ნოვიალი
ნოვიალი Novial | |
გავრცელებულია | - |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | უცნობია (მცირე რაოდენობა) |
ოფიციალური სტატუსი | - |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | კონსტრუქტიული საერთაშორისო ენა |
დამწერლობის სისტემა | ლათინური დამწერლობა |
ნოვიალი (Nov-ახალი, I.A.L-international auxiliary language) — ხელოვნური ენა, რომელიც შექმნილია დანიელი ლინგვისტის ოტო ესპერსენის მიერ 1928 წელს. იდეის თანახმად, უნდა ყოფილიყო საერთაშორისო დამხმარე ენა ეროვნებათაშორის საკომუნიკაციოდ. სიტყვების დიდი ნაწილი წარმოებულია რომანული და გერმანიკული ენებიდან, გრამატიკა დაფუძნებულია ინგლისური ენაზე. 1930 წელს იქნა შემოთავაზებული ნოვიალის ლექსიკონი (Novial Lexike). ოტო ესპერსენი ფლობდა იდო ენას, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენდა ესპერანტოს რეფორმირების ერთ-ერთ ფორმას. ნოვიალშიც თვალშისაცემია იდოსა და ესპერანტოს გავლენა.
არსებობს ვიკიპედია ნოვიალზე.
ანბანი
ნოვიალი იყენებს ლათინურ ანბანს.
დიდი ასოები | ||||||||||||||||||||||||
A | B | CH | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | Q | R | S | SH | T | U | V | X | Y |
პატარა ასოები | ||||||||||||||||||||||||
a | b | ch | d | e | f | g | h | i | j | k | l | m | n | o | p | q | r | s | sh | t | u | v | x | y |
ქართული შესატყვისი | ||||||||||||||||||||||||
ა | ბ | ჩ | დ | ე | ф | გ | ჯ | ი | ʒ | კ | ლ | მ | ნ | ო | პ/ფ | კ | რ | ს | შ | ტ | უ | ვ | ქს/გზ | ი(მოკლე) |
მსგავსება/კავშირი სხვა ენებთან
მას შემდეგ რაც ლუდვიგ ლაზარ ზამენჰოფმა წარმოადგინა ხელოვნური ენა ესპერანტო (1887). ენამ ჰპოვა დიდი პოპულარობა და შეიძინა ბევრი მიმდევარი, მისი იდეა იყო საერთაშორისო ნეიტრალური ენის შექმნა, რომელიც არ იქნებოდა ერც ერთი ერის კუთვნილება და იქნებოდა მარტივი სასწავლი. ზოგიერთის აზრით ესპერანტოს ჰქონდა ნაკლოვანებები, ენის სწავლის სირთულესთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელი იყოს შესწავლის უფრო გაიოლება, მოქნა, ბუნებრივ ენასთან მეტად მიახლოვება. ძირითადად მსგავსმა აზრებმა მისცეს ბიძგი ესპერანტოს რეფორმირების დაწყებას (ასეთ ენებს უწოდებენ ესპერანტიდოებს. იდო ესპერანტოზე ნიშნავს შვილს), მართლაც წარმოდგენილ იქნა რეფორმირებული ესპერანტოს სხვადასხვა ფორმა (იდო, მუნდოლინცო (პირველი რეფორმირებული ესპერანტო), უნივერსალი, ესპერანტო, Arcaicam Esperantom) შემდგომშიც, ვერცერთმა მათგანმა ვერ მიაღწია ისეთ წარმატებას, როგორიც წილად ხვდა ესპერანტოს.
ნოვიალი არ წარმოადგენს ესპერანტიდოს, თუმცა მასში გამოყენებულია იდოს ელემენტები. ოტო ესპენსერი იყო იმ ჯგუფში (ფრანგ : Délégation pour l'Adoption d'une Langue Auxiliaire Internationale), რომელმაც შექმნა იდო 1907 წელს.
ქვემოთ, ნიმუშად წარმოდეგენილია მამაო ჩვენო ოთხ (ნოვიალზე, ესპერანტოზე, იდოზე და ლათინურზე) ენაზე.
ნოვიალზე: | ესპერანტოზე: | იდოზე: | ლათინურად version: |
Nusen Patre, kel es in siele, |
Patro nia, kiu estas en la ĉielo, |
Patro nia, qua esas en la cielo, |
Pater noster, qui es in caelis: |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (mul) Esperantomondo დაარქივებული 2017-09-12 საიტზე Wayback Machine. - Esperanto portalo kaj koresponda servo
- Борис Колкер. Учебник языка эсперанто. Основной курс
- http://www.blahedo.org/novial/nl.html
- http://www.omniglot.com/writing/novial.htm
- http://www.feedbooks.com/userbook/14934 დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.