეყნის სახელწოდება დამოკლდა და მას ეწოდა ტანზანია.
ტანზანიაში, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ჯულიუს ნიერერე, გამოცხადდა ერის ჩამოყალიბების კურსი. მთელ ქვეყანაში დაიწყო ახალგაზრდების, ქალებისა და მოხუცების მონაწილეობით „ნებაყოფლობითი კამპანია“ საზოგადოებრივი ობიექტების, გზებისა და ხიდების მშენებლობაში. ეს შერწყმული იყო სამხედრო საქმის სწავლებასთან. იმავე დროს მმართველი პარტია ტაეკ-ის (ტანგანიიკის აფრიკული ეროვნული კავშირი) ბევრი ხელმძღვანელი პირი დაკავებული იყო პირადი გამდიდრებით. 1966 წელს დაიწყო სტუდენტების პროტესტები, რომლებმაც უარი განაცხადეს შეესრულებინათ შრომითი ვალდებულებები. ტანზანიის ხელისუფლებამ ეს გამოსვლები სამხედრო ძალით ჩაახშო.
1967 წლის იანვარში ტაეკ-ის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა ტანზანიაში კომუნიზმის მშენებლობის პროგრამის შესახებ. ამის შემდეგ ქვეყანაში მოხდა ბანკების, საწარმოო დაწესებულებების, საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციების, ასევე სასოფლო სამეურნეო პლანტაციების, მათ შორის უცხოელების საკუთრებაში მყოფთა ნაციონალიზაცია.
სოფლებში დაიწყეს კოლმეურნეობების შექმნა ტანზანიური კომუნიზმის — უჯამაას კონცეფციის თანახმად. ამ სიახლეს, განსაკუთრებული წინააღმდეგობით, ზანზიბარში შეხვდნენ, სადაც საქმე იქამდე მივიდა, რომ 1972 წელს მთავარი პარტიული ლიდერი მოკლეს. სამაგიეროდ ტანზანიის ხელმძღვანელობამ სიკვდილით დასაჯა რამდენიმე ათეული ამბოხებული.
1970-იანი წლების შუაში შედგა ოპერაცია "მადუკა" ქვეყანაში მთელი საცალო ვაჭრობის მთლიანი ნაციონალიზაციის თაობაზე, მაგრამ ის მთლიანად ჩავარდა.
1970-იანი წლებიდან არსებულმა ერთპარტიულმა მმართველობამ შეწყვიტა თავისი არსებობა 1995 წელს, როდესაც ჩატარდა არჩევნები მრავალპარტიულ საფუძველზე.
პოლიტიკური სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტანზანია რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაური და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, რომელსაც მოსახლეობა ირჩევს 5-წლიანი ვადით, მიმდევრობით მეორე ვადის შესაძლებლობით.
2005 წლის 14 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა კანდიდატმა მმართველი რევოლუციური პარტიიდან, ტანზანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ჯაკაია კიკვეტემ, რომელმაც მოიპოვა ხმების 80 %-ზე მეტი. მისი ძირითადი მოწინააღმდეგე იყო იბრაგიმ ლიპუმბა, ოპოზიციური სამოქალაქო გაერთიანებული ფრონტის კანდიდატი. 2010 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მან ასევე გაიმარჯვა, ოღონდ 62,83 %-ით. მისი ძირითადი მოწინააღმდეგე იყო უილიბროდ პეტერ სლაა (დემოკრატიისა და პროგრესის პარტია), რომელმაც ხმათა 27,05 % მიიღო.
პარლამენტი — ერთპარტიული სახელმწიფო კრება (ბუნგე), 357 დეპუტატი, რომელთაგან 239 ირჩევა მოსახლეობის მიერ 5-წლიანი ვადით, 102 ადგილი გამოყოფილია ქალი დეპუტატებისათვის, 5 დეპუტატი ინიშნება ზანზიბარის ავტონომიური პარლამენტის მიერ, 10 დეპუტატს ნიშნავს პრეზიდენტი, ხოლო გენერალური პროკურორი ავტომატურად იღებს ტანზანიის პარლამენტის წევრის სტატუსს.
