შინაარსზე გადასვლა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველო
ემბლემა
მეტსახელ(ებ)ი ჯვაროსნები
ასოციაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
კონფედერაცია უეფა
მთავარი მწვრთვნელი ვილი სანიოლი[1]
დამხმარე მწვრთვნელი ზურაბ ხიზანიშვილი
კაპიტანი გურამ კაშია
ყველაზე მეტი კეპი გურამ კაშია (119)
ბომბარდირი შოთა არველაძე (26)
სტადიონი ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი
ფიფა-ს კოდი GEO
ფიფა-ს რეიტინგი 75 (4 აპრილი, 2024)
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი 42 (სექტემბერი, 1998)
ფიფა-ს უდაბლესი რეიტინგი 156 (მარტი, 1994)
ელო-ს რეიტინგი 52 (21 ნოემბერი, 2023)[2]
ელო-ს უმაღლესი რეიტინგი 49 (11 ოქტომბერი, 1995)
ელო-ს უდაბლესი რეიტინგი 108 (12 დეკემბერი, 2009)
საშინაო ფერი
საგარეო ფერი
პირველი საერთაშორისო
საქართველო 2–2 ლიეტუვა ლიეტუვის დროშა
(თბილისი; 27 მაისი, 1990)
უდიდესი გამარჯვება
საქართველოს დროშა საქართველო 8–0 ტაილანდის დროშა ტაილანდი
(თბილისი; 12 ოქტომბერი, 2023)
უდიდესი დამარცხება
საქართველოს დროშა საქართველო 1–7 ესპანეთი ესპანეთის დროშა
(თბილისი; 8 სექტემბერი, 2023)

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც ფიფას და უეფას წევრია 1992 წლიდან. საშინაო შეხვედრებს თბილისში, ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონზე მასპინძლობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო შედეგებია 1996 წლის ევროპის ჩემპიონატისა და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაკავებული მესამე ადგილები. ასევე, 2018–19 უეფას ერთა ლიგის მეოთხე D დივიზიონის პირველ ჯგუფში და 2022–23 უეფას ერთა ლიგის მესამე C დივიზიონის მეოთხე ჯგუფში დაკავებული პირველი ადგილები, რამაც ნაკრებს უეფას ევრო 2020-ის და ევრო 2024-ის შესარჩევი პლეი-ოფის საგზურები მოუპოვა. 2024 წლის 4 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში 75-ე ადგილზეა.[3][4]

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორია 1990 წელს იწყება, მანამდე ქართველი ფეხბურთელები თამაშობდნენ საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო გუნდში. პირველი მატჩი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელებმა ლიეტუვასთან გამართეს, რადგანაც პირველად ლიეტუვა გამოეხმაურა ქართული მხარის მიწვევას. ეს მატჩი 1990 წლის 27 მაისს ეროვნულ სტადიონზე გაიმართა. მასპინძელთა ღირსებას იცავდენენ: ასლან ბალაძე, გელა კეტაშვილი, კახა ცხადაძე (71' კახაბერ კაჭარავა), დიმიტრი კუდინოვი, გია ფირცხალავა, გიორგი ნადირაძე, თემურ ქეცბაია, ზაზა რევიშვილი (46' მელორ ბიგვავა),[5] ოთარ კორღალიძე (46' როსტომ თორღაშვილი), გია გურული, მამუკა ფანცულაია (46' გოჩა გოგრიჭიანი). მწვრთნელი გივი ნოდია. შეხვედრა ფრედ — 2–2 დამთავრდა. ეს იყო დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამართული ერთადერთი მატჩი. შეხვედრას 55 000 მაყურებელი დაესწრო. ბალტიისპირელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ჯერ გია გურულმა გაათანაბრა ანგარიში, მერე კი კახა კაჭარავამ. საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი გოლი გია გურულმა გაიტანა. ნაკრების პირველი კაპიტანი ოლიმპიული ჩემპიონი გელა კეტაშვილი იყო. 1990 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჯერ კიდევ არ იყო ფიფას და უეფას წევრი, ამიტომ ლიეტუველებთან გამართული მატჩი ნაკრების ფიფას ჩამონათვალში არ ირიცხება.[6][7]

08.02.1994. სლოვენია 1–0 საქართველო
ფედერაციის ძველი ლოგო

ამის შემდეგ 1991 წლის 2 ივლისს, საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა მოლდოვასთან და ანგარიშით 4–2 გაიმარჯვა.[8]

1992 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას და უეფას წევრი გახდა და საქართველომ მიიღო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება. პირველი ოფიციალური თამაში იყო ევრო 96-ის შესარჩევ ციკლში, სადაც ქართველი ფეხბურთელები მოლდოვასთან 1–0 დამარცხდნენ. ეს იყო 1994 წლის სექტემბერში.[9] საქართველო ამ ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა, გადაუსწრო მოლდოვას და უელსს, მაგრამ 7 ქულით ჩამორჩა მეორეადგილოსან ბულგარეთს. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 8 თამაშიდან მოიპოვა 3 გამარჯვება, 1 ფრე და ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილი პოლონეთთან გაიყო, თუმცა მეტი კოეფიციენტების გამო ქართველებზე წინ პოლონელები გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ 1998 წელს საქართველოს ნაკრებს ფიფას რეიტინგში ისტორიაში ყველაზე მაღალი — 42-ე ადგილი ეკავა. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 10 თამაშიდან 1 მოგებას და 2 ფრეს მიაღწია და 5 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.

