ლინ კოფინი
ლინ კოფინი | |
---|---|
ლინ კოფინი | |
დაბადების თარიღი |
12 ნოემბერი, 1943 ნიუ-იორკი, აშშ |
მოქალაქეობა | ამერიკა |
საქმიანობა | პოეტი, მწერალი, მთარგმნელი |
საიტი | ოფიციალური ვებ-გვერდი |
ლინ კოფინი (ინგლ. Lyn Coffin; დ. 12 ნოემბერი, 1943, ნიუ-იორკი) — ამერიკელი პოეტი, მწერალი, მთარგმნელი და რედაქტორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1943 წლის 12 ნოემბერს. იყო ჟურნალ „ყოველკვარტლური მიმოხილვის“ („The Quarterly Review“)-ის ასოცირებული რედაქტორი. ასწავლიდა ინგლისურ ენას ვაშინგტონის, დეტროიტის, თბილისის უნივერსიტეტებში.
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავტორია 30-ზე მეტი პოეტური წიგნის, მხატვრული ლიტერატურის, დრამატურგიული ნაწარმოების. აქტიურად მოღვაწეობდა როგორც მთარგმნელი. მისი ნაწარმოებები გამოქვეყნებულია 50-ზე მეტ ჟურნალში (მათ შორისაა „კათოლიკური დაიჯესტი“ და „თაიმსი“). მისი პიესები იდგმებოდა მალაიზიის, სინგაპურის, ბოსტონის, ნიუ-იორკის, დეტროიტის თეატრებში. არის ვაშინგტონის პოეტების ასოციაციის წევრი. ნათარგმნი აქვს რუსი, ჩეხი, ჰოლანდიელი, მონღოლი და ირანელი პოეტები. აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან.
ურთიერთობა საქართველოსთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლინ კოფინი საქართველოში 2011 წ. ჩამოვიდა. კითხულობდა ლექციებს ილიას უნივერსიტეტში. 2012 წელს თბილისში გამოიცა გია ჯოხაძის მიერ ქართულად ნათარგმნი მისი ლექსების კრებული „მე ორივე ვარ“.[1]
ლინ კოფინის მიერ ნათარგმნი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ინგლისურად პირველი პოეტური თარგმანია 16 მარცვლიანი შაირით. მასზე მუშაობა 2012 წელს დაიწყო. 2015 წლის 4 ოქტომბერს კი ლონდონში, ქართული ფილმის IV ფესტივალის ფარგლებში, „ვეფხისტყაოსნის“ ახალ თარგმანთან დაკავშირებით, გაიმართა გამოცემის განხილვა, რომელშიც, ლინ კოფინის გარდა მონაწილეობას იღებდნენ მწერალი აკა მორჩილაძე და მთარგმნელი-ისტორიკოსი დონალდ რეიფილდი. ნათარგმნი აქვს თანამედროვე ქართველი მწერლების დათო ბარბაქაძის, გიორგი კეკელიძის, გივი ალხაზიშვილის, ზაზა აბზიანიძის ნაწარმოებები. 2013 წ. დ. კიზირიას რედაქტორობით აშშ-ში გამოსცა „ქართული პოეზიის ანთოლოგია“, რომელშიც შევიდა ძველი ქართული ლიტერატურის ნიმუშები.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წიგნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰენრი და პანკინი
პიესები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ლაბირინთი აკვარიუმში“
- „კალიუმის ატომური მასა“
თარგმანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ქართული პოეზიის ანთოლოგია“
- გიორგი კეკელიძის მინიატურები
- არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“
- დათო ბარბაქაძის ლექსები
- ლურჯა ცხენები — გალაკტიონ ტაბიძის პოეზია
- ანა ახმატოვა — ლექსები
- აღმოსავლეთი და დასავლეთი — პოემები
ჯილდოები და პრემიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიჩიგანის უნივერსიტეტის მთავარი სასტიპენდიო პროგრამა — ჰოპვუდის პრემია
- ლიტერატურული პრემია „საბას“ 2016 წლის გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო თარგმანი ქართულიდან უცხოურ ენაზე“
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური ვებ-გვერდი დაარქივებული 2021-08-09 საიტზე Wayback Machine.
- „ვეფხისტყაოსანი” ინგლისურად დაარქივებული 2021-08-08 საიტზე Wayback Machine.
- Lyn Coffin
- პრემია „საბას” 2016 წლის გამარჯვებულები დაარქივებული 2021-08-08 საიტზე Wayback Machine.
- საბა-2016 გამარჯვებულები
- ამერიკელი ქალი, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი" თარგმნა
- Shota Rustaveli's „The Knight in the Panther Skin" დაარქივებული 2021-08-08 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ლინ კოფინი „მე ორივე ვარ“. თარგ. გ.ჯოხაძე. „მერწყული“, თბ. 2012.