აგრესორის დაშოშმინების პოლიტიკა
აგრესორის დაშოშმინების პოლიტიკა — მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოების შიდა სამხედრო პოლიტიკის თავისებური სახესხვაობა, რომელიც დაფუძნებულია კომპრომისებზე აგრესორის მიმართ. შედგება სახელმწიფო-აგრესორის მიერ ხელოვნურად გაჩაღებული კონფლიქტების და საერთაშორისო დავების მოგვარებით. იმედოვნებს აგრესორისთვის უმნიშვნელო, ან კიდევ ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებში დათმობასაც. ტერმინს ძირითადად იყენებენ ნევილ ჩემბერლენის და ბოლდუინ მაკდონალდის პოლიტიკის აღსანიშნავად, რომელსაც ისინი ნაცისტური გერმანიის მიმართებაში 1933-1939 წლებში. ამ პოლიტიკამ საბოლოოდ ვერსალის სისტემის და ერთა ლიგის საბოლოო დეგრადაცია გამოიწვია, ასევე დაასუსტა საფრანგეთის და ბრიტანეთის პოზიციები მსოფლიო არენაზე. რადიკალურად შეიცვალა ვითარება ევროპაში.
პოლიტიკური ვითარება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ქვეყნებმა (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია) ევროპაში საკუთარი წესრიგის დამყარება შეძლეს. თავიანთი პოზიცია მათ განიმტკიცეს 1919 წელს გაფორმებული ვერსალის შეთანხმებით. ეს შეთანხმება ზღუდავდა გერმანიას. შეთანხმების გამო გერმანიამ დაკარგა ტერიტორიები სხვა ქვეყნების სასარგებლოდ. ასევე საგრძნობლად დასუსტდა გერმანული ეკნომიკა, რამაც, საბოლოოდ, ქვეყნის შიგნით დაბაძა სოციალური და პოლიტიკური სიტუაცია. გაძლიერდა რევანშისტული და რადიკალური პოლიტიკური პარტიების გავლენა. ავსტრია-უნგრეთის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა და რამდენიმე პატარა ქვეყნად დაიყო.რუსეთის იმპერიაში, რომელიც ომის დროს ანტანტას მხარეზე იბრძოდა მოხდა რევოლუცია, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოვიდნენ. კაპიტალისტური ქვეყნები კომუნისტურ იდეოლოგიას მტრულად თვლიდნენ, ამიტომ, რუსეთს არ განიხილავდნენ როგორც სრულფასოვან პარტნიორს. ასევე, გერმანიასთან ბრესტის ზავის დადების შედეგად რუსეთმა დაკარგა შესაძლებლომა მიეღო მონაწილეობა ტერიტორიის გაყოფაში. იტალიაში გავრცელებული იყო აზრი, რომ იტალიამ არასაკმარისი კომპენსაცია მიიღო ომში მონაწილეობისთვის. გამოვიდა, რომ ევროპის სამი წამყვანი სახელმწიფო უკმაყოფილო დარჩა ვერსალის კონფერენციის შედეგებით. გარდა ამისა, ევროპაში გაჩნდა რამდენიმე კონფლიქტი პატარა სახელმწიფოებს შორის. ერთმანეთთან მათ გააჩნდათ ტერიტორიული პრეტენზიები. ასევე თავს იჩენდნენ პოლიტიკური, ეკონომიკური და იდეოლოგიური უთანხმოები.
აგრესორის დაშოშმინების პოლიტიკის წინაპირობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინგლისი და საფრანგეთი იმედოვნებდნენ, რომ აგრესორის დაშოშმინების პოლიტიკის გატარების შემთხვევაში ისინი შეძლებდნენ გერმანიის დაშოშმინებას. გამოვიდა, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი თვალებს დახუჭავდნენ გერმანიის აგრესიაზე და შეეცდებოდნენ ნაციზმის ამბიციები უფრო პატარა ქვეყნების (მაგ : ავსტრია, ჩეხოსლოვაკია) ხარჯზე დაეკმაყოფილებინათ. ასევე, 1937-38 წლებში ბრიტანეთის ხელისუფლებაში აქტიური დისკუსია მიდიოდა გერმანიისთვის ბელგიის და პორტუგალიის კოლონიების ნაწილის გადაცემაზე. მიუხედავად ასეთი პოლიტიკისა, ჰიტლერი მაინც უნდა წასულიყო დათმობებზე. ამის გამო, გერმანიის ფიურერმა ამ პოლიტიკაზე საბოლოოდ უარი თქვა.
მიუნხენის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საბჭოთა დაზვერვის ინფორმაციით აგრესორის დაშოშმინების პოლიტიკა არ მუშაობდა და მას პირიქით აქეზებდა კიდეც.
შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1939 წლის მარტში გერმანიამ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია მოახდინა. ჩეხეთი გახდა ბოჰემიის და მორავიის პროტექტორატები, ხოლო სლოვაკეთი — გერმანიის სატელიტი რესპუბლიკა. ამის შემდეგ, ჰიტლერმა პოლონეთს პრეტენზიები წაუყენა. ჯერ მოითხოვა გზის მიცემა აღმოსავლეთ პრუსიისკენ, შემდეგ კი რეფერენდუმის ჩატარება პოლონეთის კორიდორის მფლობელის გამოსავლენად. ჰიტლერის ვერსიით, რეფერენდუმში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ადამიანებს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე 1918 წლისთვის ცხოვრობდნენ. როდესაც დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა პოლონეთს მისი დამოუკიდებლობის გარანტია მისცეს, ნათელი გახდა, რომ გერმანია მალე ომს წამოიწყებდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Adams, R.J.Q., British Politics and Foreign Policy in the Age of Appeasement, 1935–1939 (1993)
- Alexandroff A. and Rosecrance R., "Deterrence in 1939," World Politics, Vol. 29, No. 3. (Apr., 1977), pp. 404–424.
- Beck R.J., "Munich's Lessons Reconsidered" in International Security, 14, 1989
- Cameron Watt, Donald. How War Came: Immediate Origins of the Second World War, 1938-39 (1990)
- Cole, Robert A. "Appeasing Hitler: The Munich Crisis of 1938: A Teaching and Learning Resource," New England Journal of History (2010) 66#2 pp 1–30.