მილდრედ დრესელჰაუსი
მილდრედ დრესელჰაუსი[22] (ინგლ. Mildred Dresselhaus; დაბადებული სპივაკი (ინგლ. Spiewak); დ. 11 ნოემბერი, 1930, ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ — გ. 20 თებერვალი, 2017, კემბრიჯი, მასაჩუსეტსი, აშშ)[23] ცნობილია, როგორც „ნახშირბადის მეცნიერების დედოფალი“[24] — მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის პირველი ქალი პროფესორი და პროფესორ-ემერიტუსი ფიზიკისა და ელექტროინჟინერიაში.[25] დრესელჰაუსმა მიიღო მრავალი ჯილდო, მათ შორის თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, მეცნიერების ეროვნული მედალი, ენრიკო ფერმის ჯილდო და ვენევარ ბუშის ჯილდო.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მილდრედი დაიბადა, როგორც მილდრეს სპივაკი, 1930 წლის 11 ნოემბერს ბრუკლინში. ეტელ (ტეიჩტეილ) და მაიერ სპივაკის ქალიშვილი, რომლებიც ებრაელი ემიგრანტები იყვნენ პოლონეთიდან.[26][27]
ბრონქსში გაზრდილმა დრესელჰაუსმა, საშუალო განათლება „ჰანტერის უმაღლეს სასწავლო კოლეჯში“ მიიღო. ბაკალავრის ხარისხი, 1951 წელს ნიუ-იორკის „ჰანტერის კოლეჯში“ მიიღო, ამის შემდეგ, ნობელის პრემიის ლაურეატ როზალინ სასმენ იელოუსგან რჩევა მიიღო და სწავლა ფიზიკის განხრით განაგრძო.[23] გაიარა ასპირანტურა კემბრიჯის უნივერსიტეტში და ჰარვარდის უნივერსიტეტში „ფულბრაიტი პროგრამით“, სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი „რადკლიფის კოლეჯიდან“. 1958 წელს, ჩიკაგოს უნივერსიტეტში მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი, სადაც სწავლობდა ნობელის პრემიის ლაურეატის, ენრიკო ფერმის ხელმძღვანელობით. ამის შემდეგ, სანამ მიიღებდნენ „მიტის ლინკოლნის ლაბორატორიაში“ საშტატო სამუშაოზე, ორი წელი გაატარა კორნელის უნივერსიტეტში, როგორც პოსტ-დოქტორი. 1967 წელს, მიტის ელექტროინჟინერიის მოწვეული პროფესორი გახდა, 1968 წელს ფაკულტეტის საშტატო წევრი და 1983 წელს ფიზიკის პროფესორი გახდა. 1985 წელს, დრესელჰაუსი მიტის პირველი ქალი პროფესორი გახდა.[28][29][30]
კარიერა და მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990 წელს, დრესელჰაუსს მიენიჭა „მეცნიერებათა ეროვნული მედალი“, მასალების ელექტრონული თვისებების კვლევაში მისი წვლილისთვის, ასევე მეცნიერებასა და ინჟინერიაში ქალთა როლის გაზრდისთვის.[31][32] 2005 წელს, მას მიენიჭა „ჰეინცის“ წლიური ჯილდო, კატეგორიაში „ტექნიკა, ეკონომიკა და დასაქმება“.[33] 2008 წელს, მას მიენიჭა „ერსტედის მედალი“, ხოლო 2015 წელს „IEEE“-ის ღირსების ორდენი.
2000-2001 წლებში, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მეცნიერებათა დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2003 წლიდან 2008 წლამდე, ამერიკის ფიზიკის ინსტიტუტის მმართველი საბჭო თავმჯდომარე იყო. დრესელჰაუსი ასევე იკავებდა ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოების პრეზიდენტის თანამდებობას, ისევე, როგორც „ამერიკის მეცნიერების წინსვლის ასოციაციის“ პირველი ქალი პრეზიდენტი და „მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის“ ხაზინადარი იყო. დრესელჰაუსმა დიდი დრო მიიძღვნა ფიზიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისა და ხელშეწყობისთვის.
2012 წელს, დრესელჰაუსმა ბურტონ რიხტერთან ერთად, ენრიკო ფერმის ჯილდო მიიღო.[34] 2012 წლის 31 მაისს, დრესელჰაუსს მიენიჭა „კავლის პრემია“,[24] „ფჰონონების შესწავლაში მისი პიონერული წვლილისთვის, ასევე ელექტრონულ-ფჰონონური ურთიერთქმედებისთვისა და ნანოსტრუქტურებში თერმული ტრანსპორტის შესწავლაში წვლილისთვის“.[35]
2014 წელს, მილდრედი თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დაჯილდოვდა.[36]
დრესელჰაუსი განსაკუთრებით გამოირჩეოდა, თავისი მუშაობით გრაფიტზე, გრაფიტის ინტერკალის ნაერთებზე, ფულერენებზე, ნახშირბადის ნანომილაკებზე და დაბალი განზომილებიან თერმოელეკტროობაზე. მისმა ჯგუფმა გამოიყენა ელექტრონული სიხშირის სტრუქტურა, სინათლის კომბინაციური გაბნევა და ფოტოფიზიკის ნახშირბადის ნანოსტრუქტურები. დრესელჰაუსის ცნობილი სტუდენტებია: მასალათა მეცნიერები დებორა ჩუნგი და ჯეიმზ სპეკი და ცნობილი ფიზიკოსები ნაი-ჩანგ იეჰი, გრეგ ტიმპი, მანსურ შაეგანი, ლოურდ სალამანკა რიბა და აჰმეთ ერბილი.
