Diplo
Diplo | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | თომას ვეზლი პენტზი |
დაბ. თარიღი | 10 ნოემბერი, 1978 |
დაბ. ადგილი | ტუპელო, მისისიპი, აშშ[1] |
ჟანრ(ებ)ი | EDM |
საქმიანობა | დიჯეი, მუსიკალური პროდიუსერი, სიმღერების ავტორი |
აქტიური | 1997 წლიდან — დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Mad Decent |
ხელმოწერა | |
საიტი | diplo.com |
Diplo ვიკისაწყობში |
თომას ვეზლი პენტზი (ინგლ. Thomas Wesley Pentz, მეტად ცნობილი ფსევდონიმით Diplo ; დ. 10 ნოემბერი, 1978) — ამერიკელი დიჯეი და პროდიუსერი, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დიჯეი აშშ-ში.
თომას ვეზლი პენტზი — ხმისჩამწერი ლეიბლის Mad Decent-ის დამაარსებელი[2]. ამ მომენტისათვის აქტიურად მუშაობს პროექტებზე Major Lazer და Jack Ü.
მისი ძალისხმევით ლათინოამერიკული რიტმები და აფრიკული ბიტები ღარიბული უბნებიდან საცეკვაო სცენებზე აჟღერდა. Diplo-ს საქმიანობა რთულია დაუკავშირო კონკრეტულ სტილს. ვეზლი პენტსმა შექმნა ახალი სტილი ბაილე-ფანკი. მისი მეორე სამშობლოა - იამაიკა, სადაც იგი წერს მუსიკას და ესწრება ღონისძიებებს. Diplo ეხმარება სხვა მუსიკოსებს მათ საქმიანობაში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუსიკოსის ნამდვილი სახელია — Thomas Wesley Pentz (თომას ვეზლი პენტზი). იგი დაიბადა 1978 წლის 10 ნოემბერს აშშ-ში, ქალაქ ტუპელოში (მისისიპი). ახალგაზრდობის დიდი დრო გაატარა მაიამიში მამის მაღაზიაში, რომელიც სხვადასხვა ცხოველებით იყო დაინტერესებული — ლამანტინისებრნებით, ნიანგებით, დინოზავრებით. პალეონტოლოგიის მიმართ ინტერესი შვილსაც გაუჩინა. შემდგომ თომასი ფილადელფიაში გადავიდა.
1997 წლიდან ცენტრალური ფლორიდას უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდგომ უნივერსიტეტ თიმფელში (ფილადელფია, პენსილვანიას შტატი, აშშ), იქვე მუშაობდა დიჯეის სახით[3], სოციალურ თანამშრომელად და მასწავლებლად. ეხმარებოდა ბავშვებს კითხვის სწავლაში და მათემატიკის გაგებაში. გაკვეთილების შემდეგ რჩებოდა მოსწავლეებთან. ინტერვიუს გაცემისას ამბობდა, რომ მასწავლებლად მუშაობა დამღლელი და ძალიან რთული საქმეა. ყოველთვის სურდა ცხოვრებაში მუსიკა შეესწავლა და ადამიანები გაემხიარულებინა. ფილადელფიაში თომას ვეზლი პენტზმა აირჩია სასცენო ფსევდონიმი უეს გალი, ხოლო შემდგომ მიიღო „დიპლო“ — დინოზავრის სახელწოდებიდან.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუსიკოსი DJ Low Budget-ის გაცნობის შემდეგ, მან დაიწყო მასთან ერთად Hollertronix ჯგუფის სახელწოდების ქვეშ გამოსვლა. ჯგუფის გამოსვლები საკმაოდ წარმატებული იყო.[4]
2004 წელს თომასმა ფსევდონიმი დიპლოს ქვეშ გამოუშვა თავისი პირველი სადებიუტო ალბომი 'Florida'. ალბომი „ფლორიდა“ ჩაწერილი იყო ორჯერ თავიდან CD დისკებზე, შემდგომ DVD. თომასი არის მესაკუთრე და დამაარსებელი ცნობილი ლეიბლის Mad Decent.
2009 წელს Diplo-მ დიჯეი და პროდიუსერ Switch-თან ერთად დააარსა პროექტი Major Lazer. მაგრამ 2011 წელს ისინი გაშორდნენ. Switch წავიდა პროექტიდან. დღევანდელ დროში ჯგუფი Major Lazer-ის შემადგენლობაში შედიან Diplo, Jillionaire და Wlashy Fire. ვეზლი დაკავებულია პროდუსერობით და მუსიკის შექმნით რეპერებისთვის და პოპ შემსრულებლებისთვის.
რამდენიმე წელიწადია BBC Radio 1-ზე მიჰყავს შოუ 'Diplo & Friends'.
2013 წელს ნომინირებული იყო გრემის პრემიაზე კატეგორიაში „წლის არაკლასიკური პროდიუსერი“.
