Atom Heart Mother (სიუიტა)
„Atom Heart Mother“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან Atom Heart Mother | ||||
გამოსვლის თარიღი | 10 ოქტომბერი, 1970 | |||
ჩაიწერა | მარტი, აპრილი, ივნისი, 1970, ები-როუდის სტუდიები, ლონდონი | |||
ჟანრი | პროგრესული როკი, ფსიქოდელიური როკი, სიმფონიური როკი | |||
ხანგრძლივობა | 23:44 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | EMI | |||
ავტორ(ებ)ი | პინკ ფლოიდი, რონ გისინი | |||
Atom Heart Mother – სიმღერები | ||||
|
„Atom Heart Mother“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მუსიკალური სიუიტა, რომელიც შედგება ექვსი ნაწილისგან. მისი თანაავტორია რონ გისინი[1][2]. კომპოზიცია პირველად შეტანილი იქნა ჯგუფის ალბომში Atom Heart Mother, 1970 წელს. ხანგრძლივობით იგი იკავებდა გრამფირფიტის ერთ მხარეს. ეს არის პინკ ფლოიდის ყველაზე ხანგრძლივი პიესა, კომპოზიციის Shine On You Crazy Diamond, რომელიც მასზე უფრო ხანგრძლივია, მაგრამ ალბომზე იყოფა ორ ნაწილად.
კომპოზიის ჩაწერა დაიწყო დასარტყმელი საკრავების და ბას-გიტარის პარტიებით. მთელ კომპოზიციას თავდაპირველად ერთი რიტმი მისდევდა. როდესაც დეივიდ გილმორმა პირველად მოისმინა კომპოზიციის სამუშაო ვერსია, რათა გიტარის სოლო-პარტია დაემატებინა, მან აღნიშნა, რომ კომპოზიცია ჟღერდა, როგორც „თემა გამოგონილი ვესტერნიდან“.
მთავარი თემა წარმოიშვა მცირე ნაწყვეტიდან, რომელსაც ვუწოდე „თემა გამოგონილი ვესტერნიდან“ - დასაწყისისთვის. იგი ჩემთვის ნამდვილად ჟღერდა, როგორც „შესანიშნავი შვიდეული“.
„არის კავშირი გარეკანზე გამოსახულ ძროხებსა და სათაურ შორის. აქ იგულისხმება დედამიწა-დედა, დედამიწის გული...თავად სუიტა შეიქმნა სტუდიაში, როდესაც უოტერსთან ერთად ბას-გიტარისა და დასარტყმელი საკრავების სოლოს ვიწერდით. ეს ოდნავ შეშლილობად იქცა. რამდენიმე ნაწილი ჩავწერეთ, მაგრამ დანარჩენი მასალა საფუძვლიანად შევცვალეთ. ამიტომ მოსაწყენ ნამუშევრად იქცა, სრულიად გამოუდეგარ ნაშრომად.“
ხშირად ვიღებთ სათაურებს, რომლებსაც სიმღერებთან არაფერი აქვთ საერთო. სახელწოდება არის მხოლოდ მათი აღნიშნვის საშუალება. შეგვეძლო, შეგვერჩია სახელწოდებები Number One, Number Two ან Number Three, მაგრამ სიტყვები უფრო საინტერესოა. მაგალითია Careful with That Axe, Eugene, რაც ქმნის რაღაც სურათს.
„Atom Heart Mother“ იყო ჯგუფის შემოქმედებიდან უკანასკნელი კომპოზიცია, რომლის თანაავტორად მითითებული იყო სხვა მუსიკოსი (თუ არ ჩავთვლით კლერ ტორის წვლილს 1973 წლის კომპოზიციაში „The Great Gig in the Sky“).
საკონცერტო ვერსიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Atom Heart Mother სრულდებოდა კონცერტებზე 1970-1972 წლებში. თავდაპირველად კონცერტები იმართებოდა ორკესტრთან და გუნდთან ერთად, მოგვიანებით კი სრულდებოდა პიესის განსხვავებული ვერსია, ადაპტირებული ოთხი მუსიკოსისათვის. ასეთ შემთხვევაში გუნდის მაგივრად ვოკალურ პარტიებს დეივიდ გილმორი ასრულებდა, ფალცეტოს სტილით.
გამოცემიდან 36 წლის შემდეგ, 2008 წლის 14 და 15 ივნისს კომპოზიცია შესრულდა რონ გისინის, ორკესტრისა და გუნდის მიერ. მათთან ერთად ასევე გამოდიოდა იტალიური ჯგუფი Mun Floyd, რომელიც ასრულებს პინკ ფლოიდის სიმღერებს. გამოსვლის მეორე დღეს მათ გიტარის სოლოს შესრულებისას დეივიდ გილმორიც შეუერთდა.
სხვა ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რეჟისორი სტენლი კუბრიკი 1971 წელს ცდილობდა ამ კომპოზიციის თაობაზე ჯგუფთან მოლაპარაკებას, რათა ის თავის ფილმში, „მექანიკური ფორთოხალი“ გამოეყენებინა, მაგრამ ჯგუფმა ამაზე უარი უთხრა. მიუხედავად ამისა, ფილმში მაინც მოხვდა სტუდიური ალბომის გამოსახულება (ის ჩანს თაროზე, მუსიკალურ მაღაზიაში). წლების შემდეგ როჯერ უოტერსს სურდა კუბრიკის ფილმის, „2001: კოსმოსური ოდისეა“ ფრაზების ალბომში Amused to Death გამოყენება, მაგრამ ამჯერად უარი უკვე რეჟისორისგან მიიღო.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
|