შინაარსზე გადასვლა

უეფა-ს ევროპა ლიგა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან უეფა-ს ევროპის ლიგა)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ევროპის ლიგა.
უეფა-ს ევროპა ლიგა
დაარსდა 1971 (2009 წლიდან
ახლანდელ ფორმატში)
რეგიონი ევროპა (უეფა)
გუნდების რაოდენობა 48 (ჯგუფური ეტაპი)
+8 გუნდი, ჩემპიონთა ლიგის
ჯგუფური ეტაპის შემდგომ.

160 (სულ)
ყველაზე ტიტულ. გუნდი ესპანეთის დროშა სევილია (6-ჯერ)
მოქმედი გამარჯვებული გერმანიის დროშა აინტრახტი ფრანკფურტი (2-ჯერ)
ვებ-საიტი ოფიციალური

უეფა-ს ევროპა ლიგა[1][2] (ინგლ. UEFA Europa League) — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება უეფა-ს მიერ ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით 1971 წლიდან. უეფა-ს ევროპა ლიგა ჩემპიონთა ლიგის შემდეგ რანგით ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია ევროპაში. კლუბების კვალიფიკაცია უეფა-ს ევროპა ლიგაზე დამოკიდებულია მათ შედეგებზე ეროვნული ლიგებისა და ადგილობრივი თასების შეჯიბრებებში. ტურნირის გამარჯვებული ავტომატურად გადის კვალიფიკაციას მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.

ტურნირი, უეფა-ს თასის სახელწოდებით, 1971 წელს დაარსდა და მან შეცვალა საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი, რომელიც 1955 წლიდან იმართებოდა. 1999 წელს უეფა-ს თასების მფლობელთა თასი გაუქმდა და გაერთიანდა უეფა-ს თასთან. 2004 წლიდან გათამაშებამ მიიღო ლიგის ფორმატი, გაუქმდა რა სრულად ოლიმპიური სისტემა და დაემატა ჯგუფური ეტაპი. 2009 წელს ტურნირს სახელი გადაერქვა და ეწოდა უეფა-ს ევროპა ლიგა.

სულ, ევროპა ლიგა 28 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული[3]. ტურნირის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია „სევილია“, რომელმაც 5-ჯერ მოიგო ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია „ჩელსი“[4].

უეფა-ს თასმა უფრო ადრე დაარსებული საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასის ადგილი დაიკავა. საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი 1955 წელს დაარსდა შვეიცარიელი ერნსტ ტომენის, იტალიელი ოტორინო ბარაზისა და ინგლისელი სერ სტენლი როუზის იდეით. შეჯიბრი იმ დიდი ქალაქების გუნდებს შორის იმართებოდა, სადაც იმ დროისთვის დიდი ბაზრობები ტარდებოდა და ფეხბურთის პოპულარიზაციასთან ერთად ბაზრობაზე ხალხის მიზიდვასა და ფინანსურ მოგებას ისახავდა მიზნად. 1960-იანი წლების ბოლოსათვის ბაზრობათა თასი ძალიან პოპულარული გახდა და საჭირო იყო მისი ორგანიზაციულ ჩარჩოში მოქცევა. ეს მისი უეფა-მ ითავა და 1971–72 წლებში პირველად გაიმართა ტურნირი „უეფა-ს თასის“ სახელით. გათამაშების პირველი გამარჯვებული ინგლისური „ტოტენჰემ ჰოტსპური“ გახდა, რომელმაც თანამემამულე „ვულვერჰემპტონ უონდერერსი“ ორმატჩიან დუელში დაამარცხა.

ტრადიციულად, უეფა-ს თასზე ეროვნული ჩემპიონატების ვიცე-ჩემპიონები მონაწილეობდნენ, თუმცა 1999 წელს, მას შემდეგ რაც უეფა-ს თასების მფლობელთა თასი გაუქმდა, ეროვნულ სათასო პირველობების გამარჯვებული კლუბებმაც უეფა-ს თასზე დაიწყეს ასპარეზობა. დაარსებიდან 2004 წლამდე ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდებოდა, 2004–05 წლების სეზონიდან კი დაემატა ჯგუფური ეტაპიც: ფინალურ ეტაპზე გასული 40 გუნდი 8 5-გუნდიან ჯგუფებად იყოფოდა; ჯგუფების გამარჯვებული მეორე-ადგილოსანი და მესამე-ადგილოსანი კი შემდეგ ეტაპზე განაგრძობდნენ ასპარეზობას.

2009–10 წლებიდან ტურნირს სახელი გადაერქვა და ეწოდა „უეფა-ს ევროპა ლიგა“[5]. შეიცვალა ფორმატიც: ჯგუფურ ეტაპზე 48 გუნდი მონაწილეობს და 12 4-გუნდიან ჯგუფებად ნაწილდება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე ადგილოსნები შემდეგ ეტაპზე გადიან, სადაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ადგილოსნები ემატებათ და ოლიმპიური სისტემით განაგრძობენ ასპარეზობას.

თასი 15 კილოგრამს იწონის და ის 1972 წელს მილანში დაამზადა კომპანია ბერტონიმ. 2009 წლიდან თასს, რომელიც ყოველ წელს წარმოდგენილია დაჯილდოების ცერემონიალზე, ყოველთვის იტოვებს უეფა. ორიგინალი თასის სრული ზომის ასლი კი გადაეცემა გამარჯვებულ კლუბს. ევროპა ლიგის გამარჯვებულ კლუბს გადაეცემა 40 ოქროს მედალი, ხოლო მეორე ადგილზე კლუბს 40 ვერცხლის მედალი[6].

2018–19 წლების სეზონის მიხედვით, ჯგუფურ ეტაპზე გასვლისთვის გუნდი ჯილდოვდება 2,920,000 ევროთი. ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვება ფასდება 570,000 ევროდ, ფრე 190,000-ით. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული იღებს 1,000,000 ევროს, ხოლო მეორე ადგილოსანი 500,000-ს. 1/32 ეტაპზე გასული გუნდი დამატებით იღებს 500,000 ევროს, 1/16-ში 1,000,000-ს, მეოთხედფინალისტი 1,5 მილიონს, ხოლო ნახევარფინალისტი 2.4 მილიონს. ფინალისტი გუნდი იღებს 4.5 მილიონს, ხოლო ჩემპიონი კი 8.5 მილიონ ევროს[7].

  • პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი: 240,000 ევრო
  • მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი: 260,000 ევრო
  • მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი: 280,000 ევრო
  • პლეი-ოფიდან გამოვარდნა: 300,000 ევრო
  • ჯგუფურ ეტაპზე გასვლა: 2,920,000 ევრო
  • ჯგუფური მატჩის მოგება: 570,000 ევრო
  • ჯგუფურ მატჩში ფრეზე გაყრა: 190,000 ევრო
  • ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება: 1,000,000 ევრო
  • ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება: 500,000 ევრო
  • 1/32 ეტაპი: 500,000 ევრო
  • 1/16 ეტაპი: 1,100,000 ევრო
  • 1/4 ფინალი: 1,500,000 ევრო
  • ნახევარფინალი: 2,400,000 ევრო
  • ფინალისტი: 4,500,000 ევრო
  • ჩემპიონი: 8,500,000 ევრო
სეზონი ქვეყანა გამარჯვებული ანგარიში დამარცხებული ქვეყანა
1971–72 ინგლისის დროშა ტოტენჰემ ჰოტსპური (1) 2–1; 1–1 ვულვერჰემპტონ უონდერერსი ინგლისის დროშა
1972–73 ინგლისის დროშა ლივერპული (1) 3–0; 0–2 ბორუსია მენხენგლადბახი გერმანიის დროშა
1973–74 ნიდერლანდების დროშა ფეიენოორდი (1) 2–2; 2–0 ტოტენჰემ ჰოტსპური ინგლისის დროშა
1974–75 გერმანიის დროშა ბორუსია მენხენგლადბახი (1) 0–0; 5–1 ტვენტე ნიდერლანდების დროშა
1975–76 ინგლისის დროშა ლივერპული (2) 3–2; 1–1 ბრიუგე ბელგიის დროშა
1976–77 იტალიის დროშა იუვენტუსი (1) 1–0; 1–2 ატლეტიკ ბილბაო ესპანეთის დროშა
1977–78 ნიდერლანდების დროშა პსვ (1) 0–0; 3–0 ბასტია საფრანგეთის დროშა
1978–79 გერმანიის დროშა ბორუსია მენხენგლადბახი (2) 1–1; 1–0 ცრვენა ზვეზდა იუგოსლავიის დროშა
1979–80 გერმანიის დროშა აინტრახტი ფრანკფურტი (1) 2–3; 1–0 ბორუსია მენხენგლადბახი გერმანიის დროშა
1980–81 ინგლისის დროშა იფსუიჩ თაუნი (1) 3–0; 2–4 აზ ალკმაარი ნიდერლანდების დროშა
1981–82 შვედეთის დროშა გეტებორგი (1) 1–0; 3–0 ჰამბურგი გერმანიის დროშა
1982–83 ბელგიის დროშა ანდერლეხტი (1) 1–0; 1–1 ბენფიკა პორტუგალიის დროშა
1983–84 ინგლისის დროშა ტოტენჰემ ჰოტსპური (2) 1–1; 1–1 დ.დ; პენ.4–3 ანდერლეხტი ბელგიის დროშა
1984–85 ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი (1) 3–0; 0–1 ვიდეოტონი უნგრეთის დროშა
1985–86 ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი (2) 5–1; 0–2 კელნი გერმანიის დროშა
1986–87 შვედეთის დროშა გეტებორგი (2) 1–0; 1–1 დანდი იუნაიტედი შოტლანდიის დროშა
1987–88 გერმანიის დროშა ბაიერ 04 ლევერკუზენი (1) 0–3; 3–0 დ.დ; პენ.3–2 ესპანიოლი ესპანეთის დროშა
1988–89 იტალიის დროშა ნაპოლი (1) 2–1; 3–3 შტუტგარტი გერმანიის დროშა
1989–90 იტალიის დროშა იუვენტუსი (2) 3–1; 0–0 ფიორენტინა იტალიის დროშა
1990–91 იტალიის დროშა ინტერი (1) 2–0; 0–1 რომა იტალიის დროშა
1991–92 ნიდერლანდების დროშა აიაქსი (1) 2–2; 0–0 ტორინო იტალიის დროშა
1992–93 იტალიის დროშა იუვენტუსი (3) 3–1; 3–0 ბორუსია დორტმუნდი გერმანიის დროშა
1993–94 იტალიის დროშა ინტერი (2) 1–0; 1–0 ზალცბურგი ავსტრიის დროშა
1994–95 იტალიის დროშა პარმა (1) 1–0; 1–1 იუვენტუსი იტალიის დროშა
1995–96 გერმანიის დროშა ბაიერნი (1) 2–0; 3–1 ბორდო საფრანგეთის დროშა
1996–97 გერმანიის დროშა შალკე 04 (1) 1–0; 0–1 დ.დ; პენ.4–1 ინტერი იტალიის დროშა
1997–98 იტალიის დროშა ინტერი (3) 3–0 ლაციო იტალიის დროშა
1998–99 იტალიის დროშა პარმა (2) 3–0 მარსელი საფრანგეთის დროშა
1999–00 თურქეთის დროშა გალათასარაი (1) 0–0 დ.დ; პენ.4–1 არსენალი ინგლისის დროშა
2000–01 ინგლისის დროშა ლივერპული (3) 5–4 დ.დ ალავესი ესპანეთის დროშა
2001–02 ნიდერლანდების დროშა ფეიენოორდი (2) 3–2 ბორუსია დორტმუნდი გერმანიის დროშა
2002–03 პორტუგალიის დროშა პორტუ (1) 3–2 დ.დ სელტიკი შოტლანდიის დროშა
2003–04 ესპანეთის დროშა ვალენსია (1) 2–0 მარსელი საფრანგეთის დროშა
2004–05 რუსეთის დროშა ცსკა მოსკოვი (1) 3–1 სპორტინგი ლისაბონი პორტუგალიის დროშა
2005–06 ესპანეთის დროშა სევილია (1) 4–0 მიდლზბრო ინგლისის დროშა
2006–07 ესპანეთის დროშა სევილია (2) 2–2 დ.დ; პენ.3–1 ესპანიოლი ესპანეთის დროშა
2007–08 რუსეთის დროშა ზენიტი (1) 2–0 რეინჯერსი შოტლანდიის დროშა
2008–09 უკრაინის დროშა შახტარი დონეცკი (1) 2–1 დ.დ ვერდერი გერმანიის დროშა
2009–10 ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი (1) 2–1 დ.დ ფულემი ინგლისის დროშა
2010–11 პორტუგალიის დროშა პორტუ (2) 1–0 ბრაგა პორტუგალიის დროშა
2011–12 ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი (2) 3–0 ატლეტიკ ბილბაო ესპანეთის დროშა
2012–13 ინგლისის დროშა ჩელსი (1) 2–1 ბენფიკა პორტუგალიის დროშა
2013–14 ესპანეთის დროშა სევილია (3) 0–0 დ.დ; პენ.4–2 ბენფიკა პორტუგალიის დროშა
2014–15 ესპანეთის დროშა სევილია (4) 3–2 დნიპრო უკრაინის დროშა
2015–16 ესპანეთის დროშა სევილია (5) 3–1 ლივერპული ინგლისის დროშა
2016–17 ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი (1) 2–0 აიაქსი ნიდერლანდების დროშა
2017–18 ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი (3) 3–0 მარსელი საფრანგეთის დროშა
2018–19 ინგლისის დროშა ჩელსი (2) 4-1 არსენალი ინგლისის დროშა

სტატისტიკა და რეკორდები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კლუბი გამარჯვებული ფინალისტი გამარჯვებული ფინალისტი
ესპანეთის დროშა სევილია 6 0 2006, 2007, 2014, 2015, 2016, 2020
იტალიის დროშა იუვენტუსი 3 1 1977, 1990, 1993 1995
იტალიის დროშა ინტერი 3 1 1991, 1994, 1998 1997
ინგლისის დროშა ლივერპული 3 1 1973, 1976, 2001 2016
ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი 3 0 2010, 2012, 2018
გერმანიის დროშა ბორუსია მენხენგლადბახი 2 2 1975, 1979 1973, 1980
ინგლისის დროშა ტოტენჰემ ჰოტსპური 2 1 1972, 1984 1974
ნიდერლანდების დროშა ფეიენორდი 2 0 1974, 2002
შვედეთის დროშა გეტებორგი 2 0 1982, 1987
ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი 2 0 1985, 1986
იტალიის დროშა პარმა 2 0 1995, 1999
პორტუგალიის დროშა პორტუ 2 0 2003, 2011
ინგლისის დროშა ჩელსი 2 1 2013, 2019
ნიდერლანდების დროშა აიაქსი 1 1 1992 2017
ნიდერლანდების დროშა პსვ 1 0 1978
გერმანიის დროშა აინტრახტი ფრანკფურტი 1 0 1980
ინგლისის დროშა იფსუიჩ თაუნი 1 0 1981
გერმანიის დროშა ბაიერ 04 ლევერკუზენი 1 0 1988
იტალიის დროშა ნაპოლი 1 0 1989
გერმანიის დროშა ბაიერნი 1 0 1996
გერმანიის დროშა შალკე 04 1 0 1997
თურქეთის დროშა გალათასარაი 1 0 2000
ესპანეთის დროშა ვალენსია 1 0 2004
რუსეთის დროშა ცსკა 1 0 2005
რუსეთის დროშა ზენიტი 1 0 2008
უკრაინის დროშა შახტარი დონეცკი 1 0 2009
ბელგიის დროშა ანდერლეხტი 1 0 1983 1984
ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი 1 0 2017
პორტუგალიის დროშა ბენფიკა 0 3 1983, 2013, 2014
საფრანგეთის დროშა მარსელი 0 3 1999, 2004, 2018
ესპანეთის დროშა ატლეტიკ ბილბაო 0 2 1977, 2012
ესპანეთის დროშა ესპანიოლი 0 2 1988, 2007
გერმანიის დროშა ბორუსია დორტმუნდი 0 2 1993, 2002
ინგლისის დროშა არსენალი 0 2 2000, 2019
ინგლისის დროშა ვულვერჰემპტონ უონდერერსი 0 1 1972
ნიდერლანდების დროშა ტვენტე 0 1 1975
ბელგიის დროშა ბრიუგე 0 1 1976
საფრანგეთის დროშა ბასტია 0 1 1978
იუგოსლავიის დროშა ცრვენა ზვეზდა 0 1 1979
ნიდერლანდების დროშა აზ ალკმაარი 0 1 1981
გერმანიის დროშა ჰამბურგი 0 1 1982
უნგრეთის დროშა ვიდეოტონი 0 1 1985
გერმანიის დროშა კელნი 0 1 1986
შოტლანდიის დროშა დანდი იუნაიტედი 0 1 1987
გერმანიის დროშა შტუტგარტი 0 1 1989
იტალიის დროშა ფიორენტინა 0 1 1990
იტალიის დროშა რომა 0 1 1991
იტალიის დროშა ტორინო 0 1 1992
ავსტრიის დროშა ზალცბურგი 0 1 1994
საფრანგეთის დროშა ბორდო 0 1 1996
იტალიის დროშა ლაციო 0 1 1998
ესპანეთის დროშა ალავესი 0 1 2001
შოტლანდიის დროშა სელტიკი 0 1 2003
პორტუგალიის დროშა სპორტინგი ლისაბონი 0 1 2005
ინგლისის დროშა მიდლზბრო 0 1 2006
შოტლანდიის დროშა რეინჯერსი 0 1 2008
გერმანიის დროშა ვერდერი 0 1 2009
ინგლისის დროშა ფულემი 0 1 2010
პორტუგალიის დროშა ბრაგა 0 1 2011
უკრაინის დროშა დნიპრო 0 1 2015

