შინაარსზე გადასვლა

მასტერმაინდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მასტერმაინდი

მასტერმაინდი და ჯინ გრეი.
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა იქს–ადამიანები (ნაწ. 1) #4 (1964 წლის მარტი)
ავტორ(ებ)ი სტენ ლი
ჯეკ კირბი
დახასიათება
ალტერ ეგო ჯეისონ უინგარდი
სახეობა ადამიანი-მუტანტი
ფსევდონიმები ნიკოსი
მოკავშირეები ბოროტი მუტანტების საძმო
მესამე ფაქტორი
ჯოჯოხეთის ცეცხლის კლუბი
შესაძლებლობა ილუზიების წარმოქმნა

მასტერმაინდი (ჯეისონ უინგარდი)Marvel Comics-ის სუპერბოროტმოქმედი, იქს-ადამიანების მოწინააღმდეგე. შექმნილია მწერალი სტენ ლისა და მწერალი/ილუსტრატორი ჯეკ კირბის მიერ. პირველად გამოჩნდა კომიქსში შემზარავი იქს-ადამიანები #4 (1964 წლის მარტი). ”ნამდვილი სახელი”, ჯეისონ უინგარდი, მუტანტს კრის კლერმონმა და ჯონ ბინრიმ უწოდეს.

მასტერმაინდს შეუძლია კომპლექსური ტელეპათიური ილუზიების წარმოქმნა. იგი ბოროტი მუტანტების საძმოს დამაარსებელი წევრია. შემდგომში, ჯოჯოხეთის ცეცხლის კლუბის ლორდების კარდინალის გამოსაცდელი წევრი გახდა. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ”შავი ფენიქსის საგას” მოვლენებში.

ჯეისონ უინგარდის ვიზუალური გარეგნობა ილუსტრატორმა ჯონ ბირნიმ ბრიტანელი მსახიობის, პიტერ უინგარდის გარეგნობას შეუსაბამა. ამ უკანასკნელმა კი განასახიერა ჯოჯოხეთის ცეცხლის კლუბის ლიდერი სამოციანი წლების სატელევიზიო სერიალში შურისმაძიებლები. პიტერ უინგარდი განსაკუთრებით ცნობილია ბრიტანული სერიალიდან, სახ. ჯეისონ კინგი, სადაც მისი პერსონაჟი ვიზუალურად მეტად წააგავს მარველის ჯეისონ უინგარდს.

მემკვიდრული ვირუსის შედეგად ჯეისონის სიკვდილის შემდგომ გამოჩნდა მისი ორი ქალიშვილი, ორივე ფლობს ილუზიის წარმოქმნის მამისეულ უნარს: მარტინიქიუ ჯეისონი ცნობილია, როგორც მასტერმაინდი, მისი და - რეგან უინგარდი კი თავს ლედი მასტერმაინდს უწოდებს . 2009 წელს, IGN-ის კომიქსების ყველა დროის საუკეთესო ბოროტმოქმედებს შორის ჯეისონ უინგარდმა 98-ე ადგილი დაიკავა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]