2010 წლის არჩევნების მიხედვით არსებული პოლიტიკური პარტიები ტანზანიის პარლამენტში (გენერალური პროკურორის, ზანზიბარის 5 და პრეზიდენტის მიერ დანიშნული 10 დეპუტატის გარდა):
№ | პარტია | არჩეული დეპუტატები | ქალი დეპუტატები | სულ |
---|---|---|---|---|
1 | ჩამა ჩა მაპინდუზი (რევოლუციური პარტია) | 186 | 67 | 258 |
2 | ჩამა ჩა დემოკრასია ნა მაენდელეო (პარტია დემოკრატიისათვის და პროგრესისთვის) | 23 | 25 | 44 |
3 | ჩამა ჩა უანანჩი (სამოქალაქო ფრონტი) | 24 | 10 | 34 |
4 | ეროვნული კონგრესი მშენებლობისათვის და რეფორმებისათვის – Mageuzi | 4 | - | 4 |
5 | ტანზანიის ლეიბორისტული პარტია | 1 | - | 1 |
6 | გაერთიანებული დემოკრატიული პარტია | 1 | - | 1 |
სულ | 239 | 102 | 341 |
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტანზანია იყოფა 30 ოლქად[9] (სუაჰ. мкоа)
№ | ოლქი | ოლქი (ინგლ. ) | ადმინისტრაციული ცენტრი | ფართობი,[10] კმ² |
მოსახლეობა[10], ად. (2012) |
სიმჭიდროვე, ად./კმ² |
---|---|---|---|---|---|---|
ტანზანიის კონტინენტალური ნაწილი: | ||||||
1 | არუშის ოლქი | Arusha | არუშა | 37 576 | 1 694 310 | 45,09 |
2 | გეიტის ოლქი | Geita | გეიტა | 20 054 | 1 739 530 | 86,74 |
3 | დარ-ეს-სალამის ოლქი | Dar es Salaam | დარ-ეს-სალამი | 1 393 | 4 364 541 | 3133,20 |
4 | დოდომის ოლქი | Dodoma | დოდომა | 41 311 | 2 083 588 | 50,44 |
5 | ირინგის ოლქი | Iringa | ირინგა | 35 503 | 941 238 | 26,51 |
6 | კაგერის ოლქი | Kagera | ბუკობა | 25 265 | 2 458 023 | 97,29 |
7 | კატავის ოლქი | Katavi | მპანდა | 45 843 | 564 604 | 12,32 |
8 | კიგომის ოლქი | Kigoma | კიგომა | 37 040 | 2 127 930 | 57,45 |
9 | კილიმანჯაროს ოლქი | Kilimanjaro | მოში | 13 250 | 1 640 087 | 123,78 |
10 | ლინდის ოლქი | Lindi | ლინდი | 66 040 | 864 652 | 13,09 |
11 | მანიარის ოლქი | Manyara | ბაბატი | 44 522 | 1 425 131 | 32,01 |
12 | მარის ოლქი | Mara | მუსომა | 21 760 | 1 743 830 | 80,14 |
13 | მბეის ოლქი | Mbeya | მბეა | 60 350 | 2 707 410 | 44,86 |
14 | მვანზის ოლქი | Mwanza | მვანზა | 9 467 | 2 772 509 | 292,86 |
15 | მოროგოროს ოლქი | Morogoro | მოროგორო | 70 624 | 2 218 492 | 31,41 |
16 | მტვარის ოლქი | Mtwara | მტვარა | 16 710 | 1 270 854 | 76,05 |
17 | ნჯომბეს ოლქი | Njombe | ნჯომბე | 21 347 | 702 097 | 32,89 |
18 | პვანის ოლქი | Pwani | კიბაჰა | 32 547 | 1 098 668 | 33,76 |
19 | რუვუმის ოლქი | Ruvuma | სონგეა | 63 669 | 1 376 891 | 21,63 |
20 | რუკვის ოლქი | Rukwa | სუმბავანგა | 22 792 | 1 004 539 | 44,07 |
21 | სიმიუს ოლქი | Simiyu | ბარიადი | 25 212 | 1 584 157 | 62,83 |
22 | სინგიდის ოლქი | Singida | სინგიდა | 49 340 | 1 370 637 | 27,78 |
23 | ტაბორის ოლქი | Tabora | ტაბორა | 76 150 | 2 291 623 | 30,09 |
24 | ტანგის ოლქი | Tanga | ტანგა | 26 677 | 2 045 205 | 76,67 |
25 | შინიანგის ოლქი | Shinyanga | შინიანგა | 18 901 | 1 534 808 | 81,20 |
ტანზანიის ზანზიბარის ავტონომიის ნაწილი: | ||||||
26 | დასავლეთ ზანზიბარი | Zanzibar Urban/West | ზანზიბარი | 230 | 593 678 | 2581,21 |
27 | ჩრდილოეთი ზანზიბარი | Zanzibar North | მკოკოტონი | 470 | 187 455 | 398,84 |
28 | ცენტრალური სამხრეთის ზანზიბარი | Zanzibar Central/South | კოანი | 854 | 115 588 | 135,35 |
29 | ჩრდილოეთი პემბა | Pemba North | ვეტე | 574 | 211 732 | 368,87 |
30 | სამხრეთი პემბა | Pemba South | მკოანი | 332 | 195 116 | 587,70 |
სულ | 885 803 | 44 928 923 | 50,72 |
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012 წლის აღწერის შესაბამისად მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 44 928 923 ადამიანს[10]. მოსახლეობა განლაგებულია საკმაოდ არათანაბრად. ურბანიზაციის დონე საკმაოდ დაბალია — 2012 წლის აღწერის მონაცემებით ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 30% ცხოვრობს ქალაქებში, ხოლო ზანზიბარის ავტონომიაში - 46,3 %. ტანზანიის ყველაზე დიდი ქალაქია დარ-ეს-სალამი. ქალაქების რაოდენობამ 2002-2010 წლებში მკვეთრად მოიმატა: 52-დან 200-მდე.