ქვეყნების მიხედვით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ესპანეთს ჰყავს. ესპანურმა გუნდებმა 11-ჯერ მოახერხეს უეფას თასისა და ევროპა ლიგის მოგება და 5-ჯერ ფინალში დამარცხდნენ. სულ 11 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოახერხეს თასის მოპოვება.

ქვეყანა გამარჯვებული ფინალისტი
ესპანეთის დროშა ესპანეთი 11 5
იტალიის დროშა იტალია 9 6
ინგლისის დროშა ინგლისი 9 7
გერმანიის დროშა გერმანია 6 8
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 4 3
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 2 5
შვედეთის დროშა შვედეთი 2 0
რუსეთის დროშა რუსეთი 2 0
ბელგიის დროშა ბელგია 1 2
უკრაინის დროშა უკრაინა 1 1
თურქეთის დროშა თურქეთი 1 0
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 0 5
შოტლანდიის დროშა შოტლანდია 0 3
ავსტრიის დროშა ავსტრია 0 1
იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია 0 1
უნგრეთის დროშა უნგრეთი 0 1

შეიცავს საკვალიფიკაციო მატჩებს[8]

ჰენრიკ ლარსონს ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი ტურნირის ისტორიაში.
პოზიცია ეროვნება მოთამაშე გოლი
1 შვედეთის დროშა ჰენრიკ ლარსონი 40
2 ნიდერლანდების დროშა კლას-იან ჰუნტელარი 34
3 კოლუმბიის დროშა რადამელ ფალკაო 31
ესპანეთის დროშა არიც ადურისი
4 გერმანიის დროშა დიტერ მიულერი 29
5 საქართველოს დროშა შოთა არველაძე 27
6 იტალიის დროშა ალესანდრო ალტობელი 25
ხორვატიის დროშა მლადენ პეტრიჩი
7 პერუს დროშა კლაუდიო პისარო 24

მუქი შრიფტით მოცემულია მოქმედი ფეხბურთელები.

