შინაარსზე გადასვლა

macOS

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან OS X)
macOS

macOS Sonoma, macOS-ის უკანასკნელი ვერსია
შემქმნელი Apple
ენა
ოპერაციული
სისტემის ოჯახი
Macintosh, Unix
სამუშაო მდგომარეობა მოქმედი
წყაროს მოდელი დახურული წყარო (ღია წყაროს მქონე კომპონენტებით)
პირველად გამოვიდა 24 მარტი, 2001; 23 წლის წინ (2001-03-24)
უკანასკნელი გამოშვება 14.2.1[3] (23C71)[4] (19 დეკემბერი, 2023; 11 თვის წინ (2023-12-19)) [±]
უახლესი ნიმუში 14.3 RC[5] (23D56)[6] (17 იანვარი, 2024; 10 თვის წინ (2024-01-17)) [±]
მარკეტინგული სამიზნე პერსონალური კომპიუტერები
ხელმისაწვდომი ენები 39 ენა[7]
განახლების მეთოდი
მხარდაჭერილი
პლატფორმები
ბირთვის ტიპი ჰიბრიდული (XNU)
სამომხმარებლო
სივრცე
Aqua (გრაფიკული)
მომხმარებლის
გრაფიკული გარემო
Aqua
ლიცენზია კომერციული, საკუთრების უფლებით დაცული
წინა Classic Mac OS
ოფიციალური საიტი apple.com/macos
მხარდაჭერის სტატუსი
მხარდაჭერილი

macOS (/ˌmækˈɛs/;[8], ყოფილი სახელწოდებები: Mac OS X 2012 წლამდე, OS X 2012-2016 წლებში) — კომპანია ეპლის დამუშავებული საოპერაციო სისტემის მე-10 ვერსიაა, რომელიც ეპლ მაკინტოშის სამომხმარებლო და პროფესიულ კომპიუტერებს ახლავს თან. ეს სისტემა მაკინტოშის წინა ვერსიებისგან რადიკალურად განსხვავდება და ეს ფაქტი ხაზგასმულია მის სახელში ვერსია 10-ის ნაცვლად X-ის ჩანაცვლებით. ეპლ კომპიუტერი საოპერაციო სისტემას ცალკეც ჰყიდის, როგორც პროგრამულ პაკეტს ეპლის პერსონალური კომპიუტერებისთვის.

მაკ ოს X სერვერი არქიტექტურულად მისი დესკტოპ თანამოძმის იდენტურია და განკუთვნილია ეპლის მიერ გამოშვებული მაკინტოშის სერვერებისთვის. მასში შედის სამუშაო ჯგუფთა მართვისა და ადმინისტრაციის პროგრამული ხელსაწყოები, რომელიც უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ქსელურ მომსახურებასთან (მაგ. საფოსტო სერვერი, სამბა სერვერი, დირექტორიული სერვერი და დომენის სახელთა სერვერი) გაადვილებულ კომუნიკაციას.

მაკ ოს X ვ.10.4 (ვეფხვი), კოლოფი

მიუხედავად იმისა, რომ მაკ ოს-ის ეს ვერსია „მეათედ“ არის მონათლული, მისი ისტორია მაკინტოშის ადრეულ საოპერაციო სისტემათაგან თითქმის სრულიად დამოუკიდებლად განვითარდა. ის ეფუძნება კარნეგი-მელონისა (მახ-კერნელი) და ბერკლის უნივერსიტეტების (ბსდ) მიერ იუნიქსის ბაზაზე დამუშავებულ ოპერაციათა სისტემებს, რომელიც სტივ ჯობსის კომპანია ნექსტის (NeXT) მიერ დამუშავებულ მრავალფუნქციონალურ სისტემაში „ნექსტსტეპ“ (NEXTSTEP) იყო გაერთიანებული. პარალელურად, ეპლიც ცდილობდა საკუთარი „მომავალი თაობის“ საოპერაციო სისტემის დამუშავებას, თუმცა წარუმატებლად. საბოლოოდ, ნექსტის ოს (რომელსაც უკვე OPENSTEP ერქვა) შეირჩა ეპლის მომდევნო ოს-ის ბაზად და კომპანიამ მასზე სრული უფლება შეისყიდა. გარიგების თანახმად ჯობსი ეპლში დაბრუნდა და მალევე კომპანიის ლიდერიც გახდა. მისი მეთაურობით განხორციელდა პროგრამისტებისთვის ღია ოპენსტეპის ეპლის ძირითადი ბაზრისთვის (საშინაო მომხმარებელთა და შემოქმედებით პროფესიონალთათვის) მისაღებ სისტემად გარდაქმნა - პროექტი, რომელიც ცნობილია სახელით - რაფსოდი. რამდენიმე მცირე იმედგაცრუების შემდეგ საბოლოოდ რაფსოდი „მაკ ოს X“-ად გარდაიქმნა.

ნიშანი X რომაული რიხცვი „ათი“-სა და იქსის (ტრადიციულად უნიქსის ბაზაზე დამუშავებული საოპერაციო სისტემების აღმნიშვნელი) კომბინაციაა, და გამოითქმის როგორც „ათი“. ის ნაწილობრივ მაკინტოშის წინა საოპერაციო სისტემების მაკ ოს 8 და მაკ ოს 9 დანომვრის გაგრძლების აღმნიშვნელია და ასევე ეპლის ტენდენციისისამებრ სპეციფიკური ვერსიების მინიშნებისას ორაზროვნებას გამორიცხავს (მაგ. მაკ ოს X ვ.10.4).