არსებობს დრესელჰაუსის სახელობის რამდენიმე ფიზიკური თეორიაც. მაგალითად, „ჰიკ-დრესელჰაუსის მოდელი“.[37][38]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაოჯახებული იყო ცნობილ თეორეტიკოსზე — ჯენე დრესელჰაუსზე. მათ ჰყავდათ ოთხი შვილი და რამდენიმე შვილიშვილი.
პუბლიკაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დრესელჰაუსი, მ. ს. "Analysis of Picosecond Pulsed Laser Melted Graphite" მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, Los Alamos National Laboratory, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო, (დეკემბერი 1986).
- დრესელჰაუსი, მ. ს. "The Transport Properties of Activated Carbon Fibers", Lawrence Livermore National Laboratory, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო, (ივლისი 1990).
- დრესელჰაუსი, მ. ს. "Photoconductivity of Activated Carbon Fibers", Lawrence Livermore National Laboratory, United States Department of Energy, (აგვისტო 1990).
- დრესელჰაუსი, მ. ს. "Synthesis and Evaluation of Single Layer, Bilayer, and Multilayer Thermoelectric Thin Films", Lawrence Livermore National Laboratory, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო, (იანვარი 20, 1995).
- დრესელჰაუსი, მ. ს. Phonons in carbon nanotubes დაარქივებული 2007-01-09 საიტზე Wayback Machine.
- დრესელჰაუსი, მ. ს. Recent Advances in Carbon Nanotube Photo-physics დაარქივებული 2006-07-02 საიტზე Wayback Machine.
- დრესელჰაუსი, მ. ს. Intercalation Compounds of Graphite დაარქივებული 2007-01-09 საიტზე Wayback Machine.
- დრესელჰაუსი, მ. ს. Big Opportunities for Small Objects დაარქივებული 2007-01-09 საიტზე Wayback Machine.
- დრესელჰაუსი, მ. ს. Unusual Properties and Structures of Carbon Nanotubes დაარქივებული 2006-01-11 საიტზე Wayback Machine.
- დრესელჰაუსი, მ. ს. Raman Spectroscopy of Carbon Nanotubes დაარქივებული 2007-01-09 საიტზე Wayback Machine.
- დრესელჰაუსი, მ. ს. Carbon Nanotubes: Continued Innovations and Challenges
- დრესელჰაუსი, მ. ს. Low Dimensional Thermoelectricity დაარქივებული 2007-01-09 საიტზე Wayback Machine.
- დრესელჰაუსი, მ. ს. Semiconducting Carbon Nanotubes დაარქივებული 2007-01-09 საიტზე Wayback Machine.
- დრესელჰაუსი, მ. ს. Electronic Properties of Ag- and CrO3-filled Single-wall Carbon Nanotubes დაარქივებული 2007-01-09 საიტზე Wayback Machine.
- დრესელჰაუსი, მ. ს. Thermal Stability and Structural Changes of Double-walled Carbon Nanotubes by Heat Treatment დაარქივებული 2007-01-09 საიტზე Wayback Machine.
- დრესელჰაუსი, მ. ს. Family Behavior of the Optical Transition Energies in Single-wall Carbon Nanotubes of Smaller Diameters დაარქივებული 2006-01-11 საიტზე Wayback Machine.
- დრესელჰაუსი, მ. ს. Optical Characterization of DNA-wrapped Carbon Nanotube Hybrids დაარქივებული 2006-01-11 საიტზე Wayback Machine.
- დრესელჰაუსი, მ. ს. Environment Effects on the Raman Spectra of Individual Single-wall Carbon Nanotubes: Suspended and Grown on Polycrystalline Silicon დაარქივებული 2007-01-09 საიტზე Wayback Machine.
- დრესელჰაუსი, მ. ს. Optical Transition Energies and Radial Breathing Modes for HiPco Carbon Nanotubes from Raman Spectroscopy დაარქივებული 2007-01-09 საიტზე Wayback Machine.
- დრესელჰაუსი, მ. ს. Measuring Uniaxial Strain in Individual Single-wall Carbon Nanotubes: Resonance Raman Spectra of AFM Modified SWNTs დაარქივებული 2006-01-11 საიტზე Wayback Machine.