წლიური ზრდა — 2,9%.
შობადობა შეადგენს 32,64 ბავშვს 1000 ქალზე; სიკვდილიანობა — 12,09 ადამიანი 1000. შობადობის კოეფიციენტი — 4,5 დაბადებული ქალზე.
ახალშობილთა სიკვდილიანობა — 69 ბავშვი 1000 ახალშობილზე.
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 60,76 წელი; მამაკაცებისთვის — 59,48 წელი, ქალებისთვის 62,09 წელი.
შიდსის ვირუსის იმუნოდეფიციტით დაავადება — 5,1%; მამაკაცებისთვის — 6,2%, ქალებისთვის 3,8%.
15 წლამდე ასაკის პირების წილი შეადგენს — 44,1%-ს; 15 წლიდან 35 წლამდე — 35,5%-ს; 35 წლიდან 64 წლამდე — 52,2%-ს; ხოლო 65 წელზე მეტი ხნის პირების წილი შეადგენს — 3,8%-ს.
საშუალო ასაკი შეადგენს 17,3 წელს; მამაკაცებისთვის — 17,0 წელი, ქალებისთვის 17,6 წელი.
ქვეყანაში ცხოვრობს დაახლოებით 120 სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი. ეთნო-რასობრივი შემადგენლობა — კონტინენტურ ნაწილში — 99% შავკანიანი, ძირითადად ბანტუს ხალხი (სუკუმა, ნიამვეზი, ჯაგა, ნგოჰდე, ჰაია, ჰეჰე, ბენა, ვაგოგო, მაკონდე, შამბალა, კურია, ჰა და სხვა); ნაწილი ეკუთვნის ნილოტებს და კოისანის ხალხს. ბრიტანეთის ინდოეთიდან ჩამოსულთა შთამომავლები, თეთრკანიანები, არაბები — 1%; ალბინოსები (მსოფლიოში ყველაზე დიდი მაჩვენებელი) — 0,067%. ზანზიბარში ძირითადად არაბები, შავკანიანები, მულატები და მეტისები ცხოვრობენ.
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის მონაცემებით ტანზანიის მოსახლეობი რელიგიური კუთვნილება შემდეგნაირად ნაწილდება: ქრისტიანობა - 61.4%, ისლამი - 35,2%, აფრიკის ტრადიციული რელიგიები -1.8%, 1.4% - თავს არცერთ რელიგიას მიაკუთვნებს ხოლო 0.2% - სხვა რელგიას. ყველაზე დიდი ქრისტიანული კონფესიებია კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი. მუსლიმები უმრავლესობას შეადგენენ ზანზიბარში (99%). მუსლიმების უმეტესობა სუნიტია (40%), ხოლო 20% - შიიტური უმცირესობა; ასევე 20%-ა ზეკონფესიონალური მუსლიმი, მუსლიმების 16% წარმოადგენს აჰმადიეს და 4% სუფისტს.[12] რელიგიურ უმცირესობას შორის ასევე არსებობენ: ინდუსები, ბაჰაისტები, ბუდისტები, სიქჰები, ჯაინები და სხვები.[13]
ენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტანზანიაში ოფიციალური ენებია — სუაჰილი და ინგლისური, ზანზიბარში გავრცელებულია არაბული, მატერიკულ ნაწილში — ბანტუს ენის ბევრი ადგილობრივი ენები. სუაჰილი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ერთმანეთთან დასაკავშირებელი ენაა, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ქვეყნისთვის, რომელიც საკმაოდ მდიდარია ეთნიკური და ლინგვისტური მრავალფეროვნებით. მაგრამ ტანზანიელთა დიდი ნაწილის მშობლიური ენაა საკუთარი ეთნიკური ჯგუფის ენა. აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში სუაჰილის და ინგლისური ენები მეორე და მესამე ენებია.
