შინაარსზე გადასვლა

შპაიერის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შპაიერის კათედრალი)
შპაიერის ტაძარი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 49°19′02″ ჩ. გ. 8°26′33″ ა. გ. / 49.31722° ჩ. გ. 8.44250° ა. გ. / 49.31722; 8.44250
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1981  (მე-5 სესია)
ნომერი 168
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 168
ინგლ.რუს.ფრ.

შპაიერის საკათედრო ტაძარი (გერმ. Dom zu Unserer lieben Frau in Speyer) — იმპერიული ტაძარი გერმანიის ქალაქ შპაიერში, რომანულ-კათოლიკური ეკლესიის შპაიერის საეპისკოპოსოს ცენტრი. აგებულია ღვთისმშობლისა და წმინდა სტეფანეს სახელზე. 1925 წელს, რომის პაპმა პიუს XI-მ, ტაძარი კათოლიკური ეკლესიის მცირე ბაზილიკის რანგში აიყვანა.

ტაძარი აშენდა 1030-1061 წლებში, საღვთო რომის იმპერიის დროს. მშენებლობის ინიციატორი იყო კაიზერი კონრად II, მისი გარდაცვალების შემდეგ, საქმე მისმა ვაჟმა, ჰენრიხ III-მ გააგრძელა, დასრულებით კი მისი შვილიშვილის, ჰერიხ IV-ის დროს დამთავრდა. იმ დროსიათვის, შპაიერში 500-მდე ადამიანი ცხოვრობდა, ტაძარი კი მაშინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნაგებობა იყო. ამ ფაქტს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან ის კაიზერის ძალაუფლებას უსვამდა ხაზს.

წლების განმავლობაში, ტაძრის ფორმა და სტრუქტურა იცვლებოდა, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება 1689 წელს დაატყდა თავს, როდესაც საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV-ის არმიამ ტაძარი მთლიანად დაანგრია, მისგან თითქმის აღარაფერი დარჩა, ჯარისკაცებმა შებღალეს საფლავებიც კი. 1772-1784 ტაძარი აღადგინეს, მაგრამ სულ მალე იგი ფრანგებმა კვლავ გაანადგურეს. 1846-1853 წლებში, ტაძარი ამჯერად ბავარიის მეფე ლუდვიგ I-მა აღადგინა, ეკლესია შეიმკო ბრწყინვალე ფრესკებითა და დეკორაციებით.

1981 წელს, იუნესკომ ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა როგორც „საღვთო რომის იმპერიის მნიშვნელოვანი რომანული არქიტექტურის ძეგლი“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: