ფაბლეტი
ფაბლეტი (ინგლ. phablet < ინგლ. PHone + tABLET; ასევე ფლანშეტი) — მობილური მოწყობილობების კლასი, რომლის ეკრანის დიაგონალი მონაცვლეობს 5-დან 7 დუიმამდე, ხოლო თავად ეკრანი აუცილებლად სენსორულია. ფაბლეტი თავის თავში აერთიანებს სმარტფონისა და მინი პლანშეტური კომპიუტერის მახასიათებლებს.
ფაბლეტის ერთ-ერთი განმასხვავებელი დეტალია სტილუსის გამოყენის საშუალება.
დასახელების ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიტყვა „ფაბლეტი“ (phablet) წარმოდგება ინგლისური სიტყვების „phone“ (“ტელეფონი“) და „tablet“ („პლანშეტი“) შერწყმის შედეგად. პირველად ეს სიტყვათშეთანხმება ქსელ Engadget-სა და ჟურნალ Forbes-ში გამოიყენეს.
აღმოსავლეთევროპულ პრესაში ფაბლეტის პარალელურად გამოიყენება დასახელება „სმარტშეტი“ და „პლაფონი“, აქედან სმარტშეტი სმარტფონისა და პლანშეტის შეერთების შედეგად არის მიღებული.
2011 წლის 26 ოქტომბერს სამხრეთკორეულმა კომპანია LG Electronics-მა განაცხადი შეიტანა სიტყვა „Phablet“-ის რეგისტრაციაზე, დამოუკიდებელ სავაჭრო მარკად გამოყენების მიზნით, 2013 წლის თებერვალში კი დადებითი პასუხი მიიღო.
მოწყობილობის მაგალითები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ფალეტი Dell Streak იყო, რომელიც 2010 წლის 4 ივნისს იქნა წარმოდგენილი.
სხვა მოწყობილობები:
- Nokia Lumia 1520
- Samsung Galaxy Mega 6.3;5.8
- Samsung Galaxy Note
- Samsung Galaxy Note II
- Samsung Galaxy Note 3
- LG Optimus Vu
- LG Intuition
- Fly IQ450 Horizon
- Sony Xperia Z Ultra
- ჩინური წარმოების ფაბლეტები MTK6589-ის პლატფორმაზე: Star N9589, Cubot A6589, Zopo ZP950 და THL W7
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რას ნიშნავს „ფაბლეტი“? // Digital technology news, 31.08.2012
- ფაბლეტები: სპარტფონ-გიგანტების დრო ხომ არ დადგა? // Компьютерра, 12.04.2013