ტანზანიის ენობრივი პოლიტიკის თანახმად სუაჰილის ენა უნდა გამოიყენებოდეს სოციალურ და პოლიტიკურ სფეროში, სკოლამდელ და დაწყებით განათლებაში, ინგლისური ენა — საშუალო და უმაღლეს განათლებაში, ტექნოლოგიაში და ქვეყნის უმაღლეს სასამართლოში[14]. უკანასკნელ ათწლეულებში სხვადასხვა დარგში არსებობს ინგლისური ენის როლის შემცირებისა და შესაბამისად სუაჰილის ენის როლის ზრდის ტენდენციები.
ქვეყნის 5 უდიდესი ქალაქი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012 წლის მონაცემებით ქვეყანაში მხოლოდ ქალაქ დარ-ეს-სალამს ჰყავს მოსახლეობის რაოდენობა 1 მილიონ ადამიანზე მეტი[15].
- დარ-ეს-სალამი — 4 364 541 ადამიანი;
- მვანზა — 706 543 ადამიანი;
- ზანზიბარი — 501 459 ადამიანი;
- არუშა — 416 442 ადამიანი;
- მბეა — 385 279 ადამიანი;
- მოროგორო — 305 840 ადამიანი.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ქვეყანა მიდიოდა სოციალისტური ეკონომიკის გზით, რომელიც დამყარებული იყო სახელმწიფო საკუთრებაზე და «სოციალისტურ სოფელზე».
2014 წლის ტანზანიის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) — 33 მილიარდი დოლარია[16]. მშპ-მა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (მუპ) მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე შეადგინა $1813.[17]
ბუნებრივი რესურსები — ჰიდროენერგია, კალა, ფოსფატები, რკინის მადანი, ნახშირი, ალმასი, ძვირფასი ქვები, ოქრო, აირი, ნიკელი. 2012 წლის თებერვლის ბოლოს აღმოჩენილი იქნა ზაფარანის აირის საბადო ტანზანიის შელფზე. მისი მარაგი შეფასებულია 170 მილიარდი კუბური მეტრით. 2012 წლის დასაწყისისთვის ტანზანიაში აირის დამტკიცებული მარაგების მოცულობა შეადგენს 200 მილიარდ კუბურ მეტრს, პროგნოზირებადის — 1,7 ტრილიონ კუბურ მეტრს.
მიუხედავად მდიდარი ბუნებრივი რესურსებისა ტანზანიის ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა, რომელშიც დაკავებულია მომუშავეთა დაახლოებით 80 %. 2012 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 1600 დოლარს (156-ე ადგილი მსოფლიოში).
სოფლის მეურნეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად გვალვიანი კლიმატისა, სოფლის მეურნეობა ტანზანიის ეკონომიკის საფუძვლად რჩება. 70-იან წლებში ქვეყნის ეკონომიკა ტანზანიის საექსპორტო პროდუქციის მაღალი ფასების გამო ჩქარი ტემპებით ვითარდებოდა. სოფლის მეურნეობაში დაკავებულია მუშა ძალის 80%.
სოფლის მეურნეობა (მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 27%) — ყავა, აგავა, ჩაი, ბამბა, აკაჟუს კაკალი, თამბაქო, მიხაკი, სიმინდი, მარცვლეული კულტურები, ტაპიოკა, ბანანი, ხილი, ბოსტნეული კულტურები; მოშენებულია მსხვილი რქოსანი საქონელი, ცხვარი, თხა.
მრეწველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მრეწველობა (მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 23%) — სასოფლო სამეურნეო პროდუქციის დამუშავება (შაქარი, ლუდი, სიგარეტი), ალმასის, ოქროს, რკინის მადნის, სუფრის მარილის მოპოვება, ფეხსაცმელის წარმოება. მრეწველობაში დასაქმებულია მუშა ძალის 10%.
მომსახურების სფერო — მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 50%.
ენერგეტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას აქვს მრავალფეროვანი ენერგორესურსები, ენერგოსისტემის დაახლოებით 92% დაკავშირებულია მერქნის შეშის სახით გამოყენებაში. სისტემის მეორე მთავარი ელემენტია ჰიდროენერგეტიკა (2%) და საწვავი ენერგეტიკა, კერძოდ ნავთობპროდუქტები (7%). პრაქტიკულად გამოუყენებელ ქვეყნის ენერგეტიკულ რესურსებს შორისაა ბუნებრივი აირი და ნახშირი, მზის, გეოთერმალური და ქარის ენერგიები[18].
ტანზანია განიცდის ელექტროენერგიის უკმარისობას, რომელიც ძლიერ დამოკიდებულია ჰიდროელექტროსადგურების სისტემაზე. გვალვის პრობლემების გამო ქვეყანაში ჰესების მუშაობა არამუდმივი და არასაიმედოა[19].
ქვეყნის ენერგეტიკულ პოლიტიკას მართავს ენერგიისა და მინერალების სამინისტრო (Ministry of Energy and Minerals). ძირითადი კომპანიებია TANESCO, ZECO.
ელექტროენერგეტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ყველასათვის მისაღები ელექტრობა ტანზანიაში გაჩნდა დარ-ეს-სალამში გერმანული კოლონიზაციის პერიოდში 1908 წელს. ელექტრობა მიდიოდა რკინიგზის მშენებლობაზე და კოლონიზატორებით დასახლებულ ქალაქის კვარტლებში. 1920 წელს, მას შემდეგ, რაც ტერიტორია გადაეცა დიდ ბრიტანეთს, ჩამოყალიბდა სამთავრობო დეპარტამენტი ელექტრობის შესახებ, რომლის ძირითადი ამოცანა იყო გერმანელების მიერ დატოვებული ენერგეტიკული რესურსების მართვა[20].
1931 წელს მთავრობამ ელექტროენერგეტიკა გადასცა კერძო სექტორის კომპანიებს Tanganyika Electric Supply Company Ltd (TANESCO) და Dar es Salaam and District Electric Supply Company Ltd (DARESCO). ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 1961 წელს მთავრობამ დაიწყო კერძო კომპანიების აქციების გამოსყიდვა და 1975 წლისთვის ენერგეტიკული სექტორი გადავიდა სახელმწიფოს ხელში[20].
1948 წლის 12 თებერვალს ტანზანიის და კენიის მთავრობებმა და კომპანია TANESCO-მ ხელი მოაწერეს საექსპორტო შეთანხმებას, რომელიც ძალაში იყო 1965 წლამდე[20].
მიმდინარე მდგომარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დღეისათვის ელექტრობას იღებს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 10%. ელექტროენერგიის ძირითადი მიმღებები არიან ქალაქების მოსახლეობა, კერძოდ 50% მიეწოდება დარ-ეს-სალამს[21].
სისტემის საერთო სიმძლავრე შეადგენს 773 მეგავატს, რომლის 71% მოდის ჰიდროენერგეტიკაზე. ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს ექვსი ჰიდროელექტროსადგური. ქვეყანაში ყველაზე დიდი ჰიდროენერგეტიკული კომპლექსები მოიცავს მტერას და კიდატუს სადგურებს და მდებარეობს მდინარე დიდ რუაჰაზე[21].
ექვსი დიზელის ელექტროსადგურის საწყისი სიმძლავრე, რომლებიც ქვეყნის ელექტრო სისტემასთანაა დაკავშირებული შეადგენს 80 მვტ-ს, მაგრამ მთელი რიგი ტექნიკური პრობლემების გამო მუშა სიმძლავრეა – 35 მვტ. ბევრ რეგიონში, კერძოდ კიგომის, მტვარის, ლინდის, ნომბეს, მაფიის, მპანდის, ტუნდურუს, სონგეის, ლივალეს, იკვირირის, მასასის და კილვა-მასოკოს რეგიონებში, მოქმედებს ავტონომიური დიზელის ელექტროსადგურები საერთო სიმძლავრით 15 მვტ (საწყისი სიმძლავრე 31 მვტ)[21].
თერმალური ენერგეტიკა მოიცავს ორ ელექტროსადგურს, რომელთაგან ერთი, ტეგეტა, ეკუთვნის კერძო ენერგეტიკულ კომპანია Independent Power Tanzania Limited-ს (IPTL). მისი სიმძლავრე შეადგენს 100 მვტ-ს. მეორე თერმალური ელექტროსადგური, უბუნგო, ეკუთვნის კომპანია TANESCO-ს. 2004 წლამდე სადგურს მართავდა კომპანია Songas. სადგურის სიმძლავრე შეადგენს 112 მვტ-ს. რიგი სიმძლავრეები, რომლებიც გამოიმუშავებენ დაახლოებით 30 მვტ ენერგიას, იმყოფებიან იზოლირებულ რაიონში და არ შედიან ძირითად ელექტრო ქსელში[21].
ელექტროქსელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მატერიკული ტანზანიის ელექტროქსელები იმართება კომპანიების Mtwara Transmission and Distribution Company Ltd და TANESCO-ს მიერ[22]. ძირითადი ელექტროქსელები[21]:
- 200 კვტ-ნი ხაზი სიგრძით 2986 კმ;
- 132 კვტ-ნი ხაზი სიგრძით 1971 კმ;
- 66 კვტ-ნი ხაზი სიგრძით 554 კმ.
პირველი ელექტროქსელი 1975 წელს აშენდა კანადის მთავრობის მხარდაჭერით და შეაერთა კიდატუ და დარ-ეს-სალამი. იმავე წელს აშენდა ხაზი ჰეილეში არსებულ ჰესსა და მოშის ქვესადგურს შორის. 1983 წელს კიდატუს სადგური შეუერთდა ირინგას დასავლეთის რეგიონებს და ცელულოზა-ქაღალდის კომბინატს მუფინდიში[20].
საწვავის ენერგეტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საწვავის ენერგეტიკის სექტორი მთავარი რგოლია ტანზანიის ეკონომიკაში, რადგანაც მას მოაქვს ქვეყნის უცხოური შემოსავლების 55 %. გარდა ამისა, მიმდინარეობს ნავთობის დაზვერვა და მოპოვება 222 000 კმ² ფართობზე. დღეისათვის ბუნებრივი აირის მარაგი შეფასებულია 2 ტრილიონი ფუტით[18].
ტანზანიაში მიმდინარეობს ორი ნავთობსაბადოს დამუშავება: მნაზი-ბეი მნაზის ყურეში და სონგო-სონგო ქვეყნის სამხრეთ სანაპიროზე, ამას გარდა მოქმედებს ტაიპერის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა. ადგილობრივ ნავთობისს და ბუნებრივი აირის კომპანიებთან ერთად ქვეყანაში გაშლილია ისეთი მსხვილი დარგობრივი კომპანიების განყოფილებები, როგორებიცაა: BP, Agip, Shell, AES[18].
ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება რეგულირდება 1980 წლის აქტით ნავთობის შესახებ (Petroleum (Exploration and Production) Act 1980) და 1990 წლის აქტით ეროვნული ინვესტიციების შესახებ (National Investment (Promotion and Protection) Act 1990)[18].
განახლებადი წყაროების ენერგეტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წლის დასაწყისიდან Tanzania’s Energy Development and Access Expansion Project-მა (TEDAP) Rural Energy Agency-ის მხარდაჭერით აწარმოებს სამუშაოებს მცირე პროექტების განვითარებისთვის ენერგიის განახლებადი წყაროების გამოსაყენებლად. პროექტის საწყისმა მოსალოდნელმა ენერგიამ შეადგინა 17 მეგავატი, ამასთან ერთად, 2010 წლის აპრილისათვის წარმოდგენილი იყო დაახლოებით 80 პოტენციური პროექტი, რომლიდანაც 22, საერთო სიმძლავრით 78 მეგავატი, სპონსორებისგან მხარდაჭერა მიიღო[19].
ტანზანიაში არსებობს მცირე პროექტების გრძელვადიანი და საშუალოვადიანი დაფინანსების პრობლემა, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში, რადგანაც ქვეყნის ფინანსური სექტორის შესაძლებლობები შეზღუდულია. ეს პრობლემები გაამძაფრა მსოფლიო საფინანსო კრიზისმა[19]. ამასთან ერთად, ტანზანიამ ანონსირება გააკეთა ორ პროექტზე მუშაობის საკუთარი გეგმისა სინგიდას ოლქში, რომელიც ქვეყნის ცენტრში მდებარეობს. მთავრობის შეფასებით პროექტების რეალიზაციამ შეიძლება მოიტანოს დამატებითი სიმძლავრეების შექმნა 100 მეგავატის მოცულობით, რაც შეადგენს მიმდინარე ენერგეტიკული მაჩვენებლების 10%-ზე მეტს[23].
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავტოგზები
- სულ — 78 891 კმ, მათ შორის:
- მყარი საფარით — 6808 კმ;
- მყარი საფარის გარეშე — 72 083 კმ.
რკინიგზები
- სულ — 3690 კმ.
აეროპორტები
- სულ — 124, მათ შორის:
- მყარი საფარით — 11
- მყარი საფარის გარეშე — 113
საწყლოსნო ტრანსპორტი
- სულ არსებული გემები — 9 წყალწყვით 24 801 ტ/31 507 დედვეიტი
- მყარი ტვირთებით — 1
- სამგზავრო/მყარი ტვირთები — 4
- ნავთობტანკერები — 4
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტურიზმი ტანზანიაში საკმაოდ ფართოდ არის განვითარებული საკმაოდ ბევრი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობის გამო. ტანზანიის ტერიტორიის 44%-ზე მეტი უჭირავს დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებსა და ეროვნულ პარკებს. ქვეყანას აქვს 16 ეროვნულ პარკი, 29 დაცული ბუნებრივი ტერიტორია, 40 კონტროლირებადი ნაკრძალი და საზღვაო პარკი. ტანზანიის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს აფრიკის უმაღლესი მთის მწვერვალი — კილიმანჯარო. 2012 წლის 6 იანვრის გაზეთ ნიუ-იორკ ტაიმზის შეფასებით, ტანზანიას ამავე წელს ეკავა 7-ე ადგილი მოსანახულებელი 45 საუკეთესო ადგილიდან. დღეისათვის ტანზანიის ტურისტული ინდუსტრია მოიცავს 27 ათას სამუშაო ადგილს და იძლევა ტანზანიის უცხოური ვალუტის 25%-ს. 2011 წელს ტანზანიას ეწვია დაახლოებით 1 მილიონი ტურისტი, რომლებმაც ქვეყანას $1,7 მილიარდი შემოსავალი მოუტანეს[24].