- დრესელჰაუსი, მ. ს. "Iron-Doped Carbon Aerogels: Novel Porous Substrates for Direct Growth of Carbon Nanotubes", Lawrence Livermore National Laboratory, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო, (თებერვალი 20, 2007).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ინტერვიუ მილდრედთან
- ვებ-გვერდი დაარქივებული 2005-08-29 საიტზე Wayback Machine.
- მილდრედის მიტის გვერდი
- მილდრედის ბიოგრაფია IEEE-დან
- ფოტო, ბიოგრაფია ბიბლიოგრაფია აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროდან
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Find a Grave — 1996.
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ 4.0 4.1 http://news.mit.edu/2017/institute-professor-emerita-mildred-dresselhaus-dies-86-0221
- ↑ http://webcast.mit.edu/spr2017/memorial/
- ↑ https://www.remembermyjourney.com/Memorial/17062811
- ↑ https://physics.berkeley.edu/news-events/news/20190826/remembering-frederick-reif
- ↑ https://events.seas.upenn.edu/distinguished-lectures/pender-lecture/
- ↑ https://www.aapt.org/programs/awards/oersted.cfm
- ↑ https://www.aps.org/programs/honors/prizes/buckley.cfm
- ↑ https://www.ieee.org/content/dam/ieee-org/ieee/web/org/about/awards/recipients/moh-rl.pdf
- ↑ https://www.invent.org/inductees/mildred-dresselhaus
- ↑ Journal officiel de la République française, Journal officiel de la République française. Document administratif — 1868. — ISSN 0242-6773
- ↑ https://www.nsf.gov/nsb/news/news_summ.jsp?cntn_id=114329&org=NSF
- ↑ https://science.osti.gov/fermi/Award-Laureates
- ↑ https://www.witi.com/halloffame/
- ↑ https://www.americancarbonsociety.org/home/about/awards/#carbon
- ↑ https://www.aps.org/programs/honors/prizes/nicholson.cfm
- ↑ https://ethz.ch/de/die-eth-zuerich/portraet/auszeichnungen/ehrenraete-und-ehrendoktoren.html
- ↑ https://www.acs.org/funding/awards/acs-award-for-encouraging-women-into-careers-in-the-chemical-sciences/past-recipients.html
- ↑ https://www.ieee.org/content/dam/ieee-org/ieee/web/org/about/awards/recipients/founders-rl.pdf
- ↑ Mildred Dresselhaus was elected in 1974 as a member of National Academy of Engineering in Electronics, Communication & Information Systems Engineering and Materials Engineering for contributions to the experimental studies of metals and semimetals, and to education.
- ↑ 23.0 23.1 MIT News Office (21 February 2017). „Institute Professor Emerita Mildred Dresselhaus, a pioneer in the electronic properties of materials, dies at 86“. MIT News. ციტირების თარიღი: 21 February 2017.
- ↑ 24.0 24.1 Queen of Carbon Science, U.S. News & World Report. By Marlene Cimons, National Science Foundation. 27 July 2012. Retrieved 14 August 2012.
- ↑ Natalie Angier (July 2, 2012). „Carbon Catalyst for Half a Century“. New York Times. ციტირების თარიღი: 2012-07-03. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება) - ↑ https://books.google.ca/books?id=B687AAAAMAAJ&q=Meyer+and+Ethel+(Teichtheil)+Spiewak&dq=Meyer+and+Ethel+(Teichtheil)+Spiewak
- ↑ https://books.google.ca/books?id=bVhwCwAAQBAJ&pg=PA120
- ↑ 80th Birthday Celebration for Millie Dresselhaus. ციტირების თარიღი: 2015-04-18.
- ↑ SENATE CONFIRMS DRESSELHAUS AS DIRECTOR OF DOE OFFICE OF SCIENCE. U.S. Senate Committee on Energy and Natural Resources. ციტირების თარიღი: 2015-04-18.
- ↑ NSF and NSB Pay Tribute to Three Top American Scientists and Public Service Awardees at Annual Ceremony. US National Science Foundation (NSF). ციტირების თარიღი: 2015-04-18.
- ↑ Dresselhaus Wins Medal of Science. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-05-02. ციტირების თარიღი: 2017-02-26.
- ↑ National Science Foundation - The President's National Medal of Science. ციტირების თარიღი: 24 November 2014.
- ↑ The Heinz Awards, Mildred Dresselhaus profile.
- ↑ President Obama Names Scientists Mildred Dresselhaus and Burton Richter as the Enrico Fermi Award Winners.
- ↑ 2012 Kavli Prizes/Mildred S. Dresselhaus/2012 Nanoscience Citation დაარქივებული 2019-10-06 საიტზე Wayback Machine. , Kavli Foundation. Retrieved 14 August 2012.
- ↑ Obama awards Presidential Medal of Freedom to 18. San Francisco Chronicle. ციტირების თარიღი: 24 November 2014.
- ↑ Effect of quantum-well structures on the thermoelectric figure of merit.
- ↑ Electronic structure of graphene tubules based on C60.