საქართველო 1–0 ხორვატია

2002 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში კი საქართველოს ნაკრებმა გაიმეორა ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მიღწეული წარმატება და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ კი იწყება ნამდვილი რეგრესის ხანა — ევრო 2004-ის შესარჩევში გუნდმა ბოლო ადგილი დაიკავა, თუმცა ამ ციკლში ქართველებმა ისტორიაში ერთ-ერთი ხმაურიანი გამარჯვება იზეიმეს, დაამარცხეს რა რუსეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 1–0. შეხვედრის ერთადერთი გოლი მალხაზ ასათიანმა გაიტანა. იგივე შედეგი გაიმეორა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ქართველებმა მხოლოდ ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებს აჯობეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ყაზახებმა უეფა-ს წევრის სტატუსით ჩატარებულ მატჩებში პირველი ქულა სწორედ საქართველოს ნაკრებთან მოიპოვეს.

ევრო 2008-ის შესარჩევში საქართველომ ტრადიციას არ უღალატა და კვლავ მხოლოდ ერთ გუნდს, ამჯერად ფარერების ნაკრებს გადაასწრო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ამ შესარჩევშიც ჩაატარა დასამახსოვრებელი მატჩები, დაამარცხა რა ფარერების ნაკრები გასვლაზე 6–0, შესარჩევი ციკლის გახსნით მატჩში და ციკლის მიწურულს 2–0 დაამარცხა იმ პერიოდში საკმაოდ ძლიერი შოტლანდიის ნაკრები, რომელმაც ამ წაგებით ფაქტობრივად დაკარგა ჯგუფიდან გასვლის შანსი. ამ მატჩში გოლები ლევან მჭედლიძემ და დავით სირაძემ გაიტანეს. ამავე წელს ამხანაგურ თამაშებსში ქართველებმა დაამარცხეს ურუგვაის და თურქეთის ნაკრებები. შემდეგი შესარჩევი ციკლი (მსოფლიო 2010) კი ანტირეკორდის ხანა იყო — ქართველებმა ვერცერთი თამაში მოიგეს და ჯგუფში ბიოლო ადგილზე გავიდნენ. ამ დროს ნაკრებს ცნობილი არგენტინელი სპეციალისტი ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა.

ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის 1 იანვარს ნაკრებს სათავეში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი თემურ ქეცბაია ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა — 2010 წელს თამაში არ წაუგია. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს საბერძნეთის, ხორვატიის, ისრაელისა და ლატვიის ეროვნულ გუნდები შეხვდა. ამას მოჰყვა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება — 1–0 ხორვატიასთან, სადაც ქართველებმა, ლევან კობიაშვილის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით ჯგუფის ფავორიტი ხორვატია დაამარცხეს. მაგრამ მას შემდეგ ნაკრებში კრიზისი დაიწყო. საბოლოოდ, ქართველებმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მხოლოდ მალტის ნაკრებს გაუსწრეს და ბოლოსწინა მეხუთე ადგილი დაიკავეს. 2011 წელს სანაკრებო კარიერა დაასრულეს ვეტერანებმა, ლევან კობიაშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა, რომლებზეც მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ აღარ გამოიძახებდა ნაკრების გაახალგაზრდავების გამო.

საქართველოს ეროვნული ნაკრები

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ჯვაროსნებს მეტოქეებად მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები, ასევე ფინეთისა და ბელარუსის გუნდები შეხვდა. საქართველოს ნაკრებმა ციკლი კარგად დაიწყო, თბილისში მოუგო ბელარუსს 1–0, ხოლო 4 დღეში ესპანეთთან მინიმალური სხვაობით წააგო. მიუხედავად კარგი სტარტისა, ნაკრებმა შემდეგი მატჩები ჩააგდო, ჰელსინკიში ფინეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ 1–1 დაასრულა, ხოლოდ რამდენიმე დღეში ბელარუსთან სტუმრად დამარცხდ 2–0. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა, გაასწრო რა მხოლოდ ბელარუსს ჯგუფში კვლავ ბოლოსწინა, მეოთხე ადგილი დაიკავა. ციკლის მანძილზე ქეცბაიას კონფლიქტი მოუვიდა ნაკრების მცველებთან, ზურაბ ხიზანიშვილთან და ალექსანდრე ამისულაშვილთან, რომელებმაც ქეცბაიას ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადეს. ევრო 2016-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ოთხი მატჩიდან სამის წაგების (ირლანდია 1;2, შოტლანდია 0–1, პოლონეთი 0–4) შემდგომ ქეცბაია მწვრთნელის პოსტიდან გადადგა. მის ნაცვლად მთავარ მწვრთნელის პოსტი კახაბერ ცხადაძემ დაიკავა, რომელსაც პოსტი 1 წელი ეკავა და 2016 წლის დასაწყისში თანამდებობა დაატოვებინეს სახელფასო სკანდალის შემდეგ. მის შემცვლელად სლოვაკი ვლადიმერ ვაისი დაინიშნა.