ტურისტული ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტანზანიის ყველაზე ცნობილი ტურისტული ღირსშესანიშნაობები მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში და მოიცავს კილიმანჯაროს მთასა და მსოფლიოში ცნობილ სერენგეტის ეროვნულ პარკს, სადაც შეიძლება დავაკვირდეთ ცხოველთა სეზონურ მიგრაციას[25]. ნგორონგოროს ნაკრძალი წარმოადგენს ჩამქრალი ვულკანის კალდერას, საიდანაც ჩნდება მშვენიერი ხედი[24]. ტანზანიის ნაკრძალებში გვხვდება გნუების, ზებრების, ლომების, ასევე გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი შავი მარტორქების დიდი ჯოგები[26]. ქვეყანაში ასევე განვითარებულია პლაჟის ტურიზმი, განსაკუთრებით ზანზიბარის, პემბის და მაფიის კუნძულებზე, სადაც განსაკუთრებით განვითარებულია სპორტული თევზაობა და დაივინგი[24]. ქვეყანაში ასევე დიდი რაოდენობით არსებობს ადგილები კულტურული ტურიზმისათვის, როგორებიცაა მასაის ტომის ბომა და ბუშმენების დასახლებები[27].
საგარეო ვაჭრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2009 წლის ექსპორტი; 3 მილიარდი დოლარი — ოქრო, ყავა, აკაჟუს კაკალი, ბამბა.
ძირითადი მყიდველები: ინდოეთი — 8,5 %, ჩინეთი — 7,6 %, იაპონია — 7,1 %, ნიდერლანდები — 6,2 %, არაბთა გაერთიანებული საამიროები — 5,7 %, გერმანია — 5,2 %.
2009 წლის იმპორტი: 5,8 მილიარდი დოლარი — სამომხმარებლო საქონელი, მანქანები და სატრანსპორტო საშუალებები, საწვავი.
ძირითადი მომწოდებლები: ჩინეთი — 32 %, ინდოეთი — 17,3 %, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — 7,8 %, კენია — 6,9 %, არაბთა გაერთიანებული საამიროები — 4,4 %, იაპონია — 2,3 %.
შედის აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციაში.
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტანზანიის ხალხის კულტურას აქვს მდიდარი ტრადიციები. ესაა ხეზე ჭრა, განთქმულია მათი ნიღბები, სკულპტურები, საყოფაცხოვრებო საგნები. ზანზიბარში შემონახულია ქოქოსის ქერქის სხვადასხვა ფორმით მოპირკეთების ტრადიცია, ხეზე ჩუქურთმების გამოყვანა. ტანზანიაში ჩაისახა მხატვრობის სტილი — ტინგატინგა, რომელსაც სახელი დაერქვა ავტორის — ედუარდო საიდი ტინგატინგას პატივსაცემად.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წლისთვის განათლების დონემ ტანზანიაში შეადგინა 73%[28]. სავალდებულოა შვიდწლიანი განათლება, მაგრამ ბევრი მოსწავლე უფრო ადრე ანებებს თავს სკოლაში სიარულს, ხოლო ზოგიერთი ბავშვი სკოლაში საერთოდ არ დადის. 2000 წლის მონაცემებით 5-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვების მხოლოდ დაახლოებით 57% დადიოდა სკოლაში.
ჯანდაცვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]5 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის სიკვდილიანობაა — 76 ბავშვი 1000 ახალშობილზე[29]. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 51,45 წელს (50,06 წელი მამაკაცებისთვის და 52,88 წელი — ქალებისთვის). ქვეყნის უფროსი ასაკის მოსახლეობის დაახლოებით 5,7 % დაავადებულია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით. ბავშვებს შორის სიკვდილის ყველაზე უფრო გავრცელებული მიზეზია მალარია[30]. უფროსებს შორის ამის მიზეზია შიდსი. 2006 წლის მონაცემებით სასმელი წყლის გაუმჯობესებულ წყაროებთან შეხება აქვს მოსახლეობის დაახლოებით 55%-ს. მოსახლეობის 33%-ს შეხება აქვს გაუმჯობესებულ სანიტარულ პირობებთან.
