ჯო ჯონსტონი
ჯო ჯონსტონი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
13 მაისი, 1950[1] ოსტინი, ტეხასი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
ალმა-მატერი | კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | კინორეჟისორი, კინოპროდიუსერი, კონცეპტ-არტისტი |
აქტიური | 1977-დღემდე |
ჯო ჯონსტონი (ინგლ. Joe Johnston; დ. 13 მაისი, 1950) — ამერიკელი კინორეჟისორი და პროდიუსერი, რომელიც ყველაზე მეტად განთქმულია ისეთი ფილმებით როგორებიცაა „ძვირფასო, ბავშვები დავაპატარავე“ (1989), „ჯუმანჯი“ (1995), „იურული პარკი III“ (2001) და „კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი“ (2011).
ჯონსტონი დაიბადა ოსტინში, ტეხასის შტატში,[2] 1950 წლის 13 მაისს. დაამთავრა კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტი.
ჯო ცნობილია „ვარსკვლავური ომების“ ტრილოგიის კონცეპტ-არტისტობით. 1981 წელს გადაეცა ოსკარის ჯილდო „საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის.[3] მისი სარეჟისორი დებიუტი შედგა 1989 წელს, როდესაც გადაიღო კომედიური სათავგადასავლო ფილმი „ძვირფასო, ბავშვები დავაპატარავე“. ნომინირებულია დაჯილდოების სხვადასხვა ცერემონიალებზე, მათ შორის ჰიუგოს პრემიასა და სატურნის ჯილდოზე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჯო ჯონსტონი“ ვიკისაწყობში.
- ჯო ჯონსტონი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ჯო ჯონსტონი — AllMovie
- ჯო ჯონსტონი — Metacritic
- ჯო ჯონსტონი — Rotten Tomatoes
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Texas Birth Index, 1903–1997 (ივლისი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-26. ციტირების თარიღი: 2018-08-05.
- ↑ Diaz, Victor. "Austin-born Oscar winner directs 'Captain America'" დაარქივებული 2012-03-31 საიტზე Wayback Machine. , Austin.YNN.com, 22 ივლისი, 2011.
- ↑ Buchanan, Jason. "Film > Film Biography > Joe Johnston", AllMovie.com, n.d.