შინაარსზე გადასვლა

ძორაგეტი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძორაგეტი
Ձորագետ

ძორაგეტის ხედი სტეფანავანის ხიდიდან
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
ქალაქები სტეფანავანი
სათავე ბაზუმის ქედი
40°59′45″ ჩ. გ. 44°01′03″ ა. გ. / 40.99583° ჩ. გ. 44.01750° ა. გ. / 40.99583; 44.01750
შესართავი დებედა
40°57′26″ ჩ. გ. 44°37′56″ ა. გ. / 40.95722° ჩ. გ. 44.63222° ა. გ. / 40.95722; 44.63222
შესართავის მდებარეობა სოფელი ძორაგიუღი
შესართავის სიმაღლე 920 მ
სიგრძე 67 კმ
აუზის ფართობი 1460 კმ²
ძორაგეტი — სომხეთი
ძორაგეტი
ძორაგეტი
— სათავე, — შესართავი
ძორაგეტი ვიკისაწყობში
ძორაგეტის აუზი (ღია მწვანე)

ძორაგეტი (სომხ. Ձորագետ) — მდინარე ჩრდილოეთ სომხეთში, ლორეს პროვინციაში, მდინარე დებედის ჰიდროლოგიურ რეგიონში. სათავეს იღებს ბაზუმის ქედზე და მიედინება დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, სტეფანავანის გარშემო არსებულ მომხიბლავ ხეობებში. ბოლოს ის ერწყმის მდინარე დებედას, სოფელ ძორაგიუღის სიახლოვეს, რომელიც თავის მხრივ შემდეგ მტკვარს უერთდება.

სახელი ძორაგეტი სომხური სიტყვებისგან წარმოსგდება და „ხეობის მდინარეს“ ნიშნავს (ձոր - ხეობა, գետ - მდინარე).

უმეტეს ადგილებში, ძორაგეტის ხეობა 200 მეტრის სიღრმისაა.

სომხეთის მოგზაურობის სამსახური ძორაგეტს ერთადერთ მდინარედ მიიჩნევს ქვეყანაში, რომელზეც შესაძლებელია ჯომარდობა. საჯომარდო გზები ძირითადად ქალაქ სტეფანავანის სიახლოვეს, ძორაგეტის ხიდთან იწყება. ძირითადი საჯომარდო არეალები თავმოყრილია ძორაგეტის კანიონში, რომლის სიღრმე ზოგიერთ ადგილებში 300 მეტრია.[1]

ქალაქები და სოფლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარის გასწვრივ გაშენებულ ქალაქებსა და სოფლებს შორიაა: სტეფანავანი, ამრაკიცი, ლორი-ბერდი, აგარაკი, ვარდაბლური, კურთანი, არევაწაგი და ძორაგიუღი.

  1. Dzoraget River. Armenian Travel Bureau. ციტირების თარიღი: 24 July 2013.