Seasons End (ინგლ. სეზონის დასასრული) — ბრიტანული ნეო-პროგრესული როკ-ჯგუფ Marillion-ის მეხუთე სტუდიური ალბომი, რომლის ჩაწერაშიც მონაწილეობა მიიღო ახალმა ვოკალისტმა სტივ ჰოგართმა. შეუერთდა ჯგუფს მას შემდეგ, რაც კოლექტივი დატოვა ვოკალისტმა ფიშმა (1988 წლის ბოლოს). გარდა ორიგინალური ვოკალისა, აღმოჩნდა, რომ სტივი კარგად ფლობს კლავიშებს. Marillion-ამდე მან, ჯგუფთან The Europeans ერთად გამოუშვა ორი ალბომი, Vocabulary და Recurring Dreams. აგრეთვე, მან ჩამოაყალიბა საკუთარი ჯგუფი How We Live და გამოუშვა ერთი ალბომი Dry Land. მას შემდეგ, რაც მსმენელმა ამ ჩანაწერს განსაკუთრებული ყურადღება არ მიაქცია, ჰოგართი მოვიდა Marillion-ში.

Seasons End
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 25 სექტემბერი, 1989; 29 სექტემბერი, 1997 (ორ დისკიანი გამოცემა)
ჩაიწერა სტუდია Outside, ოქსფორდშირი, 1989
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 47:35 (გრამფირფიტა)
50:55 (1 CD)
1:39:25 (ორმაგი CD)
ლეიბლი EMI (მსოფლიო)
Capitol Records (კანადა, აშშ)
პროდიუსერი Marillion და ნიკ დეივისი
Marillion — ქრონოლოგია
The Thieving Magpie
(1988)
Seasons End
(1989)
Holidays in Eden
(1991)
სინგლები ალბომიდან Seasons End
  1. „Hooks In You“
    გამოცემის თარიღი: 24 აგვისტო 1989
  2. „The Uninvited Guest“
    გამოცემის თარიღი: 27 ნოემბერი 1989
  3. „Easter“
    გამოცემის თარიღი: 19 მარტი 1990 (აუდიოკასეტა) / 26 მარტი 1990 (სხვა ფორმატები)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4.5/5 stars[1]
Progressiveworld.net5/5 stars[2]

ახალ ალბომზე სტივს ეკუთვნოდა სულ რამდენიმე სიმღერა, მათ შორის: „Easter“ და „The Space“. ალბომიდან აგრეთვე გამოიცა სამი სინგლი: „Hooks In You“ (1989), „The Uninvited Guest“ (1990) და „Easter“ (1990).

ამ ალბომის მხარდამჭერი ტურნე ითვლება ყველაზე მასშტაბურად, რომელიც მოეწყო სტივ ჰოგართის მონაწილეობით.

მას შემდეგ, რაც ჯგუფი ფიშმა დატოვა, კოლექტივი ლიდერისა და იდეოლოგის გარეშე დარჩა. ამასთან, უკვე მზად იყო მომავალი ალბომის სიმღერების დიდი რაოდენობა. გადაწყდა, რომ Marillion არ დაიშლებოდა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, აუცილებელი იყო ახალი ვოკალისტი.

მომავალი ალბომის სიმღერების შექმნისას ჩაიწერა სიმღერების King of Sunset Town, Seasons End და Berlin ინსტრუმენტული ვერსიები. The Uninvited Guest და The Space ასევე თითქმის დასრულებული იყო. პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ ეს სიმღერები ტექსტების გარეშე იყო. აშკარა იყო, რომ ჯგუფის არც ერთი წევრი არ ბედავდა ტექსტების წერას. მარკ კელი იხსენებდა, რომ Bonzo Dog Doo Dah Band-ის წევრი ვივ სტენშოლი იყო ტექსტების შექმნის ერთ-ერთი კანდიდატი, მაგრამ კელის თქმით, „მათ სიღრმე აკლდა“. მაშინ ეს ადგილი დაიკავა ჯონ ჰელმერმა (The Piranhas). იგი გახარებული იყო ახალი მოვალეობით, თუმცა ფიშის ტექსტების გადახედვის შემდეგ მიხვდა, რომ რთული სამუშაო ელოდა.

ჯგუფი ამასობაში კვლავ მუშაობდა. კონცერტებზე დროებით მღეროდა პიტ ტრევავასი, რომელსაც მთლიანი დარბაზი ეხმარებოდა. ლივერპულში გამოსვლისას Rage-ის ვოკალისტი დეივ ლოიდი გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი შესრულების მანერით ყველა კმაყოფილი დარჩა, მუდმივად დატოვებაზე არავის უფიქრია.

