კირკ ჰემეტი
კირკ ჰემეტი | |
---|---|
გამოსვლა 2013 წლის San Diego Comic-Con International-ზე. | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | კირკ ლი ჰემეტი |
დაბ. თარიღი | 18 ნოემბერი, 1962 |
დაბ. ადგილი | სან-ფრანცისკო[1] |
წარმოშობა | სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | მძიმე მეტალი, თრეშ მეტალი, მძიმე როკი |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, ბას-გიტარა, სიტარი |
აქტიური | 1979 წლიდან დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Warner Bros., Elektra, Vertigo, Megaforce |
საიტი | metallica.com |
კირკ ჰემეტი ვიკისაწყობში |
კირკ ლი ჰემეტი (ინგლ. Kirk Lee Hammett; დ. 18 ნოემბერი, 1962) — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მთავარი გიტარისტი, ასევე სიმღერების ავტორიც. სანამ მეტალიკას შეუერთდებოდა, უკრავდა ჯგუფ Exodus-ში. 2003 წელს კირკ ჰემეტი შეტანილი იქნა Rolling Stone-ის სიაში ყველა დროის ასი საუკეთესო გიტარისტი მე-11 ადგილზე.[2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრინდელი წლები, ექსოდუსი (1962–1983)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კირკი დაიბადა სან-ფრანცისკოში 1962 წლის 18 ნოემბერს ფილიპინელი დედისა (ჩეფელა) და ირლანდიელი საზღვაო ვაჭარის ოჯახში.[3] დაამთავრა De Anza-ს საშუალო სკოლა, რომელიც მდებარეობს რიჩმონდში, კალიფორნია.
ჰემეტის მუსიკალურმა ინტერესმა მოახვედრა იგი იმ პერიოდისთვის ჩამოყალიბების სტადიაში მყოფ თრეშ მეტალის სამყაროში. 1980 წელს მან ჩამოაყალიბა ჯგუფი ექსოდუსი, სადაც შედიოდნენ ვოკალისტი პოლ ბალოფი, გიტარისტი გარი ჰოლტი, ბასისტი ჯეოფ ენდრიუსი და დრამერი ტომ ჰანტინგი. კირკი უკრავს ჯგუფის 1982 წლის დემოში. ექსოდუსი იყო წამყვანი ძალა რკინიგზის არის ადრეულ თრეშ მოძრაობაში.
მეტალიკა (1983–დან დღემდე)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰემეტი მეტალიკაში მიიწვიეს 1983 წელს მას შემდეგ, რაც ჯგუფიდან გაუშვეს დეივ მასტეინი ალკოჰოლიზმისა და აგრესიულობის გამო. ეს მოხდა მეტალიკის სადებიუტო ალბომის Kill 'Em All ჩაწერის წინ. ამ დროისთვის ჰემეტი პირად საგიტარო გაკვეთილებს იღებდა ახლა უკვე ყველასთვის ცნობილი ჯო სატრიანისგან.
ჰემეტმა დაწერა არაერთი რიფი მეტალიკის სიმღერებისათვის (განსაკუთრებით 90-იან წლებში). მისი დაწერილი რიფი, რომელიც გამოყენებული იქნა სიმღერაში Enter Sandman, გახდა მეტალიკის ერთ-ერთი პოპულარული სიმღერა, რომელიც მოხვდა Rolling Stone-ის შედგენილ „ყველა დროის საუკეთესო ხუთასი სიმღერის“ სიაში 399 ადგილზე.[4] იგი შესულია მეტალიკის “შავ ალბომში“ პირველ ტრეკად.
ხიდი სიმღერისთვის Creeping Death თავდაპირველად იყო ექსოდუსის რიფი, რომელიც კირკმა წამოიღო მეტალიკაში. ჰემეტი შემჩნეულია ტურნეების დროს მარჯვენა ხელზე ზონარ გადაჭერილი დაკვრით.[5] იგი ასევე შემჩნეულია დაკვრის დროს ვაუ-ვაუ პედალის ხშირი გამოყენებით მის სოლოებში. ამის შესახებ თავად აცხადებს: „ვაუ-ვაუ ჩემი პიროვნების გაფართოვებაა.“
საწყის ეტაპზე კირკს სურდა შეეტანა სოლოები ჯგუფის 2003 წლის ალბომში St. Anger, მაგრამ დრამერ ლარს ულრიხის და პროდიუსერ ბობ როკის აზრით სოლოები არ მოუხდებოდა ასეთ სიმღერებს. შედეგად ამ ალბომში სოლოს ძნელად შევხვდებით.
2009 წლის 4 აპრილს კირკი მეტალიკის დანარჩენ წევრებთან, ჯემზთან, ლარსთან და რობერტთან, ასევე მეტალიკის ყოფილ წევრთან, ჯეისონ ნიუსტედთან და ავტოკატასტროფაში გარდაცვლილი ბასისტის, კლიფ ბარტონის მამასთან ერთად მიწვეული იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. ამ წელსვე კირკმა წინასიტყვაობა დაურთო ბრიტანელი ავტორის ჯოელ მაკლვერის წიგნს To Live Is To Die: The Life And Death Of Metallica's Cliff Burton.[6]
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Death Angel
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kill As One Demo (როგორც პროდიუსერი)
Headbanged
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Metal Militia Demo
Exodus
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეტალიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kill 'Em All
- Ride the Lightning
- Master of Puppets
- The $5.98 E.P. – Garage Days Re-Revisited
- ...And Justice for All
- Metallica
- Live Shit: Binge & Purge
- Load
- Reload
- Garage Inc.
- S&M
- St. Anger
- Death Magnetic
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kirk Hammett კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Metallica's Gear
- Encyclopedia Metallica დაარქივებული 2009-07-26 საიტზე Wayback Machine.
- USA Today-ის სტატია დოკუმენტურ ფილმზე Some Kind of Monster
- Rock 'n' Roll Hall of Fame: Metallica FuseTV დაარქივებული 2009-07-10 საიტზე Portuguese Web ArchiveCategory:Webarchive template other archives
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #136508472 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ RollingStone.com ყველა დროის ასი საუკეთესო გიტარისტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-24. ციტირების თარიღი: 2010-04-10.
- ↑ imdb.com
- ↑ rollingstone.com ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-21. ციტირების თარიღი: 2010-04-10.
- ↑ კირკ ჰემეტი: რატომ ზონარგადაჭერილი ხელი?
- ↑ Blabbermouth.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-30. ციტირების თარიღი: 2010-04-10.