დენიელ ქუინი
დენიელ ქუინი | |
---|---|
ინგლ. Daniel Quinn | |
დაბადების თარიღი | 11 ოქტომბერი, 1935[1] [2] |
დაბადების ადგილი | ომაჰა[3] |
გარდაცვალების თარიღი | 17 თებერვალი, 2018 (82 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ჰიუსტონი |
საქმიანობა | მწერალი |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | Creighton Preparatory School |
ჯილდოები | Turner Tomorrow Fellowship Award |
საიტი | ishmael.org |
დენიელ ქუინი (დ. 11 ოქტომბერი, 1935 — გ. 17 თებერვალი, 2018)[4] — ამერიკელი მწერალი და კულტურის კრიტიკოსი,[5] ცნობილია რომანით "ისმაელი".
ქუინის იდეებს ენვირონმენტალიზმს უკავშრებენ, თუმცა თავად ავტორი ამ ტერმინს აკრიტიკებდა, რადგან გარემოს ადამიანური ყოფისგან გამოყოფილად წარმოაჩენს და ამრიგად, ყალბ დიქოტომიას წარმოქმნის.[6] ნაცვლად ამისა, ქუინი თავის ფილოსოფიას „ახალ ტრიბალიზმს“ უწოდებდა.
ფილოსოფია და თემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დენიელ ქუინი თანამედროვე ცივილიზაციის წამმართველ კულტურულად გაბატონებულ მსოფლმხედველობას (მისი ტერმინით, მითოლოგიას) და ბუნებრივი სამყაროს დესტრუქციას იკვლევდა. იგი აკრიტიკებდა ცივილიზაციის ყველაზე ეჭვშეუტანელ „მითებს“, რომელიც მოიცავს შემდეგ იდეებს: დედამიწა შეიქმნა ადამიანებისთვის და შესაბამისად, ადამიანებს მისი დაპყრობა და მართვა-განმგებლობა მართებთ; ადამიანები თანდაყოლილი ნაკლით იბადებიან; ადამიანები გამოყოფილები არიან ბუნებისგან და მასზე აღმატებულები არიან (რასაც ქუინი „ადამიანთა ყოფაში ყველაზე სახიფათო იდეას უწოდებდა“); ადამიანებმა უნდა იცხოვრონ გარკვეული დადგენილი წესის შესაბამისად.
ქუინის შემოქმედების სხვა ძირითადი თემებია ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ეთიკა და მოსახლეობის დინამიკა, რასაც იგი სიღრმისეულად იკვლევდა. ავტორის ფილოსოფიას ხშირად ადარებენ ღრმა ეკოლოგიას და ანარქოპოზიტივიზმს.[7] ქუინი ამბობდა, რომ, ისევე როგორც ყველა ცოცხალი არსებების, ადამიანთა პოპულაციაც საბაზისო ეკოლოგიური კანონის თანახმად იზრდება და მცირდება: ნებისმიერ პოპულაციაში საკვებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდას პოპულაციის ზრდა მოჰყვება.ქუინი წუხილს გამოთქვამდა იმის გამო, რომ მასობრივი კულტურული აზროვნება არ აღიარებს ამ რეალობას და ნაცვლად ამისა, ადამიანთა ცივილიზაციას ყოველგვარი ბუნებრივი კანონის მიღმა განიხილავს. ქუინი ნეოლითურ რევოლუციას დემოგრაფიული აფეთქების საწყის წერტილად მიიჩნევდა, როცა ადამიანებმა იმპერიალისტური მსოფლმხედველობის პრაქტიკაში გატარება დაიწყეს, რომელიც ანადგურებს ბუნებას და მთლიანად ექსპანსიონისტურ სასოფლო მეურნეობას ეყრდნობა, რის შემდეგაც ადამიანთა პოპულაციამ ზრდა მსოფლიო ბიომასის შემცირების უკუპროპორციულად დაიწყო. ქუინის იდეებს მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, განსაკუთრებით საკვების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, ხშირად ადარებენ XIX საუკუნის ეკონომისტი თომას რობერტ მალთუსის იდეებს.[8] თუმცა, მალთუსისგან განსხვავებით, რომელიც მიიჩნევდა, რომ მოსახლეობის ჭარბი რაოდენობა იწვევს საკვებზე მოთხოვნის გაზრდას ამავე პოპულაციის შესანარჩუნებლად, ქუინი ამბობდა, რომ ჭარბი მოსახლეობა ჭარბი საკვების შედეგია. მისი აზრით, ტოტალიტარული სოფლის მეურნეობის წარმატება იწვევს ბიომრავალფეროვნების შემცირებას კატასტროფულ დონეზე, ეს კი მიგვიყვანს პოპულაციის საბოლოო განადგურებისკენ, რის მიმართაც თანამედროვე სამყაროს მასობრივი აზროვნება ძალიან მცირე ინტერესს ამჟღავნებს.[9]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ishmael.org – The Ishmael community, დენიელ ქუინის ოფიციალური ვებსაიტი
- The Friends of Ishmael Society
- Read Ishmael –
- Ishthink.org – thinking about Ishmael
- Daniel Quinn საიტზე Internet Speculative Fiction Database
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #140040684 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ „The Blaze“. n+1 (ინგლისური). 2018-03-09. ციტირების თარიღი: 2018-03-10.
- ↑ Quinn, Daniel. (2007)Schooling: The Hidden Agenda. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-20. ციტატა: „Recently I was introduced to an audience as a cultural critic, and I think this probably says it best.“ ციტირების თარიღი: 2022-02-06.
- ↑ Quinn, Daniel. (March 7, 2002) The New Renaissance. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 6, 2015. ციტირების თარიღი: თებერვალი 6, 2022.
- ↑ Zellen, Barry (2008), Breaking the Ice. From Land Claims to Tribal Sovereignty in the Arctic, Lexington Books, 2008, pg. 331
- ↑ Q and A #83. Ishmael.org. Ishmael.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-01. ციტირების თარიღი: 2010-10-06
- ↑ Godesky, Jason (2005). "Thesis #4: Human population is a function of food supply დაარქივებული June 26, 2012, საიტზე Wayback Machine. ." The Anthropik Network. Rewild.info.
- დაბადებული 11 ოქტომბერი
- დაბადებული 1935
- გარდაცვლილი 17 თებერვალი
- გარდაცვლილი 2018
- ამერიკელი მწერლები
- XX საუკუნის ამერიკელი მწერლები
- ამერიკელი მამაკაცი რომანისტები
- ამერიკელი მამაკაცი არამხატვრული მწერლები
- ამერიკელი არამხატვრული მწერლები
- XX საუკუნის ამერიკელი მამაკაცი მწერლები
- XXI საუკუნის ამერიკელი მამაკაცი მწერლები
- XXI საუკუნის ამერიკელი რომანისტები
- XXI საუკუნის ამერიკელი მწერლები
- XXI საუკუნის ამერიკელი არამხატვრული მწერლები
- XX საუკუნის ამერიკელი არამხატვრული მწერლები
- ამერიკელი მემუარისტები
- ენვირონმენტალისტები