უკანასკნელი ტურნირები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიო ჩემპიონატის შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფინალური ეტაპი
საკვალიფიკაციო ეტაპი
წელი
შედეგი
ჯგუფი
ქულა
გოლი
ადგილი
საფრანგეთის დროშა 1998 ვერ გავიდა ჯგუფი 2 10 7 - 9 4
სამხრეთ კორეის დროშა იაპონიის დროშა 2002 ჯგუფი 8 10 12 - 12 3
გერმანიის დროშა 2006 ჯგუფი 2 10 14 - 25 6
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა 2010 ჯგუფი 8 3 7 - 19 6
ბრაზილიის დროშა 2014 ჯგუფი I 5 3 - 10 4
რუსეთის დროშა 2018 ჯგუფი D 5 8 - 14 5
კატარის დროშა 2022 ჯგუფი B 7 6 - 12 4

ევროპის ჩემპიონატის შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფინალური ეტაპი
საკვალიფიკაციო ეტაპი
წელი
შედეგი
ჯგუფი
ქულა
გოლი
ადგილი
ინგლისის დროშა 1996 ვერ გავიდა ჯგუფი 7 15 14 - 13 3
ბელგიის დროშა ნიდერლანდების დროშა 2000 ჯგუფი 2 5 8 - 18 6
პორტუგალიის დროშა 2004 ჯგუფი 10 7 8 - 14 5
ავსტრიის დროშა შვეიცარიის დროშა 2008 ჯგუფი B 10 16 - 19 6
პოლონეთის დროშა უკრაინის დროშა 2012 ჯგუფი F 10 7 - 9 5
საფრანგეთის დროშა 2016 ჯგუფი D 9 10 - 16 5
ევროპის დროშა 2020 ჯგუფი D 8 7 - 11 4
გერმანიის დროშა 2024 1/8 ფინალი

ერთა ლიგის შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
უეფა-ს ერთა ლიგა
წელი ლიგა ჯგუფი პოზ გტ გშ დ/დ
2018–19 D 1 1 6 5 1 0 12 2 Rise 40
2020–21 C 2 3 6 1 4 1 6 6 42
2022–23 C 4 1 6 5 1 0 16 3 Rise 33
2024–25 B მოგვიანებით დადგინდება
ჯამში 18 11 6 1 34 11 33

ამხანაგური მატჩები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი გოლები შენიშვნა წყარო
1 25.03.2015 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 2–0 მალტის დროშა მალტა [კომ. 1] [10]
2 08.06.2015 ლინცი უკრაინა უკრაინის დროშა 2–1 საქართველოს დროშა საქართველო [კომ. 2] [11]
3 11.11.2015 ტალინი ესტონეთი ესტონეთის დროშა 3–0 საქართველოს დროშა საქართველო [კომ. 3] [12]
4 16.11.2015 ტირანა ალბანეთი ალბანეთის დროშა 2–2 საქართველოს დროშა საქართველო [კომ. 4] [13]
5 29.03.2016 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 1–1 ყაზახეთის დროშა ყაზახეთი [კომ. 5] [14]
6 27.05.2016 ველსი სლოვაკეთი სლოვაკეთის დროშა 3–1 საქართველოს დროშა საქართველო [კომ. 6] [15]
7 03.06.2016 ველსი რუმინეთი რუმინეთის დროშა 5–1 საქართველოს დროშა საქართველო [კომ. 7] [16]
8 07.06.2016 მადრიდი ესპანეთი ესპანეთის დროშა 0–1 საქართველოს დროშა საქართველო [კომ. 8] [17]
9 23.01.2017 დუბაი უზბეკეთი უზბეკეთის დროშა 2–2 საქართველოს დროშა საქართველო [კომ. 9] [18]
10 25.01.2017 დუბაი იორდანია იორდანიის დროშა 1–0 საქართველოს დროშა საქართველო [კომ. 10] [19]
11 28.03.2017 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 5–0 ლატვიის დროშა ლატვია [კომ. 11] [20]
12 07.06.2017 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 3–0 სენტ-კიტსისა და ნევისის დროშა სენტ-კიტსი და ნევისი [კომ. 12] [21]
13 10.11.2017 გორი საქართველო საქართველოს დროშა 1–0 კვიპროსის დროშა კვიპროსი [კომ. 13] [22]
14 13.11.2017 ქუთაისი საქართველო საქართველოს დროშა 2–2 ბელარუსის დროშა ბელარუსი [კომ. 14] [23]
15 24.03.2018 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 4–0 ლიეტუვის დროშა ლიეტუვა [კომ. 15] [24]
16 27.03.2018 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 2–0 ესტონეთის დროშა ესტონეთი [კომ. 16] [25]
17 01.06.2018 თბილისი საქართველო საქართველოს დროშა 1–0 მალტის დროშა მალტა [კომ. 17] [26]
18 05.06.2018 ლუქსემბურგი ლუქსემბურგი ლუქსემბურგის დროშა 1–0 საქართველოს დროშა საქართველო [კომ. 18] [27]
19 05.09.2019 დუბაი სამხრეთი კორეა სამხრეთ კორეის დროშა 2–2 საქართველოს დროშა საქართველო [კომ. 19] [28]
20 19.11.2019 პულა ხორვატია ხორვატიის დროშა 2–1 საქართველოს დროშა საქართველო [კომ. 20] [29]
21 02.06.2021 პლოიეშტი რუმინეთი რუმინეთის დროშა 1–2 საქართველოს დროშა საქართველო [კომ. 21]
22 06.06.2021 ენსხედე ნიდერლანდები ნიდერლანდების დროშა 2–0 საქართველოს დროშა საქართველო [კომ. 22]
23 08.09.2021 სოფია ბულგარეთი ბულგარეთის დროშა 4–1 საქართველოს დროშა საქართველო [კომ. 23]
24 15.11.2021 გორი საქართველო საქართველოს დროშა 1–0 უზბეკეთის დროშა უზბეკეთი [კომ. 24]
25 25.03.2022 ზენიცა ბოსნია და ჰერცეგოვინა ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა 0–1 საქართველოს დროშა საქართველო [კომ. 25]
26 29.03.2022 ტირანა ალბანეთი ალბანეთის დროშა 0–0 საქართველოს დროშა საქართველო

მსოფლიო 2018-ის შესარჩევი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადგილი გუნდი გბ გბ სხ
1 სერბეთის დროშა სერბეთი 10 8 3 1 20 10 10 21
2 ირლანდიის დროშა ირლანდია 10 5 4 1 12 6 6 19
3 უელსის დროშა უელსი 10 4 5 1 13 6 7 17
4 ავსტრიის დროშა ავსტრია 10 4 3 3 14 12 2 15
5 საქართველოს დროშა საქართველო 10 0 5 5 8 14 (-6) 5
6 მოლდოვის დროშა მოლდოვა 10 0 2 6 4 23 (-19) 2

მატჩები და შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
5 სექტემბერი, 2016
20:00
საქართველო საქართველოს დროშა 1–2 ავსტრიის დროშა ავსტრია დინამო არენა, თბილისი
მაყურებელი: 28 500
მსაჯი: ბელარუსის დროშა ალექსეი კულბაკოვი
ჯანო ანანიძე გოლი 78'. ანგარიში მარტინ ჰინტერეგერი გოლი 16'
მარკ იანკო გოლი 42'

6 ოქტომბერი, 2016
22:45
ირლანდია ირლანდიის დროშა 1–0 საქართველოს დროშა საქართველო ავივას სტადიონი, დუბლინი, ირლანდია
მაყურებელი: 39 793
მსაჯი: საფრანგეთის დროშა ტონი ჩაპრონი
შეიმუს კოულმენი გოლი 56' ანგარიში

9 ოქტომბერი, 2016
20:00
უელსის დროშა უელსი 1–1 საქართველოს დროშა საქართველო კარდიფ სიტის სტადიონი, კარდიფი, უელსი
მაყურებელი: 33 000
მსაჯი: იტალიის დროშა პაოლო მაზოლენი
გარეთ ბეილი გოლი 10' თორნიკე ოქრიაშვილი გოლი 57'

12 ნოემბერი 2016
21:00
საქართველოს დროშა საქართველო 1–1 მოლდოვის დროშა მოლდოვა დინამო არენა, თბილისი, საქართველო
მაყურებელი: 41 000
მსაჯი: ბულგარეთის დროშა გეორგი კაბაკოვი
ვაკო ყაზაიშვილი გოლი 16' გაცკანი გოლი 78'

24 მარტი 2017
21:00
საქართველოს დროშა საქართველო 1–3 სერბეთის დროშა სერბეთი დინამო არენა, თბილისი, საქართველო
მაყურებელი: 31 000
მსაჯი: გერმანიის დროშა ფელიქს ცვაიერი
ნიკა კაჭარავა გოლი 6' დუშან ტადიჩი გოლი 45' (პენ.)
ალექსანდრ მიტროვიჩი გოლი 64'
მიატ გაჩინოვიჩი გოლი 86'

11 ივნისი, 2017
20:00
მოლდოვის დროშა მოლდოვა 2–2 საქართველოს დროშა საქართველო სტადიონ ზიმბრუ, კიშინიოვი, მოლდოვა
მაყურებელი: 5 000
მსაჯი: შვედეთის დროშა ანდრეას ეკბერგი
რადუ გინსარი გოლი 15'
ალექსანდრუ დედოვი გოლი 36'
გიორგი მერებაშვილი გოლი 65'
ვალერი ყაზაიშვილი გოლი 70'

2 სექტემბერი, 2017
20:00
საქართველოს დროშა საქართველო 1–1 ირლანდიის დროშა ირლანდია დინამო არენა, თბილისი, საქართველო
მაყურებელი: 20 000
მსაჯი: სლოვაკეთის დროშა ივან კრუჟლიაკი
ვალერი ყაზაიშვილი გოლი 34' შეინ დაფი გოლი 4'

5 სექტემბერი, 2017
22:45
ავსტრიის დროშა ავსტრია 1–1 საქართველოს დროშა საქართველო ერნსტ ჰაპელი, ვენა, ავტრია
მაყურებელი: 13 000
მსაჯი: ისრაელის დროშა ორელ გრინფილდი
ლუის შაუბი გოლი 43' ვაკო გვილია გოლი 8'

6 ოქტომბერი, 2017
20:00
საქართველოს დროშა საქართველო 0–1 უელსის დროშა უელსი დინამო არენა, თბილისი, საქართველო
მაყურებელი: 20 000
მსაჯი: ესპანეთის დროშა ხესუს ხილი
ტომ ლოურენსი გოლი 49'

9 ოქტომბერი, 2017
22:45
სერბეთის დროშა სერბეთი 1–0 საქართველოს დროშა საქართველო რაიკო მიტიჩი, ბელგრადი, სერბეთი
მაყურებელი: 50 000
მსაჯი: პოლონეთის დროშა პაველ გილი
ალექსანდრ პრაიოვიჩი გოლი 74'

მსოფლიო 2022-ის შესარჩევი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადგილი გუნდი გბ გბ სხ
1 ესპანეთის დროშა ესპანეთი 7 5 1 1 14 5 +9 16
2 შვედეთის დროშა შვედეთი 7 5 0 2 12 5 +7 15
3 საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 7 2 3 2 7 7 0 9
4 საქართველოს დროშა საქართველო 8 2 1 5 6 12 -6 7
5 კოსოვოს დროშა კოსოვო 7 1 1 5 4 14 -10 4

მატჩები და შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
25 მარტი, 2021
20:45
შვედეთის დროშა შვედეთი 1–0 საქართველოს დროშა საქართველო ფრენდს არენა, სოლნა
მაყურებელი: 0
ვიქტორ კლაესონი გოლი 35' ანგარიში

28 მარტი, 2021
20:00
საქართველოს დროშა საქართველო 1–2 ესპანეთის დროშა ესპანეთი დინამო არენა, თბილისი
მაყურებელი: 16 000
კვარაცხელია ხ. გოლი 44' ანგარიში ფერან ტორესი გოლი 56'
დანი ოლმო გოლი 92'

31 მარტი, 2021
22:45
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 1–1 საქართველოს დროშა საქართველო ტოუმბა, თესალონიკი
მაყურებელი: 0
კაკაბაძე ო. გოლი 76' (ა.გ.) ანგარიში ხვიჩა კვარაცხელია გოლი 78'

2 სექტემბერი, 2021
20:00
საქართველოს დროშა საქართველო 0–1 კოსოვოს დროშა კოსოვო აჭარაბეთ არენა, ბათუმი
მაყურებელი: 0
ანგარიში ვედატ მურიქი გოლი 18'

5 სექტემბერი, 2021
22:45
ესპანეთის დროშა ესპანეთი 4–0 საქართველოს დროშა საქართველო ესტადიო ნუევო ვიერო, ბადახოზი
მაყურებელი: 8 444
ხოსე გაია გოლი 14'
კარლოს სოლერი გოლი 25'
ფერან ტორესი გოლი 41'
პაბლო სარაბია გოლი 63'
ანგარიში

9 ოქტომბერი, 2021
20:00
საქართველოს დროშა საქართველო 0–2 საბერძნეთის დროშა საბერძნეთი აჭარაბეთ არენა, ბათუმი
მაყურებელი: 0
ანგარიში ანასტასიოს ბაკასეტასი გოლი 90' (პენ.)
დიმიტრიოს პელკასი გოლი 95'

12 ოქტომბერი, 2021
22:45
კოსოვოს დროშა კოსოვო 1–2 საქართველოს დროშა საქართველო ფადილ ვოკრი, პრისტინა
მაყურებელი: 3 550
ვედატ მურიქი გოლი 45' (პენ.) ანგარიში თორნიკე ოქრიაშვილი გოლი 11'
ზურიკო დავითაშვილი გოლი 82'

11 ნოემბერი, 2021
21:00
საქართველოს დროშა საქართველო 2–0 შვედეთის დროშა შვედეთი აჭარაბეთ არენა, ბათუმი
მაყურებელი: 3 800
ხვიჩა კვარაცხელია გოლი 61'77' ანგარიში

ამჟამინდელი შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემადგენლობა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის გადამწყვეტი მატჩისთვის საქართველო — საბერძნეთი, 26 მარტი, 2024.[30][31]

სახელი დაბ. თარიღი კლუბი თამაში (გოლი) დებიუტი
მეკარეები
გიორგი მამარდაშვილი [32] 29 სექტემბერი, 2000 ესპანეთის დროშა ვალენსია 16 (0) v. ბულგარეთი, 8 სექტემბერი, 2021
გიორგი ლორია 27 იანვარი, 1986 საქართველოს დროშა დინამო თბილისი 78 (0) v. ესტონეთი, 27 მაისი, 2008
ლუკა გუგეშაშვილი 29 მარტი, 1999 აზერბაიჯანის დროშა ყარაბაღი 1 (0) [33]
მცველები
სოლომონ კვირკველია [34] 6 თებერვალი, 1992 საუდის არაბეთის დროშა ალ ახდუდი 58 (0) v. ლიხტენშტაინი, 5 მარტი, 2014
საბა საზონოვი [35] 1 თებერვალი, 2002 იტალიის დროშა ტორინო 3 (0) v. მაროკო, 17 ნოემბერი, 2022
გურამ კაშია (კაპ.) 4 ივლისი, 1987 სლოვაკეთის დროშა სლოვან ბრატისლავა 112 (3) v. მონტენეგრო 1 აპრილი, 2009
გიორგი გველესიანი [36] 5 მაისი, 1991 ირანის დროშა პერსეპოლისი 0 (0)
ლაშა დვალი 14 მაისი, 1995 უნგრეთის დროშა ფერენცვაროში 31 (1) v. გერმანია, 29 მარტი, 2015
ლუკა ლოჩოშვილი 29 მაისი, 1998 იტალიის დროშა კრემონეზე 10 (1) v. ესპანეთი, 5 სექტემბერი, 2021
ოთარ კაკაბაძე 27 ივნისი, 1995 პოლონეთის დროშა კრაკოვი 60 (0) v. გიბრალტარი, 8 ოქტომბერი, 2015
გიორგი გოჩოლეიშვილი [37] 14 თებერვალი, 2001 უკრაინის დროშა დონეცკის შახტარი 8 (0) v. მაროკო, 17 ნოემბერი, 2022
ნახევარმცველები
ვლადიმერ მამუჩაშვილი 28 აგვისტო, 1997 საქართველოს დროშა დინამო ბათუმი 10 (0) v. ესპანეთი, 5 სექტემბერი, 2021
ლევან შენგელია [38] 27 ოქტომბერი, 1995 საბერძნეთის დროშა პანეთოლიკოსი 16 (1) v. ხორვატია,19 ნოემბერი, 2019
გიორგი წიტაიშვილი 18 ნოემბერი, 2000 საქართველოს დროშა დინამო ბათუმი 16 (1) v. კოსოვო, 2 სექტემბერი, 2021
ოთარ კიტეიშვილი [39] 26 მარტი, 1996 ავსტრიის დროშა შტურმ გრაცი 36 (2) v. უზბეკეთი, 23 იანვარი, 2017
ნიკოლოზ კვეკვესკირი 29 მაისი, 1992 პოლონეთის დროშა ლეხი პოზნანი 59 (0) v. გიბრალტარი, 8 ოქტომბერი, 2015
გიორგი ჩაკვეტაძე 29 აგვისტო, 1999 ინგლისის დროშა უოტფორდი 24 (8) v. ლიეტუვა, 24 მარტი, 2018
სანდრო ალთუნაშვილი [40] 19 მაისი, 1997 ავსტრიის დროშა ვოლფსბერგერი 4 (0) v. ესპანეთი, 5 სექტემბერი, 2021
გიორგი ქოჩორაშვილი [41] 29 ივნისი, 1999 ესპანეთის დროშა ლევანტე 7 (0)
ჯაბა კანკავა 18 მარტი, 1986 სლოვაკეთის დროშა სლოვან ბრატისლავა 101 (10) v. ალბანეთი, 8 სექტემბერი, 2004
ანზორ მექვაბიშვილი [42] 5 ივნისი, 2001 საქართველოს დროშა დინამო თბილისი 13 (0)
ზურიკო დავითაშვილი 15 თებერვალი, 2001 საქართველოს დროშა დინამო ბათუმი 34 (6) v. სამხრეთ კორეა, 5 სექტემბერი, 2019
ხვიჩა კვარაცხელია 12 თებერვალი, 2001 იტალიის დროშა ნაპოლი 29 (15) v. გიბრალტარი, 7 ივნისი, 2019
თავდამსხმელები
გიორგი მიქაუტაძე [43] 31 ოქტომბერი, 2000 ნიდერლანდების დროშა აიაქსი 24 (9) v. შვედეთი, 25 მარტი, 2021
ბუდუ ზივზივაძე [44] 10 მარტი, 1994 გერმანიის დროშა კარლსრუე 25 (7) v. უზბეკეთი, 23 იანვარი, 2017
გიორგი ქვილითაია [45] 1 ოქტომბერი, 1993 კვიპროსის დროშა აპოელ ნიქოზია 37 (6) v. სლოვაკეთი, 27 მაისი, 2016

გამოძახებულები ბოლო 12 თვის მანძილზე.