2015 წელს Diplo გახდა ყველაზე პოპულარული მუსიკოსი ასაღიარებელ მუსიკათა დანართში Shazam. მომხმარებლებმა წელიწადში მისი სიმღერები 40 მილიონჯერ მოითხოვეს[5].
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხვდებოდა მომღერალს M.I.A. (2003-დან 2008-მდე).
ჰყავს ორი შვილი კეტრინ ლოკჰარტთან: ლოკეთი (2010) და ლაზერი (2014).
ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზედმეტსახელი დიპლო — შემოკლებული ფორმაა სახელწოდების „დიპლოდოკი“, რომელიც მიეკუთვნება ამომწყდარი ქვეწარმავლების გვარი ხვლიკმენჯა დინოზავრების რიგს. ასეთი ფსევდონიმი — ბავშვობის გატაცების პატივსაცემად აქვს შერქმეული. თომასი ჯერ კიდევ ბავშვობაში ძალიან დიდ დროს უთმობდა გადაშენებულ ცხოველებს.
თომასი დაკავებულია ქველმოქმედებით. მასწავლებლობის ჟამს იგი მუშაობდა რთულ მოზარდებთან, ხოლო ახლა მისი საკუთარი ფონდი ეხმარება დამწყებ მუსიკოსებს, არტისტებს და ყველა იმ ადამიანს ვინც დაკავებულია შემოქმედებითი პროფესიით, იმისათვის, რომ განახორციელონ საკუთარი იდეები. ასევე ფონდი ეხმარება ყოფილ ნარკომანებს გაიარონ რეაბილიტაცია და დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას.
თომასის მიერ წარმოქმნილი ტერმინი Twerking (თვერკინგი) (ცეკვის მიმართულება, რომლის მოძრაობაში აქტიურად გამოიყენება დუნდულების, ბარძაყის, მუცლის და ხელების მუშაობა, რომლის დროსაც სხვეულის სხვა დანარჩენი ნაწილები უმოძრაოდაა) შესულია ოქსფორდის ლექსიკონში.
თომასმა დაწერა წიგნი „128 დარტყმა წუთში“, რომელსაც იგი რეკომენდაციას უკეთებს, როგორც „ჩემი ვიზუალური გიდი მუსიკაში, კულტურაში და ყველაფერში რაც მათ შორისაა“. ფოტოგრაფ შეინ მაქქალესთან ერთად (Shane McCauley) დიპლომ მოაწყო მოგზაურობა მთელ მსოფლიოში თელ-ავივიდან იამაიკამდე, მუსიკის სხვადასხვა მხარის წარდგენით.
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სოლოალბომები
- Florida (2004)
- Chapter 1: Snake Oil (როგორც თომას უეზლი) (2020)
- MMXX (2020)
- Diplo (2022)
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ნომინირებული ნამუშევარი | ჯილდო | შედეგი |
---|---|---|---|
2009 | "PAPER PLANES" | წლის ჩანაწერი | ნომინირებული |
2012 | "Look at Me Now" | საუკეთესო რეპ სიმღერა | ნომინირებული |
2013 | Diplo | წლის არაკლასიკური პროდიუსერი | ნომინირებული |
2016 | "Where Are Ü Now" (Skrillex და Justin Bieber-თან ერთად) | საუკეთესო ცეკვის შერულება | მოგებული |
Skrillex and Diplo Present Jack U (with Skrillex) | საუკეთესო ცეკვა/ელექტრო ალბომი | მოგებული | |
Diplo | წლის არაკლასიკური პროდიუსერი[6] | ნომინირებული |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Diplo Instagram-ზე
- Diplo „VK“-ში https://vk.com/majorlazerofficial
- Diplo Twitter-ზე
- https://itunes.apple.com/us/artist/diplo/id4527097
- http://www.wired.com/2010/04/diplo-major-lazer/
- [1]
- დიპლოს მუსიკა
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Astrology: Diplo (DJ), date of birth: 1978/11/10, Horoscope, Astrological Portrait, Dominant Planets, Birth Data, Biography. astrotheme.com. ციტირების თარიღი: 24 August 2015.
- ↑ Poitras, Andrews.. (July 15, 2013) Celebrating six raucous years of Mad Decent Block Party. Death and Taxes. SpinMedia. ციტირების თარიღი: February 19, 2015.
- ↑ Nick Marino. (21 июля 2008, 7:37am) Mad Genius. pastemagazine.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-31. ციტირების თარიღი: 2016-08-15.
- ↑ Music | Hollertronix on ice. Bostonphoenix.com. Retrieved on October 23, 2010.
- ↑ А что это за Дипло и где оно живёт?. Zvuki.ru. Retrieved on December 17, 2015.
- ↑ Grammy Nominations 2016: See the Full List of Nominees.