მაკ ოს X-ის ვერსიები კატისებრთა ოჯახის დიდ წარმომადგენელთა სახელებს ატარებს. გამოშვებამდე ვ.10.0-ს არაოფიციალურად კოდური სახელი „Cheetah“ დაერქვა, ვ.10.1-ს კი, ასევე არაოფიციალურად — „პუმა“. ვ.10.2 „იაგუარი“-თან დაკავშირებული დიდი მითქმა-მოთქმის საპასუხოდ ეპლი პროდუქტის მარკეტინგში ღიად იწყებს კოდური სახელების გამოყენებას საოპერაციო სისტემის პოპულარიზებისთვის. ვ.10.3-ს „პანტერა“ დაერქვა, ვ.10.4-ს „ვეფხვი“, ხოლო მომდევნო საოპერაციო სისტემა, როგორც აცხადებენ, „ლეოპარდი“ უნდა გახდეს.

მაკ ოს X რადიკალური გადახვევაა მაკინტოშის წინა საოპერაციო სისტემებისგან, რადგან მისი ძირეული კოდთა ბაზა სრულიად განსხვავდება ადრინდელი ვერსიებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ცვლილებები ზედაპირს ქვეშაა, აქუა გრაფიკული ინტერფეისი ყველაზე თვალშისაცემი სიახლეა. შერბილებული კუთხეები, ტრანსლუსენტური ფერები, ვიწროხაზოვანი გრაფიკა ფანჯრებსა და დესკტოპ კონტროლს უფრო მრავალფეროვანს ხდის ოს 9-ის „პლატინის“ გარეგნობასთან შედარებით. თავდაპირველად ამგვარმა გარდაქმნად მომხმარებელთა შორის დიდი აზრთა წინააღმდეგობა გამოიწვია - ძველ სისტემას მიჩვეული მომხმარებლები მას სათამაშოს ამსგავსებდნენ და არაპროფესიონალურად მიიჩნევდნენ, თუმცა უმრავლესობის მიერ ახალი ინტერფეისი მყისვე ეპლის რევოლუციურ ინოვაციად მოინათლა. დეველოპერებმა სწრაფად აიტაცეს ეს სიახლე და ოს X-ის ბაზაზე საკუთარი პროგრამებისთვისაც დაიწყეს აქუას ინტერფეისის მსგავსი მოდიფიცირებული სკინების გამოშვება.

მაკ ოს X-ის ფუძეა იუნიქსის მსგავსი საოპერაციო სისტემა ღია პროგრამული კოდით (open source), რომელიც დაშენებულია XNU ბირთვზე (kernel) სტანდარტული იუნიქსის საკომანდო ხაზის (command line) ინტერფეისით. ეპლი ამ ბირთვს, სახელწოდებით დარვინი, თვით საოპერაციო სისტემის გამოშვებამდე ხდის მისაწვდომს გარე დეველოპერებისთვის. სისტემის ფუძეზე ეპლი ამუშავებს რამდენიმე ლიცენზირებულ კომპონენტს დახურული კოდით - აქუა მომხმარებლის ინტერფეისი და ფაინდერი (ფაილთა მართვის სისტემა). ამგვარმა კომბინაციამ მაკ ოს X ყველაზე წარმატებული (და გაყიდვადი) იუნიქსის მსგავსი სამუშაო ინტერფეისი გახადა (გაყიდულ სისტემათა რაოდენობის მიხედვით).

გამოცემების ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Mac OS X v10.0Mac OS X v10.2Mac OS X PantherMac OS X TigerMac OS X LeopardMac OS X Snow LeopardMac OS X LionOS X Mountain LionOS X MavericksOS X YosemiteOS X El CapitanMacOS SierraMacOS High Sierra
macOS-ის ვერსიები, მარცხნიდან: Cheetah/Puma (1), Jaguar (2), Panther (3), Tiger (4), Leopard (5), Snow Leopard (6), Lion (7), Mountain Lion (8), Mavericks (9), Yosemite (10), El Capitan (11), Sierra (12), High Sierra (13), Mojave (14), Catalina (15), Big Sur (16)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. What Is the I/O Kit?. IOKit Fundamentals. ციტატა: „Apple considered several programming languages for the I/O Kit and chose a restricted subset of C++.“
  2. What's New in Swift (June 14, 2016). ციტირების თარიღი: June 16, 2016
  3. Clover, Juli (December 19, 2023). „Apple Releases macOS Sonoma 14.2.1 With Bug Fixes“. MacRumors. ციტირების თარიღი: December 19, 2023.
  4. macOS 14.2.1 (23C71) - Releases - Apple Developer (December 19, 2023). ციტირების თარიღი: December 19, 2023
  5. Clover, Juli (January 17, 2024). „Apple Seeds Release Candidate Version of macOS Sonoma 14.3“. MacRumors. ციტირების თარიღი: January 17, 2024.
  6. macOS 14.3 Release Candidate (23D56) – Releases. Apple Inc. (January 17, 2024). ციტირების თარიღი: January 17, 2024
  7. macOS – How to Upgrade – Apple. Apple. ციტირების თარიღი: September 28, 2016
  8. Apple Events - WWDC Keynote June 2016. Event occurs at 36:28. http://www.apple.com/apple-events/june-2016/.