Amstrad GX4000
Amstrad GX4000 | |
---|---|
GX4000 კონტროლერთან ერთად | |
შემქმნელი | Amstrad |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მესამე თაობა |
გამოშვების თარიღი |
ევრ სექტემბერი, 1990[1] |
თავდაპირველი ფასი | 99 გირვანქა სტერლინგი[2] |
შეწყდა | 1991 |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
პროცესორი | Zilog Z80 @ 4 მჰც |
მეხსიერება | 64 კბ RAM |
გრაფიკა | 160x200-დან 640x200-მდე |
ხმა | AY-3-8910-ის ჩიპი, 3 არხიანი მონოხმა |
ყველაზე გაყიდვადი თამაში | „Burnin' Rubber“ |
Amstrad GX4000 — 8 ბიტიანი მესამე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი,[3] შექმნილი და გამოცემული ბრიტანული ელექტრონული კომპანია Amstrad-ის მიერ. მისი წარმოება მცირე ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს კომპანიის მხრიდან სათამაშო ბაზარზე შესვლის პირველი მცდელობა იყო.[4] კონსოლი გამოვიდა 1990 წელს ევროპაში და ტექნოლოგიურად დაფუძნებული იყო პოპულარულ სახლის კომპიუტერ Amstrad CPC-ზე.[4] GX4000 იზიარებდა Amstrad-ის CPC Plus-ის კომპიუტერების ხაზის არქიტექტურას, (რომელიც გამოიცემოდა კონსოლის პარალელურად), რისი მეშვეობითაც გააჩნდა CPC Plus-ის პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადობა.
კომპანია Amstrad-მა ჯერ კიდევ 1984 წელს დაიწყო სახლის კომპიუტერების ხაზის, CPC-ის წრმოება, რამაც დიდი წარმატება მოუტანა ევროპაში. 1980-იანებში პოპულარული გახდა სათამაშო კონსოლები, მაგალითისთვის როგორებიც არის Nintendo-ს Nintendo Entertainment System, Sega Master System, Sega Mega Drive და სხვები. ამიტომაც, მას შემდეგ რაც 1990 წელს გამოიცა CPC-ის ხაზის უკანასკნელი მოდელი Amstrad CPC 6128+, კომპანიამ გადაწყვიტა ამ მოდელის ბაზაზე შეექმნა სათამაშო კონსოლი. ის დაანონსდა პარიზში 1990 წლის აგვისტოში,[5] ხოლო საბოლოოდ გამოიცა იმავე წლის სექტემბერში ბრიტანეთში, საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში.[6]
კონსოლის თავდაპირველი ფასი 99 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა. ის გამოიყენებდა Zilog Z80-ის ცენტრალურ პროცესორს 4 მჰც ტაქტური სიხშირით,[4] 64 კბ ოპერატულ მეხსიერებას,[7] 16 კბ ვიდეო მეხსიერებას და AY-3-8910-ის ხმის ჩიპს. ეკრანის გაფართოება მოიცავდა 160x200-დან 640x200-მდე პიქსელებს. რაც შეეხება თამაშების ბიბლიოთეკას, კონსოლის არსებობის ისტორიაში გამოვიდა 27 თამაში.[8][9] მათი უმრავლესობა შეიქმნა ბრიტანული და ფრანგული კომპანიების მიერ. ყველაზე განთქმული პროექტები იყო „RoboCop 2“, „Pang“, „Plotting“, „Navy Seals“ და „Switchblade“
Amstrad-ის მიერ GX4000 გამოშვება კონსოლების ბაზარზე შემოსვლის პირველი და ერთადერთი მცდელობა იყო. მიუხედავად ძლიერი აპარატული მახასიათებლებისა, მომხმარებლებს შორის პოპულარობა ვერ მოიპოვა და 1991 წელს მისი წარმოება შეწყდა. აგრეთვე წარუმატებელი აღმოჩნდა კომერციულადაც, საერთო ჯამში გაიყიდა სისტემის 15,000 ასლი.[10] ბევრი მიმოხილველის აზრით, Amstrad GX4000 ითვლება უდიდეს ან ერთ-ერთ უდიდეს კრახად სათამაშო სისტემების ისტორიაში.[11][12]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Amstrad GX4000“ ვიკისაწყობში.
- Amstrad GX4000 დაარქივებული 2019-07-15 საიტზე Wayback Machine. Old-Computers.com-ზე
- Amstrad GX4000 CPCwiki-ში
- Amstrad GX4000[მკვდარი ბმული] Wikia-ზე
- Amstrad GX4000დაარქივებული 2012-05-05 საიტზე Wayback Machine. ვიდეო თამაშების კონსოლების ბიბლიოთეკაში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "ACE Magazine." ACE Magazine Issue 31 1990
- ↑ "Am 'N' Chips" CVG September 1990.
- ↑ Game console by generation. The Video Game Console Library. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-30. ციტირების თარიღი: 2010-06-24.
- ↑ 4.0 4.1 4.2 GX4000 at Old Computers. Old-Computers.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-15. ციტირების თარიღი: 6 მაისი 2008.
- ↑ "Mr Sugar, Its Triplets" The Games Machine September 1990 Pg14.
- ↑ "GX-4000 : Sugar casse le morceau " Tilt September 1990.
- ↑ Arnold V Specifications. CPCTech.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-20. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2012.
- ↑ Amstrad GX4000 on videogameconsolelibrary.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-30. ციტირების თარიღი: 2017-12-01.
- ↑ Complete list of GX 4000 games
- ↑ „Retroinspection: GX4000“. Retrogamer Magazine Issue 52 Pg64. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება); დამოწმება journal საჭიროებს|journal=
-ს (დახმარება) - ↑ Amstrad GX4000 review. Ultimate Console Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-30. ციტირების თარიღი: 2010-06-24.
- ↑ Amstrad GX4000 review. Homecomputer Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-30. ციტირების თარიღი: 2010-06-24.
|
|