გურჯი ალი-საიფ-ფაშა (თურქ. Gürcü Ali Saib Paşa; დ. 1827, თალასი, ახლანდ. კაისერის პროვინცია, თურქეთი, — გ. 1891, სტამბოლი) — ოსმალეთის იმპერიის სამხედრო მოღვაწე, მარშალი (მუშირი).

ალი საიფ-ფაშა

დაიბადა ქართველი მუჰაჯირის ოჯახში (გვარად თავდგირიძე). სხვადასხვა დროს მსახურობდა მანასტირის სამხედრო გუბერნატორად, სამხედრო არსენალის უფროსად, უმაღლეს სამხედრო მოსამართლედ, კოსოვოს ოლქის ჯარების მეთაურად. რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომში იყო მე-3 არმიის სარდალი. 1891 წელს იყო სერასკერი (მთავარსარდალი). გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. დაკრძალულია სტამბოლში, ჩემბერლითაშის სასაფლაოზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქასაბი მ., ოსმალეთის ქართველები, თურქულიდან თარგმნეს გ. გუნიავამ და ე. შექერჯიმ, სტამბოლი, 2012;
  • სურმანიძე რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 431.