გამარჯვებული მწვრთნელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სეზონი გამარჯვებული[9] კლუბი
1971–72 ინგლისის დროშა ბილ ნიკოლსონი ინგლისის დროშა ტოტენჰემ ჰოტსპური
1972–73 შოტლანდიის დროშა ბილ შენკლი ინგლისის დროშა ლივერპული
1973–74 ნიდერლანდების დროშა ვილ კურვერი ნიდერლანდების დროშა ფეიენორდი
1974–75 გერმანიის დროშა ჰენეს ვაისვაილერი გერმანიის დროშა ბორუსია მენხენგლადბახი
1975–76 ინგლისის დროშა ბობ პეისლი ინგლისის დროშა ლივერპული
1976–77 იტალიის დროშა ჯოვანი ტრაპატონი იტალიის დროშა იუვენტუსი
1977–78 ნიდერლანდების დროშა კეს რეივერსი ნიდერლანდების დროშა პსვ
1978–79 გერმანიის დროშა უდო ლატეკი გერმანიის დროშა ბორუსია მენხენგლადბახი
1979–80 გერმანიის დროშა ფრიდელ რაუში გერმანიის დროშა აინტრახტი ფრანკფურტი
1980–81 ინგლისის დროშა ბობი რობსონი ინგლისის დროშა იფსუიჩ თაუნი
1981–82 შვედეთის დროშა სვენ-იორან ერიქსონი შვედეთის დროშა გეტებორგი
1982–83 ბელგიის დროშა პოლ ვან ჰიმსტი ბელგიის დროშა ანდერლეხტი
1983–84 ინგლისის დროშა კიტ ბარკინშოუ ინგლისის დროშა ტოტენჰემ ჰოტსპური
1984–85 ესპანეთის დროშა ლუის მოლოვნი ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
1985–86 ესპანეთის დროშა ლუის მოლოვნი (2) ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
1986–87 შვედეთის დროშა გუნდერ ბენგტსონი შვედეთის დროშა გეტებორგი
1987–88 გერმანიის დროშა ერიხ რიბეკი გერმანიის დროშა ბაიერ 04 ლევერკუზენი
1988–89 იტალიის დროშა ოტავიო ბიანკი იტალიის დროშა ნაპოლი
1989–90 იტალიის დროშა დინო ძოფი იტალიის დროშა იუვენტუსი
1990–91 იტალიის დროშა ჯოვანი ტრაპატონი (2) იტალიის დროშა ინტერი
1991–92 ნიდერლანდების დროშა ლუი ვან გალი ნიდერლანდების დროშა აიაქსი
1992–93 იტალიის დროშა ჯოვანი ტრაპატონი (3) იტალიის დროშა იუვენტუსი
1993–94 იტალიის დროშა ჯამპიერო მარინი იტალიის დროშა ინტერი
1994–95 იტალიის დროშა ნევიო სკალა იტალიის დროშა პარმა
1995–96 გერმანიის დროშა ფრანც ბეკენბაუერი გერმანიის დროშა ბაიერნი
1996–97 ნიდერლანდების დროშა ჰუბ სტევენსი გერმანიის დროშა შალკე 04
1997–98 იტალიის დროშა ლუიჯი სიმონი იტალიის დროშა ინტერი
1998–99 იტალიის დროშა ალბერტო მალეზანი იტალიის დროშა პარმა
1999–2000 თურქეთის დროშა ფათიჰ თერიმი თურქეთის დროშა გალათასარაი
2000–01 საფრანგეთის დროშა ჟერარ ულიე ინგლისის დროშა ლივერპული
2001–02 ნიდერლანდების დროშა ბერტ ვან მარვეიკი ნიდერლანდების დროშა ფეიენორდი
2002–03 პორტუგალიის დროშა ჟოზე მოურინიო პორტუგალიის დროშა პორტუ
2003–04 ესპანეთის დროშა რაფაელ ბენიტესი ესპანეთის დროშა ვალენსია
2004–05 რუსეთის დროშა ვალერი გაზაევი რუსეთის დროშა ცსკა მოსკოვი
2005–06 ესპანეთის დროშა ხუანდე რამოსი ესპანეთის დროშა სევილია
2006–07 ესპანეთის დროშა ხუანდე რამოსი (2) ესპანეთის დროშა სევილია
2007–08 ნიდერლანდების დროშა დიკ ადვოკატი რუსეთის დროშა ზენიტი
2008–09 რუმინეთის დროშა მირჩა ლუჩესკუ უკრაინის დროშა შახტარი დონეცკი
2009–10 ესპანეთის დროშა კიკე სანჩეს ფლორესი ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი
2010–11 პორტუგალიის დროშა ანდრე-ვილაშ ბოაში პორტუგალიის დროშა პორტუ
2011–12 არგენტინის დროშა დიეგო სიმეონე ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი
2012–13 ესპანეთის დროშა რაფაელ ბენიტესი (2) ინგლისის დროშა ჩელსი
2013–14 ესპანეთის დროშა უნაი ემერი ესპანეთის დროშა სევილია
2014–15 ესპანეთის დროშა უნაი ემერი (2) ესპანეთის დროშა სევილია
2015–16 ესპანეთის დროშა უნაი ემერი (3) ესპანეთის დროშა სევილია
2016–17 პორტუგალიის დროშა ჟოზე მოურინიო (2) ინგლისის დროშა მანჩესტერ იუნაიტედი
2017–18 არგენტინის დროშა დიეგო სიმეონე (2) ესპანეთის დროშა ატლეტიკო მადრიდი
2018–19 იტალიის დროშა მაურიციო სარი ინგლისის დროშა ჩელსი

ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მწვრთნელი ჩემპიონი სეზონები
იტალიის დროშა ჯოვანი ტრაპატონი 3 1977, 1991, 1993
ესპანეთის დროშა უნაი ემერი 2014, 2015, 2016
ესპანეთის დროშა ლუის მოლოვნი 2 1985, 1986
ესპანეთის დროშა რაფაელ ბენიტესი 2004, 2013
ესპანეთის დროშა ხუანდე რამოსი 2006, 2007
პორტუგალიის დროშა ჟოზე მოურინიო 2003, 2017
არგენტინის დროშა დიეგო სიმეონე 2012, 2018

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „ევროპა ლიგა“. goal.ge. ციტირების თარიღი: 20 მაისი 2018.
  2. „ევროპა ლიგა“. worldsport.ge. ციტირების თარიღი: 20 მაისი 2018.
  3. „History“. uefa.com. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  4. Chris Bevan (29 მაისი, 2019). „Chelsea beat Arsenal 4-1 to win Europa League final“. bbc.com. ციტირების თარიღი: 30 მაისი 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. „Uefa Cup given new name in revamp“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  6. „Regulations of the UEFA Europa League 2015-18 Cycle“ (PDF). uefa.com. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  7. 2018/19 UEFA club competitions revenue distribution system. UEFA.com. Union of European Football Associations (5 ივნისი, 2018). ციტირების თარიღი: 5 ივნისი, 2018.
  8. "UEFA Europa League: Facts & Figures" (PDF). uefa.com. ციტირების თარიღი: 4 ივნისი 2017.
  9. „UEFA Cup & Europa League Winning Managers“. myfootballfacts.com. ციტირების თარიღი: 12 ივნისი 2017.
 პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე.