შინაარსზე გადასვლა

ასურეთი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ელიზაბეტალი)
ტერმინს „ასურეთი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ასურეთი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ასურეთი

გერმანული ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თემი ასურეთი
კოორდინატები 41°35′26″ ჩ. გ. 44°40′15″ ა. გ. / 41.59056° ჩ. გ. 44.67083° ა. გ. / 41.59056; 44.67083
ადრეული სახელები ელიზაბეტალი
ცენტრის სიმაღლე 729
მოსახლეობა 978[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97 %
სომხები 1,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ასურეთი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ასურეთი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)
ასურეთი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) — ქვემო ქართლი
ასურეთი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)
ასურეთი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ასურეთი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)

ასურეთი[2] (ყოფ. ელიზაბეტალი) — სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ასურეთისხევის (ალგეთის შენაკადი) მარჯვენა მხარეს; მდებარეობს ზღვის დონიდან 760—800 მეტრზე; თეთრიწყაროდან დაშორებულია 20 კილომეტრით, ხოლო თბილისიდან — 29 კმ-ით. არის ამავე სახელწოდების თემის ცენტრი, რომელიც ასევე მოიცავს სოფლებს: ენაგეთი და შავსაყდარი.

ასურეთი ძველი ქართული სოფელია, რომელიც XVIII საუკუნეში გაუკაცრიელდა მტრის შემოსევების გამო. ცარისტულმა რუსეთმა XIX საუკუნის 20–იან წლებში ჩამოასახლა გერმანელი კოლონისტები და შექმნა გერმანული კოლონია, სახელად ელიზაბეტალი, როგორც საკუთარი პოლიტიკის ერთგვარი დასაყრდენი. ელიზაბეტალი სოფელს ერქვა XX საუკუნის 10–იან წლებამდე, შემდეგ დაუბრუნდა ძირძველი სახელი — ასურეთი. სოფლისთვის დამახასიათებელია გერმანული არქიტექტურა. შემორჩენილია ძველი გერმანული ეკლესია, რომელიც აშენებულია 1871 წელს. აქ გერმანული დასახლება არსებობდა 1941 წლამდე, ვიდრე ი. ბ. სტალინის ბრძანებით გაასახლებდნენ მათ საქართველოდან. აქვეა გერმანელების სასაფლაოც. 1941 წელს ასურეთში ჩამოასახლეს ამბროლაურისა და ონის რაიონის მოსახლეობის ნაწილი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 978 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1836 434
2002[3] 1 237 583 654
2014[1] 978 485 493
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 18.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II