1988 წლის ზამთარში სტივ როზერი შეხვდა ჯონ ჰელმერს ჰამერსმითის ერთ-ერთ ბარში. ამის შემდეგ მათ დაიწყეს სიმღერის Berlin ტექსტზე მუშაობა (კომპოზიციაზე გავლენა იქონია ჯგუფის 1985 წლის ვიზიტმა გერმანიაში). ჯონი, რომელიც ამავე დროს ჯგუფ კინგ კრიმსონის დიდი მოყვარულიც იყო, დაკავდა ახალი საქმით. პრობლემა იმაში იყო, რომ იგი ბერლინში ჯერ ნამყოფი არ იყო. როზერი იხსენებდა, რომ ჯონის სტილი ფიშისგან მკვეთრად გამოირჩეოდა, მაგრამ ლირიკა იყო ნათელი და ემოციური. მუსიკოსებმა მას მიაწოდეს სხვა სიმღერების დემო ვერსიებიც. საშობაო დღეების შემდეგ ჰელმერი დაბრუნდა ახალი ტექსტით სიმღერისათვის Seasons End.

ნოემბრის ბოლოს Marillion-მა გამოაქვეყნა განცხადება ახალი ვოკალისტის ძიების შესახებ. მოსმენა გაიმართა სტუდიაში Nomis, მაგრამ მუსიკოსებს არავინ მოეწონათ. მოგვიანებით იენ მოსლი იხსენებდა, რომ ტრევავასის სახლში მოისმინეს კასეტაზე სტივ ჰოგართის ვოკალი, რომელიც მათთვის იდეალური აღმოჩნდა. აღმოჩნდა, რომ ჩანაწერი გამოაგზავნა მისმა გამომცემელმა კომპანიიდან Rondor Publishing - თანაც ჰოგართის ნებართვის გარეშე.

შეხვედრა ჰოგართთან გაიმართა ტრევავასის სახლში. სტივს დააგვიანდა, ვინაიდან წინა დღეს მისი მანქანა მოიპარეს. მას ჰქონდა ალერგია (რაც გამოიხატა ადგილზევე, ტრევავასის კატების გამო). სტივი იხსენებდა, რომ მას უბრალოდ უთხრეს - ’ჩვენ ისეთები ვართ, როგორიც ვართ, მაგრამ შენ უნდა იყო ის, რაც ხარ. ვნახოთ, რა გამოვა’. რეპეტიციების შემდეგ გადაწყდა, რომ ჰოგართი მისაღები ვოკალისტი იყო. მან შეიტანა საკუთარი კორექტივები რამდენიმე სიმღერაში. თუმცა, ჯგუფის წევრებმა გადაამოწმეს იგი, დაუკავშირდნენ რა ყველა ნაცნობს, რომელსაც მასთან რამე შეხება ჰქონია. საცდელი ვადით აყვანის შემდეგ Marillion-ს შეუერთდა პროდიუსერი ნიკ დეივისი.

სიმღერების სია

რედაქტირება
  1. The King of Sunset Town (ჰოგართი/როზერი/კელი/ტრევავასი/მოსლი/ჰელმერი)– 8:04
  2. Easter (ჰოგართი/როზერი/კელი/ტრევავასი/მოსლი) – 5:58
  3. The Uninvited Guest (ჰოგართი/როზერი/კელი/ტრევავასი/მოსლი/ჰელმერი)– 3:52
  4. Seasons End' (ჰოგართი/როზერი/კელი/ტრევავასი/მოსლი/ჰელმერი) – 8:10
  1. Holloway Girl (ჰოგართი/როზერი/კელი/ტრევავასი/მოსლი) – 4:30
  2. Berlin (ჰოგართი/როზერი/კელი/ტრევავასი/მოსლი/ჰელმერი)– 7:48
  3. After Me (ჰოგართი/როზერი/კელი/ტრევავასი/მოსლი)– 3:20 (მხოლოდ კომპაქტ დისკი და კასეტა)
  4. Hooks In You (ჰოგართი/როზერი/კელი/ტრევავასი/მოსლი/ჰელმერი)– 2:57
  5. The Space... (ჰოგართი/როზერი/კელი/ტრევავასი/მოსლი/ვური/დაგმორი/ჰარპერი) – 6:14

1997 წლის რემასტერის დამატებითი დისკი

რედაქტირება
  1. The Uninvited Guest (12" სინგლის ვერსია) – 5:05
  2. The Bell In The Sea (ჰოგართი/როზერი/კელი/ტრევავასი/მოსლი/ჰელმერი) – 4:21
  3. The Release (ჰოგართი/როზერი/კელი/ტრევავასი/მოსლი) – 3:45
  4. The King Of Sunset Town (დემო) – 5:34
  5. Holloway Girl (დემო) – 4:48
  6. Seasons End (დემო) – 8:02
  7. The Uninvited Guest (დემო) – 3:56
  8. Berlin (დემო) – 8:03
  9. The Bell In The Sea (დემო) – 4:52

პერსონალი

რედაქტირება
წელი ჩარტი პოზიცია
1989 ბრიტანეთის ალბომების ჩარტი 7[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. allmusic ((( Season's End > Overview ))). allmusic.com. ციტირების თარიღი: 2010-01-05.
  2. ProgressiveWorld.net. www.progressiveworld.net. ციტირების თარიღი: 2010-01-05.
  3. Chart Stats – Marillion – Season's End. www.chartstats.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-22. ციტირების თარიღი: 2010-01-05.