შინაარსზე გადასვლა

ჯანჯაფილისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯანჯაფილისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  ჯანჯაფილისებრნი
ლათინური სახელი
Zingiberaceae

ჯანჯაფილისებრნი (Zingiberaceae) — ერთლებნიან მცენარეთა ოჯახი. მრავალწლოვანი არომატული ბალახებია. ხორცოვანი ფესურა და ხშირად გორგლისებრი ფესვები აქვთ. მათი ფოთლები ხალთიანია. ყვავილები ჩვეულებრივ თავმოყრილია ყვავილედებში. იშვიათად მარტოულია. ნაყოფი კოლოფია. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს ეთეროვან ზეთებს.

ჯანჯაფილისებრთა 45-მდე გვარი (1300-ზე მეტი სახეობა) უმთავრესად გვხვდება ტროპიკებში, იშვიათად — სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სუბტროპიკებში. მცირე ნაწილი — აფრიკასა და ამერიკაში.

ჯანჯაფილისებრნი მოჰყავთ როგორც საჭმელი, სანელებელი, სამკურნალო და დეკორატიული მცენარეები (ჯანჯაფილი, ილი, ქურქუმა და სხვა).