შინაარსზე გადასვლა

შალვა ლოლაძე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შალვა ლოლაძე

შალვა ლოლაძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 5 აპრილი, 1904
დაბადების ადგილი ქვემო ხოდაშენი
გარდაცვალების თარიღი 24 აპრილი, 1945
გარდაცვალების ადგილი კუნძული ტექსელი
ჯარის სახეობა Soviet Air Forces
წოდება ოფიცერი
ბრძოლები/ომები მეორე მსოფლიო ომი და ქართველთა აჯანყება ტექსელზე

შალვა ლოლაძე (დ. 5 აპრილი, 1904, სოფ. ქვემო ხოდაშენი, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, — გ. 24 აპრილი, 1945, კუნძული ტექსელი) — ქართველი საბჭოთა სამხედრო მფრინავი, გერმანელთა ტყვე და შემდგომში ვერმახტის ოფიცერი, რომელიც 1945 წელს სათავეში ჩაუდგა კუნძულ ტექსელზე დაწყებულ ანტი-გერმანულ ამბოხებას[1].

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას შალვა ლოლაძე საბჭოთა არმიაში მსახურობდა. 1942 წელს იყო საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების კაპიტანი და საჰაერო ესკადრონის ხელმძღვანელი. მისი თვითმფრინავი გერმანელებმა უკრაინაში ჩამოაგდეს, ლოლაძე კი დაატყვევეს[2]. ტყვეობაში ყოფნის დროს ის აიყვანეს ვერმახტის შემადგენლობაში ჩამოყალიბებულ ქართულ ლეგიონის და 822-ე ქვეითი ბატალიონ „თამარ მეფის“ შემადგენლობაში. ბატალიონი 1943 წლიდან იმყოფებოდა დაბა ზანდვორტში, ხოლო 1945 წლიდან — ნიდერლანდების კუნძულ ტექსელზე. 1945 წლის 6 აპრილს შალვა ლოლაძის მეთაურობით ბატალიონმა აჯანყება წამოიწყო გერმანელების წინააღმდეგ. უთანასწორო ბრძოლაში, 24 აპრილს დაიღუპა შალვა ლოლაძეც. ის დაკრძალეს კუნძულ ტექსელზე, ადგილ ჰოგე-ბერგზე, სადაც მოეწყო შალვა ლოლაძის სახელობის ტექსელის ქართველთა ძმათა სასაფლაო. ყოველი წლის 4 მაისს სასაფლაოზე ტარდება გახსენების დღე, რომელსაც ქართული დიასპორა, დიპლომატები და ადგილობრივები ესწრებიან.


  1. (ინგლისური) უოლტერ ბ. მაასი (1970), The Netherlands at war: 1940-1945, გვ. 231. Abelard-Schuman
  2. (რუსული) ლევ ნიკოლოზის ძე ბიჩკოვი (1965), Партизанское движение в годы Великой Отечественной войны, 1941-1945: краткий очерк, გვ. 403. Mysl (Мысль)