სახელი დაბ. თარიღი კლუბი თამაში (გოლი) დებიუტი
მეკარეები
ნუკრი რევიშვილი 2 მარტი, 1987 საქართველოს დროშა რუსთავი 32 (0) v. ყაზახეთი, 8 ოქტომბერი, 2005
მცველები
გია გრიგალავა 5 აგვისტო, 1989 რუსეთის დროშა არსენალი ტულა 24 (0) v. ხორვატია, 3 ივნისი, 2011
დავით ხოჭოლავა 8 თებერვალი, 1993 უკრაინის დროშა შახტარი დონეცკი 9 (0) v. უზბეკეთი, 23 იანვარი, 2017
უჩა ლობჟანიძე 23 თებერვალი, 1987 საქართველოს დროშა სამტრედია 54 (1) v. ესტონეთი, 27 მაისი, 2008
გიორგი რეხვიაშვილი 22 თებერვალი, 1988 საქართველოს დროშა საბურთალო 1 (0) v. უზბეკეთი, 23 იანვარი, 2017
ლევან გეგეჭკორი 5 ივნისი, 1994 საქართველოს დროშა რუსთავი 1 (0)
ნახევარმცველები
თორნიკე ოქრიაშვილი 12 თებერვალი, 1992 რუსეთის დროშა კრასნოდარი 34 (8) v. სლოვენია, 17 ნოემბერი, 2010
გიორგი ჭანტურია 11 აპრილი, 1993 რუსეთის დროშა ურალი ეკატერინბურგი 15 (2) v. ლიხტენშტაინი, 5 მარტი, 2014
გიორგი არაბიძე 4 მარტი, 1998 უკრაინის დროშა შახტარი დონეცკი 4 (3) v. სერბეთი, 24 მარტი, 2017
ალექსანდრე კობახიძე 11 თებერვალი, 1987 უკრაინის დროშა ვორსკლა 34 (3) v. ურუგვაი, 15 ნოემბერი, 2006
ლუკას ჰუფნაგელი 29 იანვარი, 1995 გერმანიის დროშა ნიურნბერგი 2 (0) v. ესტონეთი, 11 ნოემბერი, 2015
საბა ლობჟანიძე 18 დეკემბერი, 1994 დანიის დროშა რანდერსი 3 (1) v. უზბეკეთი, 23 იანვარი, 2017
ოთარ კიტეიშვილი 26 მარტი, 1996 საქართველოს დროშა დინამო თბილისი 3 (0) v. უზბეკეთი, 23 იანვარი, 2017
თავდამსხმელები
ლევან მჭედლიძე 24 მარტი, 1990 იტალიის დროშა ემპოლი 29 (2) v. იტალია, 13 ოქტომბერი, 2007
დავით სხირტლაძე 16 მარტი, 1993 დანიის დროშა სილკებორგი 3 (0) v. ავსტრია, 5 სექტემბერი, 2016
ვლადიმერ დვალიშვილი 20 აპრილი, 1986 ყაზახეთის დროშა ატირაუ 44 (6) v. მოლდოვა, 6 ივნისი, 2009
ირაკლი სიხარულიძე 18 ივლისი, 1990 ჩეხეთის დროშა სლოვაჩკო 2 (1) v. ბელარუსი, 13 ნოემბერი, 2016
1995
1998–1999
2000
2001
2002–2003
2003–2004
2005–2006
2007
2008–2009
2010
2011–2013
2011–2013
2013–2014
2014–2015
2015–2016
2016–2018
2018–2020
2020–2022
2022–
1998–1999
2001
2002–2003
2003–2004
2005–2006
2007
2008–2009
2010
2011–2013
2013–2014
2014–2015
2015–2016
2016–2018
2018–2020
2020–2022
2022–
განახლდა: 10 სექტემბერი, 2024

ჩატარებული მატჩები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გურამ კაშია — საქართველოს ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების რაოდენობით
ფეხბურთელი მატჩი გოლი პერიოდი
1 გურამ კაშია 119 3 2009–
2 ჯაბა კანკავა 101 10 2004–2024
3 ლევან კობიაშვილი 100 12 1996–2011
4 ზურაბ ხიზანიშვილი 92 1 1999–2015
5 კახა კალაძე 83 1 1996–2011
6 გიორგი ლორია 78 0 2008–
7 გიორგი ნემსაძე 69 0 1992–2004
8 ალექსანდრე იაშვილი 67 15 1996–2011
ოთარ კაკაბაძე 67 0 2015–
10 გოჩა ჯამარაული 62 6 1994–2004
ვალერი ყაზაიშვილი 62 13 2014–2022
შოთა არველაძე — საქართველოს ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი გატანილი გოლების რაოდენობით
ფეხბურთელი გოლი მატჩი საშ. პერიოდი
1 შოთა არველაძე 26 61 0.43 1992–2007
2 ხვიჩა კვარაცხელია 17 36 0.47 2019–
თემურ ქეცბაია 17 52 0.33 1990–2003
4 ალექსანდრე იაშვილი 15 67 0.22 1996–2011
5 გიორგი მიქაუტაძე 14 31 0.45 2021–
6 თორნიკე ოქრიაშვილი 13 50 0.26 2010–2021
ვალერი ყაზაიშვილი 13 62 0.21 2014–2022
8 გიორგი დემეტრაძე 12 56 0.21 1996–2007
ლევან კობიაშვილი 12 100 0.12 1996–2011
10 ჯაბა კანკავა 10 101 0.1 2004–2024