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კილიმანჯარო, სერენგეტის ეროვნული პარკი; ნგორონგოროს დაცული ზონა; კილვა კისივანის და სონგო მნარას ნანგრევები; ქვის ქალაქი კუნძულ ზანზიბარზე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიკიმედია-ატლასი: ტანზანია — გეოგრაფიული და ისტორიული რუკები
- Tanzania, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- ტანზანია საიტზე Curlie
- Tanzania Corruption Profile დაარქივებული 2016-08-12 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ David Lawrence (2009). Tanzania: The Land, Its People and Contemporary Life. Intercontinental Books, გვ. 146–. ISBN 978-9987-9308-3-8.
- ↑ About the United Republic of Tanzania. Permanent Representative of Tanzania to the United Nations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 February 2011. ციტირების თარიღი: 31 January 2015.
- ↑ 3.0 3.1 "Basic Facts and Figures on Human Settlements, 2012", National Bureau of Statistics, Tanzania Ministry of Finance, 2013, page 1, accessed 10 November 2014
- ↑ Tansania. worldbank.org
- ↑ Population Distribution by Administrative Areas, 2012 Population and Housing Census, National Bureau of Statistics, United Republic of Tanzania, 2013
- ↑ 6.0 6.1 Tanzania. IMF.org
- ↑ 2015 Human Development Report. United Nations Development Programme (2015). ციტირების თარიღი: 17 December 2015.
- ↑ Tanzania. Dictionary.com. Dictionary.com Unabridged (v 1.1). Random House, Inc. http://dictionary.reference.com/browse/tanzania (accessed: 27 March 2007)
- ↑ „Tanzania: State Gazettes New Regions, Districts“. Daily News. Dar es Salaam, Tanzania.
- ↑ 10.0 10.1 10.2 2012 National Bureau of Statistics, Ministry of Finance, United Republic of Tanzania, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-26. ციტირების თარიღი: 2015-06-14.
- ↑ The World Fact Book: Tanzania. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ნოემბერი 2020. ციტირების თარიღი: 26 January 2014.
- ↑ Pew Forum on Religious & Public life. 9 August 2012. Retrieved 29 October 2013.
- ↑ U.S. Department of State. State.gov (2008).
- ↑ J. A. Masebo & N. Nyangwine: Nadharia ya lugha Kiswahili 1. S. 126, ISBN 978-9987-676-09-5
- ↑ Citypopulation, Major Cities
- ↑ ტანზანია — მშპ — 2014
- ↑ Tanzania. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 14 October 2014.
- ↑ 18.0 18.1 18.2 18.3 Oil and Gas in Tanzania. MBendi Information Services. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-01. ციტირების თარიღი: 2010-05-08.
- ↑ 19.0 19.1 19.2 World Bank approved IDA credit of US$25 million to Tanzania for energy. MBendi Information Services. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-01. ციტირების თარიღი: 2010-05-08.
- ↑ 20.0 20.1 20.2 20.3 History. TANESCO. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-21. ციტირების თარიღი: 2010-05-10.
- ↑ 21.0 21.1 21.2 21.3 21.4 Electrical Power in Tanzania. MBendi Information Services. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-21. ციტირების თარიღი: 2010-05-08.
- ↑ Electrical Power Transmission in Tanzania. MBendi Information Services. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-01. ციტირების თარიღი: 2010-05-08.
- ↑ Wind Power in Tanzania. MBendi Information Services. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-01. ციტირების თარიღი: 2010-05-08.
- ↑ 24.0 24.1 24.2 Boniface, Brain G.; Cooper, Christopher P. (2001) Worldwide Destinations: The Geography of Travel and Tourism. Butterworth-Heinemann, გვ. 247. ISBN 0-7506-4231-9.
- ↑ Serengeti. Tanzania Tourist Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 11 November 2012.
- ↑ Ngorongoro Conservation Area. Tanzania Tourist Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 11 November 2012.
- ↑ Cultural Tourism in Tanzania. Visitarusha. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 30 May 2013.
- ↑ Tanzania, United Republic of – Statistics. UNICEF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-28. ციტირების თარიღი: 2011-06-06.
- ↑ Levels & Trends in Child Mortality დაარქივებული 2011-10-17 საიტზე Wayback Machine. . UN Inter-agency Group for Child Mortality Estimation. 2011
- ↑ Mortality Country Fact Sheet – United Republic of Tanzania (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-10-10. ციტირების თარიღი: 2010-04-25.
|
|
|