ხახვი
ხახვი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Allium | |||||||||||||||
|
ხახვი (ლათ. Állium) — ორწლოვან და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი, მიეკუთვნება სატაცურისნაირთა (ლათ. Asparagales) რიგის ამარილისისებრთა (ლათ. Amaryllidaceae) ოჯახის ხახვისებრთა (ლათ. Alliaceae) ქვეოჯახს (ადრე მიეკუთვნებოდა შროშანისებრთა ოჯახს).
მეცნიერული ლათინური სახელი მისცა კარლ ლინეიმ, — ლათ. allium — წარმოშობილია ლათინული სიტყვა ნიორისაგან, რომელიც თავის მხრივ, ალბათ დაკავშირებულია, კელტურ სიტყვასთან all — მშუშხავი; მეორე ვერსიით — წარმოშობილია ლათ. halare — სურნელება.
არსებობს რამდენიმე ასეული სახეობა, რომლებიც ჩვეულებრივ იზრდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. ხახვის სამშობლოდ ითვლება — სამხრეთ-დასავლეთი აზია.
ამ გვარის სხვადასხვა სახეობები იზრდებიან მინდვრებზე, სტეპებში, ტყეებში.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გვარის წარმომადგენლებს აქვთ დიდი, ცოტათი დაპრესილი სფეროსმაგვარი ხახვი, რომელიც დაფარულია მოწითალო, თეთრი ან იისფერი საფარველით.
ფოთლები ხაზოვანია ან სარტყელისმაგვარი, ძირისმიერი, მილისებური, ღერო 1 მ-მდე აღწევს. ყვავილები წვრილია, უსახური, განლაგდება გრძელ ღეროზე. ყვავილედის დიამეტრი ზოგ სახეობებში 40 სმ-ს აღწევს.
ყვავილობს ივნის-აგვისტოში. ნაყოფს იძლევა აგვისტო-სექტემბერში.
მცენარის ყველა ნაწილს აქვს იოლად ცნობადი მკვეთრი «ხახვისებური» ან «ნიორის» სუნი.
ქიმიური შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოლქვები შეიცავენ აზოტის შემცველ ნივთიერებებს ( 2,5 %-მდე), სხვა და სხვა შაქრებს (10—11 %) (გლუკოზას, ფრუქტოზას, სახაროზას, მალტოზას), ინულინის პოლისახარიდს, ფიტინს, ფლავონოიდ კვერცეტინი და მისი გლუკოზიდები, ცხიმები, სხვა და სხვა ფერმენტები, კალციუმის, ფოსფორის მარილები, ფიტონციდები, ლიმონისა და ვაშლის მჟავები, ვიტამინები A (3,75 მგ %), B1 (60 მგ %), B2 (50 მგ %), PP (0,20 მგ %), C (10,5—33 მგ%), ასევე ეთერზეთები მკვეთრი განსაკუთრებული სუნით, ცხვირისა და თვალის ლორწოვანი გარსის გამაღიზიანებლებით. ეთერზეთების მთავარ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს დისულფიდები და სულფიდები.
ხახვის სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხახვისებრთა ოჯახში ასობით სახეობებია. ხახვები პირობითად შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად: დეკორატიულად და საჭმელად, თუმცა ზოგი მათგანი ორივე კატეგორიას მიეკუთვნება.
საჭმელი ხახვების ყველაზე ცნობილ სახეებს წარმოადგენენ:
- Allium cepa L. ხახვი ჩვეულებრივი
- Allium fistulosum L. თათარკა
- Allium hierochuntinum Boiss.
- Allium ascalonicum L. ხახვი შალოტი
- Allium nutans L. მჭკნარი ხახვი
- Allium moly L. ხახვი მოლი
- Allium porrum L. პრასა
- Allium ramosum L. ტოტებიანი ხახვი, ჯუსაი, ჩინური ხახვი, ტყიური ხახვი
- Allium odorum L. სურნელოვანი ხახვი
- Allium schoenoprasum L. ტაფე ხახვი, ხახვი-შნიტი
- Allium sibiricum L. ციმბირული ხახვი
- Allium ursinum L. ჩერემშა, დათვის ხახვი, ტყიური ნიორი
- Allium sativum L. ნიორი
დეკორატიული ხახვებია (ალიუმი):
- Allium aflatunense აფლატუნერული ხახვი
- Allium cernuu დახრილი ხახვი
- Allium cristophii ქრისტოფის ხახვი
- Allium flavum ყვითელი ხახვი
- Allium giganteum გიგანტური ხახვი
- Allium karataviense კარატავური ხახვი
- Allium macleanii მაკლეანის ხახვი
- Allium oreophilum მთამოყვარული ხახვი
- Allium sphaerocephalon მრგვალთავიანი ხახვი
- Allium siculum სიცილიური ხახვი
- Allium shubertii შებერტის ხახვი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სოროკოლეტოვა ე., სოროკოპუდოვა ო. „დეკორატიული ხახვები“ ჟურნალი „მეყვავილეობა“ N3, მაისი—ივნისი, გვ. 12—14, 2009
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხახვი — სამკურნალო საშუალება დაარქივებული 2010-09-25 საიტზე Wayback Machine.
- ხახვის ზოგიერთი სახეობები დაარქივებული 2009-05-12 საიტზე Wayback Machine.
- დეკორატიული ხახვების სახეები (რუსული)