ჯორჯია
ჯორჯია | |||||
---|---|---|---|---|---|
| |||||
მეტსახელი: | Peach State | ||||
დევიზი: | Wisdom, Justice, Moderation | ||||
დედაქალაქი | ატლანტა[1] | ||||
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა | ||||
გუბერნატორი | Brian Kemp | ||||
საკანონმდებლო ორგანო | ჯორჯიის გენერალური ასამბლეა | ||||
ფართობი | 153 909 კმ² | ||||
მოსახლეობა | 10 711 908[2] კაცი | ||||
უმაღლესი წერტილი | ბრასტაუნ ბალდი | ||||
უდაბლესი წერტილი | ატლანტის ოკეანე | ||||
შტატი გახდა | 2 იანვარი, 1788[3] | ||||
სასაათო სარტყელი | ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთი დრო და ამერიკა/ნიუ-იორკი | ||||
საფოსტო აბრევიატურა | GA და Ga. | ||||
მოსაზღვრე რეგიონები | სამხრეთი კაროლინა[4] [3] , ჩრდილოეთი კაროლინა[4] [3] , ტენესი[4] [3] , ალაბამა[4] [3] და ფლორიდა[4] [3] | ||||
ადმინისტრაციული დაყოფა |
სია | ||||
საიტი | georgia.gov | ||||
ჯორჯია (Georgia, Ga) — შტატი აშშ-ში. მოსახლეობა 8,788 მილიონი ადამიანია, აქედან თეთრი 71 %, აფროამერიკელი 27 %, ლათინურამერიკელი 1,7 %. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს შტატის მოსახლეობის 62,4 %-ს. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ატლანტა (402 ათასი). სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია კოლუმბუსი (183 ათასი) და სავანა (136 ათასი).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერიტორიას სახელი ეწოდა გაერთიანებული სამეფოს მეფის ჯორჯ II-ის მიხედვით. 1540 წელს ფერნანდო დე სოტომ დაიწყო ჯორჯიის ტერიტორიის გამოკვლევა. 1733 წელს დაარსდა კოლონია. 1776 ჯორჯიამ სხვა 12 კოლონიასთან ერთად გამოაცხადა დამოუკიდებლობა და აშშ-ის შექმნა. 1861-1865 წლებში სამოქალაქო ომის დროს, როგორც მონათმფლობელური შტატი, იყო კონფედერაციის წევრი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს სამხრეთ ატლანტიკურ რეგიონში. ფართობი შეადგენს 152,5 ათასი კმ²-ს. ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უჭირავს დაბლობ ზღვისპირა ვაკეს. ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით შედის აპალაჩის მთების შტოქედები და მთისწინეთი. ჰავა სუბტროპიკულია ნოტიოა. ნალექები 1300-1600 მმ წელიწადში. მთავარი მდინარეებია ოლტამაჰო, ფლინტი, სავანა, ჩატაჰუჩი.
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შტატის ცნობილი ადამიანებია – ჯიმი კარტერი, მარტინ ლუთერ კინგი, მარგარეტ მიჩელი, ჯიმ ბოუი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 574.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|