ასურელები
ასურელები ܐܬܘܪ̈ܝܐ (ათურაჰე) | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
დაახ. 3.3-4.2 მილიონი[1][2][3] | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ერაყი | 300,000[4] |
სირია | 400,000[5] |
ირანი | 20,000–60,000[6][7] |
თურქეთი | 15,000-25,100[6][8][9] |
აშშ | 83,000 |
შვედეთი | 80,000 |
გერმანია | 70,000 |
საფრანგეთი | 15,000 |
რუსეთი | 14,000 |
კანადა | 7,000 |
სომხეთი | 2,769[10] |
საქართველო | 2,377[11] |
ენები | არამეული ენა, ახალი არამეული ენა (ასურული ენა), არაბული (აგრეთვე: რუსული, ქურთული, სომხური) |
რელიგიები | ქრისტიანობა |
ასურელები, ასირიელები, ასურები, სირიელები, არამეელები, ქალდეელები (არამ. ܐܬܘܪ̈ܝܐ) (საკუთარი სახელწოდება ათურაი, სურაი, ქალდაი) — სემიტური მოდგმის ხალხი, არამეელების შთამომავალნი. ცნობილი არიან აგრეთვე, როგორც სირიელები, აისორები (ეს სახელწოდება გავრცელებული იყო მეფის რუსეთში და დამამცირებლად ითვლებოდა). XVIII საუკუნის ქართულ წყაროებში დამოწმებულია სახელწოდება „ასურნი“. ცხოვრობენ ძირითადად სირიაში, ერაყში და მათი მიმდებარე თურქეთისა და ირანის ტერიტორიაზე, აგრეთვე აშშ-ში, სომხეთში, საქართველოში (თბილისი, მცხეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები) და ყოფილ სსრკ-ის ევროპის ნაწილის დიდ ქალაქებში. ენა — ასურული. ასურელების წინაპრებს — არამეელებს ფართო ტერიტორია ეკავათ ახლო აღმოსავლეთში. არაბთა და მონღოლთა დაპყრობის შედეგად ასურეთის უმრავლესობამ ასიმილაცია განიცადა. რელიგია — ქრისტიანობა (უმთავრესად ნესტორიანელები, აგრეთვე ნესტორიანული წესის კათოლიკეებიც (ქალდეველები).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წერეთელი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 661.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ [1], UNPO estimates
- ↑ [2]
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-10. ციტირების თარიღი: 2014-10-24.
- ↑ Christian Official: The Number of Christians in Iraq Has Dropped to Three-Hundred Thousand
- ↑ http://www.al-monitor.com/pulse/security/2014/04/syria-assyrians-threat-crisis.html
- ↑ 6.0 6.1 [3].
- ↑ ASSYRIANS IN IRAN. (2011-08-17) Iran: Assyrians in Iran. Iranicaonline. ციტირების თარიღი: 2013-09-18.
- ↑ [4].
- ↑ http://joshuaproject.net/people_groups/10464/TU
- ↑ 2011 Armenian Census
- ↑ 2014 Georgian Census