მთავარი მწვრთნელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლდა: 10 სექტემბერი, 2024[46]
მთავარი მწვრთნელი სამუშაო პერიოდი შედეგები
თამაში მოგება ფრე წაგება მოგების %
საქართველოს სსრ–ის დროშა გივი ნოდია 27 მაისი, 1990 1 0 1 0 0
საქართველოს დროშა გიგა ნორაკიძე 2 ივლისი, 1991 — 22 დეკემბერი, 1992 4 2 0 2 50,00
საქართველოს დროშა ალექსანდრე ჩივაძე 25 მაისი, 1993 — 9 ნოემბერი, 1996 24 9 1 14 37,50
საქართველოს დროშა ვლადიმერ გუცაევი (მ. შ.) 5 დეკემბერი, 1996 — 8 დეკემბერი, 1996 2 0 0 2 0
საქართველოს დროშა დავით ყიფიანი 30 მარტი, 1997 — 11 ოქტომბერი, 1997 7 4 1 2 57,14
საქართველოს დროშა ვლადიმერ გუცაევი 6 თებერვალი, 1998 — 30 მაისი, 1998 5 3 2 0 60,00
საქართველოს დროშა გიგლა იმნაძე (მ. შ.) 12 აგვისტო, 1998 1 0 0 1 0
საქართველოს დროშა ვლადიმერ გუცაევი 19 აგვისტო, 1998 — 28 აპრილი, 1999 8 2 1 5 25,00
ნიდერლანდების დროშა იოჰან ბოსკამპი 30 მაისი, 1999 — 9 ოქტომბერი, 1999 5 0 1 4 0
საქართველოს დროშა დავით ყიფიანი / რევაზ ძოძუაშვილი 2 თებერვალი, 20006 ივნისი, 2001 16 5 5 6 31,25
საქართველოს დროშა ალექსანდრე ჩივაძე 15 აგვისტო, 2001 — 2 აპრილი, 2003 11 4 3 4 36,36
ხორვატიის დროშა ივო შუშაკი 30 აპრილი, 2003 — 11 ივნისი, 2003 2 1 0 1 50,00
საქართველოს დროშა მერაბ ჟორდანია 6 სექტემბერი, 2003 — 11 ოქტომბერი, 2003 3 1 0 2 33,33
საქართველოს დროშა გოჩა ტყებუჩავა (მ. შ.) 18 თებერვალი, 2004 — 21 თებერვალი, 2004 3 0 0 3 0
საფრანგეთის დროშა ალენ ჟირესი 27 მაისი, 2004 — 4 ივნისი, 2005 10 2 2 6 20,00
საქართველოს დროშა გაიოზ დარსაძე (მ. შ.) 17 აგვისტო, 2005 — 16 ნოემბერი, 2005 7 2 2 3 28,57
გერმანიის დროშა კლაუს ტოპმიოლერი 1 მარტი, 2006 — 26 მარტი, 2008 24 7 4 13 29,17
ხორვატიის დროშა პეტარ სეგრტი (მ. შ.) 27 მაისი, 2008 — 31 მაისი, 2008 2 0 1 1 0
არგენტინის დროშა ექტორ კუპერი 20 აგვისტო, 2008 — 14 ოქტომბერი, 2009 16 1 4 11 6,25
საქართველოს დროშა თემურ ქეცბაია 3 მარტი, 2010 — 14 ნოემბერი, 2014 40 13 9 18 32,50
საქართველოს დროშა კახაბერ ცხადაძე 25 მარტი, 201516 ნოემბერი, 2015 10 3 1 6 30,00
სლოვაკეთის დროშა ვლადიმერ ვაისი 29 მარტი, 201618 ნოემბერი, 2020 47 16 15 16 34,04
საქართველოს დროშა რამაზ სვანაძე (მ. შ.) 19 ნოემბერი, 2020 —14 თებერვალი, 2021 1 0 1 0 0
საფრანგეთის დროშა ვილი სანიოლი 15 თებერვალი, 2021 40 19 7 14 47.50
სულ: 284 93 59 132 31,00

კაპიტნების სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ნაკრების კაპიტნების სტატისტიკა 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.[47]

მოთამაშე სანაკრებო წლები ჩატარებული მატჩები საკაპიტნო მატჩები პირველი კაპიტნობა ბოლო კაპიტნობა
კანკავა, ჯაბაჯაბა კანკავა 2004–2021 73 62 15.08.2011 09.20.2021
კალაძე, კახაკახა კალაძე 1996–2011 83 50 04.09.1999 11.10.2011
ნემსაძე, გიორგიგიორგი ნემსაძე 1992–2004 69 42 24.09.1997 21.02.2004
კაშია, გურამგურამ კაშია 2009– 112 25 06.02.2013
ცხადაძე, კახაკახა ცხადაძე 1991–1998 25 21 02.07.1991 11.10.1997
კობიაშვილი, ლევანლევან კობიაშვილი 1996–2011 100 16 01.03.2006 25.05.2010
ხიზანიშვილი, ზურაბზურაბ ხიზანიშვილი 1999-2013 93 8 07.02.2007 24.05.2012
ამისულაშვილი, ალექსანდრეალექსანდრე ამისულაშვილი 2003–2016 50 8 14.11.2012 05.09.2016
ჯამარაული, გოჩაგოჩა ჯამარაული 1994–2004 62 6 26.06.1994 13.10.2004
ქეცბაია, თემურთემურ ქეცბაია 1992–2003 49 6? 15.11.1995 27.03.2002
შელია, მურთაზმურთაზ შელია 1994–1998 29 5 12.02.1994 11.10.1995
ჯიშკარიანი, გიაგია ჯიშკარიანი 1991–1994 9 4 02.09.1992 25.05.1993